ნაწარმოებები



ავტორი: ჰოლმვუდი
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2021


მიმიკრია

ღამეა,
თვალებს ვაფარებ
ქუთუთოს საბანს
და ტელევიზორის შუქზე
თაფლის ჭაობში ვეშვები;
მე ვლანდავ ვერხვებს
ცივ მდინარესთან
და მათზე მთვლემარ
ალბინოს ვეფხვებს.
დაისია,
და ისეა
ეს ღრუბლები
არემარე იასამნისფერდება,
სერებიდან ჩამოდიან არსებები
სიასამურბეწვება;
ლამაზია,
მინდა ვიდგე და ვუმზერო,
მაგრამ ჰაერში ცურვით
სადღაც მივდივარ
და ვიკარგები
ქიშმიშის ტყეში;
იქ გავატარებ შემოდგომას
სანამ დილის ავტობუსზე დამაგვიანდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები