ნაწარმოებები



ავტორი: შოთა კურტანიძე
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2021


* * * (შემოდგომაა და მონდომება...)

შემოდგომაა და მონდომება,
ეს ვნება, როგორც დათვის ტორები,
და მერე მშვიდად გვეამბორება
ის ზამთრის სუსხი და მოგონება.

აღიმართება სითეთრე მთებად
და შევერევით ამ გაფითრებას.
ჯერ კი ბინდია და მონდომება,
და ვნება, როგორც დათვის ტორები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები