ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2021


შემოდგომა

ისევ შემოდგომა,ისევ არეული ამინდები,
ისევ ვიკარგები ჩემი მოგონების ხვეულებში,
ყველა დაღამება,ყველა წამიერი გარინდება,
ტკივილს ასაზრდოებს,მერე ფანტომების წვეულება...

გავა ეს თვეები,გავა ფიქრითა და ფორიაქით ,
მერე გაზაფხული დღეებს სიგიჟემდე ააჭრელებს,
სულ ვერ გავიხსენებ ასე უმიზნოდ რომ შემიყვარდი,
სულ არ შემაწუხებს -სული ხორციდან რომ ამაჭერი...

მაგრამ შემოდგომა,ფიქრის-სევდისფერი შემოდგომა,
ჩემი გაორების ჯერაც უპასუხო განტოლება,
ისევ დაბრუნდება ,ისევ შევეცდები წამოდგომას,
სულის ნაწილები ასე მარტივად ხომ არ გვტოვებენ?!

ისევ შემოდგომა,ისევ არეული ამინდებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები