ნაწარმოებები



ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
14 სექტემბერი, 2021


რელიგია და მეცნიერება: გაუმარჯოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ირწმუნეთ ჭეშმარიტი რწმენა

რელიგია და მეცნიერება: გაუმარჯოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ირწმუნეთ ჭეშმარიტი რწმენა, მორწმუნეებს რომ ეძახიან საკუთარ თავს, იმათ საყურადღებოდ

მორწმუნეებს რომ ეძახიან საკუთარ თავს, იმათ საყურადღებოდ:

ესე იგი, თქვენ ფიქრობთ, რომ პირველი ევროპელი ქართველია, ხომ? 1,7 მილიონი წლის უკან უკვე არსებობდა, საქართველოში, დმანისის ტერიტორიაზე, ხომ?

ისე, სხვათა შორის, შეგახსენებთ, ვისაც ბიბლია წაკითხული გაქვთ, ვისაც არ გაქვთ წაკითხული, ასეთები კი აბსოლუტური უმრავლესობა ბრძანდებით, გაცნობებთ, რომ ბიბლიის მიხედვით, სამყარი ქრისტეს შობამდე 5 000 (ხუთი ათასი) წლის წინ გაჩნდა, ანუ დღეის მდგომარეობით 7 000 (შვიდი ათასი) წლის წინ.

ჰოდა, ვინც თავის თავს მორწმუნეს ეძახის, როგორ უნდა თქვას, რომ 1,7 მილიონი წლის უკან ადამიანის არსებობის სჯერა, ანუ დღეის მდგომარეობით 7 000 (შვიდი ათასი) წლის წინ  სამყაროს შექმნის ბიბლიური თქმულების არ სწამს?

თუნდაც რომ ვივარაუდოდ, რომ თითქოს, ვითომ, ბიბლიის ენაზე, 5000 წელი არის იგივე 5 მილიარდი წელი მეცნიერების ენაზე, თუმცა ასეთი რამ ბიბლიაში არ სწერია, ეს ფანტაზიებია, მაშინ ხომ, ამ ლოგიკით, 1,7 მილიონი წელი რამდენი გამოდის? 1,7 წუთი, თუ 1,7 წამი? მაშინ ხომ აზიის ტერიტორიაზე (დიახ, დიახ, მაშინ აზია ერქვა, ეს ახლა, მე-20 საუკუნის ბოლოს, საქართველოში, მხოლოდ, გამოაცხადეს აზია ევროპად, პოლიტიკური მიზეზების გამო, თუმცა ამის გამო გეოგრაფია, გეოგრაფია მეცნიერებაა,  პოლიტიკად, არამეცნიერებად,  ვერ გადაიქცევა, ისევე როგორც აზია ვერ გადაიქცევა ევროპად) მყოფი პირველი ევროპელების მზიას და ზეზვას პირადად ნახვა უნდა ყოფილიყო შესაძლებელი, დღეს, პირდაპირ ახლა, ხომ? ნახეთ? არა. 

და იმავე ”ლოგიკით”, ძალიან მალე, ერთ-ორ წელიწადში,  დედამიწის ასაკი გადააჭარბებს მეცნიერების მიერ დადგენილ 5 მილიარდი წლის ასაკს ასე, დაახლობიღ ორჯერ-სამჯერ, ცოტა ხნის, ხუთი-ათი წლის შემდეგ , ათას-ჯერობით, შემდეგ კი მილიონ-ჯერობით.

მორწმუნეებს რომ ეძახიან საკუთარ თავს, იმათ საყურადღებოდ:

დააკვირდით, რას ვამბობ. მე ვამბობ, ირწმუნეთ მეთქი ჭეშმარიტი რწმენა.


თუ რელიგია ეწინააღმდეგება მეცნიერებას, ირწმუნეთ რელიგიის.

ორივეს ერთდროული რწმენა კი უცნაურია, ეს, რბილად, თავაზიანად რომ ვთქვათ.

მეცნიერებაში, მედიცინაში ამას, როცა ორი ურთიერთგამომრიცხავი აზრი მშვიდობიანად თანაარსებობს ერთ თავში,  შიზოფრენია ჰქვია.

გაუმარჯოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.




კახაბერ როდინაძე, ადვოკატი (ბათუმი, აჭარა)

14.09.2021


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები