ნაწარმოებები



ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2021


დარჩენა

უხვძირიანთა ზეიმი,
განცხრომა ავტორებს,
ის ვინც ასწორებს,
საათებში ატევს დრაკონებს...
  წამის ვერ დამჭერნი,
  ფორიაქით- სულთა მეფენი!!!

  გაზეთი კომფორტი იუწყება
  "უკანასკნელი გამოკვლევებით
  ეს მინიმუმ ორი გვაქვს"

  გადმოსული საზღვრის მხილველი,
  ამტანიც და სუსტიც იმავდროს,
  განსაკუთრებულს ვერას შეატყობ,
  თუ გადმოვა შენს კარმიდამოს...

წამით აქეთ,
წუთით სადღაც ჰორიზონტებს
აშიშვლებს და იტანჯება,
Mírame como una fuente,
სანამ წვიმა დაიწყება...
  იკარგება, თითის ტოლი თოჯინები
  ნაზი თმებით, წმინდანების სადარი,
  ბედის ვარსკვლავს მუჭით მაგრად ეჭიდები!!!
  სამართალი გულადა გაქვს გამჯდარი...
მასთან ერთად გულის ტკენა,
უამრავი იისფერი ფესვების,
მკრთალი სხივის ზეიმობა კართაგენთან,
ცოდვილებზე იგივეთი მძლევლების...
    დასასრულად წარდგენილი დასკვნებიდან,
    ვციტირდები ,,აზრთა ნიადაგიდან",
    წამსვლელები წასულანო ქალაქიდან,
  აქეთ დარჩით ყველა ვინც არ ნებდებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები