ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა_გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
15 სექტემბერი, 2021


მაღალ ყოვლად უსამღვდელოესო, უწმინდესო და უნეტარესო :

1_ მამაო ერის, საკუთარ სულზე ასაკიანო,
თითქოს შენი ოქრო, ძაბვას ატარედეს, ისე დაუძლურდი,
ისე დაუძლურდი, თითქმის დარვინიზმზე ეჭვი გამიჩინე,
ისე დაგიბერდა სახის ნაკვთები რომ, ფეხი აიდგა მაღალმა სარკემ.
ერის მამაო, საკუთარ სულზე დაბერებულო,
თინეიჯერი აგიტატორივთ,
მიუხედავად ასაკისა და გარეგნობისა,
მიუხედავად სივრდომისა და უძლურებისა,
ისევ იგივე ქადაგებას გვასმენინებ,
და ჩვენც გპასუხობთ:
დიდი მადლობა უწმინდესო და უნეტარესო,
მაღალ ყოვლად უსამღვდელოესო,
და გიხსენიებთ ლოცვებში და სადღეგრძელოში,
უკაცრიელში, ჭადარივით დაბერებულო,
ბერწი ვაშლივით ნაჯახს მომლოდინევ,
ბაობაბივით, იდეოლოგიათა მომლოგინევ,
და ბანანივით უნაყოფოვ, კურთხეულ მიწაზე.
2_ ალილუია.
კურთხეულ მიწაზე კივივით გაქვავებულო,
სახლის საძირკველში კირივით უდრეკო,
ოღონდ შენ თქვი და შეგიგროვებთ ყველა ინფორმაციას
ომში მოკლულთა საფლავებზე,
მერე მათ ქუჩებს გადავარქმევთ სახელებს,
და დავაარსებთ ერთი დიდი
ქუჩის ფილიალს,
სახელწოდებით "ვლადიმერ პუტინის ქუჩა"
და ყველა ერთად ვიმღერებთ შენს რეზიდენციასთან:
"საიუზ, ნე რუშიმი,
რესპუბლიკ სვაბოდნიხ,
პლაწილა ნევიკი,
ველიკაია რუს."
მერე ავღმართავთ ედუარდ ამბროსიჩის ძეგლს,
ჯაბა იოსელიანის ძეგლს,
უარვყობთ ყველას, ვისი გვარის დასასრულიც იქნება _ია,
საჯაროდ დავღვრით კოკა-კოლებს,
ოღონდ შენი სიბერე
ვქმნათ უდარდელად.
დიდება რუსეთს,
დიდება პატრიარქს,
აიღე 25 0000000 და ილოცე ჩვენზე.
3_ ალილუია.
ბუნებამ ცხადყო მტყუან მართალი,
აი, 9 აპრილს მოკლულებმა,
შენს ასაკამდე ვერ მოაღწიეს,
ისინი დარჩნენ უსახელოდ,
გაფრენილები მწვანე ფოთლებად,
მოწყვეტილები ახლად გაფურჩქვნილ ვარდებად,
მწვანე ვაშლივით დატოვეს სუნი,
სუნი, რომელსაც ფერი აქვს მწვანე,
ისინი წაიქცნენ ატოტილი ხეებივით,
ნაჯახის გამო,
შენ კი, შემორჩი კურთხეულ მიწას,
ლუდხანაში, საჩვენებელი ტარანივით,
ფრენა დავიწყებული ყვავივით,
შენ შემორჩი და გვანახებ რომ
ყველა ცდებოდა ვინც ზურგი გაქცია,
და აჰა, ისევ შენი სიბერის უკვდავსაყოფად,
დიდება რუსეთს,
დიდება პუტინს,
დიდება პატრიარქს,
აიღე 25000000 და ილოცე ჩვენზე,
სირცხვილი 9 აპრილის მეამბოხეებს,
სირცხვილი აგვისტოს მეომრებს,
სირცხვილი აფხაზეთის ვეტერანებს,
"ყველა ჩემი სამშობლოა სამეგრელოს გარდა"
ფუი ენას,
არული მამულს,
დიდება სარწმუნოებას,
დიდება რუსეთს,
დიდება პუტინს,
ამინ პატრიარქს,
რადგან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები