ნაწარმოებები



ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2021


გერტრუდას პასუხები-1 (წრე მეორე)

ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო,
როდის გიხილავ თავისუფალს და უბორკილოს?!
ფოსტამ მეორედ მომიტანა შენი თორმეტი
წერილი, სადაც ტუსაღად მყოფს სჭარბობს პოეტი,
მეც დღეებს ვითვლი, სანამ მოვა შენი ნახვის დრო,
შემომეფურცლა კალენდარზე მარტი, აგვისტოც,
რთულია, როცა ითმენ ამდენ ცილისწამებას,
გაქვს ცრუ იმედი გარშემოთა ფერისცვალების,
ადამიანი არც ფერს იცვლის, ზნეს და ხასიათს,
მერწმუნე, ყველას სათითაოდ ჩალის ფასი აქვს,
ვინც, ზურგს უკნიდან ლაპარაკობს ანდა დაგცინის,
მათ განსაკურნად არ შექმნილა ქვეყნად ვაქცინა,
მხოლოდ სამარე თუ უშველის ასეთ კუზიანს,
წყალს წაუღია მთელი პორტი ანდალუსიის,
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო,
როდის გიხილავ თავისუფალს და უბორკილოს?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები