ნაწარმოებები



ავტორი: ციმციმა
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2021


სეტყვიანობა

ქარის მოტანილი არ ვარ,
ვერსად ვერ გამაქცევს ქარი,
არც შენი მოლანდება მაკრთობს
სეტყვის პროფილით,
ეს შენ გეშინოდეს
ჩემი ,
გეშინოდეს
ტყვია-სიტყვების,
თუკი ერთხელაც
გამოგიტყდები კი  არა და,
მოგატყუებ
და გეტყვი...
რომ არ ჩამვარდნილხარ
სულში არასდროს...
და შენს ჩურჩულზე
ჩემი გულის უსიერ ტყეში
არ შრიალებდნენ
იასამნები...
შენ მხოლოდ თვალში ჩამივარდი,
ისიც დროებით
და ორი თითი  ამოვისვი აუცრემლებლად,_
ასე ამბობს ტექსტი შელოცვის ...
ჰოდა , გაგდევნე.
შენ კი აქეთ მეძებ და მდევნი.
ქარის მოტანილი კი არა ვარ,
ქარს ვერ გამატან
და ვერც ამაყი ქარიშხლებით
დამისაკუთრებ.
დასეტყვილია ჩემი
გულის მთრთოლვარე კალო
შენი თვალებით.
მე თვითონ წავალ
ამ სეტყვის შემდეგ ,მე თვითონ წავალ
და მერე
ნატკენ ბავშვურ გულზე
დაგესეტყვები
და ვერ მეტყვი,
ჩემს სულში ხარო.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები