ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: გიორგივარამაშვილი
ჟანრი: პროზა
16 სექტემბერი, 2021


  ჩამოტვირთვა

უღმერთოთა ღმერთი


                                                                                        რომანი
                                                                                ნაწილი პირველი                                                                                                                                                                                                 
                                                                                                           
                                                                            1                                                         
    მზე ამოვიდა.  ირგვლივ ყველაფერი გაანათა.არემარე  გამოცოცხლდა. სოფელ მჭადიჯვარში  ჩვეულებრივი რუტინული დღე დაიწყო: ძროხების საძოვარზე გაშვება, სახლის დასუფთავება, საუზმე, სადილი, სამხარი, საღამოხანს დაბრუნებული საქონლის დაბინავება, თუ მოგებული ჰყავს ხბო, მოწველა,  რძის შენახვა, მაწვნად, კარაქად, ყველად ქცევა. საღამოხანს როცა ადამიანები  საქმეებს მოათავებენ,  მიუჯდებიან ტელევიზორს უყურებენ საინფორმაციოს, ან რამე საინტერესო ფილმს, ბოლოს იძინებენ და მთვლემარე მდგომარეობაში ძალებს იკრეფენ ახალი რუტინული და ამასთანავე დამღლელი დღისთვის. ბავშვებს, რომელთაც ოჯახის უფროსი წევრების მოვალეობები არ აკისრიათ, მთელი დღე ჭამაში და გართობაში გაჰყავთ. კვირა დღეს მოსახლეობის უმრავლესობა  განსხვავებულად იქცეოდა. ამ დღეს დიდიან-პატარიანად სოფლის შუაგულში მდგარ ეკლესიაში იკრიბებოდა და ლოცულობდა, აღსარებას აბარებდა და მღვდლებთან ეზიარებოდა. დღეს ხუთშაბათია. შუადღის ოთხ საათზე,  როდესაც ზაფხულის მწველი მზე ჯერ კიდევ არ აპირებდა ჩასვლას,  სოფელთან ახლოს ველზე ბავშვები გამოვიდნენ სათამაშოდ. სულ სამნი იყვნენ - ორი ბიჭი  და გოგო.  აქედან ერთი ბიჭი და გოგო და-ძმანი გახლდნენ, მეორე ბიჭი კი  მათი მეზობელი იყო, რომელსაც სამი უფროსი ძმა  ჰყავდა და თითოეულს თბილისში აეშენებინა საკუთარი ბუდე. მხოლოდ არდადეგების პერიოდში, თუ სხვადასხვა დღესასწაულზე უბრუნდებოდნენ მშობლიურ კერას და მონატრებულ მშობლებს. დროთა სრბოლასთან ერთად ეს არ წყდებოდა, ტრადიციად ჩამოყალიბდა, რაც მშობლების მიმართ არსებული სიყვარულის გამო სულაც მომაბეზრებელი სულაც არ იყო. ბავშვებს ძალიან უყვარდათ ბებია- ბაბუა.  იმის გარდა რომ შინაურები  ერთი სისხლის პატრონები იყვნენ, დამხვდურებს სახლში რაც კი ჰქონდათ შენახული ხორაგი, ყველაფერს იმეტებდნენ ჩამოსულებისთვის... ბავშვებმა გადაწყვიტეს დაჭერობანა ეთამაშათ. როცა სირბილით გული იჯერეს , მუხის ჩრდილში ჩამოსხდნენ და  ხეს შეჰყურებდნენ, რომელსაც კენწერო იმ სიმაღლეზე ჰქონდა, რომ ცად აზიდული გეგონებოდა.
  -დათა, ამ ხის კენწეროში ასულხარ როდესმე?
  -არა, არასდროს.
  -რატომ მერე?
  -რა უცნაური კითხვების დასმა იცი ხოლმე, დარიკო!
  -რატომ არის უცნაური?
  -იმიტომ რომ ამ ხეზე რა მინდა?
-რა ვიცი, ხეზე მძრომიალას სახელი გაქვს და რატომაც არა?
  -მე?
  -შენ!
  -ეგ ვინ მოიგონა?
  -მთელი სოფელი ამას ლაპარაკობს!
  -ვანოს ჰკითხე ჩვენი თუ არ გჯერა - უცბად საუბარში ჩაერია დარიკოს ძმა ვახტანგი.
  -კარგი ვკითხავ.
  -ისე, ამ ხეზე ასვლა რატომ არ გინდა? - გააგრძელა საუბარი ბიჭმა. 
  -მე მსხმოიარე ხეებზე ავდივარ და ხილს ვწყვიტავ, აქ რომ ავიდე, აზრი? ამის ნაყოფი ადამიანს არ ეჭმევა და ჩვენი ღორები რკოს გარეშეც კარგად ძლებენ. თან არა მგონია ამ ხეს იმდენი ესხას, ასვლად და დაკრეფად ღირდეს.
-მერე ეგ რომ ქურდობა რომ არის, არ იცი? საუბარში ჩაერია დარიკო
- არ არის ქურდობა. ზოგჯერ ღობიდან ტოტები გარეთ არის გამოშვერილი  და სხვადასხვა გემრიელ დამწიფებულ და ზოგჯერ გადამწიფებულ ხილს  ვკრეფთ ბავშვები.პატრონი რომ არ აქცევს ყურადღებას, რა ჩემი ბრალია?
  -მაინც მოპარვა არის! არ გაგიგია, "აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი ორივე ქურდიაო"?
  -გამიგია, მაგრამ ისიც კარგად მომეხსენება, რომ როდესაც ხის ტოტები სხვის ტერიტორიაზე გადადის, ის სხვასაც ეკუთვნის, ანუ - ამ შემთხვევაში გარეთ მოსიერნე ბავშვებსაც.
  დარიკოს ხმა არ ამოუღია.  იცოდა, რომ აზრი არ ჰქონდა ლაპარაკს, მაინც ვერაფერს გააგებინებდა დათას, რაღაც აზრი რომ ჩაეჭედებოდა თავში, მერე სანამ თვითონ არ დარწმუნდებოდა რომ მტყუანი იყო, ან ზოგიერთ სიტუაციაში საკუთარი მშობელი თუ არ ეტყოდა, არ მოიშლიდა. შარშან ზაფხულში მათ ეზოში ზღარბი გაჩნდა. დათამ და დარიკომ დაინახეს, როდესაც დაჭერობანას თამაშობდნენ შემთხვევით ბოსელთან ახლოს, ბიჭმა დაიჟინა, გინდა თუ არა, უნდა გადავაგდო, რა უნდა ჩვენს ეზოში ეკლებიან, უგვანო არსებასო. გოგონა შეეწინაღმდეგა - გველს არ გაჭაჭანებსო. დათა  არ უჯერებდა, ხმაურზე მამა გამოვიდა, რომ გაიგო რაში იყო საქმე, შვილს მოსთხოვა ზღარბისთვის თავი დაენებებინა - "დარიკო სიმართლეს გეუბნებაო". დარიკო და ვახტანგი აქ ხშირად მოდიოდნენ ხოლმე სათამაშოდ, ან გარეთ გადიოდნენ და ერთობოდნენ.ისინი მეგობრობდნენ დათასთან, მათი მშობლებიც ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. დღეს დარიკო წესით მარტო არ უნდა ყოფილიყო აქ, მაგრამ მისი ძმა პამიდვრით მოწამლულიყო და სიცხიანი ლოგინში იწვა. ბავშვს დედა და მამა  გვერდზე უსხდნენ და უვლიდნენ. რა იცოდნენ, რომ ბაზარში ნაყიდ პამიდორს შეიძლება მათი შვილი მოეწამვლა. ეზოში კი ჰქონდათ, მაგრამ ამ წელს ცუდი ამინდები დაიჭირა და  მაინცდამაინც დიდი მოსავალი  არ მოსულა. კლიმატის ასეთი ცვლილება იშვიათი იყო, მოხუცებსაც კი არ ახსოვთ მსგავსი სიცივე ზაფხულში, თითქოს ბუნება გადაირია და მაშინ როდესაც მაღალი ტემპერატურა უნდა ყოფილიყო, პირიქით დავარდა, ხალხს აინტერესებდა წესით ცივი წელიწადის დრო რა სახეს მიიღებდა ახლა, თუ ეთბილებოდა ხეებზე შემოძარცვულ ფოთლები აღსდგებოდა და გამწვანდებოდა ხელახლა, თუ არადა  ზამთარიც მკაცრი იქნებოდა. ხალხი რომ არ გაყინული ყველანაირი გზით შეეცდებოდა გარეთ ცხვირი იშვიათად გამოეყო. 
  ბავშვს ძალიან უყვარდა პამიდორი და მის გარეშე  ზაფხულის გავლა წარმოუდგენელი იყო. აგერ უკვე მეთორმეტე წელია ერთსადაიმავე დროს ჭამს თავის საყვარელ ბოსტნეულს, ანუ იმ დროიდან როცა ყველა კიჭი ამოეზარდა და  ყველაფერს თავისუფლად მიირთმევდა. ერთხელ გაასინჯეს რაღაც წითელი ფერის სიმრგვალე, ნაჭრებად დაჭრილი და მას მერე როცა დაინახავდა, შანსს არ უშვებდა რომ პირში არ გადაეშვა. ახლა უკვე 14 წლის არის და ორ თვეში  თხუთმეტის გახდება,ორი წლის წინ მეზობელი ბავშვის ყურებით ერთი ეშმაკობა ისწავლა: როდესაც მშობლებმა სახლში პროდუქტები მიიტანეს , ბავშვს რაც უყვარდა, ჩუმად აიღო, გარეცხა და შეჭამა. ეს ლოყაწითელა ვაშლი იყო, სახლში ყოფნისას წინა ღამეს მიეცა შანსი, როდესაც სახლში დაბრუნებულმა მამამ პროდუქტებით სავსე პარკები მაგიდაზე დააწყო და სასტუმრო ოთახში შევიდა ტელევიზორის საყურებლად,ჩუმად ბოსტნეული პირველად და უკანასკნელად აიღო,ნაჭრებად  დაჭრა და შეჭამა.ბავშვს მაინცდამაინც არ შიოდა, მაგრამ პარკიდან წითელი სიმრგვალეები  თითქოს უყვიროდნენ: "მოდი შეგვჭამეო". მადა რომ  გაეხსნა, და მამას თხოვა დამიჭერიო, მან  ცივი წყალი გაადასხა: "ხელი არ დააკარო არაფერს, დედაშენი მალე მოვა და ის მოგხედავსო"! გავიდა ოცი წუთი და დედა კი აგვიანებდა, ამ დროს ოჯახის დიასახლისი ქალიშვილთან ერთად მეზობელთან იყო და ყავას სვამდა. გარეთ წვიმდა,  ქალს და მის გოგოცუნას არ სურდათ დასველება და გამოდარებას ელოდებოდნენ, რომ სახლში დაბრუნებულიყვნენ. საწვიმარი პალტო თან არ ჰქონდათ, მიუხედავად ახლობლობისა, სხვისთვის რომ გამოერთმიათ არ სურდათ. ეს ამ ოჯახის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი იყო, რის გამოც მეზობლებს თავის პრობლემებით ძალიან იშვიათად აწუხებდნენ და გარშემომყოფებსაც ძალიან უყვარდათ.დედა თუ სადმე დადიოდა, სამსახურს თუ არ ჩავთვლით,ქალიშვილი სულ თან დასდევდა,ახლა უკვე თხუთმეტი წლის გოგო იყო და ამ თხუთმეტი წლის განმავლობაში დედას დაქალები კარგად გაიცნო და თითქოს ისიც  დაქალობდა კიდეც მათთან. ამ დროს განგებას სურდა  რომ პატარა დათას  დავიწყნოდა დედის დანაბარები: "მამა რომ მოვა დამიძახეო", მაგრამ დიდი მნიშვნელობაც არც ჰქონდა, რადგან კოკისპირულად წვიმდა და სანამ არ გადაიღებდა სახლში არავინ მოვიდოდა. ბიჭუნა გულში თავისთავს ეკითხებოდა:
    -ნეტავ საიდან დაასკვნა მამაჩემმა რომ დედა მალე მოვა?
  პასუხი არსაიდან მოდიოდა, მერე გაახსენდა, რომ მამას ერთი მეტად უცნაური ზნე ჭირდა, ყველაფერ ცუდს არ იმჩნევდა, ფიქრობდა რომ შეიცვლებოდა და კარგი მოყვებოდა აუცილებლად, ანუ ახლა მას ეგონა, რომ წვიმა მალე შეწყდებოდა და გამოიდარებდა, დედაც დაბრუნდებოდა და შვილს აჭმევდა თავის საყვარელ ბოსტნეულს. 
  გავიდა კიდევ თხუთმეტი წუთი. გარეთ ისევ წვიმდა. ამ წუთას ქარი ამოვარდნილიყო და ხეებს წელში ხრიდა, თითქოს სურდა ფესვებიანად მოეგლიჯა და არ ეპუებოდნენ. ფესვები მიწაში მაგრად ჰქონდათ გამჯდარი და იქიდან მოცილება არც ისე  ადვილი იყო. ძაღლი აყეფდა და ბიჭმა ფანჯრიდან გარეთ გაიხედა. არავინ მოსულა, უბრალოდ გარეთ მანქანამ ჩაიარა და თავის ბუნაგიდან ცუგამ იმას დაუყეფა.
-ეს ძაღლი როგორ ყველაფერზე ყეფს? - თავისთვის ჩაილაპარაკა ვახტანგმა.
  -ძაღლია, სახლს იცავს და აბა რა უნდა ქნას შვილო?
  -კარგი მა, რა! რანაირად იცი ხოლმე!
  -არ მეთანხმები?
  -არა!
  -რატომ?
-იმიტომ რომ ყოველ პატარა ჩქამზე ყეფა არასწორია, ჯობს სახლში რომ შემოიჭრება ვინმე, მერე გვაჩვენოს რას წარმოადგენს და არა ყველა წვრილმანზე პასუხის გაცემით.
-შვილო, შენი აზრით, ქურდი სწრაფად შერბის ხოლმე სახლში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ იცის, სახლში არის  თუ არა პატრონი?
-არა,რა თქმა უნდა ნელა მოძრაობს.
-ხოდა ყოველ ჩქამზე თუ არ დაიყეფა ძაღლმა, ესე იგი პატრონი ვერაფერს  გაიგებს ხომ ასეა?
-ალბათ.
-ალბათ კი არა, ეგრეა და დაიმახსოვრე: რაც კი რამ ხდება ირგვლივ, ყველაფერი ისეა მოწყობილი შეუცნობელი ძალის მიერ, როგორც საჭირო არის.
-კარგი.
  ამ საუბარში ხუთი წუთიც გავიდა. ბავშვს მოსწყურდა. დედა ისევ არ  ჩანდა. ეხლა კი ნაღდად ჰქონდა მიზეზი სამზარეულოდან დაძახების გამო სასტუმრო ოთახში შესული, უკან დაბრუნებულიყო. ბავშვი სკამიდან წამოხტა და რამდენიმე ნაბიჯი კარისკენ გადადგა, რომ მამის ძახილი გაიგონა:
  -სად მიდიხარ?
-წყალი მწყურია.
-კარგი, ოღონდ არაფერი შეჭამო! დაუცადე დედაშენს! ის გაჭმევს!
-კარგი, მა.
  ბიჭი სამზარეულოში  შევიდა, იგი ამ წუთას მართლა წყურვილის მოკვლას აპირებდა უბრალოდ, მაგრამ პარკიდან პამიდვრები ისე გამომწვევად გამოიყურებოდნენ, თითქოს ბიჭს ეუბნებოდნენ, მოდი, შეგვჭამე, რომ  ვერ მოითმინა, ერთი დაჭრა და შეჭამა.ბოლო ლუკმის პირში ჩადების მერე ირგვლივ მოავლო ყველაფერს თვალი: მის წინ განჯინა იყო, სადაც უამრავი ჯემი იდო. განჯინის გვერდზე მაცივარი იდგა, რომელიც დაეცარიელებინათ  და ახალნაყიდი პროდუქტებით უნდა შეევსოთ. ზურგს უკან გაზქურა იყო, რაზეც ტაფა და ქვაბი იდო, მათში დედამისს დღეს და გუშინ რაღაც შეეწვა და მოეხარშა. გვერდზე პირსახოცი ეკიდა, ფანჯარასთან, კარადა იყო დაკიდებული, რომელშიც  იდო თასი ჯაგრისებისთვის და კბილის პასტა. წინა ოთახიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა, შესაბამისად მამას ვერაფერი გაეგონა. გაზქურის მარცხენა მხარესაც  პატარა კარადა იდგა, რომლის პირველ უჯრას  დიასახლისი დანებისა და კოვზების ჩასადებად იყენებდა, ქვედა განყოფილება კიდევ ათასნაირი ხარახურით  აევსო, რაც მაღლა მდებარე თაროზე არ დაეტია.
  გავიდა ნახევარი საათი. მამა და შვილი დაწოლას არ აპირებდნენ, ოჯახის დიასახლისს და გოგონას ელოდებოდნენ. ერთ  საათში წვიმამ გადაიღო და ისინიც მოვიდნენ, მაგრამ ცუდი რამ იხილეს: ბავშვი ლოგინში იწვა, წინ დიდი ტაშტი ედო და გულის არევას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.
-რა მოხდა?
-ნახევარია საათი გავიდა, რაც თავი შეუძლოდ იგრძნო და გული ერევა.
-სოდიანი წყალი დაალევინე?
-კი
-ნახევარ საათში კიდევ დავალევინოთ.
გავიდა ნახევარი საათი და კიდევ ერთხელ  დაალევინეს სოდიანი წყალი, მაგრამ  არც ამან უშველა. ოჯახის წევრებს თავიდან ეგონათ,  რომ ბავშვს  რაღაცამ აწყინა, მაგრამ ვერ ხვდებოდნენ რამ, რადგან ფიქრონდნენ რომ  ნაჭამი არაფერი ჰქონდა, შემდეგ როდესაც დაახლოებით გაამთენისას ოთხ საათზე სიცხემ აუწია, ძალიან შეშინდნენ, ვინაიდან გულის რევის შეგრძნება და სიცხე მოწამვლის სიმპტომები იყო.
  -რით უნდა მოწამლულიყო, არაფერი უჭამია ისეთი ანერვიულდა  დედა
  -შუადღისას სოსისი რომ შეჭამა, იმან ხო არა, შემთხვევით? - ვარაუდი გამოთქვა დარიკომ.
  -არა მგონია მაგაზე მეტი ჩვენ შევჭამეთ და არაფერი დაგვმართნია.საუბარში ჩაერია მამა.
  -არ შეიძლება მხოლოდ მისთვის ეწყინა?
  -შვილო, როდესაც პროდუქტი მავნებელია, ის ყველას ავნებს, ცხადია ორგანიზმსაც გააჩნია, ანუ ზოგს ძალიან ვნებს, ზოგს არა, მაგრამ დამიჯერე ცუდი პროდუქტი ჭამო დიდი რაოდენობით ჭამო და არაფერი მოგივიდეს, ეგეთი რამე არ ხდება!
  ეს არგუმენტი დარიკოსთვის დამარწმუნებელი აღმოჩნდა.მას სხვა ვერსია არ ჰქონდა და გაჩუმდა.
-ვახტანგი, წყლის დასალევად რომ გახვედი, გვითხარი, დაუკითხავად შეჭამე რამე?
-არაფერი, მა!
-ნუ იტყუები!
-გეფიცები! სიმართლეს ვამბობ!
-არ გვჯერა,-საუბარში ჩაერია დედა - აბა დედა დაიფიცე!
  -კარგი, ერთი პამიდორი მივირთვი.
  -ბაზრიდან მოტანილი გაურეცხავად შეჭამე  და მოიწამლე! რატომ არ დამელოდე?
  -გარეთ წვიმდა. ვიფიქრე დიდხანს მომიწევდა ლოდინი. ხო იცით, როგორ მიყვარს პამიდორი და სულმა წამძლია.
  -რაც იყო, ვეღარ გამოვასწორებთ. უნდა ვეცადოთ,რომ გული აგარევინოთ, ამის მერე სიცხე დაგიწევს და გეშველება.
ვახტანგმა სახე დაღრიჯა:
- ისევ სოდიანი წყალი უნდა დავლიო?
-კი - თქვა დედამ და სამზარეულოში ჭიქის მოსატანად გავიდა.
ვახტანგს არ უყვარდა სოდიანი წყალი, ამას ერჩივნა, თუნდაც მწარე წამალი მიეღო, ავადმყოფობით მომკვდარიყო და ეს საშინელება არ მომხვდარიყო მის ყელში და შემდეგ კუჭში.როცა საქმე საქმეზე მიდგებოდა არავინ ინდობდა და დაძალებით ასმევდა ამ საშინელ სასმელს.ახლაც ასე მოხდა,ჯერ გამთეენისას დალია ეს საშინელი სითხე, მერე მეორედ, ახლა  კიდევ ერთხელ  წავიდა თავის სურვილის წინააღმდეგ, მესამეჯერ დალია  და გული აერია, მაგრამ  ბავშვი მაინც თავს კარგად ვერ გრძნობდა.
  დაახლოებით 12 საათზე კუჭში გავიდა, რაც კარგი ნიშანი იყო, ესეიგი მალე გამომჯობინდებოდა, სწორედ ამ წუთას დარიკო დათასთან გახლდათ. ბავშვს ძალიან უნდოდა თავის მეგობართან გადასვლა, თან ძმის მიტოვებაც არ სურდა, ამიტომ როდესაც დათამ დაურეკა - "გადმოდი, ხაჭაპურზე დაგვეწვიეო", შეყოყმანდა, მაგრამ დედამ უთხრა:  "გადადი, ხაჭაპურზე და მეგობართან გადასვლაზე უარს ნუ იტყვი ჩვენ მივხედავთ". დაიკომ მშობელს დაუჯერა, ჩაიცვა გასასვლელი ტანსაცმელი და წავიდა. უკან რომ დაბრუნდა კარგი ამბავი დახვდა, ძმა გამოკეთებულიყო. შემდეგ გაირკვა რომ რამდენიმე მეზობელიც მოწამლულიყო, ყველას იმავე ბაზარში შეეძინა პროდუქტები, საიდანაც ვახტანგის მამას ეყიდა ბოსტნეული  და რატომღაც ყველა ტოქსინს შეიცავდა, როგორც მერე გაირკვა  საბითუმო მაღაზიის უფროსს საიდანაც მოვაჭრეები ხილ-ბოსტნეულს ყიდულობდნენ, გამოცვლილიყო და  ახალს იმიჯი ნაკლებად აინტერესებდა, მთავარია ბევრი ფული ეშოვნა. თანასოფლელებმა მას სასამართლოში უჩივლეს, რის შედეგადაც უსამართლოდ გაგდებული ძველი ხელმძღვანელი უკან დააბრუნეს და  ხილ-ბოსტნეულით აღარავინ მოწამლულა. ხელმძღვანელს გააგდების ამბავს რომ ეკითხებოდნენ, ასე პასუხობდა ჩემზე მაღლა მდგომის შვილს ჩემმა გოგომ უარი უთხრა სიყვარულზე და ეს ერთგვარი შურისძიების აქტი იყოვო. რაღაც  მიპოვნეს ვითომ საბუთებში, მაგრამ ის პერიოდი როცა სამსახურში არ ვიყავი ჩემთვის უფრო პაუზა იყო, ვიდრე გააგდება, რადგან ვიცოდი  უკან დამაბრუნებდნენ. ხელმძღვანელის ქალიშვილი ულამაზესი გოგო იყო, ბევრი მთხოვნელი ჰყავდა, მაგრამ  არავის იკარებდა, ყველას უარს ეუბნებოდა. ფეისბუკზე რომ წერდნენ უცხოები არ სიამოვნებდა, პირად სანაცნობოში, ვისთანაც ხშირად ჰქონდა კონტრაქტი, სურდა მოეძებნა, მაგრამ ჯერ ის, ვინც მისი ღირსი იყო, არ გამოჩენილიყო.
      ერთ მშვენიერ დღეს როდესაც გოგო ეზოში  ძაღლს ასეირნებდა, სკამზე მჯდომი ბიჭი დაინახა, რომელსაც სათვალე ეკეთა და წიგნს კითხულობდა. გოგონას სკამზე მჯდარი და წიგნის მკითხველი, თანაც სიმპატიური ბიჭი პირველად ენახა. გვერდით  მიუჯდა და საუბარი გაუბა:
      -გამარჯობა.
      -გამარჯობა.
      -თქვენი სახელი?
      -ლაშა, თქვენ რა გქვიათ?
      -ნინი.
      -სასიამოვნოა.
      -ჩემთვისაც.
      -აქვე ახლოს ცხოვრობ?
        -მოდი თავს შევიკავებ. არ გიცნობთ რომ ეგეთ რაღაცეებზე ვისაუბრო.
        -კარგი
        ლაშას მოეწონა ნინი, რადგან ეტყობოდა რომ ძლიერი ბუნების გოგო იყო, მიუხედავად მეორე მხარის ინტერესისა, არ ლაპარაკობდა იმას რაც არ სურდა, ნინისაც მოეწონა ლაშა, რადგან ყოველგვარი მორიდების გარეშე ჰკითხა, სად ცხოვრობო და იმწამსვე არ დაიწყო საუბარი როგორი ლამაზი გოგო იყო. გოგონას  ასეთი ბიჭები მოსწონდა. ერთ თვეში  ნომრები  გაცვალეს და ორ წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ. როგორც შემდეგ გაირკვა თურმე ნინიმდე ლაშასაც გული გაქვავებული ჰქონია, ვინც კი მასთან დაახლოებას ცდილობდნენ არცერთი არ მოსწონდა, რადგან არცერთს არ აინტერესებდათ წიგნები და ზოგადად ხელოვნება, ყველა ცდილობდა ღადაობაში და გართობაში გაეტარებინათ დრო და არა საკუთარი თავის განვითარებაში. მცირე ნაწილი იტყუებოდა რომ ძალიან უყვარდა წიგნები, თავს წიგნებში კარგად ჩახედულად აჩვენებდა და საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, გამოჩნდებოდა თავში რა "ბაგაჟის" პატრონი იყო.  ლაშა  თითეულ მათგანს სოციალურ ქსელშიც აკვირდებოდა, ამ გოგოებს დაქალები " ქრაშებთან" დაკავშირებულ სისულელეებზე  ნიშნდავდნენ და ისინიც პასუხობდნენ. ერთი ორი ყველასგან რადიკალურად  განსხვავებული იყო და ლაშას მოეწონა, მაგრამ მათ გარკვეული ხნის მერე  თავის შავბნელი მხარე - პრეტენზიული განწყობა გამოავლინეს, რასაც ბიჭმა  ვერ გაუძლო და უაზრო ურთიერთობები გაწყვიტა. ნინი არცერთს არ ჰგავდა, ეს ის იყო, ვინც მისი ცხოვრების თანამგზავრი უნდა გამხდარიყო და გახდა კიდეც -გოგომ და ბიჭმა სამების ეკლესიაში გადაიხადეს ქორწილი.
    ქორწილიდან სამ წელიწადში ლაშა საშინელ ავტოავარიაში დაიღუპა, დატოვა ცოლი და ორი შვილი. ეს ნინისთვის უდიდესი ტრაგედია იყო. იგი მას შემდეგ არასდროს გათხოვილა და არც ღმერთს საყვედურობდა, რატომ დამაქვრივე ასე ადრეო. თითქმის ყოველდღე მიდიოდა ქმრის საფლავზე და დასტიროდა, დათა, დარიკო და ვახტანგი გარეთ ყოფნისას  ამ ახალგაზრდა ქვრივს ხედავდნენ, მართალია არცერთმა მათგანმა არ იცოდა ახლობლის დაკარგვა თუ რა გრძნობა იყო, მაგრამ როდესაც დამწუხრებულ  სახიან, შავებში გამოწყობილ ქალს დაინახავდნენ, რომელსაც ცრემლებისგან თვალები დასველებული ჰქონდა, ხვდებოდნენ მის თავზე რა ჯოჯოხეთი ტრიალებდა და გულის სიღრმეში ეცოდებოდათ.                                         

                                                                .........................................
      ბავშვები ისევ  ხის ქვეშ ისხდნენ. ახლა მათ შორის დუმილი ჩამოვარდნილიყო. ჩიტების ჟღურტულს უსმენდნენ, რომლებიც საოცარ ხმებს გამოსცემდნენ. ცოტა ხანში ნიავმა დაუბერა და ჟღურტულს ფოთლების შრიალიც მოჰყვა. ბუნება ამ წუთას გასაოცარ მუსიკას ქმნიდა, რომლის მოსმენაც ადამიანს არასდროს  მობეზრდება.
    -ხვალ ეკლესიაში მიდიხარ, დათა? - სიჩუმე დაარღვია დარიკომ.
    -რა თქმა უნდა, თქვენ? წირვა რომ გავაცდინო ის დღე, ჩემთვის დაკარგულია!
    -ჩვენც.
  -იცით, შეიძლება მე მალე ეკლესიის მგალობელთა გუნდის წევრი გავხდე.
    -უი რა კარგია, ღმერთი იყოს შენი შემწე დათა.
    -მადლობა.
  ამ საუბარ- საუბარში კარგად მაგრად დაღამებულიყო. ბავშვები წამოიშალნენ და ნელნელა  სახლის გზას დაადგნენ. 
  -ამდენი ხანი რომ გარეთ ვართ დედ-მამა ნერვიულობენ, ალბათ ვახტანგ.
  - ხომ იციან, რომ ჩემთან ერთად ხართ? 
  -კი
  -ხოდა არ ინერვიულებენ!
  -შენ რა იცი, შარახვეტიავ?!
  -რომ გეუბნებით ესე იგი ეგრეა! 
  -შენი მშობლები არ ინერვიულებენ?
  -არა მგონია.
სახლში რომ მივიდნენ, სამივეს მშობლები ანერვიულები დახვდნენ. ურეკავდნენ თურმე თავიანთ შვილებს, მაგრამ ვახტანგს და დარიკოს ტელეფონი დამჯდარი ჰქონდათ. დათა  კი ტელეფონს,  რამდენჯერაც მშობლებისგან ზარი გავიდოდა, თიშავდა. დარიკოსა და ვახტანგის მშობლები მსუბუქი საყვედურით და თხოვნით შემოიფარგლნენ, ასე აღარ გვანერვიულოთო, მათი ამხანაგი კი დაისაჯა - ერთი კვირით გარეთ ცხვირის მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყოფით, როდესაც ეკლესიაში ან სკოლაში  უნდა წასულიყო.

 
                                                                                            2

    რევაზ მწარიაშვილი სოფელ მჭადიჯვარში დაიბადა და იქ გაატარა მთელი  ბავშვობა. მამამისი  შეძლებული გლეხი იყო - დიდი სახნავ სათესი მიწები და უამრავი საქონელი ჰყავდა. კვიცი გვარზე ხტისო ნათქვამია და რევაზმაც მამის საქმის გააგრძელება გადაწყვიტა, არ სურდა ტრადიციისთვის ეღალატა, რომელიც  მეხუთე თაობას მოსდევდა. მანამდე მწარიაშვილები თელავში ცხოვრობდნენ და მეფეს ემსახურებოდნენ, შემდეგ ერთ-ერთ მწარიაშვილს შემთხვევით ადამიანი შემოაკვდა და სამართლს მჭადიჯვარში გაექცა თავის ოჯახით ქვისლთან, ეგონა უბრალო გლეხურად იცხოვრებდა  და სამართალი ვერ მიაგნებდა, მაგრამ კანონის საცეცებმა უცბად მიაგნეს და პასუხიც აგებინეს- სიკვდილით დასაჯეს. კარგი იქნებოდა მისი ცხოვრება ისე გააგრძელებულიყო, როგორც მიდიოდა, მაგრამ ბედისწერას სხვანაირად ჩაფიქრებული ჰქონია და ადამიანი განგებას სად წაუხვალ? მწარიაშვილი ბედისწერას ვერ გაექცა და დაისაჯა, კიდევ კარგი სისხლი არ აიღეს, თორემ მთელი ოჯახი ამოწყდებოდა. სანამ განაჩენს გამოუტანდნენ,  მჯავრდებულს  ჰკითხეს, რის გამო მოკალიო, რაზეც ასეთი პასუხი გასცა: "ჩემ ცოლს ეკურკურებოდა  და სალაპარაკოდ რომ  მივედი, შემომაკვდაო". 
  მწარიაშვილებმა იფიქრეს, ქალაქში რომ წავიდეთ, კიდევ რაღაც შეგვემთხვევაო და სოფელში გადაწყვიტეს დარჩენა.  მას მერე  სოფლის მეურნეობას მისდევდნენ, შრომობდნენ გამრჯედ, არავის აწუხებდნენ და შესაბამისად თავადაც არაფერი აწუხებდათ.  რევაზმა თანასოფლელი ქრისტინე  მოიყვანა ცოლად, რომელიც მის გვერდზე სახლში ცხოვრობდა და ბალღობიდან მასზე შეყვარებული იყო. გოგომ ბიჭი დიდხანს აწვალა, როცა პირველად რევაზი  გრძნობაში გამოუტყდა, აღმოჩნდა რომ გოგონას სხვა მოსწონდა, მერე როდესაც გოგონა ამ ბიჭს დაშორდა, სხვადასხვა "ვალეტები"გამოჩდნენ მის ცხოვრებაში და გაურკვეველი მიზეზთა გამო გაქრნენ, ბიჭს უთხრა: ასე უცბად გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ, უნდა დავფიქრდეო. ამ დროს გოგო და ბიჭი ძალიან დაახლოებული იყვნენ, ბევრი რამ გადაეტანათ ერთად, მაგრამ გოგოსთვის ეს არ კმაროდა, ეგონა შეიძლებოდა კიდევ ვინმე გამოჩენილიყო, რომელიც ამ ბიჭზე უკეთესი იქნებოდა, მაგრამ არა, კარუსელი ძველებურად ტრიალებდა, ვიღაცები ჩნდებოდნენ და ჰქრებოდნენ.  როცა არცერთთან არაფერი გამოვიდა,  ათწლიანი მეგობრული ურთიერთობის შემდეგ ნათქვამ მიყვარხარზე, გოგომ როგორც იქნა ამოღერღა: მეცო. რევაზს იმედი ბოლომდე გადაწურული რომ ჰქონოდა, დღეს ქრისტინე მისი ცოლი არ იქნებოდა და სხვას გაჰყვებოდა, ის ვინც კარუსელის ტრიალს დაარღვევდა და ქრისტინესთან ერთად ოჯახს შექმნიდა.  ქრისტინეს მამა  სოფლის გამგეობის თავჯდომარე იყო და სიძედ თანამდებობის პირი უნდოდა, სწორედ ამის გამო იკავებდა გოგონა ადრე რევაზისთან სერიოზული ურთიერთობისგან თავს, მაგრამ ამდენი დაშორებისგან დაღლილ გოგონასთვის უკვე სულერთი იყო,  მისი მეორე ნახევარი თუ ვინ იქნებოდა, მთავარია  შრომა ყვარებოდა და მორწმუნე  ყოფილიყო, ოღონდ ისე კი არა როგორც უმეტესობა  მარტო აღდგომას და შობას რომ  ეკლესიაში დადის, სასაფლაოზე გასულები როგორც წესი მიცვალებულების მოსანახულებლად  უბრალოდ ღვინის წაქცევით რომ არ კმაყოფილდებიან, იქ ილეშებიან და შემდეგ  სახლში მიდიან. ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ  ჩანჩურასავით არ ევლო და ქალის პატივისცემა ცოდნოდა. ასეთი მის სანაცნობოში  ერთადერთი რევაზი აღმოჩნდა, რადგან იმ პერიოდში ქალის მიმართ უხეშობა ვაჟკაცობად ითვლებოდა. რევაზი მშრომელი გლეხი გახლდათ, რომელსაც თავის სარჩენი ყოველთვის ჰქონდა, ამ ყველაფერთან ერთად ის იმ მცირეთაგანი იყო, რომელიც ეკლესიაში წირვაზე  ყოველთვის დადიოდა, აღსარებას აბარებდა და ეზიარებოდა. ქრისტინე ჯავახიას ურწმუნო თავის მეორე ნახევრად სიზმარშიაც ვერ წარმოედგინა, რადგან მისი დიდი ბაბუა და პაპა კომუნისტები იყვნენ, ორივე ცდილობდა ოჯახში ათეიზმი დაენერგათ, მაგრამ, როგორც ჩანს, თავის საწადელს  ბოლომდე მაინც ვერ მიაღწიეს. სამაგიეროდ პარტიულ დავალებებს ასრულებდნენ პირნათლად, მანამ სანამ ჯერ ერთი სიონის ეკლესიდან ჯვრის ჩამოხსნის დროს ჩამოვარდა, მეორე კი მოგვიანებით ყინწვისის ტაძრიდან. ქრისტინეს წარსულის ცოდვები აშინებდა, ამიტომ  ეკლესიაში  ინტენსიურად დადიოდა. არც მანამდე აკლებდა, მაგრამ ისე სიხშირით არა როგორც მომავალში - მამის და ბაბუის გარდაცვალების შემდეგ. მშობლები უშლიდნენ - "ღმერთი არ არსებობს, სად მიდიხარო?" მაგრამ გოგონა ერთ ყურში შეუშვებდა და მეორედან გამოუშვებდა. ხალხი გაკვირვებული იყო ათეისტ მშობლებს, ასეთი მორწმუნე შვილი როგორ გამოუვიდაო, მაგრამ მათ არ იცოდნენ, რომ ჯავახიების გვარი ოდესღაც ძალიან მორწმუნე იყო, ყველა რელიგიურ წესს უსიტყვოდ იცავდნენ, შემდეგ დროის სრბოლასთან ერთად შეეცვალათ ხასიათი და გამოვიდა ჯერ ურწმუნო მამა და შემდეგ -  შვილი, რომლებიც ღმერთთან ბრძოლას შეეწირნენ. ჩვენ, ადამიანები, ხომ ჩვენი ბედისწერის მწერლები ვართ და საკუთარი  ცხოვრების ასე წარმართვა მათი არჩევანი იყო, არავის მათზე არ დაუძალებიათ. ქრისტინემ და რეზომ ანანურის ეკლესიაში ჯვარი დაიწერეს.  ეყოლათ ორი შვილი  დარიკო და ვახტანგი.  ამ ბავშვებს თავიდანვე ეკლესიურად ზრდიდნენ, ასწავლიდნენ რა იყო სიკეთე და ბოროტება და ისინიც თავის საქციელით მთელი სოფლის სალაპარაკონი გახდნენ, როგორც კარგი და ღირსეული ბავშვები.
    მწარიაშვილების გვერდზე მჟავანაძეები ცხოვროდნენ.  ისინიც ძალიან მშრომელი ხალხი იყო და თავის გვერდზე მაცხოვრებელთან ოდითგან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდათ. მათაც ჰყავდათ საქონელი და ისინიც მუშაობდნენ, თითქოს ამ ორ ოჯახს შორის დიდი არაფერი განსხვავება იყო, მაგრამ ვინც კარგად იცნობდა, ყველამ იცოდა რომ მათი წინაპრები მორწმუნეები  მაინცდამაინც არასდროს ყოფილან. მარტო სასაფლაოზე მიდიოდნენ მიცვალებულების საფლავების სანახავად და ეგ იყო, შემდეგ  ბრუნდებოდნენ სახლში, სადაც საკურთხი ჰქონდათ.  როდესაც მჟავანაძეების ერთი ვაჟი  გაგრაში წავიდა დასასვენებლად ( დათას ბაბუის ძმა ) იქ კაი გემოზე მოილხინა ძმაკაცებთან და ლამაზ გოგოებთან ერთად, დათვრა და მდინარეში ჩამხტარს გული გაუსკდა,მალევე ვიღაცისგან ზურგს უკან მოლაპარაკე  ხალხის ნათქვამი მოუვიდათ: რაც მოხდა, ეს ღვთის რისხვა მოვლენილი მათზე და ეკლესიაში უნდა ევლოთ ამ გვარის წარმომადგენლებს რომ იგივე არ მომხდარიყო.  ეს ლაპარაკი დიდხანს გრძელდებოდა ხალხში, რადგან მჟავანაძეების ოჯახი თავიდან აინუნშიაც არ აგდებდნენ ამ საუბარს. შემდეგ როდესაც ბიძა კაკლის ხეზე კენწეროში ავიდა, ტოტმა ვერ გაუძლო, ჩამოვარდა დაინვალიდდა, ამას კიდევ სხვა უბედურებებიც მოჰყვა, დათას ბაბუა გელა შეფიქრიანდა: ხალხი მართალი ხო არ არისო, შემდეგ როდესაც კურდღელზე სანადიროდ წასული ისიდორე ბაბუა, უკან აღარ დაბრუნებულა და ტყეში მკვდარი იპოვნეს, მჟავანაძეებს ეჭვი კიდევ უფრო გაუძლიერდათ,  ფიქრი სერიოზულად დაიწყეს მართლა ხომ არ მივიდეთ ღვთის სახლშიო. ისიდორე ბაბუა სოფლის თავში ცხოვრობდა ის და მისი მოდგმა- კეჭაყმაძეების ოჯახი ყველა მეტად ეკლესიის მაგინებელნი და ათეისტები იყვნენ, მრევლს უსაქმურებს ეძახდნენ და თუ ვინმეს ნახავდნენ ეკლსიაში მიმავალს, დაცინვით კითხავდნენ:   
  -სად მიდიხარ?
    -ეკლესიაში.
  -მოცლილი ხარ ძამია, წადი, დაიძინე, ცოტა აზრზე მოხვალ!
  ზოგიერთი წინასწარ გრძნობდა რატომ ეკითხებოდა ის ამას, ძალიან კარგი ინტუიცია ჰქონდათ , რაც ყველა საქმეში კარგად ადგებოდათ და იტყუებოდნენ: ვითომ საქონელის მოსაძებნად მიდიოდნენ, მაგრამ კეჭაყმაძეების ოჯახი ადვილი მოსატყუებელნი არ იყვნენ და მათაც იგივეს უმეორებდნენ. 
  ისიდორე ბაბუა ჯან-ღონით სავსე კაცი იყო, მისი სიკვდილი მეხის გავარდნას  ჰგავდა ჯერ კეჭაყმაძეების ოჯახისთვის და შემდეგ მთელ სოფლისთვის.  ვერავის  წარმოედგინა, ეს თუ მოხდებოდა. დასაფლავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ხმა გავრცელდა ილიკო ხუცურაულის  ბაზარზე ხორცის ჩასაბარებლად წასვლის  და მარილზე გასვლის  ამბავი, რითი გარდაიცვალა კიდევ ერთი ჯან-ღონით კაცი არავინ  იცოდა. ილიკო ხუცურაულის ოჯახი მართალია არავის დასცინოდნენ, მაგრამ მთელმა სოფელმა იცოდა რომ ის ცხოვრობდა ერთ დიდი სახლში მოხუც მამასთან და ცოლთან ერთად. ბავშვი არ უჩნდებოდათ და არც არავის შესთხოვდნენ ნაშიერს, რადგან ათეისტები იყვნენ. ამ ადამიანის გარდაცვალება  ბოლო წვეთი აღმოჩნდა და ამის შემდეგ შეშინებულებმა მჟავანაძეებმა  ეკლესიაში სიარული დაიწყეს. ორი კვირის მერე ვანო ხინთიბიძე მიწას მიაბარეს, მაგრამ ეს მიზეზი არ ყოფილა იმისა რომ მჟავანაძეებს გულმხურვალე ლოცვა შეეწყვიტათ, პირიქით უფრო გაძლიერეს ღვთის მსახურება.
    დათა რომ დაიბადა, მჟავანაძეების ოჯახი სიხარულისგან მეცხრე ცაზე ხტოდა, რადგან კიდევ ერთი ბიჭი გაჩნდა. ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებით  რამდენიმე დღიანი სტუმრიანობის შემდეგ ცხოვრება ისევ რუტინას დაუბრუნდა და გააგრძელდა როგორც მანამდე იყო. მწარიაშვილები და მჟავანაძეები ჩვეულებრივ მეგობრები იყვნენ, ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ამ ორ ოჯახს ერთად უქეიფიათ, ზოგჯერ შუა ქეიფის დროს შუქი წასულა და სანთლის შუქზე ლხინი გაუგრძელებიათ. კაცები ხუმრობდნენ, ,რომანტიულიაო, მაგრამ ჩაბნელენულ ოთახში სანთლის შუქზე ქეიფი არცერთს არ სიამოვნებდა და ყველას სურდა ერთი რამ-შუქი მალე მოსულიყო.
  დათა ეკლესიაში პირველად რომ მივიდა,  ისე მოიქცა, როგორც ოჯახმა დაარიგა -მამა ზოსიმე აიყვანა მოძღვრად. მღვდელმა მას ყოველდილა-საღამოს სახლში ლოცვების კითხვა დაავალა, ეკლესიაში კი აღსარების და ზიარების აღსრულება.დათა თავიდან ყველა წესს ისე ასრულებდა, როგორც საჭირო იყო. ერთხელ ფეხზე დგომა როდესაც აღარ შეეძლო და ჩამოჯდა, გვერდიდან ორი ბიჭის ლაპარაკი მოისმინა,რომელთან მართალია არ ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ კარგად იცნობდა: 
  -დღეს ლოცვები წაიკითხე?
  -არა. კვირაში ერთხელ ვკითხულობ ხოლმე, შენ?
-მეც. აღსარებასაც კვირაში ერთხელ აბარებ ხომ?
-კი.   
-სწორია! გადავარდნილებს არ უნდა დაემსგავსო, ჩემო ვანიკო, ყოველდღე რომ მოდიან აქ და ერთსადაიმავეს აკეთებენ. ნეტავ არ ეზარებათ?
-შალვა,ყველამ თავის საქმის თვითონ იცის.
-მართალი ხარ.
ბიჭები რომ გაჩუმდნენ, მერე შეამჩნიეს რომ მათ გვერდით დათა  იჯდა და უსმენდა. მიესალმნენ ჩვეულებრივ და იმანაც სალმითვე უპასუხა.ბიჭები წავიდნენ. დათა კი იჯდა გაქვავებული, რადგან ის რაშიც დარწმუნებული იყო, თურმე ტყუილი ყოფილა, კერძოდ ამდენი ხანი მას ეგონა რომ ეს ორი ბიჭი ღრმად მორწმუნეები იყვნენ, მაგრამ მთავარი ეს არ იყო, მთავარი ის გახლდათ რომ მის მსოფლმხედველობას საფრთხე ემუქრებოდა: ისინი ასე იქცეოდნენ, ეკლესიაში ჩვეულებრივ უშვებდნენ და მათი ცხოვრება ლაღად მიდიოდა, ძალიან დიდი ცდუნება იყო რომ დათაც ასე მოქცეულიყო, მაგრამ არა, რადგან ღრმადმორწმუნე იყო და ასე მალე ვერ დაამსხვრევდა მისთვის ყველაზე ძვირფასს. ამ წუთას დათას გონებაში ჭიდილი დაიწყო, მაჯლაჯუნასავით შემოჭრილ აზრს და მის მსოფლმხედველობას შორის. დიდხანს ებრძოდა ეს ორი აზრი ერთმანეთს,სააბოლოდ მაჯლაჯუნა არ მომკვდარა, მაგრამ გაქრა, დათას აზრი ეკლესიაში ევლო, არ შეცვლილა, ურყევად დარჩა.დათას შიგნით სიხარულის უზარმაზარი გროვა ჩაეღვარა, რადგან ეს მისი საკუთარ თავზე გამარჯვება იყო, საკუთარ თავზე გამარჯვება კი ყველაზე დიდი გამარჯვება. დათა იმედოვნებდა, თუ კიდევ მოხდებოდა მსგავსი ჭიდილი მის გონებაში, გაიმარჯვებდა. მაგრამ სადაც მაჯლაჯუნა არ მომკვდარა და უბრალოდ გაქრა, მას რა მომავალი ელოდა,  მხოლოდ,უფალმა იცოდა
  სამი კვირის შემდეგ ისევ დაინახა ის ბიჭები დათამ ეკლესიაში , ოღონდ ახლა მარტონი აღარ იყვნენ, როგორც ადრე. ამჯერად შალვას გვერდით  გოგო ედგა. მისი თვალ-წარბი ისეთი ლამაზი იყო, რთული იყო არ მოგწონებოდა, მოხდენილ, გამხდარ ტანს უხდებოდა შავი ნაწნავებიანი თმები, გრძელი ფეხები და დიდი ცხვირი.
  -ვანო,იცნობდე ეს ჩემი შეყვარებული ნათია!
  -გამარჯობა! 
    - გამარჯობათ! თქვენ ადრეც მყავხართ ნანახი. მგონი თუ არ ვცდები სვეტიცხოველში ჩვენი გზები გადაიკვეთა. მაშინ ჯერ კიდევ არ გვქონდა ჩამოყალიბებული მე და შალვას რა გვინდოდა ერთმანეთისგან და იმიტომ არ გაგაცნოთ ჩემი თავი. აი ეხლა კიდევ შევხვდით ერთმანეთს და სასიამოვნოა თქვენი
გაცნობა ვანო.
  ასე ისაუბრეს ბიჭებმა და ნათიამ, მერე წამოდგნენ ცოტახანში და წავიდნენ. შალვას და ვანოს ამ დღეს  აღსარება არ უთქვამთ.
  დათა ამ დროს  უკვე 15 წლის იყო. სამი წლის წინანდელი ბავშვური გატაცების მერე, რომელიც გოგოს მშობლების ჩარევის მერე დამთავრდა, ხან ვინ მოსწონდა, ხან ვინ მაგრამ არავისთან არ უმართლებდა, ყველა მეგობრობას ეფიცებოდა, ან სწავლას იდებდნენ მიზეზად. ერთი გოგო  ერთხელაც იმიტომაც არ შეხვდა, რომ მშობლებმა უთხრეს:
  -რა დროს შენი ურთიერთობებია? ჯერ ისწავლე.
  გოგო ბიჭს არ შეხვდა და ტელეფონით გამოუცხადა სასიამოვნო იყო მასთან რამდენიმე თვიანი ურთიერთობა, მაგრამ ან მეგობრებად უნდა დარჩენილიყვნენ, ან სამუდამოდ უნდა გაეწყვიტათ კონტაქტი. ბიჭი მართალია ჯერ ბავშვი იყო, მაგრამ აზროვნება კაი ჰქონდა და იცოდა ასეთ ადამიანთან ვერასდროს იმეგობრებდა, ამიტომ ადგა და თავი დაანება. ახლა როდესაც აღმოაჩინა შალვას უფრო უკეთესი ცხოვრება ჰქონდა, უფალმა ის მისცა, რაზეც ასე ძალიან ნატრობდა და უნდოდა,  ეს მისთვის  ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რამაც გონება აუმღვრია და აღმოჩნდა თურმე მაჯლაჯუნა კი არ დამარცხდა, არამედ დროებითი ზავი დაადო, მცირე ხნის შემდეგ უფრო მეტად შეუტია და თავის საწადელს მიაღწია: იმ დღის შემდეგ იყო დღეები, როდესაც დათა  ლოცვებს არ კითხულობდა, ან თუ კითხულობდა მხოლოდ ძილის დროს. აღსარების დროს იტყუებოდა ლოცვას ყოველ დღე ვკითხულობო და ეზიარებოდა, ამას იმიტომ აკეთებდა რომ მოძღვართან კანტების არსებობის რცხვენოდა და არ სურდა  არაეკლესიური გამოჩენილიყო. იგივე მოძღვართან საუბრის დროს მუდამ ერთიდაიგივე ცოდვას ასახელებდა: მარხვის დარღვევა, რაზეც სულიერი მამა ეუბნებოდა თავი შეეკავებინა, მაგრამ თავის შეკავება რთული იყო, როდესაც დილას დედა დილას რძიან ყავას, ან კიდევ ხანდახან კატლეტებს  სადილისთვის მოამზადებდა. ცდუნებას თავიდან თითქოს არ ჰყვებოდა, მაგრამ ერთხელაც ვერ მოითმინა და პარასკევ დღეს შუადღისას როდესაც ძალიან შიოდა, მამა  ბაზარში იყო წასული, დედა სარეცხს ფენდა აივანზე, მაცივრიდან გადმოიღო შპროტი და შეჭამა. ამის მერე კატლეტი მოყვა სამხარზე, როდესაც მთელი ოჯახი მაგიდის ირგვლივ უჯდა და დავიწყებოდათ, რომ ოთხშაბათი იყო. ამ დროისთვის მჟავანაძეების ოჯახში რწმენა ნელ-ნელა შესუსტებულიყო და მათგან მხოლოდ დათა მარხულობდა და ყველა წესს იცავდა ( ამასაც როგორც აღვნიშნე ჩამოშლის ნიშნები დატყობოდა.) მჟავანაძეების ოჯახიდან მხოლოდ დათა მარხულობდა, დანარჩენები კი არა, არ თვლიდნენ საჭიროდ, მაგრამ ოჯახის პატარა წევრს არ უშლიდნენ, არც შემდგომში რწმენაში არსებულ კანტებზე უთქვამთ რამე. თითეული მათგანის საეკლესიო ცხოვრება მხოლოდ  ტელეფონით, თუ ფეისბუკით დღესასწაულების მოლოცვით  კვირა დღეს ეკლესიაში მისვლით, სანთლის ანთებით და წამოსვლით შემოიფარგლებოდა, თუმცა ხალხში ძალიან მორწმუნედ მოჰქონდათ თავი და მათი გავლენის წყალობა იყო, სწორედ რომ დათა მოძღვარს ისე უხატავდა თითქოს ამის გარდა კვირიდან კვირამდე ცოდვა არ ჩაედინა. მეგობრებთან ერთად ხეხილს რომ იპარავდა ჩუმ-ჩუმად, არ ამჟღავნებდა, რადგან ეს ცოდვად არ მიაჩნდა, ან თუ იყო, ეგონა ორი მინუსით თუ ივლიდა დედამიწაზე, ღმერთი არ შერისხავდა. ხეხილის მოპარვაზე ის არაფერს ამბობდა, მაგრამ მისი მეგობრები რომ იბრიქებოდნენ, მთელ სოფელს მოედო ეს ამბავი და ხეზე მძრომიალა შეარქვეს მეტსახელად. მამა ზოსიმეს ყურამდეც მიაღწია ამ ამბავმა, მაგრამ არაფერი უთქვამს, რადგან მიაჩნდა რომ  ადამიანმა თავის ცოდვებზე თვითონ უნდა ილაპარაკოს და არა საჭირო მოძღვარმა მიანიშნოს ამაზე რამე.
    მწარიაშვილების ამ დროისთვის უკვე ისეთივე მორწმუნე ხალხად დარჩენილიყო, როგორც ადრე. არცერთ დღეს არ ტოვებდნენ, რომ არ ელოცათ, მარხვასაც იცავდნენ და ყველა წესს ისე ასრულებდნენ, როგორც საჭირო იყო. მათაც ჰქონდათ ცოდვები, მაგრამ არაფერს უმალავდნენ მოძღვარს და შესაბამისად რწმენის მხრივ არანაირი კანტები არ ჰქონდათ. 
    დარიკო და ვახტანგი დათას საუკეთესო მეგობრები იყვნენ, მათ იცოდნენ ყველა მისი საიდუმლო, რაც სხვებმა არ იცოდა. მარტო ისინი ელაპარაკებოდნენ ასე თამამად თავიანთ მეგობარს. 
  დათას კანტებს ახალი კანტი მიემატა-წირვის გაცდენა. ბიჭი ძალიან ძილისგუდა გახდა, შუადღემდე ეძინა ხოლმე. 2 საათზე რომ გაიღვიძებდა, უკვე  გვიანი იყო. ხალხში ამბობდა, რომ არც ერთი  წირვა არ გაუცდენია, მაგრამ აბა დარიკოს რას გამოაპარებდა. ერთი წლის მერე  15 მაისს დათამ თავის მეგობრის ვაჟას  დაბადების დღეზე ერთი სიმღერა მოისმინა, რომელიც აიკვიატა და იმის მერე სულ თავისთვის ღიღინებდა, ერთხელაც ეს ნამღერი მოისმინა ეკლესიაში ყოფნის დროს გუნდის ლოტბარმა და თავისთან  გუნდში ყოფნა შესთავაზა. ამ დროისთვის დათა უკვე შორს შეტოპილიყო თავის თავგასულობით და ცოდვებს  კიდევ ერთიც  მიამატა-კერძოდ სიხარბე. ის დახარბდა გუნდში მომღერლობას, მიუხედავად იმისა რომ სიმღერის ნიჭი ნაკლებად ჰქონდა. დათა ვერ ხვდებოდა ამას და ძველებურად წამდა რომ ღმერთი უკეთესს მომავალს უქადდა.  სწორედ ეხლა  ივლისის თვეში თამაშით დაღლილნი ხის ქვეშ რომ ისხდნენ, დარიკომ მაგიტომაც დაუსვა ის შეკითხვა დათას და ტყუილი რომ მოისმინა, აღარ ჩაეძია, რადგან მართალია ამ დროისთვის უკვე ძალიან ახლო იყვნენ, იყო საკითხები, რაც ზღვარს იქით იყო და  არ უნდოდა მდგომარეობის დაძაბვა.

       
                                                                                    3
    მჭადიჯვრის ტაძრის ლოტბარი 30 წლის ნინა სახაროვა იყო. ის რუსეთში, კერძოდ პეტერბურგში, დაიბადა და გაიზარდა.სკოლის დამამთავრებელ კლასში ყოფნისას ფერიცვალების საკათედრო ტაძარში მგალობელთა გუნდს შეუერთდა. უმაღლესის დამთავრების შემდეგ, როგორც კარგად განსწავლული ამ საქმეში, ლოტბარად დანიშნეს. ნინა სახაროვამ კიდევ  სამი წელი დაჰყო მშობლიურ ქვეყანაში და შემდეგ თავის ქმართან ნიკა მოძმანაშვილთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში, რომელიც პეტერბურგში მეგობრის დაბადებისდღეზე გაიცნო. ბიჭი დისტრიბუციაში მუშაობდა რუსეთში, ამ დროს მას ძალიან ენატრებოდა საკუთარი ქვეყანა, მაგრამ ნოსტალგიის გამო ჩამოსვლა არ სურდა, რადგან უცხოეთში მშობლები ადრე გარდაცვლოდა, პატრიოტული მოტივების გამო რომ  საქართველოს დაბრუნებულიყო, გარანტია არ ჰქონდა, ის თუ იშოვნიდა სამსახურს, ან მისი ცოლი მაინც, ამიტომ ბედს შეგუება არჩია, მაგრამ ერთ დღეს როდესაც პატრულის მანქანა მის მანქანას შემთხვევით დაეჯახა, ნაჭდევი დააჩნია და ამაზე ხმა ამოიღო, ხელად გააგდეს სამსახურიდან. პოლიციას დიდი ძალა ჰქონდა და თუ სურდა ყველაფერი მშვიდად დამთავრებულიყო, კრინტი არ უნდა დაეძრა. 
  სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, უფალმა  შიმშილისთვის არ გააწირა ცოლ-ქმარი და ორივემ მალევე იშოვეს სამსახური ერთი ნიკორას თბილისის ყველა ფილიალის დისტრიბუტორი გახდა, მეორე ქაშვეთის ეკლესიის, ჯვრის მამის და ბოლოს მჭადიჯვრის ეკლესიის ლოტბარად დაინიშნა.  ამ დროს ნიკა მოძმანაშვილი თბილისში მუშაობდა, მაგრამ მიატოვა საკუთარი სამსახური და ცოლს გაყვა სოფელში. ნინა სახაროვა მოძმანაშვილმა ნიკას მეცადინეობით ჯერ კიდევ რუსეთში დაეწყო ქართულის სწავლა და როდესაც ჯვრის მამაში მივიდა, ამ ენაზე უკვე საკმაოდ კარგად ლაპარაკობდა.
 
                                                      .....................................................
    როდესაც ლოტბარი გუნდში ახალ მოსწავლეს იყვანს, ერთხელ მაინც უნდა მოუსმინოს მას, უნდა შეამოწმოს სმენა აქვს თუ არა. ერთხელ შემთხვევით მოსმენა არ არის საკმარისი. ნინა სახაროვამ  ორ კვირაში დაიბარა დათა შემოწმებაზე, მაგრამ არ მივიდა. მეორე დღეს ბოდიში მოიხადა  და დედის ავადმყოფობა მოიმიზეზა. მერე ლოტბარს უამრავი საქმე გამოუჩნდა თავის მოსწავლეებთან, თუ ისე პირადი და  შემოწმება ამის გამო ივლისის ბოლომდე გაიწელა.
    დაადგა  28 ივლისი, სინჯების გავლის შემდეგ დათა დარწმუნებული იყო, რომ მგალობელთა გუნდში მოხვდებოდა. დილის ცხრა საათზე ადგა, ხელ-პირი დაიბანა, ლოგინი გაასწორა, ისაუზმა, სუფთად ჩაიცვა, თმები დაივარცხნა და თერთმეტს რომ ათი წუთი  აკლდა ეკლესიის გზას დაადგა. მას შეეძლო ტრადიცია არ დაერღვია უიქენდზე „ ძილის ქვეყნის დანგრევის“ სახით და მერე ეთქვა: "ბოდოშით არ მეცალაო", მაგრამ გარდა იმისა რომ ქალბატონ ნინას სერიოზულ ადამიანად თვლიდა, ეს მისი მიზანი იყო და იცოდა კიდევ ერთი გაცდენა მას მხოლოდ და მხოლოდ ფიასკოს და იმედგაცრუებას მოუტანდა. არავინ შეეხვერწებოდა, ოღონდ შენ მოდი და მესამე ცდაზე მოგისმენო.როდესაც ეკლესიის გზას ადგა, გულში ფიქრობდა: „წარმატების მიმავალ გზაზე ერთ წარმატებას მივაღწიე -უიქენდზე დილადრიან გავიღვიძე, ისე როგორც ვიქცევი ხოლმე სკოლაში, როცა წვიმიანი ამინდია, ან სიცხე მაქვს მაშინ მძინავს და სკოლას ვაცდენ ხოლმე, მაგრამ კლასიდან კლასში კი გადავდივარ, ახლა უნდა ვიყოჩაღო და სასწავლებელში და ეკლესიაში  უფრო მეტად ხშირად უნდა გამოვცხადდე, რომ ჩემს მიზანს მივაღწიო- ვიყო ეკლესიის გუნდის მგალობელი და უმაღლესში ჩავაბარო“. საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ადამიანებს ყველას იცნობდა, რომლებიც წირვიდან უკან სახლში ბრუნდებოდნენ. როდესაც ეკლესიამდე დაახლოებით 500მეტრი ჰქონდა დარჩენილი, უცბად ჭიშკრიდან გამოვიდა ერთი ბიჭი, რომელიც დათას კლასელი და ყოფილი ძმაკაცი იყო. მას გია ერქვა. ისინი პირველ კლასიდან მეგობრობდნენ და თითქმის არაფერი ჰქონდათ დასამალი, მაგრამ ორი წლის წინ დაახლოებით მაისის თვეში საშინლად კოკისპირულად წვიმა წამოვიდა. იმდენი ხანია მოდიოდა წვეთები, რომ თითქოს ქვეყნიერებას კიდევ ერთხელ  წარღვნა დაატყდებოდა  ბიბლიაში აღწერილი მოვლენის მერე. ახლა გარეთ გასვლა და მოწევა არ შეიძლებოდა. ბავშვს შიგნით უნდა ეპოვნა ადგილი, სადაც ვერავინ შეამჩნევდა და სხვებიც უკიდურეს შემთხვევაში გასაბოლებლად იყენებდნენ. ასეთ ადგილად ტუალეტი მოაფიქრდა. სკოლაში ორ სართულზე იყო ტუალეტი: ერთი პირველი სართულზე პატარა ბავშვებისთვის და მეორე მესამეზე უფროსს კლასელებისთვის. გიას კლასი მესამე სართულის ბოლოში  ტუალეტის  მოპირდაპირე მხარეს მდებარეობდა. მართალია საწადელ ადგილამდე არ იყო დიდი ნაბიჯი, მაგრამ ბავშვს შარდიც აწუხებდა და მოპირდაპირე მხარეს ორი კარიდან ერთერთში ისე შევიდა, ვერც იაზრა, სად მიდიოდა.  ყროლის  სუნი ეცა, ესეიგი ტუალეტში მოხვდა, მაგრამ ეს არც იყო გასაკვირი,უახლოეს მანძილზე სხვა მხოლოდ კედელი იყო, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანი იყო ბიჭებისში შესულიყო, თორემ ვინმე თუ დაინახავდა, სალაპარაკო გახდებოდა და თავი მოეჭრებოდა. გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და კედელზე დაინახა წარწერები: მარი + ელენე=დებს, მარი ნინო, გვანცა გულში.
  -აუ! გოგოების ტუალეტში მოვხვდი. 
  აქედან გამოსვლა და მეორე კარში შესვლა ძალიან კარგი გამოსავალი იყო, მაგრამ გაკვეთილი დამთავრებულიყო და შესაძლოა ვინმეს დაენახა. ამიტომ აქ უნდა დარჩენილიყო და მოეთავებინა თავის საქმე. მოწევის დამთავრების შემდეგ სიგარეტის ღერი უნიტაზში ჩააგდო და გავიდა. როგორც კი სკოლის დერეფანში გავიდა, უცბად დათა დაინახა:
    -სად იყავი გია?
    -ტუალეტში! შენ რატომ არ წახვედი სახლში? ათი წუთია გაკვეთილი დამთავრდა.   
    -ფიზიკაში ახსნილიდან რაღაც ვერ გავიგე და დავრჩი ჩემ შეკითხვებზე მასწავლებელს რომ ეპასუხა.
    -გასაგებია, ახლა რას გაჩერებულხარ? წადი სახლში!
    -შენ შემდეგ ჩემო კარგო!
    მეორე დღეს ეს ამბავი მთელ სკოლას მოედო, ყველა იცინოდა ლაპარაკობდა გიაზე. დამრიგებელმა და სკოლის დირექტორმა დათა დასაჯა რამდენიმე დღე სკოლაში არ სიარულით, ეს არ მიეკუთვნებოდა იმ დანაშაულს, რის გამოც მოსწავლე სასწავლებიდან ირიცხებოდა. ეს ბავშვი ძალიან კარგად სწავლობდა და ყოჩაღი მოსწავლის გააგდება ცოტა არ იყოს ეუხერხულებოდათ და ამ სასჯელით შემოიფარგლნენ. ეს მათთვის ძალიან სერიოზული რამ იყო, რადგან მასალას ჩამორჩებოდა, მაგრამ ამ დასჯაში  სიხარული უფრო იყო,ვიდრე მწუხარება  რადგან  ზედა ეშელონებს მისი გარიცხვა არავის ნდომებია და ხელოვნურად რამდენიმე დღიანი დასვენება მოუწყვეს.ერთადერთი რამ რაც დათას აწუხებდა, ის იყო რომ თავის მეგობრებს რამდენიმე მარტო სკოლის გარეთ თუ ნახავდა. ამ დღის მერე დათას და გიას შორის არსებული ნდობა გაქრა, კონფლიქტიც იყო, მაგრამ დროის სრბოლასთან ერთად  სიტუაცია ჩაწყნარდა, აღარავინ აღარ ლაპარაკობდა გიაზე, ამ ფაქტს დათას მხრიდან რამდენიმე დახმარება მოჰყვა ერთი წლის მერე საკონტროლოზე და ნდობა იმ დონეზე არა რომ ის მეგობრობა სრულებით აღდგენილიყო, მაგრამ პატივისცემა ცოტა მაინც ისევ გაჩნდა.

                                                    .........................................................................
     
    გიამ მაღლა ამავალ ბავშვს შესძახა: 
    -დათა!   
    -ოჰ, გია!
  -გამარჯობა!
  -გაგიმარჯოს!
  -როგორ ხარ?
  -კარგად. შენ?
  -კარგად!
  -სად მიდიხარ?
  -ეკლესიაში.
  -წირვა ხომ დამთავრდა....
-ლოტბარმა წირვის მერე გასასინჯად დამიბარა, მგალობელთა გუნდში უნდა გავწევრიანდე.
-მე რაც გიცნობ, ზეიმისთვის მხოლოდ ლექსს გაძლევდნენ. სხვებს ამღერებდნენ და კარგად თუ მღეროდი არ ვიცოდი.
  -ყველაფერი ასაკს მოაქვს გია.
  -წარმატებები.
  -მადლობა. საღამოს სტადიონზე  ბიჭები ფეხბურთის სათამაშოდ მივდივართ და ხომ წამოხვალ?
  -რა თქმა უნდა. როგორც წინაზე ქვემო უბანი ვხვდებით ზემოთას ხო?
  -არა. ახლა ჩვენი სოფლის რჩეული ბიჭები გვერდზე მდებარე სოფელს ვხვდებით.
  -უნდა გავიმარჯოთ!  წაგების შემთხვევაში მათი სალაპარაკო გავხვდებით „სოფელ მჭადიჯვარს სუსტი ნაკრები ჰყავსო".
  -მათ გუნდს არასდროს შევხვდრილვართ ხო მგონი?
  -ჩვენ თაობაში არასოდეს. ჩვენი პაპები ჩვენი ტოლები რომ იყვნენ, მაშინ იყო ერთი შემთხვევა. გაგონილი მაქვს გვერდზე სოფლის სტადიონზე ჩატარდა ეს თამაში და და 1:0  გავიმარჯვეთ. ვინმე როსტიაშვილს გაუტანია ის ბურთი. ძალიან ლამაზი გოლი ყოფილა. 
  -ეგ გვარი არ გამიგია ჩვენ სოფელში აქამდე.
  -მერე სახლი დაეწვათ თურმე, მართალია ეს უბედური შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დამთავრდა, მაგრამ უსახლკაროდ დარჩნენ და თბილისში გადავიდნენ საცხოვრებლად. 
-ეგ ამბავიც პირველად მესმის. შენგან რას არ გაიგებს ხოლმე ადამიანი გია.
-წავედი ეხლა მე, შეხვედრამდე.
-ნახვამდის.

                             
                                                                .......................................................
  როდესაც დათა ეკლესიაში მივიდა, ეზოში მღვდელი დაინახა, რომელიც  ერთ ქალს  ჩუმად ესაუბრებოდა. წინ  ხუთი ადამიანი იდგა და ამ საუბრის დასრულებას ელოდებოდნენ რომ რიგ-რიგობით თვითონაც მისულიყვნენ. ეს ხალხი აღსარებას აბარებდა მღვდელს. დათამ იცოდა რომ ნინა სახაროვა გუნდს რაღაცას უხსნიდა, ან უბრალოდ რეპეტიციას უტარებდა და  ასე უცბად მისთვის ვერ მოიცლიდა, ამიტომ იხელთა დრო და მესანთლისგან ორი სანთელი იყიდა, შევიდა ეკლესიაში, მარიამის და წმინდა გიორგის ხატეებთან დაანთო, წარმოთქვა ლოცვა და შემწეობა თხოვა,  ბოლოს  ყველა ხატთან მივიდა და აკოცა. როდესაც ის ამ პროცედურას მორჩა, ლოტბარს უკვე რეპეტიცია დამთავრებული ჰქონდა და ბიჭს ელოდა. დათა  ნინა სარახოვასთან მივიდა. ამ დროს შიგნით რაღაც უცნაური გრძნობა დაეუფლა, ყურში შრიალის ხმა გაისმა, თითქოს უბედურების მაუწყებელი სიგნალი გაისმა.  სირენა ჩაირთო რომელიც კარგს არაფერს მოასწავებდა.“ ეს ჩემი პირველი გამოცდა ალბათ და ამიტომ მემართება ფიქრობდა თავისთვის“ დათა. მიუხედავასდ იმისა რომ შიგნით სირენა ვერ გააჩერა, თავის იმ დონეზე შეკავება მოახერხა საუბარი წამოეწყო:
  -გამარჯობათ.
  -გაგიმარჯოს. დათა მჟავანაძე ხომ?
  გვარის გაგონებაზე უფრო მეტად აღელდა. მის სხეულის შიგნით არსებული სივრცე ზღვას დაემსგავსა, რომელზეც ტალღები ძალიან აზვირთებულიყო და არც აპირებდა დამშვიდებას. თავში  ჩაქუჩები ურტყამდნენ. თითქოს გრდემლი ყოფილიყო. დათას ეგონა შიგნით არსებულ სიგნალიზაციას თითქოს გარეთ გასვლა სურდა, ვერ გადიოდა, გამომწყვდეული იყო მაჯლაჯუნასავით და  შიგნით განწირულ ხმებს გამოსცემდა, ეს თითქოს ერთგვარი მუქარა იყო: თუ ადამიანი არ გაანთავისუფლებდა, ასე იჟღრიალებდა, იქნებოდა აუტანელი და ამ ქმმნილების მიერ დასახულ მიზანს ფიასკოთი დაასრულებდა, ანუ რაც არ უნდა ექნა  სიტუაცია უფრო დრამატული გახდებოდა, მერე კი გარეთ თავისით გააღწევდა , მაგრამ ამ პროცესს დასასრული თუ ექნებოდა, ეს მხოლოდ ღმერთმა უწყოდა, რადგან დათა ვერ ხვდებოდა, როგორ გაენთავისუფლებინა და ამიტომ ბედს მინდობილი იყო.
  მართალია დათა პირველად აბარებდა გამოცდას, მაგრამ მსგავსი შეგრძნება ადრეც ჰქონია. კერძოდ ერთხელ როდესაც ქართულში საკონტროლო ჰქონდა და ანალიზზე „ქალთა სახეები“ ვეფხისტყაოსანში არ უმეცადინია.მეორე დღეს წერის წინ ზუსტად ასეთი შეგრძნება დაემართა, როდესაცზარი დაირეკა, თავის კუთვნილ ადგილას დაჯდა და რვეული მიუტანეს, რომლის რამდენიმე გვერდი ასოებით უნდა აევსო, ეს შეგრძნება უფრო მეტად არ გაძლიერებულა,რადგან წინ მჯდომმ დარიკომ დათას  ჩუმად შპარგალკა მიაწოდა და უთხრა:
  -აჰა გადაწერე! ქსეროქსით ერთი ზედმეტი ასლი შენთვისაც გავაკეთე.
აქ ყველაფერი დამშვიდდა, გაირინდა, დადუმდა, თითქოს ყველაფერი კალაპოტში ჩაადგა. მაშინ დეტალურად და სიღრმისეულად ეს არ გამოუკვლევია და საკონტროლო წერის არსებობას დააბრალა, ბავშვი იყო და ვერ აცნობიერებდა, ან არ სურდა გაცნობიერება - რატომ ხდებოდა ასე, ან რატომ არ ხდებოდა მაშინ როდესაც გაკვეთილისთვის ძალიან კარგად იყო მომზადებული. 
  დათა მჟავანაზე ახლა ლოტბარის წინ მდგარი ზუსტად მსგავს ფიქრებში იყო, რომ სინჯებზე ყოფნის ბრალი იყო ეს ყველაფერი და სხვა არაფრის. ამ წუთას ის არ იყო კლასში, შესაბამისად არც საკონტროლოს წერდა, მაგრამ ახლა მას უნდა  უფრო მნიშვნელოვანი გამოცდა უნდა ჩაებარებინა, ვიდრე სკოლის მერხზე ჯდომისას რვეულში სიტყვების გადატანისას ხდებოდა. ახლა შპარგალკას ვერავინ ვერ მიაწვდიდა, რაც გაიოლებდა მის მდგომარეობას და ფონს გაიყვანდა, მაგრამ ის ამას საჭიროდ არ თვლიდა, რადგან გულის სიღრმის ერთ კუნჭულიდან ძალიან დიდი იმედი გამოდიოდა, რომ დღეს ყველაფერს შეძლებდა და თავის საწადელს მიაღწევდა.  ბიჭი ფიქრებიდან გამოერკვა, მოიკრიბა ძალა და შემართებით უპასუხა ლოტბარს:
-დიახ
- ჩემი ბაგიდან ამოსული ბგერები უნდა გაიმეორო. თუ მომეწონა, მიგიღებთ
-კარგით.
-„ტკბილ ხარ შენ, უფალო".
-„ტკბილ ხარ შენ, უფალო".
-რაღაც არ მომწონს, აბა თქვი - დო
-დოუ.
-რა?
-დოუ.
-რა დოუ? მე ვთქვი დო
-მაპატიეთ, პირველ ნოტს მეგონა მეორენაირად დოუ ერქვა.
-დო არის, დო! აბა თქვი მი
-მიუ
-არ მომწონს. სმენა არ გივარგათ, სამწუხაროდ, თქვენ ჩვენს გუნდში ვერ იგალობებთ. ერთი რაღაც მაინტერესებს მხოლოდ - ასე ცუდად თუ მღერით, აბა ის რა იყო ეკლესიის ეზოში  ისე კარგად რომ იმღერეთ?
  -ეკლესიის ეზოში არასდროს მიმღერია
  -აბა „განდიათს“ ვინ მღეროდა?
  -ეგ ჩემი მეგობარი ვაჟა იყო, სანამ თქვენ გამოხვიდოდით გარეთ, წავიდა. მეც კი ვმღერივარ ამ სიმღერას, მაგან მასწავლა,მაგრამ ისე კარგად არა, როგორც ვაჟა. 
  -კარგი ერთი კვირის მერე შენი მეგობარი მოვიდეს მოვუსმენ.
  -კარგით.
  დათა მჟავანაძემ ეკლესიიდან გასვლისას პირ-ჯვარი გადაიწერა და გარეთ გავიდა. გზას რომ დაადგა, რომელიც სახლისკენ მიდიოდა, მის შიგნით განგაშის სიგნალი, რომელსაც სინჯების  დროს ყურებამდე მიეღწია და გარეთ საზარელი ხმით გადიოდა დაუსრულებლივ, ნელნელა თავის კუთვნილ ადგილს უბრუნდებოდა, ნელდებოდა, ცოტახანიც და ალბათ საერთოდ გაქრებოდა. გავიდა ხუთი წუთი და ბიჭი დამშვიდდა, მაგრამ ახლა უცნაური ფიქრი შემოაწვა: ეთქვა თუ არა მეგობრისთვის დანაბარები. წესით უნდა ეთქვა, რადგან ვაჟა ამაზე ოცნებობდა და გაახარებდა, მაგრამ დათას აღიზიანებდა ის ფაქტი, რომ რაშიც კრახი განიცადა, სხვა გავიდოდა და სავარაუდოდ მიიღებდნენ, რადგან ძალიან კარგი სმენა ჰქონდა. ერთგვარი შური დაუფლებოდა ბიჭს. უნდოდა თვითონ რომ პროგრესი ვერ განიცადა, მის მეგობარსაც იგივე მდგომარეობაში ყოფილიყო. შემდეგ მეორე მხრიდან დატრიალდა მის გონებაში აზრი, რომ ეშმაკი ცოდვისკენ უბიძგებდა და უნდა ეთქვა. მოკლედ  გონებაში ამ  ჭიდილის დროს მიაღწია გადასახვევს, სადაც ვაჟა ცხოვრობდა. დათას სახლისკენ გზა პირდაპირ იყო სადღაც ას მეტრში, ამ ადგილას მოხდა კიდევ ერთი გაბრძოლება და სააბოლოდ გაიმარჯვა გვიან მოზღვავებულმა აზრმა- ბიჭმა მეგობრის სახლისკენ გადაუხვია. როდესაც სახლს მიუახლოვდა, დაიძახა:
    -ვაჟა!
    აქ კიდევ წამოიმართა ეშმაკი, მას არ სურდა დანებება. ახლა ეუბნებოდა ფეხბურთზე დაელაპარაკე და წადიო. მართალია საცდური ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ დათამ ფიქრები მოიშორა როდესაც ჭიშკრის მხრიდან გაისმა ხმა:
    -დათა!
    -ვაჟა!
    ჭიშკრიდან დათას ტოლი ბიჭი გამოვიდა.
  -შენთან სალაპარაკო მაქვს, შეიძლება აქ რომ ვისაუბროთ?
-გარეთ რატომ? შემოდი სახლში სახლში, სახლში ვისაუბროთ.
  -არა, გარეთ მირჩევნია.
  დათა ამ სახლში ერთხელ იყო ნამყოფი, როდესაც ცხოვრებაში პირველად და ალბათ სააბოლოდ დაბადებისდღე გადაიხადა. მაშინ მართალია ძალიან კარგად შეხვდნენ და უთხრეს " კიდევ ერთხელ შემოგვიარეო", მაგრამ მას მერე ისეთი არაფერი საქმე არ ჰქონია, აქ რომ მისულიყო, თავის მეგობარს ბირჟაზე ხვდებოდა ხოლმე,
  -კარგი, დამელოდე ხუთი წუთი და გამოვალ.
  ხუთ წუთში მართლა ვაჟა მართლაც გამოვიდა, ახლა მეგობრები გარეთ სკამზე ისხდნენ და ცოტახანი დუმილს არ არღვევდნენ.
-დათა რამ შეგაწუხა? საუბარი ვაჟამ წამოიწყო.
-დღეს მეზობელ სოფლის ბიჭებს ფეხბურთი უნდა ვეთამაშოთ.
-კი, მითხრა გიამ უკვე.
- საათი არ ვიცი ზუსტად და რომელზეა შენ ხომ ვერ მეტყვი?
-შვიდზე. აუცილებლად უნდა დავამარცხოთ.
  -კარგი,  ზუსტად შვიდზე იქ ვიქნები. მთავარი სათქმელი, თითქოს მეხსიერების ბურუსში იძირებოდა, ეს იყო ეშმაკის უკანასკნელი გაბრძოლება, მაგრამ მეხსიერების მარწუხებიდან მაინც  გააღწია და სააბოლო ჟამში მეგობრობამ გაიმარჯვა.
  -ვაჟა, მე რეალურად სხვა ამბავის გამო მოვედი აქ.
  -გისმენ დათა.
  -გახსოვს ეკლესიის ეზოში „განთიადს“ რომ მღეროდი?
  -როგორ არა, მაშინ შენც იყავი იქ ხო?
  -კი.
  -მე ვმღეროდი, მერე?
  -ლოტბარი სინჯებზე გიბარებს, უნდა რომ გუნდში მიგიღოს.
  ამ წამს  ვაჟას დაღვრემილ თვალებზე  სიხარული გამოჩნდა. მისი ოცნება უნდა ამხდარიყო. ეს ის იყო, რაც ამ წამს ძალიან სურდა. მისი მამა-პაპანი ყველანი გლეხკაცები იყვნენ, უმაღლესი არცერთს არ ჰქონდა დამთავრებული, არც ვაჟას გეგმებში შედიოდა ეს, ის ისეთივე გლეხკაცი უნდა ყოფილიყო, როგორც მისი სანათესაო. მიწათმოქმედებას და მეცხოველეობას გაყვებოდა, საჭმელ- სასმელად სოფლის ნატურალური პროდუქტები ყოველთვის ექნებოდა და სიამტკბილობაში გაატარებდა ცხოვრებას, მაგრამ ეს სულაც არ უშლიდა ხელს ეკლესიის გუნდის მგალობელი ყოფილიყო. მის ირგვლივ მაცხოვრებლები, რომლებიც უმაღლესში აბარებდნენ, რას იტყოდნენ მასზე ნაკლებად აინტერესებდა, მთავარია თავად ყოფილიყო ბედნიერი. ვაჟა და მისი ოჯახი, რომელიც დედასგან, მამისგან და დისგან შედგებოდა, თანასოფლელებს ძალიან უყვარდათ, რადგან ყველანი ძალიან მშრომელები იყვნენ და უქმად დროს არ კარგავდნენ. მართალია ძალიან ეუცნაურებოდათ ბიჭის კმაყოფილება საშუალო განათლებით, მაგრამ არავინ არაფერს ეუბნებოდა, რადგან  ყველასთვის იყო ცნობილი ერთი მარტივი ჭეშმარიტება: არავინ ვართ სრულყოფილები და ყველას აქვს, რაღაც ისეთი, რასაც სხვა ვერასდროს  ვერ გაიგებს. ამ უცნაურობას გარჩევა არ ჭირდება, რატომ ? იმიტომ რომ თუ გინდა რეალური პასუხი მიიღო, იმ ადამიანის კანში უნდა შეძვრე და მისი ცხოვრებით იცხოვრო. 
  -როდის უნდა მივიდე?
  -ზუსტად ერთ კვირაში წირვის მერე. დღეს რატომ არ იყავი წირვაზე?
  -ბაბუ გახდა ცუდად- გაამთენისას ინფარქტმა დაარტყა და საავადმყოფოში ვახლდით.ბაბუაზე ნერვიულობაში რა მეეკლესიებოდა? დღეს დედამ მე, მამა და თიკა გამოგვიშვა: "მე ვიქნები აქ , თქვენ წადითო".
  -ფეხბურთზე ხომ მოხვალ?
  -ვნახოთ, არ ვიცი. ბაბუს მდგომარეობა თუ გაუმჯობესდა, მოვალ, თუ არა და საავადმყოფოში მომიწევს წასვლა და შესაბამისად ვერ.
-ილოცე ბევრი, რომ ბაბუ გამომჯობინდეს და ყველაფერი კარგად იქნება. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ მე პირადად.
-მადლობა.    დაღამდა.
  თერთმეტმა ბიჭმა სპორტულები, ბუცები ჩაიცვეს და სტადიონზე შევიდნენ. ბურთს გვერდითა სოფლელებს უნდა ამოეტანათ.  დაახლოებით შვიდ საათზე სტადიონზე ჯერ-ჯერობით მარტო ისინი იყვნენ.
  -სად არიან, ნეტავ?
-ხომ არ გადაიფიქრეს?
-დაწყნარდით! მოვლენ მალე! ბიჭებს შეუბღვირა დათამ.
  ხუთ წუთში გვერდითა სოფლელები ბურთით ადგილზე იყვნენ. თამაში დაიწყო. ბევრი სახიფათო მომენტი შეიქმნა, მაგრამ პირველი ტაიმის 30 წუთში არცერთი გოლი არ გასულა. გავიდა 40 წუთი და მეტოქე გუნდმა უხეშად ითამაშა,მოწინააღმ დეგეს მისამართით დაინიშნა პენალტი. ბურთთან დათა მივიდა, ისროლა, მაგრამ კარის ძელს მოარტყა
  -ფუჰ ამის დედაშევეცი
  გავიდა კიდევ ხუთი წუთი და პირველი ტაიმი დასრულდა. ბიჭებმა ათწუთიანი შესვენება აიღეს, რომ  მეორე ტურისთვის უფრო მეტად მზად ყოფილიყვნენ.
დათა სკამებზე მჯდომარ გოგოებთან მივიდა დასალაპარაკებლად, მაგრამ არ დასცალდა, მასთან გია მივიდა  და გვერდზე გაიყვანა.
-რატომ შეიგინე, დათა?
-გავბრაზდი, გოლი რომ ვერ გავიტანე. რა გინდა?
-არაფერი. გოგოები სხედან და სირცხვილია!
  -ხომ ხედავ, არაფერი უთქვამთ, შენ ნუ ერევი!
-არაფრის თქმა არ ნიშნავს, რომ მოეწონათ. გირჩევ, საერთოდ ეგეთი სიტყვებით მეორეჯერ აღარ ილაპარაკო,  განსაკუთრებით გოგოებთან.
  დათამ არაფერი უპასუხა, დუმილი არჩია. იცოდა გიას ზრდილობიანი საუბარი როგორ უყვარდა, მაგრამ არ ესმოდა მისი ამ ლაპარაკის, რადგან მას მიაჩნდა რომ უცენზურო სიტყვების თქმა ბრაზის დროს გულის მოფხანვის ერთ-ერთი კარგი საშუალება იყო. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა დაუნახავს ბირჟის წინ მდგარი რამდენიმე ბიჭი ცუდად განწყობაზე როგორ იგინებოდნენ და რამდენიმე წუთის შემდეგ დამშვიდებულნი როგორ წყნარად და ლაღად საუბრობდნენ.
  მეორე ტაიმი დაიწყო. აქ უფრო მეტი ცეცხლი დაინთო, ვიდრე წინა ტურში და 70-ე წუთზე, გიას გადაცემული პასის მერე დათამ მოწინაღმდეგეს კარში ბურთი შეაგდო.დაამთავრდა თამაში. სოფელ მჭადიჯვრის ბიჭებმა 1:0 გაიმარჯვეს. ისტორია განმეორდა. ახლა ვინმე როსტიაშვილის მაგივრად გოლის ავტორი დათა მჟავანაძე გახდა.
-მერე კიდევ ვითამაშოთ,  ბიჭებო თქვა მოწინააღმდეგე გუნდის კაპიტანმა. 
-კი ბატონო. თქვით დრო და ადგილი და თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ვითამაშოთ. ბიჭები გამოვიდნენ სტადიონიდან.
-დათა, ვაჟა რატომ არ მოვიდა? უცბად იკითხა უშანგიმ.
-ბაბუამისს ინფარქტი დაემართა და ეტყობა საადმყოფოშია. დილას რომ მივედი ამბის სათქმელად სახლში იყო და მერე ალბათ წავიდა.

                            ...................................................................................
  სახლში რომ მივიდა დათა,ისამხრა, წიგნი წაიკითხა და კომპიუტერს მიუჯდა. მას აინტერესებდა რა ცოდვები ტრიალებდა დედამიწაზე. ბევრი ეძება, მრავალ საიტზე მხოლოდ ცოდვის ზოგადი განმარტება ეწერა და სიმძიმის შესახებ. ბოლოს ძლივს იპოვნა და აღმოაჩინა, რომ მარხვის დარღვევა, მოპარვა, სულერთია აქლემის, თუ ნემსის, გინება, ცოდვები იყო.
"ხვალ მოძღვარს აუცილებლად უნდა დაველაპარაკო, რომ ღმერთმა შემინდოს და აღარ ჩავიდინო მსგავსი". გაიფიქრა თავისთვის დათამ.
  მაგრამ ეს ხვალ თვეობით გაიწელა: არდადეგები იყო და შუადღემდე ეძინა ხოლმე, მერე ხან წიგნს კითხულობდა, ხან მუსიკას უსმენდა, საღამოს კიდევ მეგობრებთან ერთად ათასი თავშესაქცევი რაღაცით ერთობოდა. ხუთშაბათ დღეს ნამუსმა შეაწუხა და მტკიცედ გადაწყვიტა მესამე დღეს აღსარების ჩაბარება. მეორე დღის საღამოს მაღვიძარა დააყენა სანამ დაწვებოდა, რომ დილას გაღვიძებოდა და ეკლესიის გზას დაადგომოდა, მაგრამ ჰოი ბედის უკუღმართობავ ათ წუთში დედას ტელეფონი აწკრიალდა და ძმამ აცნობა ხვალ დილას დედმამიშვილები თავის ოჯახობით მჭადიჯვარში იქნებოდნენ და ერთი თვე დარჩებოდნენ. მიუხედავად მოულოდნელი სასიხარულო ამბავისა, მაინც ნებისმიერ დროს შეეძლო დათას ეკლესიაში მისულიყო, მაგრამ ოჯახის წევრებთან სიამტკბილობაში ჩაძირულს, არცერთი წუთით, თუ საათით არ სურდა იქიდან ამოსვლა, თუ არ ჩავთვლით იმ მომენტს, როდესაც მეგობრებთან დროის სატარებლად უნდა გასულიყო, ეს კიდევ სხვა სიამოვნება იყო, რომელიც გვიანობამდე გრძელდებოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში სინდისი ძალიან აწუხებდა, მაგრამ ყოველთვის ერთნაირად არა, იმ პერიოდში როდესაც წიგნს კითხულობდა, ძმის შვილებთან თამაშით ერთობოდა,ან საღამოს მეგობრებთან დროს ატარებდა, შიგნით დისკომფორტი ნაკლებად ექმნებოდა, მაგრამ როგორც კი დაწვებოდა, ან უბრალოდ სკამზე ჩამოჯდებოდა, ისეთ მწვავე და საშინელ კბენას გრძნობდა, რომ დგებოდა და უაზროდ სიარულს იწყებდა. ყველა დღე ამ პერიოდში ერთმანეთს ჰგავდა, თუ არ ჩავთვლით იმ კვირის კვირა დღეს, როდესაც ძმები ჩამოვიდნენ, გაიღვიძა, გაიზმორა, ლოგინი აალაგა, ჩაიცვა, ივარჯიშა და ისაუზმა, მსგავსი რუტინა არ უგრძნია გულიდან, თითქოს რაღაც ამოუცნობი აკავებდა, წინააღმდეგობა ჰქონდა გულის შიგნით დაბუდელ მკბენარ მხეცს, დათამ  ვერ გაიაზრა რა იყო ეს, თავიდან ეგონა ძილში მისი ტრანსმუტაცია მომხდარიყო და გადასხვაფარებელიყო სხვა დათად, რომელიც ეკლესიას პატივს საერთოდ არ ცემდა, მერე რომ დაფიქრდა, ყველაფერს დაარქვა თავის სახელი: კვირა იყო, სწორედ დღეს დილას ლოტკბარმა დაიბარა ვაჟა სინჯებზე, ბიჭს სიხარული ჰქონდა მომძლავრებული რომ იქ არ იყო და ამ ამბავს არ ესწრებოდა. ამ სიხარულს ნაღველიც ახლდა, წუხილი მეგობრის შესაძლო წარმატებაზე, დათამ იცოდა სევდანარევ სიხარულის გამომწვევი, მას ვაჟას სახლისკენ მიმავალ გზაზე უწოდა კიდევაც სახელი შური. ძალიან უნდოდა რომ ბიჭი არ აეყვანა ნინა სახაროვას, რაც  ერთი მხრივ იმას ნიშნავდა რომ საკუთარი წრიდან მარტო ის არ იყო ვინც მგალობელთა წრეში ვერ მოხვდა და მეორე მხრივ შიგნით დაბუდებული მაჯლაჯუნას მოშორება სურდა, როგორც კი ვაჟას ფიასკოს გაიგებდა იმწამვსე დამშვიდდებოდა. გვერდზე ოთახიდან დედის ხმა ისმოდა: რას ამბობ? უი საწყალი? რა დაემართა
    "ეტყობა ვიღაც გარდაიცვალა გაიფიქრა" დათამ. 
    დათა ეზოში გავიდა. იქ ერთ ძმის შვილს დედამისი აჭმევდა, გვერდზე თავის ქმარი ეჯდა. ჰამაკში თავის მეორე ძმისშვილი მშობლებთან ერთად იჯდა.
-ლაშა სად არის? იკითხა  დათამ   
-ძინავს. თქვა თემურმა. 
დღეს რამდეხანია ძინავს, რა არის?
  -რავიცი, აქვს ხოლმე ეგეთი მომენტები, არ გააღვიძო.
  გავიდა თხუთმეტი წუთი და შიგნიდან ბავშვის ტირილის ხმა გაისმა. 
-აი გაიღვიძა თქვა თამუნამ და შიგნით შევიდა.  ცოტახანში დათაც შევიდა.
  -დათა ნინა სახაროვას ქმარი მომკვდარა გუშინ  თქვა დედამ, როცა ბიჭი სახლში შევიდა.
-რა?
-ნინა სახაროვას ქმარი მომკვდარა გუშინ, იცნობდი?
  -არა. საიდან? ქალბატონ ნინასთან კონტაქტი მხოლოდ გამარჯობა-გაგიმარჯოს დონეზე მქონდა ეკლესიაში, მერე სინჯებზე დამიბარა.....................................
  - ხვალ მე და მამაშენი პანაშვიდზე წავალთ, შენ არ წამოხვალ?
-არა, არ ვიცნობ კარგადთქო ხო გითხარი იმ ქალს. ქმარი თვალით ერთხელ ნანახიც კი არ მყავს, რითი გარდაიცვალა ისე? 
-გულის შეტევა დაემართა.
დათა თავის ოთახში გავიდა, გულში რაღაც სიხარულის გრძნობა ჰქონდა, თითქოს მომხდარი უხაროდა, ნინა სარახოვას ახლობლის დაღუპვა თითქოს რაღაცაში ხელს აძლევდა,წარმატების საწინდარი გამხდარი იყო ამ შემთხვევიში პერსონალურად მისთვის ეს ადამიანური ტრაგედია უკეთესი მომავლის  ახლად გაკაფული გზა იყო,  მასში ვაჟას სინჯების ვერ ჩატარება იწვევდა დადებით ემოციებს. ეს არ იყო ფიასკო, მაგრამ ამ მცირე შემთხვევას შეიძლებოდა დამატებოდა უფრო დიდი და სააბოლოდ ყველაფერი ყოფილიყო ისე, როგორც სურდა. როდესაც საძირკველი იყრება, მასზე აუცილებლად სახლს აშენებენ, ტყუილად ბალავარი არასდროს ჩაყრილა, დათას  არ სურდა უზარმაზარი რამ, მას სურდა პატარა, რაც მის მეგობრისთვის სამუდამო წინააღმდეგობა იქნებოდა გუნდში სამღერლად, ან ლოტბარს კონკრეტულად მისთვის სიმღერის ნიჭისთვის თუ არა, სხვა რამის გამო მაინც ეთქვა უარი. დათა 16 წლის იყო ვაჟა 17 წლის. შეიძლება ნინა სახაროვამ იცის დათას ასაკი და სწორედ მის ტოლს ეძებს. რომ გაიგებს ახალ მოსული ერთი წლით დიდია, თვეების მერე დრო რომ მოვა, არ აიყვანს. 
  -რომ გაიგებს ლოტბარი ვაჟა ჩემზე ერთი წლით დიდია, უარს ეტყვის თავისთვის თქვა დათამ და ხმამაღლა სიხარულით აღტკინებულმა  დაამატა: "დრო რომ მოვა ქალბატონი ნინა სახაროვა ვაჟას არ აიყვანს! რა კაია, ღმერთო"!
  იმ საღამოს დათა მჟავანაძე ლოგინში დაწვა და როგორც კი თვალი დახუჭა,  შავ კუბოში აღმოჩნდა. უსიცოცხლო მდგომარეობაში მყოფ დათას ირგვლივ მოტირალი შავოსანი ქალები და ორი კაცი უჯდა. თითოეული საშინლად დამწუხრებული იყო და ტიროდა. ერთი ქალი კაცს იყო გადახვეული და ისე აფრქვევდა ცრემლებს. კაცსაც მოსწოლოდა ემოცია, მაგრამ ვერ ახერხებდა, რადგან მას ძალიან დიდიხანია დავიწყებოდა, თუ რა იყო ტირილი. მხოლოდ ბავშვის ზლუქუნს ახერხებდა  და თუ სადმე სატირალში ყოფილა , იქ უნახავს მხოლოდ სხვის თვალიდან ჩამოდენილი წვეთები. დარიკო და ვახტანგი შიგნით არ ჩანდნენ. აი კარი გაიღო და ისინიც გამოჩდნენ. ორივე ძალიან აფორიაქებული იყო და ტიროდნენ. დათას სურდა თვალი გაეხილა, ეყვირა და ამისთვის ხალხისთვის გაეგებინებინა, რომ ცოცხალი იყო და შავოსნების გოდება, მოთქმა-ღრიანცელი დაესრულებინა, მაგრამ ვერ ახერხებდა. ხმას რომ ამოიღებდა, მხოლოდ და მხოლოდ ყრუ ბგერები ამოსდიოდა პირიდან, რომელიც მიდიოდნენ მაღლა ჭერისკენ და ქრებოდნენ. დათას წარმოთქმული ნებისმიერი სიტყვა იქ შეკრებილ საზოგადოებას არავის გაუგონია. აქ მიხვდა ბიჭი, რომ  რაღაც ძალა მის სიცოცხლეს ნელ-ნელა აქრობდა, მას არ სურდა ხალხს გაეგო სიმართლე, საამისოდ მხედველობას და ხმას ახშობდა, თუმცა არც მეორე მხარე იყო გულხელდაკრებილი. დათას არ სურდა სიკვდილი, წინააღმდეგობას უწევდა, სულს  კბილებით იჭერდა, რომ სხეულიდან არ ასულიყო. გარეგანი ძალა ძალიან ძლიერი იყო,მაგრამ არც სიცოცხლისთვის მებრძოლი ჭაბუკი იყო ამ წუთას ნაკლები და მანამ სანამ ხალხი თავის ემოციას ბოლომდე გარეთ უშვებდა, მიმდინარეობდა მძაფრი ჭიდილი სიცოცხლისთვის.  როდესაც კუბოს სახურავი დააფარეს, ხალხი გარეთ გავიდა და ნელნელა პროცესიამ დაიწყო სვლა სასაფლაოსკენ( რომელიც ხუთი კაცისგან შედგებოდა,დანარჩენები სახლში დარჩენილიყვნენ) მისი სიცოცხლე ჩაბჟუტდა, რაც იმას ნიშნავდა ჭაბუკი მარცხდებოდა, უკანასკნელ ძალებს თუ არ მოიკრეფდა და არ შეებრძოლებოდა, პროცესიის დასასრულს სიცოცხლის უკანასკნელი ნაპერწკალი ჩაქვრებოდა, შემდეგ სხეული მიიძინებდა მისთვის განკუთვნილ სამუდამო განსასვენებელში და სული ღმერთთან ავიდოდა, იქნებოდა მისი რიგითი მსახური ანგელოზი და სიკვდილის მსახვრალი ხელი არასდროს შეეხებოდა, დათას ყოველთვის ღრმად სწამდა, რომ სამოთხეში მოხვდებოდა ზეციური სამსჯავროს გადაწყვეტილებით, რადგან მას კაცი არასდროს მოუკლავს, არავისზე უძალადია, ქურდობაზე და სხვა მძიმე ცოდვებზეც ხომ საუბარი ზედმეტია....
    პროცესია ნელ-ნელა მივიდა  სასაფლაოზე და ახალ ამოთხრილ სამარეში კუბო ჩაასვენეს. დათას მიწას რომ აყრიდნენ, ის კიდევ ერთხელ შეეცადა ეყვირა, მაგრამ ისევ ბგერები ადიოდნენ მაღლა და არაფერი ხდებოდა, გარდა მათი გაქრობისა. თითქოს ამ უჩინარ ძალას ყურები დაეცო ხალხისთვის, რადგან ბოლო მიწის მიყრის დროს, ისეთი ტემბრით იყვირა დათამ, ხმის ჩახშობის დროს სუსტი კივილი მაინც უნდა გაეგონა ხალხს. 
    დაღამდა. სასაფლაო უკვე დაცარიელებული იყო ხალხისგან. სახლში ქელეხი მომთავრებულიყო და იქ შეკრებილი ხალხი სახლებში წასულიყვნენ. უცბად სასაფლაოზე რაღაც ხმაური გაისმა.
  -„ნეტავ ჩემები ხო არ არიან, ხომ არ გაიგეს სიმართლე და გამოსახსნელად ხომ არ მოვიდნენ“? თავის თავს ჰკითხა დათამ და დაიწყო ძველებური თავისებური ძახილი. მოძრაობა მისკენ დაიძრა. „ ეხლა მეშველება“ გახარებული იყო დათა, მაგრამ უცბად კარგი განწყობა მწუხარებამ შეეცვალა, რადგან  სიბნელეში გამოჩნდა ნინა სახაროვას და ვაჟას სილუეტი. ორივე დათას სამარეს რომ მიუახლოვდნენ, გაჩერდნენ.  სიჩუმე პირველმა ნინა სახაროვამ დაარღვია:
  -ვაჟა აბა თქვი: „ ვადიდოთ უფალი იესო“
  -„ვადიდოთ უფალი იესო“
  -„ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი“ 
  -„ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი“
  -„ქრისტე იშვა ბეთლემსაო, ალილო“.
  -„ქრისტე იშვა ბეთლემსაო, ალილო“ .
  -„მამაო ჩვენო“ ზეპირად ხომ იცი?
  -კი
  -თქვი!
  -მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა
და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ!
  -შენი მოძღვარი ვინ არის?
  -ეფრემი
  -აღსარებას ხო ყოველთვის აბარებენ?
  -დიახ!
  -აყვანილი ხარ ვაჟა ეკლესიის მგალობელთა გუნდში. წესის თანახმად, ჩვენს ეკლესიის გუნდში  ვერ იგალობებს ის, ვისაც არ ჰყავს მოძღვარი და ერთხელ მაინც ჩაუგდია დღე, როდესაც აღსარება უნდა ეთქვა. არაფერს ვამბობ „ მამაო ჩვენოს“ არ ცოდნაზე. ეს წესი მარტო ჩვენთან მოქმედებს. 
  -ალბათ, ამიტომ დადის  ჩვენი თანასოფლელების ნაწილი სოფელ ქარქუშაანში საგალობლოდ.იქ ეგეთი რაღაცები არ არის. 
  -ალბათ -  თქვა ნინამ სარახოვამ და თავზე ხელი გადაუსვა ბავშვს. შემდეგ ორივე დაიძრა იმ მიმართულებით, საიდანაც მოვიდნენ და ცოტახანში სიბნელეში მათი სილუეტები ნელ-ნელა გაქრა. სინჯების დროს დათა მჟავანაძე ყვიროდა საფლავიდან, ქალს და ბიჭს ესმოდათ მისი ხმა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდნენ. დარჩა მიწის ქვეშ  დათა. 
-ნეტავ ახლა რა მოხდა? თუ აუცილებლად უნდა გავბრაზდე და გავრისხდე, რომ ვინმემ გაიგონოს?
  უცბად სწრაფი ნაბიჯებით სამარისკენ ვიღაც ქალი დაიძრა, დაიწყო დათას საფლავის თხრა, შემდეგ საკუთარი ხელებით ამოტანილი კუბოს გახსნა და ძახილი:
  -გაიღვიძე!
  ბიჭმა როგორც იქნა გაიღვიძა.  დაინახა რომ საკუთარ  ლოგინში იწვა. ირგვლივ ოჯახის წევრები ეხვივნენ. 
  -შენმა ყვირილმა გაგვაღვიძა. პირველმა ხმა ამოიღო მამამ.
  -კოშმარი ვნახე.
  -კოშმარი? მოყევი აბა შენი სიზმარი!
  -არ ღირს. ხვალ საღამოს ვიცი, რომ აღარ დამესიზმრება.
  მაგრამ მეორე დღესაც იგივე სცენა გაათამაშდა და კიდევ ერთხელ სუფთა გავიდა ფონს დათა, მაგრამ მერე მთელი ღამე ფხიზელი იყო და ღმერთს ეხვერწებოდა: აღარ დასიზმრებოდა მსგავსი, თორემ საკუთარი საიდუმლოს გამჟღავნება მოუწევდა ოჯახის წევრებისთვის გუნდში მიუღებლობის შესახებ. დედას, მამას, დედ-მამიშვილებს, მათ ცოლებს ეგონათ რომ დათა მიიღეს და ორ კვირაში უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ მისდა ბედად მოხდა ის, რის გამოც  დრო თვეობით გაიწელა. ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო მისი სიხარულისა.  როდესაც მან გაიგო ნინა სახაროვას ქმრის გარდაცვალების ამბავი,სიხარული ისე მოაწვა, რომ კინაღამ იცეკვა მაგრამ ახლა ეს კარგი განწყობა უნდა შეცვლილიყო, რადგან ქართული ხალხური ანდაზა რომ ჭეშმარიტებას ღაღადებს მართლდება, კერძოდ: „კაცმა ჭირი მალა, ჭირმა თავი არ დამალა“.თითქოს მის გონებაში დამარხულ საიდუმლოებას სურდა ფარდა ახდოდა, ელოდებოდა მომენტს როდის გაცხადდებოდა, ნელ-ნელა მოდის ეს დრო, როცა დაჰკრავს საათი, ყველა ყველაფერს გაიგებს, მაგრამ ბიჭმა არ უნდა დაუშვას ეს ამბავი, რადგან სიმართლის გამჟღავნებას მოჰყვება, ოჯახის წევრებში მისი იმედის ნავსის გატეხვა, ეჭვის თვალით ყურება და ძველებური ნდობის დაბრუნებას წლეები დაჭირდება.
  მზემ გამოანათა. დათას ისევ ეძინა, რადგან გუშინ მოწოლილი ფიქრების გამო ღამე გაათენა. 12 საათზე გარეთ ბავშვების ხმაურობამ გააღვიძა. წამოდგა, ჩაიცვა, ლოგინი გაასწორა, ხელები დაიბანა, პირზე წყალი შეისხა გამოსაფხიზლებლად და გარეთ გავიდა.ეზოში ბავშვებთან ჰამაკში დარიკო იჯდა და ეთამაშებოდა.ბავშვები კარგად იცნობდნენ გოგონას და ძალიან უყვარდათ. ისინი მხიარულად თამაშობდნენ და ხალისობაში ატარებდნენ დროს.   
-გამარჯობა, დარიკო
  -გაგიმარჯოს.
  -როგორ ხარ?
  -კარგად, შენ?
    -კარგად. შენი ძმა რატომ არ წამოვიდა?
    -გუშინ ღამე ვერ დაიძინა, ცდილობდა თვალები დაეხუჭა და ლოგინში მოესვენა, მაგრამ ვერ შეძლო. გათენების ხანს, როგორც იქნა ბევრი მცდელობის მერე საწადელს მიაღწია და ახლა ბანგივით სძინავს. შენთან საქმე მაქვს.
    -შემოდი, მერე სახლში!
    -კარგი. 
  როდესაც დათას ოთახს უახლოევდებოდნენ, უცბად გვერდით ოთახიდან დედა გამოვიდა.გოგო და ბიჭი შეჩერდნენ.
  -გამარჯობათ.
  -გაგიმარჯოს. როგორ ხარ დარიკო?
  -კარგად, თქვენ?
  -კარგად. სახლში რომ წახვალ,  დედაშენს გადაეცი: საღამოხანს გესტუმრებით, მომინაქრებული ქვაბი მათხოვოს.
  -კარგით.
ბავშვები ოთახში შევიდნენ.
  -წვენი გინდა? შემიძლია ახლავე მოგიტანო.
-არა, მადლობა. რაღაც უძილარი თვალები გაქვს, შენც არ გიძინია გუშინ ღამე?
-მეც უძილობა დამემართა, მაგრამ, შენი ძმისგან განსხვავებით, უფრო სტაჟიანი ვარ.
-რამეს ხომ არ მიმალავ, დათა?
-არა, შენმა მზემ!
  -კარგი.
  -საქმე გქონდა შენ მგონი, ჩემთან.
-ხო, ხვალ ნატას დაბადების დღეა, ხოდა მითხრა: რომ ნახავ, უთხარი, დაპატიჟებულია და მოვიდესო.
-სად იხდის დაბადების დღეს?
-თბილისში, კლუბ ანდერველში. მთაწმინდაზე ბორბალი რომ არის, ხო იცი? აი იქ. სიცილით თქვა გოგონამ.
  -ხუმრობ?
  -რა თქმა უნდა. ნატას  სად აქვს იმდენი ფული, კაფეში, რესტორანში, ან თბილისში კლუბში გადაიხადოს? ამის გარდა ტრანსპორტის ცალკე ხარჯი უნდა. სახლში ვიწრო წრეში იხდის.მხოლოდ თავის ძალიან ახლო დაქალები ჩვენ და შენ.
    -ვახტანგი არა?
    -ვახტანგს არ იცნობს ისე ახლო, როგორც შენ.
-კარგი და რომელზე მოვიდე?
-ხვალ ნატასთან იყავი საღამოს შვიდზე.
-საღამოს შვიდზე -  გაიმეორა ბიჭმა თავისთვის. კარგი!
  დათა და დარიკო  ბავშვებთან გავიდნენ. როდესაც დაჭერობანას თამაშით ერთობოდნენ, ბიჭს გული მეორედ შეუწუხდა, კიდევ ერთხელ გაჩნდა მაჯლაჯუნა, რომელმაც კიდევ ერთხელ შეაწუხა დათას შინაგანი სამყარო და მას გაახსენა რომ ის მიუხედავად დროებითი დამშვიდებისა არსად გამქრალა უკვალოდ, ელოდებოდა  საჭირო დროს და ახლა უკვე სერიოზულად არ მოასვენებს. ამჯერად მაჯლაჯუნას გამოჩენის მიზეზი იყო ძალიან ახლობელი დაქალის მოტყუება, ბიჭი გოგოს არაფერს უმალავდა, როგორც დარიკო დათას, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც დარიკოსთვისაც კი დაფარული უნდა ყოფილიყო, რადგან ის ვაჟასთანაც მეგობრობდა. რომ გაეგო  მისი მეგობრის მიმართ ვინმეს შური ჰქონდა, ძალიან უარყოფითად შეხვდებოდა ამ ამბავს, ეს განსაკუთრებით ნეგატიურ ფორმაში იქნებოდა, თუ ეს ვინმე მისი ახლობელი იქნებოდა. დათა საკუთარი ხუთი თითივით იცნობდა დარიკოს და სწორედ ამის ეშინოდა.  კარგად ახსოვდა, თუ რატომ დაშორდა ერთხელ ის საკუთარ დაქალს ლიზის, რომლის გვერდითაც პირველ კლასიდან ერთ მერხზე იჯდა, თითქოს განუყრელი დაქალები იყვნენ, მაგრამ მერე თავის კლასელის მარის შეშურდა, რომელსაც ახლახანს გაეჩაღებინა ურთიერთობა ერთ ბიჭთან. ეს ამბავი დარიკოს ყურს რომ მიწვდა, ჯერ გააფრთხილა, შურიანობა არ გეკადრება, ეგრე ნუ ლაპარაკობ, შენც გეყოლება შეყვარებულიო, მერე გაუბრაზდა, ამანაც რომ არ გაჭრა, მიანება თავი. დათამ იცოდა რომ ამ ცუდ თვისებას ვერასდროს მოიშორებდა თავიდან  და ისევე დაამთავრდებოდა როგორც ადრე. დრო რომ გავიდოდა  და ეს ამბავი დავიწყებას მიეცემოდა, ბიჭი აუცილებლად მოუყვებოდა ყველაფერს, რადგან ახლა გადადგა ის ნაბიჯი, რასაც ვერასდროს აპატიებს საკუთარ თავს. უნდა გამოასწოროს, რადგან დარიკო  დათას მეგობარი, ან უბრალოდ დაქალი კი არ არის,არამედ ის უფრო მეტია, რასაც ჰქვია  ძალიან ახლო დაქალი. ის ოჯახის და ნათესავების შემდეგ სხვა ადამიანებზე მეტად  ურჩევნია თავის ძმის ვახტანგის თანადროულად. ამ წუთებში დათას დაებადა ერთი იდეა- არ დაეძინა ღამე და ლოგიკურად აღარც კოშმარი შეაწუხებდა. საღამოს რომ დაწვნენ, დათა  ებრძოდა საკუთარ თავს, არ უნდოდა დაძინება, მაგრამ რული მაინც ეკარებოდა, ბოლოს დანებდა, გადაეშვა არაფხიზელ მდგომარეობაში. იმ ღამეს არაფერი დასიზმრებია. ეტყობა სიზმრების ღმერთს, თუ კი არსებობდა მსგავსი ბუნებაში, მსხვერპლი ჭირდებოდა, როგორც კრავი საკუთარ საკურთხეველზე და ეს დათას მიერ გაღებული იქნა- საკუთარ ძალიან ახლობელს საიდუმლო დაუმალა.
  მეორე დღეს საუზმის  მერე  გადაწყვიტა დათამ მშობლებისთვის ეთქვა დაბადების დღის შესახებ.
  -დედა, გუშინ დარიკო რომ იყო ჩემთან, მითხრა რომ დაბადების დღეზე დამპატიჟეს. უნდა წავიდე. დღეს  საღამოს დარიკო გამომივლის და შვიდზე ნატას სახლში უნდა ვიყოთ.
  -საჩუქარი?
  -დარიკოს მოუტანს მამამისი დღეს დუშეთიდან სუვენირს; მანამდე  მე მაღაზიაში ავალ, შამპანურს და შოკოლადს ვიყიდი.
    ექვს საათამდე დრომ ჩვეულებრივ გავიდა. დაბადების დღე რომ არა, ეს დღეც რუტინული იქნებოდა. შვიდის ნახევარზე დარიკო მოვიდა.
-დათა, წავედით?
-კი, ახლავე. ბიჭმა შამპანურს და შოკოლადს დასტაცა ხელი და ორივენი ჭიშკარში გაუჩინარდნენ.
  -იმედია, მთვრალი არ მობარბაცდება თქვა თემურმა.
  -ჩემი შვილი არ სვამს.
  -გეგონოს! შარშან ჩემს დაბადებისდღეზე რამდენი დალია, დაგავიწყდა?
  -ბევრი?
-ჩემი ასაკის ადამიანისთვის არა იმდენი რომ დამთვრალიყო, მაგრამ მაგის ტოლებისთვის ბევრია..
-მერე რამენაირად უნდა ვუშველოთ მაგ პრობლემას.
-როგორ, დედა? ყველაფერი მამას ბრალია,  ბავშვობიდან გვსვამდა სუფრაზე და შეგვაყვარა სმა. კიდევ კარგი ახლა მე და ჩემი ძმა ჭკუაში დამჯდარი ხალხი ვართ და ჩვენს საქციელს ვზომავთ, ეგ ჩვენგან განსხვავებულია, სრულიად სხვაგვარი  ქცევების ბავშვია და არა მგონია თქვა თემომ და ყველამ მამას გახადა.
  -ჩემგან რა გინდათ? დიახაც ბავშვი ბავშვობიდანვე უნდა მიეჩვიოს ნუნუას, მაგრამ მერე თავი აკონტროლოს, როგორც თქვენ. დარწმუნებული ვარ ჩემი დათაც შეძლებს გახდეს, როდესაც გაიზრდება,დაბრძენდება და დაღვინდება, როგორიც ხართ თქვენ.
  -შენ პირს შაქარი, მამიკო!
 

                                                      ............................................................
    როდესაც დათა და დარიკო ნატასთან მივიდნენ, მასპინძელმა სტუმრები მაღლა აიყვანა, სადაც  სუფრა გაშლილი იყო. მაგიდაზე ნაირ-ნაირი საჭმელი იდო. როგორც აღმოჩნდა  დაბადების დღეზე პირველი ისინი მისულიყვნენ.
    -გილოცავთ!
    -მადლობა.
    -ეს შენ ჩვენგან!
    -ეს კიდევ
    -მადლობა! ძალიან ლამაზია! რატომ შეწუხდით?!             
    დათამ და დარიკომ დუმილი არჩიეს.
    -ბავშვებო მანდ დასხედით, სხვებიც რომ მოვლენ, მერე მივუსხდეთ სუფრას.
    გოგო და ბიჭი დაჯდნენ. იუბილარიც მიუჯდა გვერდით. ცოტახანს მდუმარედ ბანქოს თამაშობდნენ, უცბად სიჩუმე დარიკომ დაარღვია:
  -გოგოები სად არიან?
  -აგვიანებენ, დამირეკეს, მოვდივართო.
  -დაგვიანება ქართული იდენტობის ნაწილია -  სიცილით თქვა დათამ. 
  -შენ ხუმრობ, მაგრამ არ იცი რამხელა სიმართლეს ამბობ - შენიშნა დარიკომ.
    ოც წუთში გოგოები ადგილზე იყვნენ, ყველა სუფრას მიუჯდა, ქეიფის დროს ადღეგრძელეს იუბილარი. როდესაც ნატამ სამადლობელო თქვა, შემდეგ უცბად თემა შეცვალა: გოგონას გაეგო ლოტბარის დაქვრივების ამბავი, რაც მოხვედროდა გულზე,ის ეკლესიაში დადიოდა, მამა პეტრეს მრევლის წევრი იყო, ხშირად ხედავდა ტაძარში ყოფნის დროს ნინა სახაროვას და პატივისცემით იყო გამსჭვალული მის მიმართ.  ვაჟას დაბარების ამბავი კი ძალიან გახარებოდა და უნდოდა ეს ორივე სუფრაზე შეკრებილებისთვის ემცნო.
  -ბავშვებო, მე კარგი და ცუდი ამბავი მაქვს. რომლით დავიწყო?
  -ცუდით -  თქვა დარიკომ.
  ამ წუთას დათა ვერ ხვდებოდა, თუ რა ამოვიდოდა გოგონას ბაგეთგან უახლოეს წუთებში, რის გამოც კარგი განწყობა ჩაეშხამებოდა. წინასწარ მომავლის განჭვრეტა რომ შეძლებოდა, ალბათ წინასწარ სარკის წინ არ იტრიალებდა ამდენს, როგორც დღეს და არ წავიდოდა იუბილეზე.
  -ნინა სახაროვას ქმარი გარდაიცვალა.
  -ნინა სახაროვა ვინ არის? უცბად იკითხა ერთმა გოგონამ.
  -ეკლესიის გუნდის ლოტბარი.
-აჰ, ის რუსი ქალი?
-ხომ.
-რითი მოკვდა? გამახსენდა ეგ კაცი და ქალი. ერთხელ მე და დარიკოს შეგხვდა ბოგირთან ახლოს ორივე. ძალიან ტკბილად მოგვესალმნენ. ავადმყოფს ის კაცი არ გავდა და რა დაემართა?
-გულის შეტევა. ავადმყოფი გული ჰქონია. ღმერთმა აცხონოს მისი სული.
-როდის ასაფლავებენ, თუ იცი? 
  -მაზეგ ალბათ. რაში გაინტერესებს? პროცესიას უნდა გაყვე? 
-არა, ცნობისმოყვარეობის გამო.
-კარგი ამბავი რაღა? უცბად იკითხა დათამ და იმ წუთას იგი ვერ მიხვდა რომ საკუთარი ხელით დასაკლავი დანა გამოჩიჩქნა.
  -როდესაც ლოტბარი დაბრუნდება ეკლესიაში, ვაჟა დაბარებულია სინჯებზე.
  დათას აქ შიგნიდან რაღაც მიაწვა, ფერი ეცვალა თითქოს. შიგნით არსებული მაჯლაჯუნა  მთელ სხეულს მოედო და განწყობა მოუწამლა. მის შიგნით ახლა მძვინვარება გამეფებულიყო, ვინმეს რამე რომ ეკითხა,  გარეთ გამოანთხევდა ღვარძლს და ბოღმას.
-ვაჟა ვინ არის?
-ნინის რომ მოსწონდა.
-აა, ის? ის კარგი ბიჭია.
დათამ თავი შეიმაგრა რაღაც რომ არ ეთქვა ცუდად და მთელი დრო ნატასთან ყოფნისას ამ თემაზე  მხოლოდ სამი სიტყვა გამოსცრა. 
  -მართლაც, კარგი ბიჭია. 
  სახლში დაბრუნებისას გზაზე ორივე ჩუმად იყო. როდესაც სახლებს მიუახლოვდნენ დარიკომ გააჩერა დათა:
    -დათა, რატომ არაფერს მეუბნები? ასეთი რამე არ გჩვევია!
    -რას გულისხმობ? უბრალოდ, ჩუმად მინდა ვიყო. 
    -მე შენ მოხარშულს გიცნობ; როდესაც რაღაც მოგწონს, აღფრთოვანებას ვერ მალავ ხოლმე, ახლა კი დუმხარ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სუფრაზე ფერი შეგეცვალა ვაჟას ხსენებაზე. მომიყევი, რას მიმალავ!
    -არაფერსაც არ გიმალავ -  თქვა ბიჭმა, გვერდი აუარა გოგონას და სახლში შევიდა.                                 


                                                            .....................................................
  მწარიაშვილების სახლი არ იყო ისეთი დიდი, როგორც მჟავანაძეების, მაგრამ თავისი ხიბლი და სილამაზე მაინც ჰქონდა. სტუმარი ამ ოჯახს არასოდეს აკლდა, შესაბამისად გამონაკლისი არც  ზემოთხსენებული ამბიდან მეორე დღე იყო. დარიკოს სტუმრად თავის დაქალი თეონა ჰყავდა.
  -დათა რაღაცას მიმალავს.
    -რას გულისხმობ?
  -ამ ბოლო დროს დაღვრემილი და უძინარი სახის გამომეტყველება აქვს. გუშინ არცერთი არ ეტყობოდა, მაგრამ როგორც კი ვაჟა ახსენეს სუფრაზე, იმწამსვე ფერი ეცვალა და მოიღუშა. უკან დაბრუნებისას ხმა არ ამოუღია. წარმოგიდგენია დათა და ემოციის არ გაზიარება?
  -ვერ. რაღაც ხდება მაგის თავს.არ კითხე მერე რა გჭირსო?
  -კი და უბრალოდ ჩუმად  მინდა ვიყოვო.
  -სასწაულია ეს ყველაფერი.
  -მაინც გავიგებ, ამას ისე არ დავტოვებ.
  -იქნებ შენთვის აჯობებს არაფერი იცოდე. არ გიფიქრია ამაზე? მე მგონია, რომ შენზე ზრუნავს.
  -არ არის გამორიცხული, მაგრამ რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს, მაინც უნდა გავიგო.
  -შემუშავებული გაქვს გეგმა საამისოდ?
-არა, მაგრამ რამეს მოვიფიქრებ.
  გავიდა სამი თვე. ბავშვებმა სექტემბრის თვეში  სკოლაში სიარული დაიწყეს, ადრე თუ მოწყენილობისგან, დილის საუზმის ტანვარჯიშის და წიგნის კითხვის  მერე არ იცოდნენ რა უნდა ეკეთებინათ, მანამ სანამ მოსაღამოვდებოდა და მეგობრებთან დროის სატარებლად გავიდოდნენ, ახლა ყოველივე შეიცვალა და სკოლაში დაიწყეს სიარული, შემდეგ გაკვეთილები უნდა მოემზადებინათ და ამის შემდეგ თავისუფალნი იყვნენ, რამდენი ხანიც სურდათ. დათა, დარიკო და ვახტანგიც დადიოდნენ სკოლაში. გოგონა ბიჭს აიგნორებდა, რათა მისთვის სიტყვა დაეცდინა. დათამ ითმინა, ითმინა  და ბოლოს ვეღარ მოითმინა. გარეთ გაიყვანა დარიკო და ყველაფერი წვრილად მოუყვა.
  -აჰ, ამას მიმალავდი? თუ გინდა ჩვენი მეგობრობა გააგრძელდეს, უნდა მიხვიდე ვაჟასთან, ყველაფერი მოუყვე და ბოდიში მოუხადო.
-არასოდეს!
-კარგი, მე და შენ მეგობრები აღარ ვართ. ხმა არ გამცე ამის მერე. მხოლოდ და მხოლოდ გამარჯობა, სხვა შემთხვევაში ჩემგან ძალიან ყინულივით ცივ და მსუსხავ უარს მიიღებ. 
  დათას ეგონა ამ წუთას დარიკო ხუმრობდა და ვერ აცნობიერებდა მეგობარი დაკარგა, დროებით თუ სამუდამოდ - მხოლოდ ღმერთმა უწყოდა. დათას ეგონა  ამ საუბრიდან მეორე დღეს დარიკო პირზე კოცნით შეხვდებოდა, მაგრამ ცივი წყალი გადაესხა. ეჭვი გაუჩნდა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ სჯეროდა. გაკვეთილების ბოლოს, როდესაც დარიკო თავის დაქალებთან ერთად სკოლიდან გადიოდა, დათა დაეწია:
  -დარიკო, რა გჭირს?
  -არაფერი.
  -აბა ასე უცნაურად რატომ მექცევი?
-მე შენი მეგობარი აღარ ვარ, შემეშვი!
-დარიკო!
-რა ჯანდაბა გინდა?
-გაიხსენე ჩვენი ამდენ ხნიანი მეგობრობა!
-ყველაფერი კარგად მახსოვს, მაგრამ ჯერ ერთი შურიან ხალხთან არ ვმეგობრობ და მეორეც ის ვინც ამას არ ინანიებს.
-დარიკო!
ყურადღება არავის მოუქცევია. ბიჭი კვლავ  გაეკიდა გოგოებს:
-დარიკო!
-ნუ მოგვდევ, თორემ ეს ჩანთა მოგხვდება თავში. შენ შენი გზით წადი!
-არ შემიძლია ბოდიშის მოხდა. ჩემს ძალებს აღემატება.
-ხოდა მეც არ შემიძლია პატიება.
  დათა უკვე სააბოლოდ დარწმუნდა, რომ დარიკო როგორც მეგობარი დაკარგა, მაგრამ სწამდა, რომ ეს მის მის ძმასთან ურთიერთობაში ბარიერი არ იქნებოდა. ერთხელ როდესაც  სკოლიდან სახლში დაბრუნდა და ისადილა, მწარიაშვილების სახლის ღობესთან მივიდა.
  -ვახტანგი!
  -ვინ არის? დათას გამოსძახა ცოტა მოშორებით მდგარმა დიასახლისმა.
-დათა, ვახტანგს დაუძახეთ, თუ შეიძლება.
-შემოდი შიგნით, რა შორიდან იძახი?
-არა, ვერ! საქმე მაქვს, მეჩქარება.
-კარგი, ახლავე დავუძახებ - თქვა ქალმა და სახლში შევიდა. ცოტახნის მერე დარიკო გამოვიდა იქიდან. 
-ჩემს ძმას დაანებე თავი!
-რატომ დავანებო? ის ჩემი მეგობარია. შენ რომ ჩემთან აღარ მეგობრობ, არ ნიშნავს ეს იმას რომ იმანაც აღარ უნდა იმეგობროს. 
-ჩემმა ძმამ იცის ეგ ამბავი და ისიც ჩემსავით ფიქრობს. მასაც აღარ უნდა შენთან მეგობრობა.
-არ მჯერა. იგონებ.
  -ახლავე შენი ყურით მოისმენ სიმართლეს! ვახტანგ!
  ............................................
-ვახტანგი!
...................................................
-ეტყობა სახლში შევიდა, რომ გაიგო ღობის იქით ვინ ელოდება. შენ მგონი გეჩქარებოდა და რატომ არ მიდიხარ? ჩემი ძმა არ გამოვა!
  -არ მეჩქარება. უბრალოდ შენ გამო ვერ შემოვდივარ სახლში.მაგ დაბღვერილი სახის ყურება არ შემიძლია.  მეგონა შენს ძმასთან მაინც მექნებოდა კომუნიკაცია, მაგრამ თურმე ვცდებოდი, დარწმუნებული ვარ მთელ ოჯახს გადასდე უკვე შენი განწყობა ჩემდამი და დედაშენი რომელიც წესიერად დამელაპარაკა, ნიღაბი იყო, რომლის უკან საშინელი ანტიპათია იმალება.
  -აჰა დედაჩემი მოატყუე ესე იგი ხო? მატყუარა რომ იყავი ვიცოდი, მაგრამ ასეთი? ისე ამაში არაფერია საკვირველი, თუ გავითვალისწინებთ საკუთარ მშობლებს ატყუებ და სიმართლის გამჟღავნებას არ აპირებ, რომ სინჯებზე დაგიწუნეს. თან დედაჩემი შენნაირი გგონია! მსახიობობა შენი მოგონილია! შენგან ყველაფერია მოსალოდნელი! ვინც შენ გიცნობთ და ირგვლივ ვართ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რამე ცუდი არ შეგვამთხვიო! წადი , წაეთრიე სადაც გინდა, ოღონდ მოშორდი აქაურობას, თორემ ვიკივლებ! 
      ბიჭმა აღარაფერი უთხრა გოგოს, ისე მოშორდა იქაურობას.
  მეორე დღეს დათა დედამისს გადაყვა მწარიაშვილების ოჯახში.
  -გამარჯობა.
  გულწრფელი ღიმილით მიესალმნენ ქალს დარიკო და ვახტანგი, დათას ნაძალადევი სიცილით  ანიშნეს გვერდზე ოთახში გავიდეთო.
-ჩვენ დაგტოვებთ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით? 
-არა, წადით შვილო, გაერთეთ! ქალები კი ვიჭორავებთ.
  როდესაც გვერდზე მდებარე ოთახში შევიდნენ, რომელიც ვახტანგს ეკუთვნოდა, ლაპარაკი პირველმა დარიკომ დაიწყო:
-რატომ მოეთრიე?
-დედას გამოვყევი. არ მჯერა, რასაც ამბობ რომ იმავეს ფიქრობ. ეს უფრო სიბრაზის ბრალი მგონია, ცოტახანში დამშვიდდები და ტონს შეიცვლი! დედასთან ერთად მოსვლას კიდევ ვერ ამიკრძალავ! 
-მართალია დედასთან ერთად სიარულს ვერ აგიკრძალავთ, მაგრამ მსგავსი საუბრის მოსმენა თუ გსიამოვნებს, იარე. ჩვენც არ მოგაკლებთ მსგავს სიტყვებს, იმათთან ნაძალადევ სიცილს და იგნორს! საუბარში ჩაერია ვახტანგი.
-რა გჭირთ ხალხო? თითქოს ჯადოსნური ჯოხი დაიქნია ვიღაცამ და განწყობა შეგიცვალათ ჩემს მიმართ.
-ჯადოსნური ჯოხი არ ვიცი და თავმოყვარე ადამიანი ჯერ ღობესთან არ მოვიდოდა, მერე აქ დედას არ გამოჰყვებოდა.
-უბრალოდ ვერ ვეგუები თქვენ უმეგობრობას!
-ჩვენც ვერ ვეგუებით მატყუარა ადამიანს, რომელიც დედას ატყუებს, შურიანია და მერე ჩვენ და ჩვენთვის ძვირფასს ადამიანის მოტყუებას ცდილობს. რომ წახვალ, ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს დედის გარეშე, თავმოყვარე რომ იყო, დედასაც არ გამოყვებოდი, მაგრამ შენ ამდენი არ გესმის და ჩვენც საკადრისს არ დაგაკლებთ!
  ბავშვები გავიდნენ უკან მშობლებთან და ყველაფერი ისე იყო, თითქოს არაფერი მომხდარიყო. დათას ტირილი უნდოდა, მაგრამ თავს იკავებდა, კაცს არ ეკადრებაო, ფიქრობდა.


                        ..............................................................................................
    სოფელ მჭადიჯვარში ნოემბრის ბოლოდან  დაიწყო ტემპერატურის კლება,  თითქოს ბუნება ამზადებდა  ძველებურ ზამთრის სუსხს, რომელიც გაზაფხულიის პერიოდში ძილბურანში ყოფილიყო და თავის დროს ელოდებოდა. 
      სოფლის შარაგზაზე გოგო და ბიჭი ადიან, ერთ-ერთ სახლის ჭიშკართან თავის ტოლი გოგოები და ბიჭები დგანან.
      -გამარჯობათ.
      -გაგიმარჯოთ.     
      ცოტა მაღლა კიდევ ერთ ჭიშკართან ორი ბიჭი დგას.
      -გამარჯობათ. 
      -გაგიმარჯოთ.     
      როდესაც ახალგაზრდები თვალს მოეფარნენ, უცბად ერთმა ბიჭმა ჩუმად უთხრა მეორეს:
    -ესენი ხომ გაბუტულები იყვნენ?
    -კი, მერე?
    -მერე ახლა რომ ერთად არიან, რა მოხდა? შერიგდნენ?
    -ალბათ.
    -ალბათ?
    -ხო, ხანდახან ისე ხდება მოჩვენებითად ვითომ კარგი ურთიერთობა აღადგინეს და მათ თამაშს ყავლი რომ გასდის, ძველებურად  ქოქოლას აყრიან ერთმანეთს.
      -არ არის გამორიცხული...........
      ამ დროს დათა და დარიკო მაღლა  ნატასთან სახლში იყვნენ, მათ არ იცოდნენ, თუ ვინმე ჭორაობდა მათზე, არადა მთელი სოფლის ჭორიკანა გოგოები, მათი მშობლები - ამ ცუდი თვისების გამო ცნობილი დედაკაცები, ამ ხალხს აყოლილი ბიჭები მათზე ლაპარაკობდნენ.
ყველას ეგონა, რომ მათი  ძველებური კარგი დამოკიდებულება დროებითი იყო, რადგან არავინ იცოდა თუ რა უსწრებდა ამას და ვერც კი წარმოედგინათ, ერთმანეთს ზურგშექცეული ადამიანებს როგორ შეიძლება ისევ მობრუნებოდათ გული ერთმანეთზე. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ბევრი ფიქრის და ყოყმანის შემდეგ დათამ ყველაფერი უამბო ვაჟას და მშობლებს, პატიება ითხოვა თავის შურის და ტყუილის გამო, შემდეგ დარიკოს და ვახტანგსაც თხოვა ბოდიში და შერიგდნენ, რადგან განგებას არ ნდომებია ძალიან ახლობელი ადამიანები სამუდამოდ ერთმანეთს დაეშორებინა. ჭორიკნებმა მთავარი მიზეზი არ იცოდნენ: ქალ-ვაჟის გულებში რაღაც ხდებოდა, რასაც მთელი შინაგანი სამყარო აეფორიაქებინა. თითქოს მათ  შიგნით ცალ-ცალკე რაღაც გრძნობა ჰქონდათ,რომელსაც გარეთ გასვლა, დაფრთიანება სურდა, როგორც კვერცხის ნაჭუჭის ქვეშ მყოფ ბარტყს, ეს გრძნობა ამ ორ ადამიანს აიძულებდა იმაზე მეტად ხშირად ყოფილიყვნენ ერთად, ვიდრე მანამდე.დათა თავიდან ვერ აცნობიერებდა ეს რა გრძნობა იყო, არ იცოდა რა სახელი დაერქმია: მეგობრობა აშკარად  არ იყო, იმიტომ ეს ღრმა ბავშვობაში ეწვია, ეს უფრო განსხვავებული იყო, რადგან თითქმის ყოველ საათს და ყოველ წუთს დარიკოს ნახვის სურვილი უჩნდებოდა, ერთი წუთი რომ გავიდოდა მათი დაშორებიდან, უკვე გოგონა ენატრებოდა, უნდოდა შემობრუნებულიყო დაეყვირა " დარიკო" ასეც იქცეოდა, გოგონა ბრუნდებოდა, გამოხედავდა, მერე უსიტყვოდ გააგრძელებდნენ გზას. ბევრი წიგნის, თუ საზოგადოების დაკვირვების შემდეგ, ამ ყველაფერს დაარქვა თავის სახელი, შემდეგ რამდენიმე დღე მოუნდა მორალურად მოსამზადებლად რომ გოგონასთვის ეს ყველაფერი ეთქვა. გოგონამ იცოდა რა ერქვა ამ გრძნობას, მაგრამ ბიჭის პირველ ნაბიჯებს ელოდა, მისთვის ცუდი ის იყო, რომ დათა თუ არაფერს ეტყოდა, კონტაქტი უნდა გაეწყვიტათ სამუდამოდ, რადგან ამ სიტუაციაში როგორც მეგობრები ვერ იქნებოდნენ. შეეძლო მოქცეულიყო სხვა გოგოებივით და პირველს ეთქვა სათქმელი,მაგრამ  ტრადიციების მოყვარული  იყო და უცდიდა ბიჭს. 
      ერთხელ დეკემბრის შუა რიცხვებში, დათამ დარიკოს სახლთან ახლოს მაღალ მთაზე ხუთ საათზე დაუნიშნა შეხვედრა.გოგონაც დათანხმდა. ხუთის ნახევარი იყო,დარიკომ სარკეში ჩაიხედა, ლამაზად ეცვა,თვალი ჩაუკრა საკუთარ თავს, იმის ნიშნად რომ თავისი გარეგნობა მოეწონა და გავიდა. ზუსტად ხუთზე დათა მთაზე ავიდა. გოგომ და ბიჭმა მისალმების ნიშნად ერთმანეთს აკოცეს.
        -როგორ ხარ?
        -კარგად, შენ?
      -კარგად.
      -დარიკო რაღაც უნდა გითხრა.........
        -გისმენ!
      -დარიკო, მე შენ მიყვარხარ
      -დათა, ნახე რა ლამაზი ხედია, ხომ მოგწონს?
      -კი!
      -არ გინდა ერთ დღეს წავიდეთ? ბევრჯერ ვარ ნამყოფი იქით და კიდევ მინდა.
      -კარგი და ჩემს ნათქვამზე არაფერს იტყვი?
      -რაზე?
      -მე შენ მიმართ განსაკუთრებული გრძნობა მაქვს,  დარიკო! ასეთი რამ არავის მიმართ  მიგვრძვნია, დიდხანს არ ვიცოდი რა დამერქმია ამ გრძნობისთვის.
      - რას ამბობ, ვერ გავიგე დათა!
      -უშენოდ არც ერთი დღე, საათი, წუთი და წამი არ შემიძლია!
      -რა უცნაურად და გაუგებრად საუბრობ, დათა, რა გინდა ? ძალიან მეუცნაურება ეს შენი საუბარი. პირდაპირ თქვი შენი სათქმელი!
        -მე შენ მიყვარხარ, დარიკო!
        -რა? კიდევ ვერ გავიგე - გოგონას ამ დროს ეტყობოდა, რომ კარგ განწყობაზე დამდგარიყო.
      -მე შენ მიყვარხარ დარიკო!
        -ცოტა ხმა აუწიე, ბიჭო, არ მესმის! -სიცილით თქვა გოგონამ.
      -მე შენ მიყვარხარ, დარიკო!
      -მეც, დათა! 
      დათა და დარიკო მალავდნენ თავიანთ გრძნობებს ხალხში, მხოლოდ ვაჟამ და ნატამ იცოდნენ, რომ ეს ქალ-ვაჟი შეყვარებულები იყვნენ, ისინი თითქმის ყოველდღე ხვდებოდნენ,ხან მარტო,ხან კიდევ მათთან ვახტანგიც იყო.ძალიან იშვიათად იყო, რომ ისინი ერთმანეთს ვერ ხვდებოდნენ მოულოდნელი სტუმრების, ავადმყოფობის, თბილისში სტუმრად წასვლის, ან სხვა რამის გამო. ამ პერიოდის განმავლობაში დათას ძალიან მოენატრა ეკლესია. მას წირვაზე სურდა დასწრება. იგი თვლიდა რომ რადგან ამდენმა ადამიანმა აპატია, ღმერთიც აპატიებდა, ამიტომ აღსარება არ იყო საჭირო. ხოდა დეკემბრის ბოლოს 28 რიცხვში კვირა დღეს დილის ცხრა საათზე  წირვაზე ხალხი კანტიკუნტად იყო.  ამ დროისთვის ყოველთვის ასე იყო. ათი საათვის გროვდებოდა ბევრი. დათა სანამ ეკლესიაში შევიდოდა, ჯერ მესანთლესთან მივიდა.
        -ორი სანთელი თუ შეიძლება.
        -ოთხმოცი თეთრი.
        დათამ გადაიხადა ფული, აიღო სანთლები და ეკლესიაში შევიდა. შიგნით ადამიანები სანთლით ხელში იდგნენ. დათამ ერთი სანთელი ქრისტესთან აანთო და მეორე წმინდა გიორგისთან, პირჯვარი გადაიწერა და თავისუფალ ადგილას გაჩერდა. საკურთხეველზე მღვდელი ლოცულობდა. უცბად  გაჩუმდა და გუნდმა დაიწყო გალობა. მათ შორის ვაჟაც იყო, დათამ დაინახა ის და უცბად მოეძალა ისევ ის საშინელი გრძნობა, როგორიც უწინ ჰქონდა. თითქოს ლამპარში ჩამჯდარი ჯინი ისევ აწუხებდა, ბავშვების ნამღერი ყვავების ჩხავილად ეჩვენებოდა, ან უნიჭო ბავშვების გამყინავ ხმამაღალ სიმღერად, რომელიც რეალურად მელოდიასგან არ შეედგებოდა. დათა გრძნობდა, რომ ერთ საშინელ ტალღას მეორე მოჰყვა და თუ დარიკო შეამჩნევდა რამეს, შემდეგ ვეღარანაირი ბოდიში ვეღარ უშველიდა. რაღაც უნდა გაეკეთებინა, რომ ისევ მოწოლილი ცუდი განწყობა შეცვლილიყო,  რათა დარიკოში ეჭვი არ გაეჩინა, ან თუ გააჩენდა შემდეგ ისე მოეხდინა ამ ფაქტის კამიუფლაჟი მოეხდინა, რომ გოგონა ძიებით დაღლილი დანებებულიყო. დათა დაფიქრდა და ვერ მოიფიქრა, ეს როგორ უნდა გაეკეთებინა. 
        -ეხლა უნდა წავიდე და აქ აღარ დავბრუნდე! -  ჩაიჩურჩულა ბიჭმა თავისთვის და გავიდა. პირჯვარი გადაიწერა, ეს ქმედება სააბოლო იყო, რადგან თავის სიყვარულისთვის  მსხვერპლი უნდა გაეღო, არ უნდოდა თავის სიყვარულთან დაშორება, არც მოწოლილი ცუდი განწყობა ხელს აძლევდა, იცოდა, სულ კარგ განწყობაზე ვერ იქნება ადამიანი, მაგრამ ერთის მიზეზი მაინც თუ იცი, უნდა მოაშთო. იგი ხედავდა, რომ თუ სურდა საზოგადოებაში ყველგან მიღებული ყოფილიყო, მაქსიმალურად უნდა ეფრქვია პოზიტივი. ბიჭის ნათქვამი გაეგონა გვერდზე მდგომს,  იგი არ იცნობდა ამ ადამიანს და შესაბამისად ვერ წვდებოდა, თუ რა ხდებოდა დათას სულში, ამიტომ მხოლოდ მხრები აიჩეჩა და ჩვეულებრივ ის საგიჟეთიდან გამოქცეულ გიჟად ჩათვალა.       
      დათა სახლისკენ გზას გაეშურა, გზაში ნელ-ნელა დამშვიდდა.
      -დღეს შეყვარებულს რომ ვნახავ,  იმედია აღელვებული არ ვიქნები, ღმერთო  დღევანდელი დღე მაპატიე. გზაში შურით გამოწვეული მეორე ტალღა აზვირთდა და არ გაჩერდა, სანამ სახლში არ მივიდა, ლოცვანი არ აიღო და ჭუჭყი და ნაგავი არ მოიშორა. თუმცა იცოდა, ეს შეიძლება მოჩვენებითი ყოფილიყო, სააბოლოდ რომ დარწმუნებულიყო, ვაჟასთვის უნდა დაერეკა, ან ენახა და თუ ჩვეულებრივად დაელაპარაკებოდა, ესეიგი ყველაფერი კარგად იყო. საღამომდე გარეთ გასვლა ეზარებოდა, ამიტომ დარეკვა აარჩია, ოღონდ არ იცოდა წინასწარ, რა უნდა ელაპარაკა მეგობართან:
        -ალო.
        -ალო
        -როგორ ხარ, დათა? რატომ წახვედი ისე ადრე?
        -კარგად, შენ? დამინახე ეკლესიაში რომ შემოვედი? რავი აბა! სახლში უნდა წავსულიყავი.
          -რამ შეგაწუხა?
          აქ დათას გაახსენდა, რომ მალე დარიკოს დაბადების დღე მოდიოდა. ახლა ამ წუთას მისი დარეკვის მიზეზი ეს უნდა ყოფილიყო.
          -ზეგ დარიკოს დაბადების დღეა, გითხრა რამე?
          -არა, შენ გეტყოდა ალბათ.
          -არა, არ იხდის მგონი.
          -ახლა გამახსენდა, ეგ თითქმის არასდროს არ იხდის დაბადების დღეს, დარიკოს დაბადების დღის ტორტი მარტო ორჯერ გაიჭრა - ერთი ხუთი წლისწინ და მეორე შარშანწინ.
            -კარგი მესხიერება გაქვს, ვაჟა.
            -მადლობა.
            -კარგი, შეხვედრამდე.
            -ნახვამდის, დათა.
            დათამ მობილური გათიშა. არ აღელვებულა, ესეიგი ყველაფერი კარგად არის, ცუდი განწყობა არ ექნება და შესაბამისად არავისაც არ დაკარგავს. დათა ამ აღმოჩენით ძალიან ბედნიერი იყო, ახლა მას ისღა დარჩენოდა საღამოსთვის მომზადებულიყო შეყვარებულის სანახავად.
                                                               
                                                            4
      საღამოს მთაზე დათა და დარიკო  ჩვეულებრივ ერთმანეთს შეხვდნენ.  გოგონას თმები შეეღება და ისე იყო გამოწყობილი, ადამიანი თვალს ვერ მოსწყვეტდა.
      -გამარჯობა.
      -გაგიმარჯოს.
      -როგორ ხარ, სიცოცხლე?
      -კარგად, თავად?
      -კარგად.
      -ზეგ ჩემი დაბადებისდღე როა, ხო იცი სიცოცხლე? 
      -კი, როგორ არ ვიცი. ჩემთვის ნომერ პირველი ადამიანის ოჯახის წევრების და ნათესავების მერე დაბადებისდღეა და ეგ არ მეცოდინება?
        -ვიფიქრე დაგავიწყდამეთქი?
        -ეგეთი რაღაცეები არ მავიწყდება სიცოცხლე.
        -ხოდა, მოდი რვაზე. ნატაც იქნება. ჩვენ სამნი გავერთობით.
        -სხვა არავინ? 
        -არა, სიცოცხლე!
        -კარგი სიცოცხლე.
        ნატას ამ დროს დათა გულში ჩავარდნოდა. ზოგადად ეს ბიჭი ძალიან ბევრ გოგოს მოსწონდა, მაგრამ ნატა ერთადერთი იყო, ვინც იცოდა, დათა დაკავებული იყო და არ ნებდებოდა.  მისი აზრით თუ შენთვის სასურველი ადამიანი დაკავებულია, ეს სააბოლოდ ლელოს დადებას არ ნიშნავს, მთავარი ქორწილია, ეს უკანასკნელი კიდევ არ სურდა, გულში მზაკვრულ გეგმებზე ფიქრობდა, რომ თავისი მიზანი მიეღწია, მაგრამ ჯერ მაგ უკიდურესობაში გადავარდნა არ სურდა, დათას გულის დაპყრობას შეეცდებოდა, თუ ვერ მოახერხებდა, გარეგნულად კეთილშობილი ნატა საკუთარ ბრჭყალებს გამოაჩენდა. ხშირად ურეკავდა, ბირჟაზე გასვლას სთხოვდა, სადაც რეალურად მარტო  ისინი იქნებოდნენ, მაგრამ ატყუებდა ვაჟა და გიაც იქნებიანო, მაგრამ არაფერი გასდიოდა, რადგან  დათა ძალიან ჭკვიანი იყო, იცოდა ნატა ვაჟასთან და გიასთან ახლოს არ იყო. ვაჟა და გიაც ვერ იტანდნენ ერთმანეთს, რადგან ტუალეტში მომხდარი ინციდენტი დათამ პირველად ვაჟას მოუყვა და მეორე  ამ ამბის გამავრცელებელი პირი ვაჟა იყო, მართალია ბიჭმა თავის ერთ კლასელს აპატია, მაგრამ მეორეს არა, რადგან დათამ გიას ბოდიში მოუხადა, მოინანია,მაგრამ ვაჟას ეს არ უქნია,თან ვაჟა სხვა დროსაც აბულინგებდა გიას, ამას სხვადასხვა მიზეზები ჰქონდა, მაგალითად ბავშვს "შატალოზე"  არ უყვარდა წასვლა და თუ ვინმესგან იგებდნენ მასწავლებლები ბავშვის გაპარვას, ეს გია იყო, პირველი შემთხვევის მერე  დამცინავი მეტსახელი "შკოლნიკი" მიეწება, მერე კი ამან აგრესია გამოიწვია მოსწავლეებში - ჩანთებს ურტყამდნენ გიას და "შკოლნიკს" ეძახდნენ, ბავშვს კარგად ახსოვდა, რომ იმათში დათა არ ერია.მეორე მიზეზი ის იყო, რომ ის გოგო რომელიც მოსწონდა გიას, ვაჟასაც მოეწონა და იმდენი ქნა სანამ გოგონას გული არ მოიგო, მართალია მალევე დაშორდნენ, მაგრამ საოცნებო ადამიანის წართმევა ძალიან არასწორი საქციელი იყო გიასთვის, მესამე და  მთავარი მიზეზი კი სულ სხვა რამ გახლდათ, კერძოდ  როდესაც გია ელაპარაკებოდა ვინმეს, ვაჟა მივიდოდა -  " რა შეჭამე ტვინი აგრესიულად დაიძახებდა და მოაშორებდა იქაურობას, მერე თვითონ გააბავდა საუბარს, რაზე და რამდენი ხანი ამ შემთხვევაში ბავშვისთვის სულერთი იყო. ეს ყველაფერი დათამ კარგად იცოდა და შესაბამისად ხვდებოდა, რომ ვერ იყო ისე რაღაც და უარს ამბობდა. ნატამ მერე სტადიონზე დაიწყო მისვლა, მაგრამ როდესაც აღმოაჩინა, რომ დათას თამაშის დროს დარიკოც იქ იყო,მაშინ ჩაესვენა მისი ბედნიერების მზე. უწყინარ მდგომარეობაში ერთადერთი გამოსავალი ეკლესია რჩებოდა, იქ ხშირად დადიოდა, როდესაც დათას მარტოს დაინახავდა( დათას იმ ერთხელ მისვლის მერე  ცდუნებას ისევ აყოლილიყო და ეკლესიაში წასვლის ნაცვლად ეძინა, ან ახალგაღვიძებული აივნიდან უყურებდა მინდვრებს. შემდეგ როდესაც  დედა და დარიკომ შეაწუხეს წამდაუწუმ კითხვებით: რატომ არ დადიხარ ეკლესიაშიო?და მის ფანტაზიას ახალ-ახალი მიზეზები უკვე აღარ აგონდებოდა, თან მშობელს და შეყვარებულს ყელში ამოუვიდათ ამდენი მომიზეზება და დათას კატეგორიულად მოთხოვეს ევლო სალოცავში, ყინული დაიძრა.......... მართალია,  ისევ ყვავის ჩხავილის მსგავსად ესმოდა გალობა ვაჟას გამო, მაგრამ არ იმჩნევდა,რადგან გვერდით ჰყავდა ადამიანი, რომელიც ამას არასდროს აპატიებდა) კუდში აეკიდებოდა, ელაპარაკებოდა, როდესაც მარტო იყო, ან დარიკოსთან ერთად სულერთი იყო, ბიჭის დასანახავად ყველა წესს იცავდა, მაგრამ არც ამან გაამართლა დათას გული დარიკოს ეკუთვნოდა. მას მხოლოდ ის უყვარდა, სხვას მის ადგილას ვერ წარმოიდგენდა, ის იყო მისთვის ციდან ჩამოვარდნილი ულამაზესი ასული, მის საქართველო და მის მსოფლიო,  ისეთი კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, თითქოს ერთი შეხედვით ვერავითარი ძალა ვერ დაანგრევდა, მაგრამ დარიკო ძალიან ბუტია გოგო იყო და დათა ცდილობდა მისთვის არაფერი ეწყენინებინა, სათქმელს, ყოველ ნაბიჯს წინასწარ ზომავდა, ამართლებდა კიდევაც, რადგან გოგონა გადარეული იყო ბიჭის საჩუქრებით, კოცნით, კომპლიმენტებით და ასე შემდეგ. 
      სანამ დათას და დარიკოს სიყვარულის ამბავი მთელ სოფელს მოედებოდა, ბიჭს სხვა თაყვანისცემლებიც აწუხებდნენ , ხან ურეკავდნენ, ხან სახლში აკითხავდნენ, ხან სტადიონზე, მაგრამ ბიჭი ყოველთვის ან ცივად ხვდებოდა, ან საუბარში აგრძნობინებდა, რომ დაკავებული იყო და არავინ აინტერესებდა. ეს ნატას არ ეხებოდა, რადგან მას მეგობრად აღიქვამდა და თბილად იყო, ძალიან ეუცნაურებოდა  ნატას თხოვნა დარიკოს გარეშე შეხვედრაზე, მაგრამ  თავიდან დუმილი არჩია, იფიქრა დროებითი ახირება ალბათ და გადაუვლისო, მაგრამ  რომ არ მოასვენა, დალაპარაკება გადაწყვიტა , მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო დაბადების დღის შემდეგ. გვერდზე გასვლით იუბილარს ეჭვს გაუჩენდნენ, რომ გაიგებდა საქმის ვითარებას, დარიკოს ეს ამბავი არ ესიამოვნებოდა, შეიძლებოდა  დაქალს დაშორებოდა, ბიჭს კი უსაყვედურებდა: "შეხვედრას რომ გთხოვს, როგორ აბედინებო?" შემდეგ გაებუტებოდა და ერთხელ მსგავსი გამოცდილებაც კმაროდა დათასთვის, მეტი აღარ სურდა, გული ამით უფრო მეტად მოუკვდებოდა, დეპრესიაში ჩავარდებოდა, სახლში გამოიკეტებოდა, ეს კიდევ კარგი არ არის და თავიდანვე უნდა ეზრუნა, ეს არ მომხდარიყო. საბედნიეროდ სადავეები მის ხელში იყო და ყველაფერს ისე იზამდა, არავინ რომ არ დაზიანებულიყო.
      საღამოს რვა საათზე  დათა გვერდით სახლში მწარიაშვილებთან საჩუქრით ხელში გადავიდა. ერთი საათით ადრე მაღაზიაში შეიარა და სუვენირი იყიდა. იცოდა დარიკოს მოეწონებოდა, რადგან მისი საყვარელი ფერის იყო და ისე ეგზოტიკურად იყო გაფორმებული, გოგონას აქამდე რომ არ ენახა. გოგონას ძალიან უყვარდა ეგზოტიკა. დათამ რადგანაც იცოდა თავის შეყვარებულის გემოვნება, არჩევანი სწორედ ამ სუვენირზე გააკეთა, მართალია ძვირი დაუჯდა და მამის მიცემული ფული თითქმის  დაეხარჯა, მაგრამ რაც მთავარია დარიკოს გაახარებდა. .ოჯახში შესულ დათას გაშლილი სუფრა დახვდა. მაგიდასთან ახლოს და-ძმანი ისხდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ მაგიდაზე არ იყო ბევრი საჭმელი, მაგრამ იმდენი მაინც იყო, მოსულ ორ სტუმარს კმაყოფილს რომ დატოვებდა. მშობლები ქვემოთ იყვნენ შეყუჟულნი, არ სურდათ ახალგაზრდებისთვის ხელი შეეშალათ. იცოდნენ, რომ დათა თავის გოგოს რჩეული იყო და ძალიან გახარებულნი იყვნენ, რადგან ორი ოჯახის ამდენი წლიანი მეგობრობა ნათესაობაში გადაიზრდებოდა. ცუდზე არ ფიქრობდნენ, ხალისით და უკეთესი მომავლის რწმენით უყურებდნენ ცხოვრებას.
-ვინც მოვიდა გაუმარჯოს თქვა ვახტანგმა.
-გამარჯობათ -  თქვა დათამ და ორივეს აკოცა. ნატა სად არის?
-მოვა. ცოტა შემაგვიანდებაო სიცოცხლე, საუბარში ჩაერია დარიკო.
-ეს საჩუქარი ჩემგან.
-ვაიმე, რა ლამაზია. ჩემი გემოვნება სრულიად გაგითვალისწინებია, მადლობა, სიცოცხლე.მოდი დაჯექი ჩვენს გვერდზე, ტელევიზორს უყურე, მანამდე ნატაც მოვა და სუფრას მივუსხდეთ.
  -კარგი.
ტელევიზორში ველურ ბუნებაზე იყო დოკუმენტური ფილმი. ბავშვები ისე შეიყოლია ეკრანმა, ვერ იგრძნეს, როგორ გავიდა ორმოცდახუთი წუთი. 
სიჩუმე უცბად ვახტანგმა დაარღვია:
-რომელი საათია?
-ცხრას აკლია თხუთმეტი -  მაჯის საათს დახედა დარიკომ. ორმოცდახუთი წუთი გასულა. ნატა სად არის? უნდა დავურეკო.
  -მაგას დაგვიანება უყვარს, ეს მაგის ჩეულება. უმეტესად ბოლო მოდის ხოლმე იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამიტომ ამაში არაფერია უცნაური. არ დაურეკო! მოვა! თქვა დათამ.
-კარგი.
  ორი წუთში ქვემოდან ადამიანების ხმები გაისმა. ერთი ოჯახის დიასახლისი იყო, მეორე ნატა.  ბავშვები ქვემოთ ჩავიდნენ.
  -გამარჯობა ბავშვებო, გილოცავ დარიკო. მრავალს დაესწარი, სულ წარმატებული და ბედნიერი მენახე. 
    -მადლობა, მაღლა ამოდი.
  -კარგი, აი შენი საჩუქარი - თქვა ნატამ და იუბილარს პარკი მიაწოდა.   
  მაღლა რომ ავიდნენ დარიკომ პარკი გახსნა, შიგ სუნამო იდო. 
  -მადლობა ნატა.
  ბავშვები სუფრას მიუჯდნენ, როდესაც ქეიფს მორჩნენ და ტორტიც შეიჭამა, დარიკომ წამოაყენა წინადადება ბანქო ეთამაშათ და მერე ფილმს ეყურებინათ.
  -ბანქოს თამაში კარგი იდეა, მაგრამ რა ვითამაშოთ?- იკითხა ვახტანგმა.
  -რათქმაუნდა "ჯოკერი". წყვილში მე და დათა, შენ და ნატა. 
  ნატა გააღიზიანა დათა დარიკოს მხარეს რომ იყო, მანამდეც სუფრას რომ მიუჯდნენ არ ესიამოვნა, მის გვერდით რომ არ ეჯდა. მუდამ ეს ორნი ერთად არიან, "არ შეიძლება მათი ერთად ყოფნა  დაირღვეს?" " სამუდამოდ თუ არა დროებით მაინც"?ფიქრობდა ის.
  -მოდი გოგოებზე ბიჭებზე იყოს.
  -არა, ნატა! მე და დათა, შენ და ვახტანგი!
  -კარგი მშვიდად თქვა ნატამ. მართალია გოგონამ ამ წამს თავისი შინაგანი სამყარო მოჩვენებითი სიმშვიდით დაფარა, მაგრამ გულში მოწოლილი ბოღმა აღრჩობდა, რადგან თავის საწადელს ვერ მიაღწია. იგი განრისხებული იყო. უნდოდა დარიკო თმებით ეთრია, მაგრამ ახლა და აქ ეს არ გამოვიდოდა. ეს ბოლო წვეთი არ იყო, რაც სხვა გზას არ დაუტოვებს, მას კლანჭები გამოაჩინოს, მაგრამ ძალიან ახლოს კი გახლდათ. იგი ახლა სამოქმედო გეგმას აწყობდა, ამდენი მარცხის მერე როგორ აესრულებინა საწადელი. 
  -"ყველა ურთიერთობას აქვს  სუსტი წერტილი, მთავარია ის იპოვო" - ფიქრობდა ნატა.
    ბანქოში დარიკომ და დათამ გაიმარჯვეს. ნატას ამაზე კიდევ უფრო მოემატა ჯავრი. მთელ სოფელში და იმის იქითაც ჯერ არ იყო ადამიანი, რომელიც მას კარტში მოერეოდა. აქამდე  მხოლოდ ხუთი წლის წინ ეთამაშა  დარიკოს და მოუგო, მაშინ მეწყვილე გოგონას სუსტი ჰყავდა და ამან განაპირობა ნატას გამარჯვება, მაგრამ ახლა კი დათას სახით ძლიერ მოწინაღმდეგეს შეხვდა, თან დარიკოს იმის მერე რამდენჯერ უთამაშია ბანქო ვინ მოთვლის და ეტყობა გამოცდილების დაგროვებასთან ერთად გაძლიერდა.
    -"ისევ მარცხი, ისევ! არაუშავს მარცხს ყოველთვის მოჰყვება გამარჯვება, წვიმას დარი" - თავს ინუგეშებდა გოგონა. 
      შემდეგ ფილმის საყურებლად ჩამოსხდნენ. დარიკომ პოპკორნად ბატიბუტი მოიტანა. დათამ რომანტიკული კომედია აარჩია, სიყვარულის და  ხალისის განწყობაზე იყო, რადგან გვერდით ეჯდა ადამიანი, ვინც ძალიან უყვარდა.
    შუა ფილმის სეანსის დროს, როდესაც ბიჭი გოგოს კოცნიდა და შეყვარებულმა ქალ-ვაჟმა იგივე გადმოიტანა რეალობაში, ამას უკვე ვეღარ გაუძლო ნატამ და სკამიდან წამოდგა:
    -უკაცრავად, სახლში მაგვიანდება, დედა მელოდება.
    - დაგეცადა, სანამ მორჩება და მერე წასულიყავი - შეჩერება სცადა დარიკომ.
    -არა, მადლობა ყველაფრისთვის. სახლში უნდა წავიდე, თქვენ გაერთეთ!
    დარიკოს არ ახასიათებდა წასულის უკან მობრუნება, შესაბამისად აღარაფერი უთხრა, უბრალოდ ნატას ეს საქციელი ძალიან ეცნაურა. იგი არასდროს მოქცეულა ასე. დათა და ვახტანგიც გაკვირვებულნი იყვნენ მისი ამ ქმედებით.
    -ნეტავ, რა მოუვიდა? - იკითხა ვახტანგმა.
    -არ ვიცი;   
    -არც მე ვიცი.
  -ძალიან უცნაურია, ადრე ასე არ მოქცეულა, ახლა რა ბზიკმა უკბინა.
  -მოდი დავივიწყოთ რაც მოხდა. ყველას გვაქვს პერიოდი, როცა უცნაურად ვიქცევით. წინადადება წამოაყენა დარიკომ.
  -ხომ მაგრამ, იქნებ რამე უჭირს და დახმარება ჭირდება, ასე დავტოვოთ?!
  -ვახტანგ! მას რომ ჭირდებოდეს ჩვენი დახმარება, არ მოერიდებოდა თქმა. რადგან არაფერი თქვა, ესეიგი ჩვენგან ყოველი ქმედება ზედმეტია! 
  -გასაგები,ა დაო, მაგრამ მე მაინც ასე არ დავტოვებდი ამ ამბავს შენს ადგილას.
  -არანაირი მაგრამ! 
  -კარგი. 
  დათა სახლში გამთეენისას 1 საათზე მივიდა, ძალიან ეძინებოდა, ამიტომ უსიტყვოდ გაშალა ლოგინი და დაიძინა.


                              .............................................................................
  ერთი კვირის შემდეგ მჟავანაძეების სახლში სტუმარი მოვიდა. ამ სახლს სტუმრები არასდროს აკლდა, მაგრამ  ეს ადამიანი არასდროს  ყოფილა. მართალია, ოჯახში სახით  იცნობდნენ, მაგრამ  ყველანი ძალიან გაკვირვებულნი იყვნენ, რამ მოიყვანაო? არასდროს ნდომებია მას მანამდე ამ კარში შემოსულიყო, ან დათას კარ-მიდამო ენახა, მაგრამ დღევანდელი დღე ეტყობა გამონაკლისი იყო. ეს ადამიანი ნატა დიასამიძე იყო. იგი ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა.  მისი აზრით, ეს ბოლო  იყო, კეთილ ნატას თამაშის, თუმცა ხშირად უნდა მოსულიყო აქ და ტკბილად ესაუბრა დათასთან თავის საწადელისთვის რომ მიეღწია.
  -გამარჯობა, ნატა.
  -გამარჯობა, დათა - თქვა გოგონამ და თავი დახარა.
  -აქ რა ქარმა გადმოგაგდო? 
-სიცხის გამო  სკოლას ვაცდენდი, ხოდა პროგრამას რომ არ ჩამოვრჩე და ისე ზოგადადაც მინდა ერთად ვიმეცადინოთ, კარგი?
  -კარგი!  ოღონდ ახლა მივდივარ, დარიკო უნდა ვნახო და საღამოხანს მოდი.
  ნატა გაბრაზდა. ისევ დარიკო! ოჰ, ძალიან შესძულდა ეს გოგო. რაღაც უნდა ჰქნას რომ დაავიწყოს ეს გოგო, თორემ მისი მიზანი ფიასკოსთვის განწირულია. 
  -კარგი -  თქვა გოგონამ და ჭიშკრისკენ დაიძრა.
  -ნახევარ საათში მივდივარ, ჯერ არ წახვიდე, ცოტახანი ვისაუბროთ და ერთად გავიდეთ.
  -კარგი.დათა, დარიკო როგორ არის? დაბადების დღის მერე არ მინახავს.
  -კარგად. ორი დღე არის, მეც არ მინახავს, სასერთიფიკატო გამოცდა ახლოვდება და უფრო მეტს ვმეცადინეობთ. ისე დაბადების დღიდან ადრე რატომ წახვედი?
  -დედამ დამირეკა, სახლში მალე მოდიო. დათა, დარიკო მართლა გიყვარს, თუ უბრალოდ მოგწონს?
  -მიყვარს, რა იყო?
  -რავიცი, ამ ასაკში სიყვარული ცოტა ადრე არ არის? მე როგორც ვიცი, ეს გრძნობა 20 წლის ზემოთ ეწვევათ ხოლმე.
    -ყველას თავისი დრო აქვს ნატა, მე ვიცი ხალხი, ვისაც ბავშვობაში შეუყვარდათ ერთმანეთი და დღეს ბედნიერი ცოლ-ქმარი არიან.
    -მაგალითად?
    -მაგალითად, კახაანთ ელისო და ლევანი. ძალიან დიდიხანია ხვდებოდნენ ერთმანეთს და ორი წლის წინ მოიყვანა ცოლად.
    -ეგენი ხო გაშორდნენ?
    -გაშორდნენ?
    -მე როგორც ვიცი გაშორდნენ.  ნარკომანი იყო ის ბიჭი. ხოდა გოგოს უთქვამს, გარდა იმისა არ მსურს წამალზე შემჯდარის ცოლი ვიყო, დროზე ადრე დაქვრივებას მირჩევნია, დაგშორდეო.
      -ნახე, რა არის ბედი? ზოგჯერ ისეთი რაღაცეები ხდება, რასაც ვერ წარმოვიდგენთ ხოლმე.
      -ხო და იქნება ისე მოხდეს შენ და დარიკოს შორისაც იგივე მოხდეს და სხვა შგიყვარდეს.
      -სხვა არავინ მინდა.
      -რატომ? მჯობნზე მჯობნი არ დაილევა.
        -კი, მაგრამ ყველას თავისი უნდა უყვარდეს.
        -გეთანხმები, მაგრამ რა იცი, რომ დარიკო შენია?
        -ვიცი!
        -საიდან?
        -დარიკო ჩემი ბედია!
          -ხოდა რა იცითქო? იქნება ცდე...
          -რაღაც უცნაურად საუბრობ ნატა და ამოღერღე რისი თქმა გინდა შეაწყვეტინა  საუბარი გოგონას დათამ.
    -ცუდად კი არ გაიგო, ყველაფერი ხდებაო და ხო შეიძლება არა შენი ბედი, ცდები. ხომ შეიძლება დაშორდეთ? იქნება განგებას არ უნდა თქვენი ქორწილითქო?
      -ნატა მე მიყვარს დარიკო და დარწმუნებული ვარ ცოლად გამომყვება, მომავალში რა მოხდება, განგება რას მიმზადებს არასდროს ვიცი წინასწარ და თავს არც ვიტკივებ, რადგან არ ღირს! მოსახდენი მაინც მოხდება! კარგი ახლა სახლში შევალ მე გამოვიცვლი და წავიდეთ. 
    ბიჭი შევიდა, გამოეწყო ლამაზად და  ჭიშკარში გავიდნენ. ორივე თავის გზას გაუდგა. უცბად ნატა შებრუნდა დათას დაუყვირა:
    -დარიკო  მომიკითხე.
      -კარგი.
         
                                                .........................................................
      -დღეს ნატა იყო ჩემთან მოსული.
      -რა უნდოდა?
      -ერთად ვიმეცადინოთო.
      - ჩემს დაბადების დღეზე ადრე რომ წავიდა, მაგის მიზეზი ჰკითხე?
      -კი, იგივე თქვა, დედა მეძახდაო.
      -მატყუარა! უბრალოდ არ უნდოდა ჩვენთან და წავიდა.
      -მართალი ხარ სიცოცხლე.
      -სიცოცხლე ჯერ ადრეა, მაგრამ შობაზე ღამის თენებაზე მივიდეთ, ხომ?
      -რათქმაუნდა სიცოცხლე. ზოგადად ბევრი ადამიანის თავყრილობა რომ არის, არ მიყვარს მისვლა, მაგრამ ეკლესია სხვა თემა. 
    -წამო, გავისეირნოთ.
    -წამო.
    სოფლის შარაგზაზე  ადამიანები არ ჩანდნენ.  თითქოს აორთქლებულიყვნენ და ირგვლივ  სიცოცხლე ჩამკვდარიყო. სახლს რომ მიუახლოვდნენ, რომლის გვერდზეც პატარა ჯიხური იყო , გარეთ სკამზე ერთი მოხუცი დაინახეს.
    -გამარჯობა, პაპა
    -გაგიმარჯოთ, შვილებო
    -როგორ ხარ, პაპა? სახსრები ხო არ გაწუხებს?
    -არა, გამიარა შვილო. შენ როგორ ხარ დათა? მამაშენი როგორ არის?
    -კარგად.
  -ისე კარგად გამოიყურებით გვერდი-გვერდ, ასე მგონია წყვილი ხართ, იმედია არავინ და არაფერი დაგაშორებთ ერთმანეთს შვილებო.
  -ცუდზე ნუ ფიქრობ პაპა, ყველაფერი კარგად იქნება.               
  ქალ-ვაჟმა რამდენიმე ნაბიჯი  ჩუმად გაიარა. 
  -საიდან იცის რომ წყვილი ვართ? უცბად დარიკომ სიჩუმე დაარღვია.
  -მემგონი უბრალოდ მიხვდა. ხელი-ხელ გადახვეული ყველა არ დადის. ძალიან იშვიათად მეგობარმა მეგობარს უბრალოდ ხელი ხელს დაადოს და ეგ იფიქრა, მართალია ეს მისი უბრალოდ ვარაუდია, მაგრამ ათიანში გაარტყა.
  -ხო, მართალს ამბობ.
  რამდენიმე ნაბიჯი რომ გაიარეს, ერთი დიდი სახლის ჭიშკრის წინ უზარმაზარი შავი ფერის ძაღლი დაინახეს, რომელიც მათი მიმართულებით მზერა ჰქონდა ნასროლი და იღრინებოდა.     
    -ვაიმე მეშინია დათა, არ მიკბინოს.
  - ნუ გეშინია! მშვიდად გავაგრძელოთ გზა, დავანახოთ რომ არ გვეშინია და თავისუფლად გავივლით, თუ ვაგრძნობინეთ, რომ მის გამო ადგილზე ვართ გაქვავებულები, ან გასაქცევად მზად ვართ, გამოგვეკიდება. ადამიანის შიშს ძალიან ადვილად გრძნობენ ცხოველები
.    -კარგი.
    ისინი მშვიდად გაუდგნენ გზას, ძაღლი კი ღრენდა, ამაზე ოჯახის დიასახლისი გამოვიდა.
    -ცუგო შედი შიგნით! გამარჯობათ ბავშვებო.
  -გაგიმარჯოთ. 
  -როგორ ხართ? ხომ არ შეგაშინათ მურიამ?
  -კარგად, თქვენ? ცოტა, იღრინებოდა და  ამხელა ძაღლის რთულია საერთოდ არ შეგეშინდეს ადამიანს.
  -მართალია თქვა ქალმა და ჭიშკარი დახურა. ძაღლი ამ დროს უკვე შიგნით იყო ეხლა უკვე იქიდან ისმოდა მისი ყეფა და ქალის "გაჩე ძაღლო" ძახილი.
  ზემოთ ბავშვები თამაშობდნენ ფეხბურთს.
  -გამარჯობათ ბავშვებო თამაშის მოცქერალთ მიმართა დათამ. თქვენ რატომ არ თამაშობთ?
  -როგორ არ ვთამაშობთ.  რომ მორჩებიან უნდა შევეცვალოთ.
    ახალგაზრდები მათაც გაცდნენ. ცოტახანში დარიკო გაჩერდა. 
  -დათა მოდი უკან დავბრუნდეთ.
  -რატომ?  აღარ გინდა მაღლა ასვლა? 
  -როგორ არა, მაგრამ ხედავ იმ სახლს? გოგონამ ბიჭს მარცხნივ სულ ბოლოში  ცემენტით აგებულ სახლისკენ მიუთითა, მაქ ერთი შინაბერა ქალი ცხოვრობს, წყაროზე რომ ავდივარ, მესმის როგორ ჭორაობს. ამბავი მომიტანეს ჩემზე და შენზეც ულაპარაკია, მგონი წყვილიაო. შენ მართლა გგონია, ის მოხუცი გუმანით მიხვდა? ჭორიკანასგან მიუვიდა ენა.   
  - ჭორიკანამ საიდან გაიგო, თუნდაც ვარაუდის დონეზე რომ წყვილი ვართ? შე
საძლოა, ვაჟამ თქვა.
  - ნატა 100% გამორიცხულია, რადგან  იმას ისეთი საიდუმლოებები შეუნახია და რაღა ამას იტყოდა. ვაჟას კიდევ ნუ აბრალებ, შენ ამ ბოლო დროს რაღაც მაგ ბიჭის ჟინი გჭირს. რა ხდება დათა? ისევ რამეს მიმალავ?......
  -თუ გავითვალისწინებთ, მაგის უცნაურ საქციელს, არ არის გამორიცხული. ვაჟას შემთხვევაში ალბათ მართალი ხარ.
      კითხვაზე პასუხგაუცემლობით მიახვედრა დათამ სატრფო რომ არაფერს უმალავდა.
    -უნდა გავარკვიოთ სიმართლე.
    -მოდი მე გავარკვევ, ეს თუ მართალია, შენ არ გეტყვის, რადგან ეს შენ დაკარგვას ნიშნავს, ან თუ მაგის ხელი ურევია ამ საქმეში, მაგის გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იქნება. სიმართლე რომ გითხრა ბოლომდე დარწმუნებული ვერ ვარ, ვაჟას უდანაშაულობაში. მართალია არც ნატა უფრთო ანგელოზი, მაგრამ მე უფრო ვაჟა მგონია.
      -მართალია 100%  დარწმუნებული ვერ იქნები ვერაფერში, მაგრამ ვაჟაზე ეჭვის შეტანა დიდი დანაშაულია თქვა დარიკომ.
      -ამ ადამიანს ასე ნუ ვენდობით დარიკო, უნდა გამოვიძიოთ ეს ამბავი  ტონი აუწია დათამ. 
      -შენ მე ტონს მიწევ? როგორ ბედავ?
      -ბოდიში,
      გავბრაზდი ტონი რომ ამიწიე და ბუნჩულა ბავშვზე ეჭვი შეიტანე. წავედი ახლა მე და სანამ არ გადამივლის, არ დამენახო!     
    -ბოდიში ხომ მოგიხადე?!
    -დათა არის რაღაცეები, რასაც ბოდიში არ შველის, ტონი ჩემთვის მამაზეციერს არ აუწევია, შენ როგორ ბედავ?  გამატარე, ნუ მაბრკოლებ, თორემ არ მიმიყვანო იმ ზომამდე, ვიფიქრო ღირს თუ არა ჩვენი ურთიერთობის გააგრძელება; ახლა ისევ მიყვარხარ, მაგრამ ნაწყენი ვარ, გადამივლის და შევხვდებით ისევ. 
     
                    ....................................................................................
      იმ საღამოს როგორც შეთანხმებულები იყვნენ, ნატა ესტუმრა დათას სამეცადინოდ. ბიჭის ოთახიდან ორი საათის განმავლობაში სიცილ-კისკისი გამოდიოდა.დათას მშობლებს რომ დაეძინათ, დათას ოთახი უნდა გაევლოთ. ისინი სწორ საქციელად არ თვლიდნენ, როდესაც სტუმარი ჰყავდათ ლოგინში ჩაწოლილიყვნენ, მართალია მათ  ეს გოგო არ მოსწონდათ, მაგრამ სტუმრად ჰყავდათ და ეთიკას არ არღვევდნენ, ყავა და შოკოლადი შეუტანა დიასახლისმა ბავშვებს, ახლა ცოლი და ქმარი გარეთ იჯდნენ და ელოდებოდნენ როდის წავიდოდა ნატა მათი სახლიდან. დათას ამ  კლასელს თავისუფალი ყოფაქცევის გოგოს სახელი ჰქონდა გავარდნილი, სულ ვიღაცას ეპრანჭებოდა და სასიყვარულო ურთიერთობებში იყო. ერთხელ ოჯახის დიასახლისმა დაინახა ნატას ბიჭების შუაში და ორივესთვის  ხელი გადაეხვია. მაშინ ხალხში ამბობდნენ, რომ გოგონა ორივეს მოსწონდა არცერთის მიმართ იყო გულგრილი, მაგრამ არ სურდა არჩევანის გაკეთება, ემეგობრებოდა და იმედს აძლევდა, რომ ოდესმე რამე შეიცვლებოდა, შემდეგ გამოჩნდა უფრო მეტად ფულიანი, სიმპატიური  ადამიანი და ნატამ თავიდან მოიშორა ორივე, არც ეს ბიჭი აღმოჩნდა პატიოსანი, რამდენიმე თვიანი ურთიერთობის მერე მიაგდო გოგო და სხვას დაადგა თვალი. როგორც ამბობდა: ნატა ძალიან კარგი გოგონა იყო, მაგრამ ის უკეთესს იმსახურებდა, ბიჭს ეპოვნა სხვა და არ აპირებდა ღალატს. ამ ამბიდან დაახლოებით ორი წელი გავიდა და ერთი წელია რაც დათაზე  გადარეული იყო. მანამდე გულის სიღრმეში დათას მიმართ  მცირე მოწონება ჰქონდა  და ჯერ კიდევ ამ გოგო-ბიჭის  მეგობრობის პერიოდიდან ვერ მოეთმინა მათი ერთად სიარული, მაგრამ ეს მხოლოდ მეგობრობა იყო და მაშინ რეალურ მეტოქეს ნაკლებად ხედავდა, შემდეგ როდესაც ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადავიდა, არც მაშინ ჩანდა მისთვის მეტოქე. ეგონა რამდენიმე სიტყვით გონებას აურევდა, მაგრამ ეს რომ ვერ მოახერხა და მის თვალწინ გოგო-ბიჭმა მხურვალე ამბორი მოაწყვეს, ძალიან გაბრაზდა და გადაწყვიტა კლანჭები გამოეჩინა და თავის საწადელი სისრულეში მოეყვანა -ეს წყვილი ერთმანეთს სამუდამოდ დაეშორებინა.  მისმა ერთმა ენის მიტანამ გოგო და ბიჭი წააჩხუბა, თუმცა ეს არაფერს ნიშნავდა, რადგან რამდენიმე დღეში ისინი ისევ შერიგდებოდნენ. ნატას უნდა ემოქმედა ეს დღე რომ არ დამდგარიყო, საამისოდ თავის დაქალებს თხოვა დახმარება, ახლა მთავარია დათა ხვალ მის სახლში ყოფილიყო, მას ისეთი დაქალები ჰყავდა, რომ ყველაფერს ისე მოაკვარანჩხინებდნენ, დარიკო დათას ამას არასდროს აპატიებდა და გოგონა ბედნიერებას ეწეოდა, ბედნიერებას, რომელიც მისი აზრით იმსახურებდა თავის ცხოვრების წესით, თუნდაც იმიტომ რომ  ბეჯითი იყო, ბევრს სწავლობდა, როდესაც ქალაქში მიდიოდა გოგოებთან, თუ მშობლებთან ერთად, მათხოვრებს ხელს უმართავდა, ეკლესიაში დადიოდა და ყველა წესს ასრულებდა, რომ მერე რეალობაში და ინტერნეტ სივრცეში ხალხში ელაპარაკა. ამით აღაფრთოვანებდა თანატოლებს, რომელთაც თავს უყადრებდა და ნორმალურ ადამიანებად თვლიდა.
      -დათა, ხვალ საღამოს ჩემთან ვიკრიბებით გოგოები და ხო მოხვალ? წვეულება მინდა მოვაწყო.
    -დარიკო იქნება?
    -ნატას არ ესიამოვნა ეს კითხვა.
    -არა, არ მცალიაო, ვმეცადინეობო.
    -მე მოვალ
    დათა შეყვარებულთან კამათის გამო ძალიან ცუდ განწყობაზე იყო, მაგრამ ნატასთან არ იმჩნევდა, არ სურდა მისი განწყობა გადასდებოდა მას, არც სურდა საიდუმლოს გათქვის ეჭვზეც ეთქვა, რადგან ნატა ასეთ გოგონად ვერ წარმოედგინა, ამის გამო შეიძლებოდა ურთიერთობა დაძაბულიყო, თან  თავის ცუდ განწყობას რომ გადმოაფრქვევდა, შეიძლება ნატას გადაეფიქრა მისი იქ მისვლა, მაგრამ რას წარმოიდგენდა, გოგონამ იცოდა უკვე ყველაფერი, დარიკო თავის დაქალს არაფერს უმალავდა. ახლა დათას ძალიან ჭირდებოდა დროის ტარება, გადაყოლება, რომ  დაევიწყებინა წარსული და ჩვეულებრივ წარდგენილიყო თავის შეყვარებულის წინაშე და შერიგებულიყვნენ.
                                  ...............................................................
    -ნეტავ ეს გოგო როდის  წავა? მეძინება.თქვა დიასახლისმა
    -დიდიხანია რაც შეკეტილნი არიან, ახლავე რაღაცას ვიზამ თქვა ოჯახის უფროსმა და  შიგნით შევიდა.
    ოთახის შიგნიდან საუბარი  ისმოდა , ოღონდ არა სასწავლო მასალაზე, არამედ პირად საკითხებზე. ამ დროს კარები გაიღო და შიგნით მამა შევიდა.
    -დათა ერთი წუთი გამოდი საქმე მაქვს.
    -კარგი მა.
    -ნატა ბოდიშით ერთი წუთით დათა უნდა მოგტაცოთ.
    -კარგით, არაუშავს 
    -დათა მე და დედაშენს გვეძინება, ეს გოგო ახლავე გაუშვი სახლში. კიდევ დიდხანს ვერ ვისხდებით ასე გარეთ. 
      -კარგი მა.
    დათა შიგნით შევიდა და ცოტახანში სტუმარმა  სახლი დატოვა. მან ეზოში ბიჭს ლოყაზე აკოცა და კიდევ ერთხელ შეახსენა ხვალინდელი დღის მიწვევა.


                                        ...............................................................
    მეორე დღეს  საღამოს, წვიმა წამოვიდა სოფელში. ცაზე ქუხდა და ელვა გველის მსგავსად იკლაკნებოდა.  დათა ნატასთან იყო სახლში, არ დასველებულა, რადგან ღრუბლებმა წველა რომ დაიწყეს, ის უკვე ადგილზე იყო. წამოსვლისას მშობლები ბევრნი ეხვერწნენ:არ წახვიდეო, დარიკო თუ არ მოდის, შენ რა გინდაო? მაგრამ ბიჭმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. თავისი გაიტანა. ახლა გოგონას სახლში ერთადერთი მამაკაცი ის იყო, ოჯახის წევრები ნათესავთან ერთი დღით წასული იყვნენ.  წვეულების მოსაწყობად ასე შეუთანხმდა ის  დედ-მამას, მეგობრებთან ერთად დროსტარებაში ხელი რომ არ შეშლოდა. სახლში მუსიკა ისმოდა და წვიმის წვეთების ცვენის ხმას შიგნიდან მუსიკასთან ერთად გასაოცარ კონტრასტს ქმნიდა, თითქოს მუსიკალურ ინსტრუმენტს ბუნება ეხმარებოდა, რომ შიგნით მყოფი ადამიანებისთვის იდილიური გარემო ყოფილიყო და გარეთ არ გამოსულიყვნენ, სანამ არ გადაიღებდა. ამ ჰარმონიას ოდნავ გრუხუნი  არღვევდა, მაგრამ ამას ნატა და მისი მეგობრები ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რაც მთავარია ცეკვავდნენ, ამ როკვაში ახლა ქვეყნიერებაზე ყველანაირი დარდი და სევდა დაევიწყებინათ, თითქოს ქვეყნის ამაოება რომელიც მათთვის ისედაც მნიშვნელოვანი იყო, კიდევ უფრო შემცირებულიყო. დათა  თავის დარდი დაევიწყებინა ამ ცეკვაში და აღარ ფიქრობდა, რომ მის სახლის მოპირდაპირე მხარეს მცხოვრებ გოგონას ვერ ნახულობდა,  როდესაც სახლში საკუთარ ოთახში მარტო მყოფს დარიკო გაახსენდებოდა და სევდა შემოაწვებოდა, მაშინაც შიგნიდან ქრებოდა, რადგან ფიქრი წამოუვიდოდა რომ ეს დროებითი იყო და თავის დროზე ყველაფერი კალაპოტში ჩაადგებოდა. ახლა კი როდესაც ნატას სახლში იყო, ვერ ხვდებოდა, გოგოებს რა ჰქონდათ ჩაფიქრებული, უბრალო უწყინარი წვეულება ეგონა, რომლის ბოლო სახლში დაბრუნება იყო. ბიჭს გადაწყვეტილი ჰქონდა რამდენიმე კვირაში დარიკოსთან გადასულიყო, დალაპარაკებოდა და შერიგებულიყვნენ. დათა აი ასე ია ვარდით მოფენილ ფიქრებში იყო, რომ უცბად ნატამ წამოაყენა წინადადება.
    -ბავშვებო ცეკვით ძალიან გავხურდით, ახლა ცოტახანს დავისვენოთ და შემდეგ ცქრიალა ღვინო დავლიოთ.
  -მე ღვინო არ მინდა. თქვენ დალიეთ გოგოებო - თქვა დათამ. 
    -შენც დალევ ჩვენთან ერთად, მარტო შენ არ დალიო - უკულტურობა!
    -კარგი ხო. 
    ოც წუთში ნატამ შამპანურის ბოთლები და ჭიქები შემოიტანა. ყველას დაუსხა ღვინო.  თამადად დათა აირჩიეს. ოთხმა ბავშვმა  ორი ბოთლი გამოსცალა, თუმცა ყველაზე მეტი ბიჭმა გამოსცალა. ნატამ იცოდა დათას ძალიან უყვარდა  შამპანური, მაგრამ ბოლო ხანებში ალოკოჰოლს ძალიან იშვიათად იღებდა და ადვილად ეკიდებოდა, გოგოები თითქმის ყოველდღე სვამდნენ და ალკოჰოლის მიმართ ძალიან რეზისტენტულები იყვნენ. კიდევ ერთი ბოთლი რომ დაელიათ, მათაც მოეკიდებოდათ, მაგრამ ამ შემთხვევაში ზღვარი საჭირო იყო, თუ არადა ნატას გეგმა ჩაიფუშებოდა. წვეულება, უბრალო წვეულებად დარჩებოდა და სამივე გოგონა მისატანი გახდებოდნენ სახლში. დათას ღვინო  ძალიან მოეკიდა უკვე ეტყობოდა, სიმთვრალისგან გონება ამღვრეული ჰქონდა, წინააღმდეგობის უნარი ძალიან დაქვეითებული ჰქონდა. ეს ის იყო რაც გოგოებს სურდათ ახლა გააკეთებდნენ, იმას რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ და უკვე ღრმად იყო დარწმუნებული ნატა, რომ მოსახდენი მოხდებოდა. ამ წუთას წარმოიდგინა რომ აცვია თეთრი კაბა, ეკლესიაში შედის, საკურთხეველთან დათა დგას,  ორივე მღვდლის მხარეს ტრიალდება  და მოძღვარი ოჯახად აცხადებს. მართალია ეს წარმოდგენა იყო, მაგრამ როდესაც გოგონა ცხადს დაუბრუნდა არ დამწუხრებულა, რადგან ეგონა, აქამდე ბევრი არაფერი ეკლდა. იგი ძალიან ბედნიერი იყო, რადგან თავის მიზანი სისრულეში მოჰყავდა. ეს ყველაფერი კი თავის ერთგული დაქალების დახმარებით ხდებოდა. ისინი რომ არ ჰყოლოდა, ნეტავ რა მოხდებოდა? ალბათ დიდხანს შეაწუხებდა დათას რეკვით, მიწერით და დახვედრებით, მაგრამ ვერაფერს მიაღწევდა, რადგან იცოდა მარტო კლანჭის გამოჩენის პროცესში მარტო მოქმედებისას, იმედგაცრუებული დარჩებოდა, ისე კი თავმობეზრებული ბიჭი მასთან ყველანაირ კონტაქტს გაწყვეტდა, მერე ყოველდღიურად მოუწევდა მის სახლში მისვლა, საათობით ყოფნა და ხვეწნა, სადმე გაჰყოლოდა, მაგრამ ეს ძალიან უკიდურესობა იყო, აქედანაც არაფერი გამოვიდოდა, რადგან ერთ დღესაც სახლში არ შეუშვებდნენ, ისედაც მის მშობლებს ხო არ ევასებოდათ ეს გოგო, არც მისი დაქალები. ეს უკანასკნელი ნაკლებად ანაღვლებდა, რადგან მათ ბნელებად თვლიდა, დაოჯახებისას ცალკე გადასვლა ჰქონდა გეგმაში, მაგრამ ეს მომავლის საქმე იყო, ახლა რაც მთავარია დათასთან არაფერი შეშლოდა, ყველაფერი ისე გაეკეთებინა, რომ ბიჭის კარგი განწყობა შეენარჩუნებინა. ეს ფუნდამენტი იყო ურთიერთობისთვის, სხვანაირად ყველაფერი წყალში ჩაცვენილი იყო და არაფერს ჰქონდა აზრი.
  -დათა, მოდი სურათი გადავიღოთ თქვა ნინომ. შემდეგ ტუჩები ბიჭის ლოყას დაადო და  იგივე მოხდა საპირისპირო მხრიდანაც. ამ ყველაფერს ნატა იღებდა. სულ ცოტახანში სურათებს დარიკოს გაუგზავნიდა და ყველაფერი ისე მოხდებოდა, როგორც ნატას სურდა.  დათა და დარიკო ნინოს ახლოს არ იცნობდნენ, მათ იცოდნენ მხოლოდ გვერდით სოფლიდან იყო და ნატასთან დაქალობდა. რამდენჯერმე შეხვდნენ გოგოები ერთმანეთს და დარიკოზე მაინცდამაინც კარგი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. ისეთნაირად კისკისებდა, სიცილი კი არა, ჭიხვინი გეგონებოდათ. ადამიანის ახლოს გაცნობისათვის პირველი შთაბეჭდილება მნიშვნელოვანია და დარიკოს კაი წარმოდგენა არ ჰქონდა ნინოზე.სოფელში ჭორის დონეზე ხმა გავრცელდა მეზობელ სოფელში ერთი მანდილოსანი ცხოვრობდა, რომელიც ოთხჯერ გათხოვილი და გაშორებული იყო. შემდეგ დარიკომ გაიგო, რომ ეს გოგო ნინო იყო, მას ამ ადამიანთან დისტანცია იმიტომ უნდოდა, რომ მათზე საკმაოდ უფროსი იყო, თურმე თავისზე პატარებთან დაქალობდა და ასაკით პატარა ბიჭები უყვარდებოდა. ერთხელ ნატასთან საუბრისას დარიკოს წამოცდა: "დათა რომ მაგ გოგოსთან დავინახო, არ ვიცი რას ვიზამო", ხოდა გოგონას ეს კარგად დაემახსოვრებინა. ამ წყვილის დასაშორებლად ისღა დარჩენოდა ცეცხლზე ნავთი დაესხა და ცეცხლი უფრო მეტად აეგუზგუზებინა, ან ერთ პატარა ბომბს, უფრო დიდი მიემატებინა და მოესპო დაბრკოლება, რაც მის სასურველ ბიჭთან ურთიერთობას ხელს უშლიდა. 
    გავიდა ორი დღე. დათამ სპონტანურად  გადაწყვიტა დარიკოსთან დაკონტაქტება და ურთიერთობის აღდგენა. მართალია მას ასე უცბად არ ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ რატომღაც ძალიან მოენატრა და დაცდა აღარ უნდოდა. მობილური გამორთული იყო და ფეისბუკზე მიწერა გადაწყვიტა. დარიკო მწარიაშვილი მის მეგობრებში არ იყო, თურმე გუშინ გოგონას დაებლოკა, ბიჭი ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა გოგონას თავს, გუშინწინდელი საღამო არ ახსოვს, გუშინ კიდევ საშინელ პახმელიაზე იყო და შუადღემდე თავის ტკივილები აწუხებდა.მაგთიფიქსზე გადაწყვიტა დარეკვა, იქ ხომ მაინც გავიდოდა ზარი, დარიკო თუ არა მისი სხვა ოჯახის წევრი უპასუხებდა და სიტუაციაში გაარკვევდა . სახლში პირდაპირ მისვლა შეეძლო, მაგრამ ამ სიტუაციაში ასე მოქცევა არასწორედ მიიჩნია, რადგან შეიძლება იგივე განმეორებულიყო, რაც პირველი გაბუტვისას მოხდა და წარსულის გამეორება, დავითს ნაღდად არ უნდოდა, ტელეფონითაც არ იყო გამორიცხული მსგავსი მომხდარიყო, მაგრამ ასე ხელდაკრეფილი გოგოს დალოდებოდა ეგეც არ უნდოდა და გადაწყვიტა აპარატით კომუნიკაცია. ეს მისი აზრით ნაკლებ გაღიზიანებას გამოიწვევდა, ვიდრე დაუპატიჟებლად სახლში სტუმრობა. რამდენიმე ზარის მერე ვახტანგიმ აიღო ყურმილი:
      -ალო,
      -ალო, გამარჯობა, ვახტანგ.     
      -გაგიმარჯოს, დათა. როგორ ხარ?
      -კარგად, თავად?
      -კარგად. შენი და უცნაურად იქცევა -  ტელეფონი გათიშული აქვს, ფეისბუკზე დამბლოკა და ვერ გავიგე რა ხდება? გამარკვიე გთხოვ სიტუაციაში.
      -ჩემი და ახლა სახლში არა არის, დეიდაშვილთან არის გადასული, შენზე ძალიან გაბრაზებულია: "სადაც ვნახავ, იქვე მივასიკვდილებო" -  ასე თქვა.
        -რა უნდა, ნეტავ?
        -არ ვიცი, თავად კითხე, რომ მოვა სახლში. ან მე ვეტყვი, მოვა და ყველაფერს აგიხსნის.
          დაახლოებით ერთ საათში მჟავანაძეების ოჯახში დარიკო შევიდა. ოჯახის უფროსებს ტკბილად მიესალმა, მოიკითხა, დათას ყალბი ღიმილი შეაგება და უთხრა: " სახლში შევიდეთ, საქმე მაქვს". გოგო და ბიჭი ოთახში შევიდნენ.            მცირე ხნიანი დუმილის შემდეგ საუბარი  დათამ დაიწყო: 
          -შენს ტელეფონზე ვრეკავდი, გათიშული გქონდა, ფეისბუკზე დამბლოკე, რა ხდება დარიკო, იქნებ გამარკვიო?
          -ეს რა არის? - გოგონამ მესენჯერში გამოგზავნილი სურათები აჩვენა ბიჭს.
          -არ ვიცი.
          -მატყუებ!
        -არა! შენ თავს ვფიცავარ, არ ვიცი მანდ საიდან აღმოვჩნდი, ან სურათი ვინ გადაიღო.
        -ტყუი! ნინოსთან მღალატობ!
          -ვინ ნინოსთან? ნატას დაქალთან? რა სისულელეა?
          -ეს ფოტოები ამბობს ყველაფერს. 
        -ორი დღის წინ ნატამ წვეულებაზე დამპატიჟა, გოგოებიც იქნებიანო, მივედი და მერე აღარაფერი მახსოვს.
        -ტყუი! ნინოსთან ხომ კარგად ისიამოვნე? ალბათ ლოგინშიც ჩაუგორდი!
        -არაფერი მახსოვს, შენ თავს ვფიცავარ! 
        -ძალიან კარგად იცი, რომ მაგ გოგოს ვერ ვიტან და თურმე როგორ ერთობი უჩემოდ, წვეულება თუ იყო, მე რატომ არ დამირეკეთ? თუ გეგონათ სიამოვნებას ჩაგიშხამებდით და მომტეხეთ?
        -შენ გაბრაზებული ხარ ჩემზე და ჩემს დარეკვას კიდევ აზრი არ ჰქონდა, ნატამ დავურეკეო და არ მინდაო ასე თქვა.
        -მართლა?
        -შენს თავს ვფიცავარ.
        -კარგი, ახლა დავურეკავ  ნატას და გავიგებ სიმართლეს. თუ მატყუებ, იცოდე, სამუდამოდ დამივიწყე და  თუ სადმე მნახავ შორიახლო, გვერდზე გადადი, შენთვის გეუბნები. ამის მერე სადმე თუ შემხვდები, ჩემს თავზე პასუხისმგებელი არ ვარ! 
      გოგონამ დარეკა. ცოტახანში ყურმილი ნატამ აიღო.
    -ალო.
    -გამარჯობა, ნატა, დარიკო ვარ.
    -გაგიმარჯოს, როგორ ხარ?
    -კარგად, შენ?
    -კარგად. გუშინწინ რატომ არ მოხვედი? დათას ვუთხარი დარიკოსაც გააგებინე-მეთქი, არ გითხრა? იცრუა გოგონამ, რადგან იცოდა ახლა ამ ორს შორის არასასიამოვნო საუბარი იყო და შეეცადა  უფრო მეტად გაეღრმავებინა.
    -არა, მე ასე მითხრა: ნატამ დარიკოს დავურეკე და უარი თქვაო
    -ეტყობა, არ უნდოდა შენი წამოსვლა.
    -ეტყობა. კიდევ რა მაინტერესებს: ის სურათები რომ გამომიგზავნე, მაგას გააგრძელება მოჰყვა? ანუ ამ ორმა ლოგინში ისიამოვნეს?
    -კი
    -კი?
    დარიკოს უნდოდა კიდევ ერთხელ გაეგო ეს, საკუთარ ყურებს არ უჯერებდა, იგი ძალიან იმედგაცრუებული იყო, რადგან ვინც ძალიან უყვარდა, თურმე ადამიანი კი არა,  ამძუვნებული ძაღლი ყოფილა. ცუგები საყვარლები არიან, ისინი არ იქცევიან ასე, ღორი უფრო შეეესაბამება, ტალახში ამოვსრილი ღორი, რომელსაც სურს ბევრი ადამიანი დატანჯოს და თვითონ ცხოვრებაში ნასიამოვნები იყოს.
    -კი.
    -კარგი. კარგად იყავი ნატა, შეწუხებული ხმით თქვა დარიკომ. შემდეგ დათას მიუბრუნდა.
    -შე საქონელო ყველაფერი დამიდასტურა ნატამ, უფრო მეტიც უთქვამს დარიკოსაც უთხარიო და შენ ნინოსთან გინდოდა სიამოვნება და სრულიად ზედმეტი ვიყავი. შენ სახლში ვართ, თავდაჭერილად მოვიქცევი, მაგრამ ჩემი სახელი არსად არ ახსენო, თორემ ვაი შენ ტყავს. შემთხვევით შეხვედრაზე რაც გითხარი კიდევ არ დაგავიწყდეს! დისტანცია დაიცავი ხოლმე ჩემთან. სამწუხაროდ კლასელები ვართ და ვერსად გავექცევი იმ ფაქტს, რომ შენი მახინჯი სახე უნდა დავინახო!
      ბიჭმა გოგოს მხარზე დაადო ხელი დამშვიდების მიზნით.
    -არ შემეხო-მეთქი, ბოლოჯერ გეუბნები, ჩემს მოთმინებას ნუ ცდი! მეზიზღები, შენი სახელსაც კი ვერ ვიტან, შე " ამძუვნებულო ღორო" თქვა დარიკომ და ატირდა. ტირილ-ტირილით გავიდა სახლიდან. როდესაც ჭიშკარი მიიხურა, მშობლებმა დათას ჰკითხეს:
    -რა მოუვიდა? რა ატირებდა?
    -საბოლოოდ დავშორდით  ერთმანეთს.
    -რა?  აყვირდა მამა - არ თქვა ახლა, რამდენიმე დღის წინ აქ რომ გომბიო იყო, იმაში გაცვალე, თორემ ქამარს მოვიხსნი და გცემ!
    -არა. მართალია დარიკოს დავშორდი, მაგრამ ნატა დიასამიძე არასოდეს გახდება ჩემი შეყვარებული! ყველაფერი ნატას მოწყობილია, მას ჩემთან ყოფნა უნდა და " ბუს კვერცხებს მიიღებს" თქვა გაბრაზებულმა დათამ.
      რამდენიმე საათში დათას მესენჯერში შეტყობინება მიუვიდა, "ნატა, ნატა:-თი დარეგისტრირებული ადამიანი ეკითხებოდა: "როგორ ხარო"? დათა ამ შეტყობინებაზე კიდევ უფრო გაბრაზდა, მაგრამ ცივილიზებულად მოქცევა გადაწყვიტა და  გაუგზავნა პასუხი: კარგად. შემდეგ კიდევ აწრიპინდა ტელეფონი: ხვალ მე და ჩემი გოგჩოები სათევზაოდ მივდივართ და წამოხვალ? დათას ამ წუთას მთელი ბრაზი მოაწვა, უნდოდა ბოღმა გადმოენთხია და გოგონა კარგად მიელანძღა, მაგრამ რაღაც ძალა არ აძლევდა ამის საშუალებას და ყელში ბურთივით ჰქონდა გაჩხერილი. დათამ პასუხი გასცა: არა. უცბად ტელეფონი აწკრიალდა. მესიჯების ავტორი რეკავდა. აინტერესებდა, უარის მიზეზი რა იყო. ბიჭმა ცოტახანს დუმილი ამჯობინა, ფიქრობდა, რა ეთქვა გოგონასთვის და ბოლოსდაბოლოს მოიფიქრა:
      -ნატა, ყველაფერი ვიცი. შენი წყალობით შეყვარებულს დავშორდი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შორის შეიძლება რამე იყოს. კარგად იყავი. მეორეჯერ აღარ დამირეკო და მომწერო! თქვა ბიჭმა და " ნატა, ნატა" სახელის მქონე გოგონა ფეისბუკზე დაბლოკა, მისი ნომერი კი შავ სიაში მოათავსა. 
        ნატა დიასამიძე ძალიან  გაცეცხლებული იყო, მაგრამ დაღამებისას გაუარა, რადგან იცოდა, ბიჭები დათა მჟავანაძეთი არც იწყებოდა და არც მთავრდებოდა, იგი სხვა ვიღაცას აუცილებლად გამოიჭერდა და საპატარძლო კაბას ჩაიცმევდა.                                 
                                    ..........................................................
    რამდენიმე დღეში დარიკომ სიმართლე გაიგო. ნატას მეორე დაქალმა სოფომ, ერთხელ ერთ გოგონასთან მომხდარი სიამაყით მოყვა, ძალიან მაგარ გოგოებად რომ წარმოეჩინა ნატა და ნინი. მან არ იცოდა მსმენელი რომ დარიკოს დეიდაშვილი იყო და მანაც თავის ნათესავს მოუყვა ყველაფერი. ამას მოყვა ნატას და დარიკოს  დაქალობის გაწყვეტა, გოგონასთვის ცხადი იყო ყველაფერი, შეეძლო ურთიერთობის აღდგენა, თუ ბიჭთან მივიდოდა და ბოდიშს მოუხდიდა, მაგრამ თავმოყვარეობას ვერ გათელავდა, თან დარწმუნებული არ იყო დათა მის სიტყვებს თუ აპატიებდა. მასაც ხომ ჰქონდა ღირსება და არც ის მისცემდა საკუთარ თავს ღირსება შეელახა.  გოგონა  უყურებდა ახლა დათას სურათს ტელეფონში გადმოწერილი, რომ ჰქონდა და თავისთვის ფიქრობდა : "დრო ყველაფრის მკურნალია და  ოდესმე იმედია შევძლებ ბოდიშის მოხდას, ამას დიდიხნის მომზადება დაჭირდება, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე მორალურად, რადგან იმ ყველაფრის მერე ეს ასე ადვილი სათქმელი არა, თან თუ არ მაპატია, გული ძალიან მეტკინება, მაგ მომენტის დადგომას მირჩევნია მიწა გასკდეს და თან ჩამიტანოს,  მეხი დამეცეს, ან რამე უბედურება შემემთხვეს, ვიდრე გავაცნობიერო, რომ ჟამთა ცვლასთან ერთად არაფერი შეცვლილა და ძალიან ღრმად უპატიებელი შეცდომა დავუშვი" ის აღარა ბრაზობდა დათაზე, ახლა საკუთარ თავზე იყო გაბრაზებული ცუდი სიტყვები რომ  აკადრა ბიჭს დაუფიქრებლად, მაგრამ შეცდომას ყველა უშვებს, დიდი თუ პატარა, უფროს ასაკში მას შეიძლება მსგავსი რამ არ ეთქვა, მაგრამ ახლა ის ბავშვი იყო და ვერ წარმოიდგენდა ადამიანი რომელიც სიცოცხკლეზე მეტად ერჩივნა, ასე მწარედ მოატყუებდა. 
    დარიკო რამდენიმე წუთი გაშტერებული უყურებდა სურათს, ბოლოს თავისთვის თქვა: "ნებისმიერი წარმატება  დათა, რასაც მიაღწევ თუ მოვიდა ჩემს ყურამდე. ძალიან გამიხარდება. მინდა რომ სულ ბედნიერი იყო. შენ იმსახურებ ისეთ ადამიანს გვერდით, ვინც ოდნავ ტონის აწევაზე არ გაგინაწყენდება და თავის ვითომ " დაქალის" ტყუილს არ აჰყვება".შემდეგ გამორთო ტელეფონი და დამწუხრებული თავის უგუნური საქციელის გამო დაწვა და დაიძინა.

                                                            5
      მარტის ხუთ რიცხვში კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა ფეხბურთში ქვედა სოფელი ზედა სოფელს. ამჯერად ორივე მხარე კარგად იყო მომზადებულნი და სანახაობრივი ფეხბურთი ჩაატარეს. მართალია ამჯერად მჭადიჯვარი 2-1 დამარცხდა, მაგრამ ამით გული არ გასტეხიათ ბიჭებს. გამარჯვებას ყოველთვის მოჰყვება ავდარი, მზიან ამინდს -  წვიმა და პირიქით. 
      -არაუშავს შემდეგში მოვიგებთ - გაამხნევა თანასოფლელები დათამ
      -ჩვენს გუნდს ვაჟა აკლია. წინა თამაშზე მაგის გარეშე ძლივს მოვიგეთ, ახლა კიდევ დავმარცხდით. თქვა უშანგიმ. 
        -მერე დაგეძახა, შენ სახლის გვერდით არ ცხოვრობს?
        -სახლი გაყიდეს, გადავიდნენ.....         
        -გადავიდნენ? სიტყვა გააწყვეტინა დათამ უშანგის.
        -ხო. არ იცოდი?
        -არა. 
        -სად გადავიდნენ?
        -თბილისში.
        დათა თვეზე მეტია გარეთ არ გამოდიოდა, რადგან გამოცდისთვის მართლა სერიოზულად ემზადებოდა.  ამ ერთ თვეში, მხოლოდ ერთხელ აუშვეს მაღლა- პურის საყიდლად. მაშინ მამამისი სამსახურის მერე ძმაკაცის დაბადებისდღეზე იყო წასული და იქ დარჩენილიყო. დილით რომ ესაუზმათ ოჯახს, დედამ დათა გააგზავნა პროდუქტების საყიდლად.  უშანგის ნათქვამის მერე დათას გაახსენდა, რომ ზემოთ რომ ადიოდა, ვაჟას სახლიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა, არც მანქანა იდგა სახლის წინ, მართალია ძალიან გაუკვირდა, მაგრამ დიდად ყურადღები არ მიუქცევია. " ეტყობა დღეს შიგნით უყენიათ თქვა თავისთვის" ბიჭმა და გზა გააგრძელა. თურმე გადასულან, შეიძლება ამ ხნის განმავლობაში სოფელში კიდევ რაღაც მომხდარიყო, მაგრამ დათას არ აინტერესებდა, თავის სამეცადინოზე ფიქრობდა.  ბიჭს ეს ამბავი შიგნით ეწყინა და თან გაუხარდა, ეწყინა იმიტომ რომ მისი მეგობარი წასულიყო და შესაბამისად პირადად ვეღარ ნახავდა, მაგრამ თან უხაროდა, რადგან რის გამოც ეკლესიაში ყოფნა და სიარული არ სიამოვნებდა, მოიხსნა, ბიჭმა ეს არ შეიმჩნია, სახეზე ღიმილიც კი არ ათამაშებია, სერიოზული მიმიკა შეინარჩუნა და იკითხა:
      -შემდეგი თამაში როდის არის დანიშნული?
      -გამოცდების მერე.
      -გუნდში ახალი ფეხბურთელი გვჭირდება, ვინც შეძლებს ვაჟას ჩანაცვლებას, თუ  ისევ წავაგეთ, ხალხის სალაპარაკო გავხდებით, მაგათ ყბიდან დიდიხანი ვერ ამოვალთ.
    -ერთი ვიცი, მაღლა სოფლის ბოლოში ცხოვრობს, მაგრამ არ ვიცი თუ დათაანხმდება.
      -ვინ არის?
      -კაახანთ შაქრო.
      -მაგას მე დაველაპარაკები და წამოვა.
      -ძალიან კარგი. 
      ბიჭები გაოფლიანებული იყვნენ, ამიტომ უმალ სახლებში წავიდნენ.დათა ჭიშკარში რომ შედიოდა დარიკოს სახლის მხარეს გაიხედა. არავინ ჩანდა ეზოში. 
    -ეჰ, ამოიოხრა ბიჭმა. 
      რამდენიმე საათში ჭიშკრიდან ისევ გაიხედა, ეზოში კვლავ არავინ იყო. 
      -დედა მწარიაშვილები ხომ არ დაგინახავს დღეს? - ჰკითხა დათამ მშობელს, როცა წვებოდნენ.
      -დილას ვნახე ვახტანგი და დედამისი, მერე აღარ გამიხედავს იქით, რა იყო?
      -არაფერი.უბრალოდ გავიხედე და არავინ ჩანდა, ხო არ გადავიდნენ-მეთქი.
      -არა, შვილო, იქ არიან, შენ ალბათ დარიკო გინდოდა გენახა ხო? ის მეცადინეობს და გარეთ საერთოდ არ იყურება.
      -შენ საიდან მიხვდი ჩემ წადილს?
      -ვგრძნობ შვილო ისევ რომ გიყვარს.
        -მართალი ხარ დე, 
      -მერე რატომ არ დაელაპარაკები?
      -იმ ყველაფრის მერე დაელაპარაკო ესე ადვილი არ არის, თავმოყვარეობა არ მაძლევს ამის უფლებას. ვიცი რომ მასაც ვუყვარვარ და ჯერ-ჯერობით მასაც უჭირს ამ თემაზე საუბარი.
      -რა იცი?
      -გუმანით ვგრძნობ.
      -ალბათ მართალი ხარ. უნდა დაატანოთ თავს ძალა და დაილაპარაკოთ, თქვენი დაშორება არ შეიძლება! ოჯახი უნდა შექმნათ, სხვა რამ უბრალოდ წარმოუდგენელია.       
      -კარგი დავიძინოთ, არ გვინდა ასეთი საუბრები თქვა ბიჭმა და თვალები დახუჭა. 
        მეორე დღეს ათ საათზე ბიჭი გავიდა ჭიშკარში. გარეთ დაინახა დარიკო, რომელიც ბაღში დასეირნობდა და ხეებს ათვალიერებდა.
        -გამარჯობა.
        -გაგიმარჯოს - თქვა გოგონამ და უცბად შეხტა სახლში. 
        მსგავსი რამ მრავალგზის განმეორდა სკოლაში, თუ მის გარეთ, მაგრამ არასოდეს არ უთქვამს დათას დარიკოსთვის საყვედური და არც სხვასთან დაუჩივლია, რადგან ხვდებოდა იგი ამის მიზეზს. ორივე მხარემ კარგად იცოდა, საუბრის გაუბმას მოყვებოდა არასასიამოვნო თემაზე დისკუსია, რისთვისაც არცერთი არ იყო მზად. ორივეს უფლისთვის უნდა მიენდო თავი, თუ ის ინდომებდა, მათი საუბარი შედგებოდა და იქნება შერიგებულიყვნენ, თუ არადა რაც არ უნდა სამწუხარო ყოფილიყო, ესეიგი ესე იყო საჭირო, მაგრამ ეს უკანასკნელი ბიჭისთვის ნაკლებად საეჭვო იყო, რადგან ეკლესიაში დაიწყო სიარული და ღმერთს ევედრებოდა მოწყალე ყოფილიყო. ის არ აცდენდა არცერთ წირვა -ლოცვას, აღსარებას ამბობდა, გალობის მოსმენა უკვე სიამოვნებდა, ყურში აღარ ესმოდა ეშმაკური მუსიკა და სალოცავიდან აღარ გარბოდა. ყველაფერი  თითქოს წესრიგში იყო, დარჩენილი იყო ერთი ჭანჭიკი, რაზეც ზემოთ ვისაუბრე და ესეც თუ გამოსწორდებოდა, ესეიგი ცხოვრებაის იდილ;იას მიეღწია ბიჭს, მას მართალია არ სურდა ასეთი ცვლილება, ვაჟა ენატრებოდა, მაგრამ ღვთის სახლს იგი ყველა და ყველაფერზე მაღლა აყენებდა და შესაბამისად თუ ღრუბლებზე მჯდომარე თეთრ წვერა მოხუცმა  ასე გადაწყვიტა, მეგობრის დაკარგვა ნაკლებად ანაღვლებდა, თან რა დაკარგვა? ტელეფონზე ურეკავდა ხოლმე კვირაში ერთხელ, შემდეგ ზაფხულს თუ შემოდგომას ისიც წავიდოდა ქალაქში,  ძველებურად წელიწადის ნებისმიერ დროს და ისევ ერთად იქნებოდნენ. ვერ აღიქვამდა მუქ ფერებში, იმას რაც ღია ფერებში ჩანდა - არ ნერვიულობდა საერთოდ, უბრალოდ დროებითი დისტანცია იყო საჭირო, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნებოდა - უფრო დაჭკვიანებულები იქნებოდნენ და უფრო ტკბილად გაატარებდნენ დროს ძმაკაცები.ზოგმა რომ იცის უბრალო რაღაცაზე ტრაგედიის შექმნა და გმინვა, დათა ასეთი არ იყო. ცუდი მაშინ იყო მისთვის, რაც მართლა ცუდი იყო და არა მაშინ როდესაც უბრალოდ რაღაც აღარ იყო ისე, როგორც ადრე და შიშის საფუძველიც კი არ არსებობდა. 
      ეკლესიაში კვირაობით ბევრი ადამიანი დადიოდა. მათ შორის იყო ნატა, რომელიც არცერთ წირვას არ აცდენდა და მოძღვარს აღსარებას აბარებდა. ბიჭი და გოგო ერთმანეთს ყურადღებას არ აქცევდნენ, ისე ცივად გაუვლიდნენ ერთი-მეორეს, თითქოს ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ. ნატა თავის დაქალებთან ერთად მოდიოდა,  45 წუთიანი ფეხზე დგომის შემდეგ გარეთ გადიოდნენ და ჭორაობდნენ, მერე უკან ბრუნდებოდნენ და იცდიდნენ სანამ მოძღვარი მათთვის მოიცლიდა. ამ გოგოებს, გარდა იმისა რომ ცნობილ ბიჭებზე მონადირეები იყვნენ, ასევე სახელი ჰქონდათ გავარდნილი  მწარე ენით და ჭორაობითაც. ერთმანეთისგან იგებდნენ ათასგვარ ჭორებს და ხალხში ავრცელებდნენ.  როცა რაღაცა საეჭვოს დაინახავდნენ, იმწამვსე მოარგებდნენ საკუთარ თეორიებს და საჯაროდ ისე ლაპარაკობდნენ, თითქოს მართლები იყვნენ. თავიდან მათ  უსმენდნენ, მაგრამ ბოლოს რომ დაინახეს, ბუზის სპილოდ გადაქცევის ოსტატები იყვნენ,ყურადღებას არავინ აქცევდა. ბოლოსდაბოლოს როგორც იქნა მიხვდნენ, რომ არავის ევასებოდათ  ისინი და იყვნენ თავისთვის სამი დაქალი, ხალხის აზრი მათთვის ნაკლები მნიშვნელობის იყო, მთავარი ეპოვნათ ის, ვისზეც შეძლებდნენ დაოჯახებას. ნინის და სოფოს ჰყავდათ გვერდით სოფელში მაცხოვრებლები, ნატას აღარ უკვე.რამდენიმე კვირიანი თვალების ჟუჟუნის შემდეგ მამრი ვერ  დაითრია, რომელიც გვერდით სოფელში ცხოვრობდა, მაგრამ საუბედუროდ სხვა ტიპის გოგოები მოსწონდა.მისთვის არ იყო ეს ტრაგედია, რადგან მალე თბილისში წავიდოდა და იქ ნახავდა ვინმეს. მისი დაქალებიც მიჰყვებოდნენ ნატას ქალაქში და ამ ურთიერთობებს სერიოზულად არ უყურებდნენ, რადგან მათთვისაც ქალაქელი ბიჭი უფრო გამოსული იყო, ვიდრე სოფლელი. სამივე დაქალი უფრთო ანგელოზად მოჩვენების დიდსტატები იყვნენ, იცოდნენ როგორ უნდა დაეხვიათ თავბრუ ადვილად, მაგრამ ამან ერთ-ორ შემთხვევაში არ გაჭრა და ეს ბოლოს მათ რიცხვში შედიოდა. ნატას  და მის დაქალებს აღარ აინტერესებდათ, მიუწვდომელი კლდე, ვის გამოც გოგონამ მთელი თავის რესურსი დახარჯა, ახლა მათთვის მნიშვნელოვანი იყო, დათა დაესაჯათ მწარედ, ამისთვის ჭორების გავრცელება იყო საჭირო, მაგრამ ვერაფერს ვერ ახერხებდნენ,ბიჭი გარეთ არ გამოდიოდა, მეცადინეობდა, მანამდე კი ის ხალხში უმწიკვლო რეპუტაციით სარგებლობდა, თითქოს მიწაზე ჩამოვარდნილი ანგელოზი იყო, რომელსაც ადამიანებმა ფრთები მოაჭრეს და თავისნაირ ჩვეულებრივ რიგით ადამიანად აქციეს. არაფერი იყო ბიჭთან ისეთი, რომ კუდს მოაბავდნენ. გოგოებს თავი ზღაპარში ეგონათ, რადგან დათა ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანი გახლდათ, როგორც ისინი, შესაბამისად რაღაც სალაპარაკო ექნებოდათ. სწორედ ეს აზრი იყო რომ ფარ-ხმალს არ ჰყრიდნენ და დაქალებს საკბილოს მოგდების იმედი ჰქონდათ.
                        ........................................................................
    მაისის ხუთში საქართველოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული  იყო.  ღამის თენებაზე უამრავი ადამიანი მისულიყო ტაძარში.  დათას სიზმარშიც ვერ წარმოედგინა ეს დღე რომ გაეცდინა, მას ერჩივნა მომკვდარიყო, ვიდრე ამ მომენტში წირვას არ დასწრებოდა. მას თან  დარიკოს მეგობარი ნინა ახლდა. დარიკო მას ძალიან იშვიათად ნახულობდა, იმიტომ კი არა მას ასე უნდოდა, უბრალოდ გოგონა ვაჟაზე იყო შეყვარებული და მისგან უარი ვერ ეპატიებინა, იცოდა რა რომ დათა და დარიკო ვაჟასთან მეგობრობდნენ, ერიდებოდა ხშირად მათ, რათა ბიჭს არ გადაჰყროდა. როდესაც ვაჟას და ნინის გზები იკვეთებოდა, გოგონას იმწამსვე ცუდი შეგრძნება ეუფლებოდა, რადგან ძალიან ამაყი იყო და უარის თქმა მისთვის აქამდე ვერავის გაებედა. ახლა როდესაც ბიჭი წასული იყო, ორივესთან გაიხსნა და ჩვეულებრივ ემეგობრებოდა. იგი პირველი გულშემატკივარი იყო მათი ურთიერთობის გააგრძელების, მაგრამ არცერთს მათგანს არ ეუბნებოდა არაფერს, რადგან მათი ესმოდა, ისიც ასე მოიმოქმედებდა, უბრალოდ  ქალური ინტუიცით წამდა, რომ დაადგებოდა დღე როდესაც ისინი შერიგდებოდნენ. დათას ამის მაინცდამაინც აღარ ჯეროდა, რადგან თვეები იყო გასული და არაფერი შეცვლილა. გარდაქმნის მცირე ნიშანიც არ ყოფილა. დათამ თავის ყოფილი შეყვარებული წარსულის ჯურღმულებში მოათავსა და ახლა ინტერნეტის საშუალებით ახალს ეძებდა, მაგრამ არასდროს უმართლებდა, რადგან  არ მალავდა რომ სოფლელი იყო და უმაღლესში ჩაბარების შემდეგ ჩამოვიდოდა თბილისში. ამის გამო ძალიან ბევრი გოგო უარს ამბობდა მასთან კონტაქტზე, ან მხოლოდ მეგობრობას ჰპირდებოდა. ეს ნიშანი იყო, რომ დათას  დარიკოს გარდა ვერავისთან ექნებოდა სერიოზული ურთიერთობა, თითქოს ბედს ასე სურდა,  თითქოს ეს იყოს ბედისწერის ძღვენი, რომელიც მცირე ხნის შემდეგ უკან წაიღო, შესაბამისად  დაკარგული იყო და ან გამოჩნდებოდა ისევ და დათა მჟავანაძეს ალბათ ოჯახი ეყოლებოდა, ან არა და ბედისწერას სურდა ყოფილიყო მარტო და ამას უნდა დამორჩილებოდა. როდესაც დათას უთხრა ნინიმ  ეკლესიაში მივდივარ და ერთად წავიდეთო, შემდეგ დარიკოს დაუკავშირდა, მანაც გამოხატა წამოსვლის სურვილი, მაგრამ რომ გაიგო, ვინ მისდევდა ნინის, უარი თქვა, არ სურდა მის გვერდზე მდგარიყო. სათქმელი მოაწვებოდა , შემდეგ სევდა, ცრემლები და აცრემლებული წავიდოდა  სახლში.დარიკო კარგ ხასიათზე იყო და არ სურდა განწყობის გაფუჭება.
      -გამარჯობა, უშანგი უამრავ ხალხში იცნო დათამ თავის მეგობარი. გოგო და ბიჭი მისკენ წავიდნენ.
      -გამარჯობათ, როგორ ხარ?
      -კარგად, თავად?
      -კარგად, ეკლესიაში არ შევიდეთ?
      -შევიდეთ, თქვა დათამ და სამივე ტაძარში შევიდნენ.
      ნინი უშანგის არ იცნობდა. მართალია ორივე ერთ სოფელში ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთი ქვედა უბნელი იყო, მეორე ზედა. არცერთი მათგანი არ ადიოდა მაღლა, არც ჩადიოდა, თუ საქმე არ ჰქონდათ, ეს კი ძალიან იშვიათად ხდებოდა. 
      -დილამდე აქ უნდა იყო? - ჩაიჩურჩულა უშანგიმ     
      -სუ, უსმინე მედავითნეს ჩაისისინა დათამ
    ამ წუთას მათ არ იცოდნენ, თუ უკნიდან ვინმე უყურებდა. თითქოს  მისტიური თვალი გაჩენილიყო ეკლესიაში და ეს სამი ადამიანი დაბმული და პირმოკუმული ჰყავდა. მის ნებაზე იყო როდის დაილაპარაკებდნენ, ან გაინძრეოდნენ. ახლა თითქოს დათა, ნინი, უშანგი გაყინულები იყვნენ და ვერანაირ წინაღმდეგობას ვერ უწევდნენ ზეციურ არსებას. 
    უცბად თვალს თვითინდეთიფიკაცია მოუნდა და დათამ მიაბრუნა უკან თავი, რატომ თვითონაც არ იცოდა, უბრალოდ აზრი აეკვიატა, უნდა დაენახა უკან ვინ იდგა და აღმოჩნდა რომ ნატა იდგა. მის გვერდით ბიჭი იდგა, რომელსაც გიორგი ერქვა და ამ სოფელში ახალი გადმოსული იყო. ის ჯავახიშვილში იურიდიულზე აბარებდა და სამომავლოდ საზღვარგარეთ სწავლას აპირებდა. როდესაც ნატამ დაინახა ეს ბიჭი, მაშინვე მოიხიბლა და ბოლო ორი კვირა მის შებმას ცდილობდა. მიაღწია კიდევაც მიზანს, სხვადასხვა საშუალებებით: უცბად ერთი ჩვეულებრივი გოგო უცბად ულამაზესი დაადგა, ხასიათითაც ანგელოზად მოაჩვენა თავი და ბიჭს მეტი რა უნდოდა? ნატა იცნობდა ნინის დარიკოსგან, მაგრამ თავის ნინისგან როგორც ცა და დედამიწა განსხვავდებოდა, ამიტომ მაინცდამაინც არ უყვარდა. როდესაც სამივე ეკლესიაში შევიდნენ ნატა და გიორგიც შემოვიდნენ. გოგონას აზრი დაუტრიალდა, რომ დათას ახალი ვინმე გაეჩინა, შეეძლო ეს თავის დაქალებში ეთქვა, მაგრამ  ამათი ჭორაობის ამბავი ნინის რომ გაეგო, შავ დღეში ჩააგდებდა, ძალიან მწარედ ახსოვდა, შარშანწინ სახალხოდ კვერცხის ქურდობა რომ დააბრალა, რა დღეში ჩააგდო. გოგონამ ცილისმწამებელს დაუმტკიცა, რომ მტყუანი იყო და ისე გამოლანძღა, ნატას მეორეჯერ აღარ ნდომებია, არათუ რამის დაბრალება, არამედ უბრალოდ დალაპარაკებაც კი.
მსგავსი რაღაც შეემთხვათ სოფოს და ნინოს ამ გოგოსთან და ამის მერე იყო, რომ სამივეს ძალიან ეშინოდათ ნინისი. იმ პერიოდში დარიკომ და დათამ არ იცოდა ამ ოთხის ამბავი, თორემ შეიძლებოდა უფრო ადრე დაშორებოდნენ ნატას და  შემდგომ არ მომხდარიყო ცუდი ამბები, მაგრამ მეგობარმა დაუმალა, რადგან იცოდა განსაკუთრებით დარიკოს ძალიან უყვარდა ნატა, როდესაც ადამიანს ახლობელს ულანძღავ, ხშირად ის არ უკვირდება, მართალი ხარ, თუ მტყუანი, ამრეზით გიყურებს და პერსონა ნონ გრატა ხდები მისთვის, ნინიმ ძალიან კარგად იცოდა ეს  და რადგანაც ხშირი ურთიერთობა არ ჰქონდა თავის მეგობართან, დარწმუნებული არ იყო დარიკოს კარგ დამოკიდებულების არ შეცვლაში.
  -"ნეტავ სხვა გოგო ყოფილიყო, კაი საჭორაო მასალა მექნებოდა, ახლა კი უნდა პირში წყალი უნდა ჩავიგუბო, თორემ  ძალიან ცუდი რაღაც შეიძლება დამემართოს. ფიქრობდა ნატა.  იგი აცნობიერებდა, რომ ახლა თუ მისი გრძელი ენის ამბავი დარიკომდე მიაღწევდა, ისიც კარგად გამოლანძღავდა, მართალია ამ ამბავს დათა უსიტყვოდ არ დატოვებდა, მაგრამ დათასი ნაკლებად ეშინოდა, მთავარია გოგოებს არ გაეგოთ. ნატა უშანგის შორიდან იცნობდა და ნაკლებად აინტერესებდა. მიზეზი დაქალების სოლიდარობა იყო: დაახლოებით სამი წლის წინ ჯერ ერთს და მერე მეორეს მოეწონა ეს ბიჭი, მაგრამ უშანგი ძალიან ჭკვიანი ბიჭი იყო, უცბად მიხვდა მათ თამაშს და უარის სახით ცივი წყალი გადაასხა. ნატა რამდენჯერმე შეხვედრია უშანგის , ეგონა ან ერთი, ან მეორე დაკერავდა და უფრო ახლოს გაიცნობდა, მაგრამ განგებას თურმე სხვანაირად სდომებია და ეს ბიჭი წარსულის ნაგვსაყრელზე გადაისროლა, ანუ აღარ ახსენდებდა საერთოდ, გინდა ვინმეს შეხვედრისას ეხსენებინა, გინდა არა. მის დაქალებს საერთოდ აღარ სურდათ მასზე საუბარი და შესაბამისად.................... დაქალების სოლიდარობის მიზნით როდესაც შემთხვევით ხვდებოდა, არასდროს ესალმებოდა და ცხვირ აწეული ჩაუვლიდა გვერდზე.
    -ბავშვებო გაიხედეთ, ჩვენს უკან ნატა დგას ჩაისისინა დათამ.
    ორივემ გაიხედეს. გოგონა გაშტერებული უყურებდა მათ, თითქოს ეკლესია გამქრალიყო და ხუთივე  სადღაც უდაბნოში მდგარ ძეგლებად ქცეულიყვნენ სამი წინ და ორი უკან. არც მღვდლის საუბარი ესმოდა ნატას, არც მგალობელთა გალობა და ვერაფერს ხედავდა, გარდა ამ სამისა და მის გვერდზე მდგომ ბიჭისა. მისი ყურადღების ფოკუსში  მხოლოდ ისინი იყვნენ. 
    -წამო, წავიდეთ რა! ჩემთვის არასასიამოვნო ადამიანია ეგ! - ჩაიჩურჩულა უშანგიმ. 
    -ჩემთვისაც - კვერი დაუკრა ნინიმ. 
    -კარგი. მეც მაგრად მეძინება და რაც მალე დავტოვებთ აქაურობას მით უკეთესი.   
      სამივე წავიდნენ.
    ნატას მოაკლდა სანახაობა, მაგრამ ახლა მის გვერდით ადამიანი იდგა, ვინც უყვარდა, ვისთანაც ერთად ატარებდა დროს, ყველაფერს ერჩივნა დროებით, ან სამუდამოდ თუ გიორგი მართლა მოახერხებდა თბილისში წასვლას. კიდევ ერთხელ იგრძნო როგორ იზიდავდა ბიჭი და სიყვარულის მორევში აგდებდა, გვერდზე მდგომის თვალების დანახვა ისე სიამოვნებდა, რომ უნდოდა ტუჩებში ეკოცნა, მაგრამ აქ უხერხული იყო, თან გარეთ კულისებში ისედაც საკმარისად იღებდა ამ სიამოვნებას. კიდევ ერთი ამდენი ხალხის თანდასწრებით უკვე ზედმეტი იყო. მართალია ნატას გიორგის მიმართ გრძნობა ჰქონდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ მის მიმართ ყოველთვის გულწრფელი იყო. ახლაც თუ კი კითხავდა: "რას გაგიშტერებია თვალებიო?" სიმართლეს დაუმალავდა და ეტყოდა გაჩერებული რომ ვარ დიდხანს, ასეთი ჩვევა მაქვსო, დაიჯერებდა ამას ბიჭი და გაატარებდა, რადგან დიდხანს ერთ ადგილას დგომისას მასაც ემართებოდა მსგავსი. ამ ორ ადამიანს  შორის ის განსხვავება იყო, რომ უხერხულ სიტუაციაში რომ არ ჩავარდნილიყო ბიჭი ვერ ახერხებდა თავის შეკავებას, გოგონას უნებლიედ არ მოსდიოდა, ადამიანებს შეგნებულად აშტერდებოდა, რომელთაგან ნაწილი მისი ნაცნობი იყო, რომლისგანაც რაღაც სურდა გაეგო და მერე თავის დაქალებთან გადმოაფრქვევდა, გაგონილს რაღაც მიაბავდა  და დაქალები ასე ლაპარაკ-ლაპარაკში და კისკისში გაატარებდნენ დროს. ეს საუბარი სხვას არ უნდა მოესმინა, რადგან ერთხელ როდესაც სხვამ მოისმინა, ის სხვა დარიკოს დეიდაშვილი აღმოჩნდა და ყველაფერი გამომჟღავნდა. ნატა შურისძიების გრძნობით აღვსილი იყო ამ გოგოს მიმართ და შესაბამის მომენტს ელოდა. ასეთი მომენტიც დაადგა: სრულიად შემთხვევით დაინახა გოგონა ბროშურებით ხელში, რეალურად მას იეჰოვას მოწმეებმა რომ მიაჩეჩეს, უარი ვერ უთხრა და როდესაც უკვე საკმაო მანძილზე დაშორებული იყო, ნაგვის ურნისკენ მიდიოდა გადასაყრელად. ნატამ თავის დაქალებთან ერთად  განიხილა ეს "საკითხი" და სამივემ ფეისბუკის საშუალებით დააყარეს ჭორები, რომ იეჰოვას მოწმე იყო. დიდხანს ამტკიცებდა გოგონა ხალხში რომ ეს ტყუილი გახლდათ, მაგრამ...  ორი წლის შემდეგ ძლივს დააჯერა ყველა ჭორებს აყოლილი ადამიანები რომ მართმადიდებელი იყო.
      ნატას დაახლოებით სამი წლის წინ გაეხსნა ფეისბუკი, როდესაც სოფელში უფასო ინტერნეტი შემოვიდა და მშობლებმა ლეპტოპი უყიდეს. მაშინ დაიმატა ვისაც კი იცნობდა. უცნობების მოთხოვნებს არ ეთანხმებოდა, შემდეგ როდესაც ასაკში შევიდა და დათასგან ხელცარიელი დარჩა, ვისგანაც დამატება მოსდიოდა, ყველას იმატებდა. ბიჭებს ეგონათ, რომ ნატა ნაშობდა, ეს ასე იყო, ყველას თანხმდებოდა შეხვედრაზე, მაგრამ  იმედგაცრუებული რჩებოდა, რადგან არცერთი მათგანი არ ცხოვრობდა სოფელ მჭადიჯვართან ახლოს და შორ მანძილებზე სიარული ეზარებოდა. როდესაც გიორგი გაიცნო, უცხოებს უკვე აღარ იმატებდა, ვინც  კი ჰყავდა დამატებული, ისინიც წაშალა, მათ შორის იყვნენ ნაცნობები, რომელთაც მისი შეყვარებული არ იცნობდა. ერთ-ერთი  დათა იყო, მას ნაკლებად ანაღვლებდა ეს ამბავი, რადგან ნატა მისთვის  იმ ხალხის სიაში მოხვედრილი იყო, რომელთაც იცნობდა და ნეტავ არ გაეცნო. არ სურდა ამ გოგოსთან არანაირი კონტაქტი, გზად თუ შეხვდებოდა გამარჯობას არ ეუბნებოდა და მეორე მხრიდანაც დუმილი იყო.  ადრე ნატას აბრაზებდა, რადგან გულის სიღრმეში პატარა მარცვალი დარჩენილიყო ამ ბიჭთან ურთიერთობის, ახლა კი სრულიად ეკიდა. ნატა მხოლოდ და მხოლოდ თავის გიორგიზე, დაქალებზე და იმ ადამიანებზე ფიქრობდა, ვისაც მიზანში ამოიღებდა და საჭორაო მასალა დაუგროვდებოდა. ჭორაობა თავიდან  ადამიანებთან საუბრისას ხდებოდა, მაგრამ შემდეგ განვითარება განიცადა ფეისბუკზე დაიწყეს ჭორების დაყრა. მართალია ამ დროს უკვე არცერთ ადამიანს არ ევასებოდათ ისინი თავის ხასიათის გამო, მაგრამ რასაც წერდნენ სხვადასხვა ადამიანებზე ადამიანების გარკვეულ რაოდენობას მართალი ეგონა  და ავრცელებდნენ.  ასე ვრცელდებოდა ჭორები, დიდ გუნდად იკვრებოდა და შემდეგ უკვე მისი დაშლა და მთლიანად მოსპობა ძალიან რთული  იყო.
    როდესაც ნატამ საკუთარი ფეისბუკ მეგობრების გასუფთავება დაასრულა, მალევე წამოვიდა მესიჯები: რატომ? რა დავაშავე? რა ცუდი გოგო ხარ! არცერთისთვის არ უპასუხია, რადგან მის შეყვარებულს სურდა ასე და შეყვარებულის აზრი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ერთადერთი ადამიანები ვისაც არ მიუწერიათ, იყვნენ დათა და უშანგი, მართალია ისინი სოციალური ქსელის ხშირი მომხმარებლები იყვნენ, მაგრამ ნატასთან მეგობრობა მათთვის სულერთი იყო, უბრალოდ რიგით მეგობრად ჰყავდათ, რომლის პოსტებსაც ნახულობდნენ, მაგრამ არანაირ რეაგირებას არ ახდენდნენ. ( ან რა უნდა ეთქვათ ნიუსფიდში უმეტესობა სიყვარულს ეხებოდა, დანარჩენი მცირე ნაწილი კი უაზრო ღადაობა იყო, რაც ბიჭებს არ აინტერესებდათ.) ისინი სიახლის შემცველ პოსტებს ეძებდნენ, და პოულობდნენ კიდევაც საკმაოდ ბევრს, ოღონდ არა სიყვარულზე და ამ ცხოვრების ამაოებაზე..... ეს მათთვის და კიდევ ბევრისთვის ძალიან მოსაწყენი თემა იყო. 
      ნატას დარიკო არ ამოუშლია, რადგან ის გოგო იყო და შეყვარებული უცნობ თუ ნაცნობ გოგოს დატოვების ნებას აძლევდა. ერთი-ორჯერ დათამ უშანგის საშუალებით დარიკოსგან გაიგო, რომ ნატა გულს აწყალებდა, ყოველდღე თავის შეყვარებულთან დებდა ფოტოს, თითქოს ისეთი რაღაც მომხდარიყო მის ცხოვრებაში, რამაც ძალიან გააბედნიერა, მაგრამ ისინი მხოლოდ გარეგნულად  იყვნენ  შეყვარებულები, შეუიარაღებელი თვალის საშუალებით დაკვირვებით კი მიხვდებოდა ადამიანი რომ უბრალო გატაცება აკავშირებდათ. ამაზე უშანგიმ და დათამ ძალიან ბევრი იცინეს.  არცერთ მათგანს არ უკვირდა მსგავსი, მაგრამ გოგონას აღიზიანებდა, რადგან ვერ ხვდებოდა, რა საჭირო იყო ამდენი "მიყვარხარ მიყვარხარ",  ერთი ნათქვამითაც  ისედაც ცხადი უნდა ყოფილიყო ეს.  დარიკოს  ნატას და მისი დაქალების სხვა რაღაცებიც აღიზიანებდა. ისინი დებდნენ ყველაფერს, რაც ქმედებას ეხებოდა: რას ჭამდნენ, სვამდნენ, უყურებდნენ, ვის ხვდებოდნენ, სად იყვნენ, ერთადერთი მოჯმის ფაქტი არ იდო, რადგან ეს შეუძლებელი იყო, შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ, რა მოხდებოდა მხოლოდ ღმერთმა უწყოდა. დარიკო, დათა, უშანგი, ნინი და ვახტანგი უფრო მეტად განვითარებულები იყვნენ, მათ პროფილებისთვის რომ შეგეხედათ, ეტყობოდათ, რომ ძალიან განათლებული, ჭკვიანი და თბილი ადამიანები იყვნენ. მათ ბევრი უცხო ერიდებოდათ, რადგან ფეისბუკზე ინტელექტუალურ საუბარს ღლიცინი და უაზრო დიალოგი ერჩივნათ. თითქოს ფეისბუკზე ნატას ფან კლუბი უნდა გახსნილიყო, მაგრამ არა, თუ არ ჩავთვლით ადამიანების რაღაც ენ რაოდენობას, რომლებიც გამოჩენიდან ერთი თვის შემდეგ უკვე ვეღარ იტანდა მათ ენაჭარტალობის გამო. 
      ერთ დღეს  უშანგიმ დათას ლინკი ჩაუგდო მესენჯერში. ბიჭი არ იყო შემოსული და შესაბამისად არ უნახავს. ბიჭი მეცადინეობისგან დაღლილი იყო და ეძინა. როდესაც გაიღვიძა, ისამხრა, გახსნა ფეისბუკი, რათა სიახლეები ენახა. ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი ნახა სოციალურ ქსელში, მათგან განსაკუთრებული იყო უცნობი ფაქტები ვან გოგის ცხოვრების  შესახებ. შემდეგ დაწვდა მესენჯერს, ერთი მესიჯი იყო, დათა გადავიდა ლინკზე, მოხვდა ფილმების ჯგუფში, მივიდა მეორე მესიჯი, " მე შევქმენი, იაქტიურე", ბიჭს ამ მონაწერის დასინვა არ უნდოდა, როგორც აკეთებდა ხოლმე, როდესაც უაზრო ჯგუფებში აგდებდნენ: მაგალითად " შენ ჩამოხვალ მე -12-ში, "მეტროს ქრაში" " დასაოჯახებელთა კლუბი" " საგიჟეთი" "უზომოდ მიყვარხარ" "მიმები" და მსგავსი, მაგრამ ჯერ ერთი მისი მეგობრის ჯგუფი იყო და მერე მეორეც ეტყობოდა აქ სერიოზული ხალხი განიხილავდა ფილმებს, ამიტომ  პასუხი გასცა:
    -კარგი. 
      დათამ ფეისბუკი გამორთო და ფილმი ჩაართო, ახალი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, რომელიც ქართულად ეთარგმნათ, ძალიან მოეწონა. ფილმის დასრულების შემდეგ მესენჯერი აწრიპინდა, თურმე ჩართული დარჩენოდა. ნინი სწერდა. ისევ ლინკი...... იმედია ესეც რაღაც ჯგუფში აქტიურობას არ თხოვდა, თუ არადა უნდა ჩაედინა ცოდვა, მეგობარი დაესინა, მაგრამ არა, რაღაც სურათი ამოუვარდა, სადაც ეხატა ერთ მხარეს პატრიარქი, მეორე მხარეს პატარა ბავშვის ფოტო და ზემოდან წარწერა: "ჩვენი პატრიარქის ბავშვობა,დაწერეთ " ამინ" და გააზიარეთ თუ გინდათ ღმერთი შეგეწიოთ". ლინკის ქვეშ ნინის მიეწერა: "ნახე რა ცოდვაში ვარდებიან ჯერ პოსტის დამდები და  მერე დამკომენტარებლები, რომლებიც ამინ წერენ. ეს პატარა, რომელიც ფოტოზეა ადოლფ ჰიტლერია დათა. ასეთი რამე არ შეიძლება!" ბიჭი გაბრაზდა, მას ძალიან უყვარდა თავის პატრიარქი, ამაზე დიდი მკრეხებლობა მისთვის წარმოუდგენელი იყო. თავიდან თავს იკავდა, მაგრამ ბოლოს ვერ მოითმინა, როდესაც  "ამინის" დამწერი ხალხის რაოდენობა 1500 გადაცდა და დაკომენტარა:
    -ამის დამდებს შიგ აქვს? 
      რამდენიმე წუთში დათას პირადში ვიღაც შალვა ნავერიანისგან  მესიჯი მიუვიდა:
      -მე დავდე, შენ რა გინდა?
      -იცი ამაზე მეტი მკრეხელობა რომ არ არსებობს?
      -მკრეხელობა,  არ ვიცი მე, მსგავსი პოსტებზე ბევრი კომენტარი იდება, ასევე ბევრი გაზიარება აქვს და ეს მისწორდება.
        -მაგარი შიგ გაქვს?!
        -მე?
        -ხომ შენ!
        -აუ ჩემი დედასშევეცი  დედაშენს მაგარი სირი ეზრდები 
        -შენ კიდევ ყლე ხარ
        -სასწრაფოდ დაწერე ნომერი და მისამართი. შალვა ვარ ნავერიანი. ვაჟაზე ვცხოვრობ, სადაც გნახავ იქვე დაგტოვებ შე ჭიაყელავ.
        -აუ თბილისში ჩამოსვლა მეზარება. შორს ვცხოვრობ მაქედან. 
        -სად ცხოვრობ დაწერე და მე მოვალ.
        ამაზე დათას ძალიან შეეშინდა, იფიქრა მართლა არ მოვიდეს, გარჩევა არ დამიწყისო და შალვა დაბლოკა. 
        ათ წუთში დათას გოგოს დამატების მოთხოვნა მიუვიდა, ვიღაც ნინის უნდოდა მასთან დაკონტაქტება. ბიჭი დაეთანხმა. გოგონა სურათებში არ იყო შეუხედავი.  დათამ გადაწყვიტა მიწერა:
        -გამარჯობა
        -გაგიმარჯოს, როგორ ხარ? <3 
        -კარგად შენ? <3
        -კარგად. სასწრაფოდ დაწერე შენი ნომერი და საცხოვრებელი ადგილი შე ჭიაყელა, ვის გაუბედე დაბლოკვა? უნდა გაგსრისო!
        დათა მიხვდა რომ ისევ შალვა იყო და ის გოგოც დაბლოკა. მას მერე არავის შეუწუხებია, რადგან მოპასუხემ  საწყალ ადამიანად და კურდღელად ჩათვალა. ის ასეთებს საქმეებს არ ურჩევდა, უბრალოდ ეცოდებოდა და თუ ვინმე აბულინგებდა, ხელს უშლიდა. დათა მოსვენებულიყო, აღარანაირი შალვა არ აწუხებდა მას. 
       
                            ................................................................................
      ბოლო ორი - სამი თვეა ერთი და იგივე კოშმარი აწუხებდა: თითქოს მწვანე ბალახზე იწვნენ დათა და დარიკო. უცბად მზემ დააჭირა, მაგრამ ეს არავის და არაფერს უგრძვნია, გარდა დარიკოსი. გოგონას ცეცხლი მოეკიდა და მისი ლამაზი სხეული ფერფლად იქცა. დათამ სცადა ეშველა  შეყვარებულისთვის, მაგრამ ვერაფერი მოახერხა. ეს იმას ნიშნავდა დარიკო მონატრებოდა, ეს უკანასკნელი კიდევ შეიძლება დალაპარაკების საბაბი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ბიჭმა არ იცოდა სურვილი ორმხრივი იყო თუ არა, მაგრამ მას სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა გაერისკა. ჭიშკარი გააღო და მწარიაშვილების სახლისკენ  გაიხედა. გოგონა ბაღში იჯდა.
      -გამარჯობა.
      -გაგიმარჯოს.
    -როგორ ხარ? კიდევ ხო არ აპირებ გაქცევას?
      -კარგად. შენ? არა, გისმენ.
    -ჩვენზე მინდა დაგელაპარაკო.
      -მეც. 
    -მოდი შევრიგდეთ და გავაგრძელოთ ძველებური ურთიერთობა...
    -კარგი, მაგრამ იმ სიტყვების მერე თავმოყვარეობა  გაძლევს უფლებას, რომ გქონდეს ჩემთან ურთიერთობა?
    -იმის შემდეგ დიდიხანი გავიდა, მე დამავიწყდა.
      გოგონა დაფიქრდა. მასაც მონატრებოდა დათა  და ესიზმრებოდა იგივე სიზმარი , რაც ბიჭს აწვალებდა, ოღონდ ფერფლად ქცეული ამ შემთხვევაში დათა იყო.. ამდენი ხანი მასაც უჭირდა გაძლება, ამიტომ სხვა გზა არ ჰქონდა დარჩენილი, უნდა შერიგებოდა. ასეც მოხდა.  ბიჭმა ცოტა მოგვიანებით გაიგო, რომ გოგონაც იმავე კოშმარებს ხედავდა და ეს ასე ახსნა: ერთმანეთისთვის იყვნენ დაბადებულნი და ერთი საერთო სიზმარი ამის ზეციური ნიშანი იყო, ვისაც კი ეუბნებოდა ყველა ეუბნებოდა პირში, ვინც კი მისი ახლობელი იყო, რომ  სისულელებს ამბობდა და უბრალო მონატრება იყო, მაგრამ არ უსმენდა, ვისაც არ ევასებოდა გოგოებში ძალიან პოპულარულობის გამო, თუ სხვა მიზეზთა, პირში კვერს უკრავდნენ კი ეგრეაო და ზურგს უკან მის ამ და სხვა გიჟურ აზრებზე იცინოდნენ. ერთხელ დათამ გაიგო ეს ამბავი, პირადად არცერთს არაფერი არ უთხრა, მხოლოდ სოციალურ ქსელში მკაცრად რამდენიმე სიტყვა პოსტის სახით დაადო. კრინტი არცერთს არ ამოუღია, რადგან კომპით საქმის გარჩევა არ უყვარდათ, შესაბამისად ბიჭის აზრი, რომ ისინი ძალიან შეაშინა, მცდარი იყო, რადგან ბავშვებს უკვე სიამოვნების დიდი ნავთსაყუდელში შესულიყვნენ და ამაზე ვერანაირი ფეისბუკზე მიწერილი მუქარა ვერ შეაშინებდა, თან ეს ბიჭი აღარ იყო ისეთი, რომ თავის ნათქვამი შეესრულებინა, ეს აზრი ხალხში გავრცელებული იყო, სოფელში თითქმის ყველა ამაზე საუბრობდა. ამ სისუსტის ბრალი იყო, რომ ფეხბურთი წააგეს. მიზეზი ბიჭს სახეზე ეწერა, ძალიან უყვარდა ჭამა და გასუქებულიყო, ბოლო ორი წელიწადი ვარჯიშისთვის თავი დაენებებინა, ბევრ ცხიმიანს ჭამდა და შედეგი სახეზე იყო. ღიპიანი აღარ იყო ისეთი მოქნილი, როგორც ადრე, თან ამდენი რომ არ ევარჯიშა, ნელ-ნელა კუნთეებმა მიიძინეს და ხელებში " მაწონი" ჩაადგა.  მართალია ასეთ ბიჭს შეყვარებული ჰყავდა და ფეისბუკის საშუალებით ახალ-ახალი გოგოები ეპრანჭებოდნენ ძველ, მაგრამ ისეთი სიხშირით აღარ, რადგან ძველი პოპულარულობა დაკარგული ჰქონდა, ეს ერთგვარად კარგიც იყო, რადგან დათა მობეზრებული ნაკლებად იყო, თან იმავე რაოდენობის ადამიანისთვის აღარ უწევდა ახსნა რომ შეყვარებული ჰყავდა და თავი უნდა დაენებებინათ. სექტემბრის თვეში, მაშინ როდესაც ბავშვებმა საატესტატო გამოცდები ჩააბარეს, დათას ყველა თაყვანისმცემელი ჩამოშორდა, რადგან საიდან არ უარეს ბიჭს, მაგრამ თუ ვინმემ ამ ურთიერთობაში სუსტი წერტილის პოვნა ცადა, არაფერი გამოუვიდა - იგი მაინც თავის ძვირფასი დარიკოს ერთგული იყო. არც არავინ გამოჩენილა ახალი, რადგან იმედგაცრუებული გოგოები თავის დაქალებს უყვებოდნენ თავის იმედგაცრუების შესახებ და ისინიც სხვა ბიჭებით ინტერესდებოდნენ.
 
                                                                6
    გარდა იმისა რომ ვაჟას წასვლამ სრულიად გაანთავისუფლა დათა მარწუხებისგან, ასევე სევდა მოჰგვარა, მას ძალიან ენატრებოდა თავის მეგობარი, ძველებურად ნათელი მომავლის იმედი ჰქონდა,  დროებითი პაუზა მისთვის ერთგვარი სვენების პერიოდი იყო,  დათას ღრმა რწმენით ახლით ჩანაცვლება  გარდაუვალი იყო. ამ აზრს ის ამყარებდა, რომ ეკლესიაში ყოფნისას ღმერთს მხოლოდ ამას სთხოვდა და უფალი მოწყალეა. ის აუცილებლად ისმენს თხოვნას, ამის გარდა ყველა წესს ისე ასრულებდა, როგორც საჭირო იყო, ფეისბუკზე რელიგიაზე, იესო ქრისტეზე, ან ეკლესიაზე ვინმე თუ ცუდს დაწერდა, ძველებურად უსწორდებოდა, ამას მამაოებს არ უყვებოდა, რადგან მისი აზრით კაი საქმე დაფარული უნდა იყოს. შურით არავისი აღარ შურდა, თუ არ ჩავთვლით გიას, რომელმაც ატესტატში მასზე მაღალი ნიშანი აიღო, მაგრამ გადაუარა და ძველებურ ტრადიციას არ უღალატა და ძველებურად დამალა. ამის მიზეზი ის იყო, რომ  ბოლო დროინდელმა მოვლენებმა აზრი გაუმყარა, ძველი დაფარული ღმერთმა შეუნდო და მის მიმართ მოწყალება გაიღო, მართალია ის ამით კმაყოფილი არ იყო, ეგონა მეტს იმსახურებდა, მაგრამ სიკვდილს ჯერ არ აპირებდა, დრო წინ ჰქონდა და ამ პერიოდში ფიქრობდა ყველა თავის საწადელს მიაღწევდა,  უფრო ბედნიერი იქნებოდა, დარიკოსთან ერთად  ერთ დიდ სახლში იცხოვრებსდა, ბევრი შვილი ეყოლებოდათ, მოკლედ იგი ფიქრობდა, რომ უფრო მეტად ცხოვრებისეულ იდილიაში იქნებოდა, რადგან ის თავის საქციელებით ამას იმსახურებდა.
      ზამთრის ბოლოს მჭადიჯვარში ჯერ კიდევ იგრძნობოდა სუსხი, ხალხს კვლავ თბილი ტანსაცმელი ეცვა და თავის საქმეზე ეშურებოდა. მოხუცებულებს ახალგაზრდები  მოლიპულ ყინულზე გადაადგილებაში ეხმარებოდნენ. მიუხედავად სიცივისა ეკლესიაში მრევლი მაინც დადიოდა, ესწრებოდნენ წირვას და ლოცულობდნენ. ერთხელ როდესაც ხალხი წასული იყო, დათა ჩვეულებრივ იდგა იესო ქრისტეს ხატის წინ და ლოცულობდა. მას ბოლო ხანებში უამრავი ხალხის წინაშე ღაღადი არ აკმაყოფილებდა და მერეც ნახევარი საათის განმავლობაში ლოცულობდა. იგი ფიქრობდა, რომ უფლისთვის ეს კიდევ ერთი მსხვერპლი იყო, რომ კარგად ყოფილიყო.  უცებ ტაძარში ორი ბიჭი შემოვიდა, არცერთს  ხელში სანთელი არ ეჭირა, პირჯვარი გადაიწერეს და დათასთან ახლოს მივიდნენ:
      -ზდაროვა, ბრატ!     
      ამ სიტყვებზე ბიჭს აზრი გაუწყდა და მისი გონება ახლად შემოჭრილმა ნათქვამმა მოიცვა:
      -გამარჯობათ.
      -ხალხი  წასულია და აქ რას აკეთებ? 
      -ვლოცულობ და ხელს მიშლით 
        -ჰა ჰა ჰა -გაიცინეს ბიჭებმა და დატოვეს იქაურებმა.

                                      .......................................................................
        აპრილის თვეში სოფელ მჭადიჯვრის ეკლესიაში მეტად არასასიამოვნო ფაქტი მოხდა: ერთ-ერთმა სტიქაროსანმა, რომელსაც სულ რაღაც ერთი თვეა სტიქარი ჩააცვეს, აღსარებაში თქვა რომ მოწია და ისევ გახადეს. ერთმა სტიქაროსანმა გაიგო ეს ერთ-ერთი ბავშვისგან და მთელ მრევლს მოედო, მიზეზი ყველას აინტერესებდა, ვერავინ ვერ ხვდებოდა, თუ რატომ მოხდა ასე, რადგან ეს ბავშვი ასეთი არ იყო, ნაწილი ამბობდა: "ცუდ საზოგადოებას აყვა და მაგის ბრალია, ჩემი თვალით ვნახე გუშინ ვისთან ერთად იყოვო", ზოგი ამბობდა: "მაგისგან ეგ გასაკვირი არა, თავიდანვე ეტყობოდა რაც იქნებოდაო:. ამ დროს  ახსენდებოდათ, ღობის უკნიდან გადმოშვერილი ხე, რომელსაც მწიფე ნაყოფი ება და მოპარვას ამ ადამიანს აბრალებდნენ, რადგან სოფელში ასეთი ოინბაზი ახლა ძალიან იშვიათად  მოიძებნებოდა, წარსულში თუ ვინმე იყო,  ასაკის მატებასთან ერთად ნელ-ნელა სწორდებოდნენ, მაგრამ გამონაკლისიც არსებობდა, როგორც გაცალკევებული კუნძული, რომელსაც დიდიხანია თავის  ხუშტურები ჰქონდა და  ასე ყოფნა კიდევაც მოსწონდა. მისთვის განვითარება არ ნიშნავდა ხასიათის გამოსწორებას, რაც მას სიამოვნებას ანიჭებდა, არამედ უფრო მეტ კითხვას და იმ მინუსების დაფარვას, რაც თავადაც ესირცხვილებოდა. ბოლო ხანებში  მან მოჩვენებითად გამოსწორება დაიწყო, ეს სულ ერთ ადამიანთან ხდებოდა, რომელსაც ხშირად ხვდებოდა და მისთვის საგანძური იყო. ეს გოგონა გახლდათ, რომელიც მისი შეყვარებული იყო და თავს ანგელოზად აჩვენებდა, მართალია თამაშს ბოლომდე ვერ ახერხებდა,  მომენტებში ბუნებრიობის დაფარვა უჭირდა, მაგრამ გოგონა არაფერს ამბობდა, მაგრამ უცხო თვალისთვის მიხვედრა ძალიან რთული იყო,  მოსწონდა თუ არა.აი ბიჭისთვის კი არა, რადგან ის ამ გოგონას მოხარშულს იცნობდა. მაგალითად როდესაც მეცადინეობდნენ ოხუნჯს არ ჰყვებოდა და ბიჭი იძულებული იყო დასერიოზულებულიყო, რამდენიმე წუთში მეორე, მესამე, მეოთხე ტალღა  მოდიოდა, მაგრამ ყოველთვის პირველის მსგავსად მცირე ხნით გრძელდებოდა. გოგონას მუდმივი სერიოზულობა ამას აიძულებდა, მართალია ეს არ მოსწონდა, მაგრამ ხვდებოდა ისინი სამეცადინოდ შეკრებილიყვნენ და არა საოხუნჯოდ, ამიტომ მისი ძალიან კარგად ესმოდა და საყვედურს ვერ ამბობდა.
          ეს ბიჭი დათა იყო, როგორც ზემოთ დავწერე ერთი თვეა სტიქარი ჩაეცვა, მამა იაკობმა შესთავაზა. ერთ-ერთი სტიქაროსანი ანანურის მონასტერში გადაეყვანათ და სხვა ერთი შეხედვით საქმეზე პასუხისმგებელი არავინ ჰყავდათ. ისიც დათანხმდა, უფლის მადლობელი იყო ამის, თუმცა მიხვდა რომ ნათელს ყოველთვის ბნელი ახლავს და ყოველთვის ბედნიერი ვერ იქნებოდა: ერთ კვირაში გამოცდების ჩაბარების შემდგომ მისი თბილისში წასვლის საქმე გართულდა, მის ძმას ყომარბაზობა დაეწყო და ქალაქის სახლი კარტში წაეგო, თავის ძმის სახლში გადასულიყვნენ ოჯახობა, იქ იმდენი იყო ახლა სამ ოთახიან სახლში, დათას ადგილი აღარ იყო, თან ამდენი ბავშვის გამო სახლში სულ ხმაური იყო და ეს ჩვეულებრივ სტუდენტს მეცადინეობაში ხელს შეუშლიდა.ახლა მშობლები იძულებული იყვნენ, შავი დღისთვის გადანახული ფული აეღოთ და ერთი ოთახი ექირავებინათ დათასთვის. მაგრამ აქაც პრობლემა იყო, არ იყვნენ დარწმუნებული, რომ ეს თანხა ეყოფოდა, ამიტომ გამოცდების ჩაბარებას ელოდებოდნენ და შემდეგ გეგმაში  სესხის აღება ჰქონდათ. დათას არ სურდა ნაქირავი, საკუთარი ერჩივნა, თან ერთი ოთახი, მაშინ როდესაც მისი საკუთარი ოთხ ოთახიანი ბინა იყო. რატომ? რატომ? მიუხედავად იმისა რომ ამით ვერაფერს გამოასწორებდა და სიტუაციას უნდა მორგებოდა, დათა თავის გულში ძმას ლანძღავდა, ყველანაირი ცუდი სიტყვა  მოსდიოდა თავში, თითქოს ეშმაკი აწვეთებდა, მაგრამ თავის დედ-მამიშვილისთვის ყველაფერს არ იმეტებდა, სხვას რომ ასე გაებრაზებინა, შეიძლება გამხდარიყო სატანას მარიონეტი და ყველაფერი ეკადრებინა არამარტო თავისთვის, არამედ პირშიც, რაც თავში მოადგებოდა, მერე ამას ცემა-ტყეპა მოჰყვებოდა და ერთ-ერთ მათგანს დალოლიავებულს საავადმყოფოში დაწვენდნენ, ამაზე ადამიანმა წინასწარ უნდა იფიქროს, მაგრამ დათა ასეთი არ იყო, დღევანდელი დღით ცხოვრობდა, სწორედ ამის დამსახურება იყო, რომ ოთხი თვის წინ კინაღამ მოკლეს: ვიღაც სხვა სოფლიდან ჩამოსულმა ბიჭებმა ჩხუბზე მოწყურებული რომ იყვნენ, უბრალო წაკამათების მერე, დათას დედა შეაგინეს, ბიჭმაც ვერ მოითმინა , საკუთარი ღირსება არ აძლევდა უფლებას ჩუმად შეხვედროდა და ფიზიკურად გაიწია, ისინიც აყვნენ და..................... უშანგის რომ არ გაევლო შემთხვევით და არ დაენახა, რა ხდებოდა, ალბათ ვერ გადარჩებოდა, მან შეუნარჩუნა სიცოცხლე. იარები ერთი კვირა არ უშუშდებოდა, დარიკო ამ მომენტში ხშირად მასთან მიდიოდა, რადგან ენახა, თუ როგორ იყო შეყვარებული . მას ესმოდა დათასი და მოსწონდა კიდევაც მისი საქციელი, რადგან ის ვერ იქნებოდა იმ ადამიანთან, რომელსაც დედა შეაგინეს და ხმა არ ამოიღო. ასეთს ხალხი " ჩუჩალას" ეძახდნენ და ბევრი გოგო არ იჭერდა ურთიერთობას " ჩუჩალა ბიჭებთან".
          ორი თვეა ეკლესიის  მიმდებარე ტერიტორიაზე წირვის ბოლოს თავს იყრიდნენ ბიჭები, რომლებიც მანამდე აქ იშვიათად მოდიოდნენ, ისინი ხმაურობდნენ, ჯიჯგილაობდნენ, ხალხი აშველებდა, თხოვდა არ ეჩხუბათ, მაგრამ ისინი ამბობდნენ: "ვხუმრობთ, არაფერი არ ხდებაო". ესენი დათას ახალი მეგობრები იყვნენ, არავის არ მოსწონდა ბიჭის ამათთან დამეგობრება, მაგრამ არავის ნათქვამს არ აქცევდა ყურადღებას, რადგან ცხოვრების ასე წარმათვა მიაჩნდა სწორედ. სწორედ რომ? უბრალოდ ასე რომ არ მოქცეულიყო ბულინგი არ აცდებოდა, ამიტომ ცუდს და უფრო ცუდს შორის, ცუდი აირჩია, ისინი არ ჰგავდნენ იმ ადამიანებს ვისთანაც ოთხი თვის უკან ჩხუბი მოუვიდა, უფრო სერიოზულები ჩანდნენ და უფრო საშიშები, თან წინა შემთხვევაში დათაზე ერთი ორი წლით უფროსი ორი ბიჭი იყო, ახლა კიდევ რაოდენობა ერთით გაზრდილიყო და თითეულის ასაკი 28 დან 30 წლამდე  გახლდათ. ხმები დადიოდა ამ ბიჭებზე რომ  ადამიანის დაჭრის გამო ციხეში ორჯერ იჯდნენ, ამიტომ ყველა ერიდებოდა, დათა არ იცნობდა მათ და ნაკლებად აინტერესებდა ისინი, რომ დაუახლოვდა რაღაც კარგი დაინახა, ადამიანურად მიუდგა, რასაც მოჰყვა  არჩევანის წინაშე დაადგომა, რაც გულისხმობდა მათთნაირად მოქცევა და მეგობრობა, თუ არადა ათვალწუნება. ათვალწუნების შემდეგ მათ  ადამიანი თვალში ეპატარავებოდათ და იყო დაძაბული საუბარი, ჩხუბი მჭადიჯვრის გზაზე. დაჭრაც ამან გამოიწვია, რადგან  მათი მორიგი ჯერ ერთი მსხვერპლი, მერე მეორე ისეთი არ აღმოჩნდა როგორც ელოდნენ, ზედმეტში გადავიდა, იგრძნეს ჭიაყელას თავზე ისვამდნენ და დაჭრეს, მეორე შემთხვევაში  ერთი გოგონა მოეწონა ამ სამიდან ერთერთს და მანდილოსანი  შეყვარებულიანი აღმოჩნდა, საქმის გარჩევა თითქოს კარგად უნდა დამთავრებულიყო, ბევრჯერ უტრიალეს ბიჭს სანამ არას კითი შეცვლიდნენ, მაგრამ ბოლო იმედი რომ გადაეწურათ დაჭრეს, მართალია ორივე გადარჩა და შეყვარებული წყვილი არ დაშორებულა, მაგრამ ამ ორმა შემთხვევამ და სხვა მათმა " ვაჟკაცობებმა" მოიტანა ის რომ უფრო მეტად ცდილობდა ხალხი დისტანცია დაეცვა მათგან, ვიდრე ადრე. დარიკო ეხვერწებოდა დათას ნუ მეგობრობ ამათთან, კარგს არაფერს გწევენო, მაგრამ ქვა ააგდო ბიჭმა და თავი შეუშვირა. ამ პერიოდან მოყოლებული დათა და დარიკო მხოლოდ სკოლაში თუ ხვდებოდნენ ერთმანეთს, რადგან ჯერ ერთი გოგონა ბევრს მეცადინეობდა, რომ ჩაებარებინა გამოცდები, მერე თვლიდა დათას მეგობრებთან არაფერი ესაქმებოდა. დათას მიენებებინა სწავლისთვის თავი, რადგან საკმარისად თვლიდა რაც ისწავლა გამოცდის ჩასაბარებლად, მართალია შეყვარებული არ მიყვებოდა მეგობრებთან, მაგრამ  ოთხივეს  ყოველდღე  გვერდზე გოგო, ეგრეთწოდებული " ნაშოჩკები: რომლებიც რამდენიმე დღიანი სიამოვნებისთვის იყვნენ ბიჭებისთვის გვერდზე, ჯერ ერთი, მერე მეორე, მესამე, დათას არ უნდოდა თავიდან ეს, დარიკოს ღალატად მიაჩნდა, მაგრამ ერთხელ როდესაც სიცილი დააყარეს, თავის თავს გაადაბიჯა და დათანხმდა. როგორც ადრე ვთქვი იგი ძალიან ბევრ გოგოს მოსწონდა და არასდროს გაჭირვებია სასურველი ნაშოჩკის მოძებნა და დაყოლიება. მართალია ახალმა სანაცნობო წრემ ძველი ჩაანაცვალა, თუ არ ჩავთვლით კლასში ამხანაგებთან ურთიერთობას, ხასიათის ფერიცვალება მოახდინა, მაგრამ ეტყობოდა ძველ დათაზე ახალი დაშენებულიყო: არასოდეს  მიჰყვებოდა ბიჭებს სტრელკის დროს  და ღმერთის არსებობას უმტკიცებდა თითეულს. ბიჭები იცინოდნენ  ამაზე და ეუბნებოდნენ: წადი ეკლესიაშიო, დათას ამას ხუმრობად იღებდა, რადგან იცოდა ნამდვილად არ აგდებდნენ მიუხედავად  მისი ამ ხასიათებისა ძალიან უყვარდათ, მათ გაეგოთ ჩხუბის და ცემის ამბავი და ურჩიეს: ამის მერე კამათის დროს, ვინმე თუ ხელს გაიქნევს შენკენ, ვინც არ უნდა, იყოს დანა მზად გქონდესო. თითეულს ჯაყვა ყველგან და ყოველთვის და დაჰქონდა დათასაც ჩაწვეთეს ასე მოქცეულიყო. ისიც აყვა და ამის შემდეგ ბიჭი თუ სადმე დადიოდა, ჯიბეში ყოველთვის იდებდა დანას და სიმღერ- სიმღერით მიუყვებოდა გზას.

    სოფლიდან მოშორებით- დაახლოებით ორი დიდი გორის და რამდენიმე ნაბიჯის იქით, სადაც ვიწრო ბილიკი ფართო გზად იცვლებოდა  ბიჭებმა შტაბი დაადგეს.  იქ იკრიბებოდნენ ისინი და საჭირბოროტო თემებზე საუბრობდნენ: სად შეკრებილიყვნენ ნაშებთან ერთად, გოგოების ცვლის დროს, ვისზე დაეჭირათ თვალი, რომელიც დროებით სიამოვნებას მიანიჭებდა მათ, ვის უნდა ეზრუნა სასმელზე და ასე შემდეგ. აქ ისინი ყოველ მეორე დღეს იკრიბებოდნენ, იყო პერიოდი როდესაც საერთოდ არაფერი ჰქონდათ სასაუბრო და ჩართავდნენ უბრალოდ მუსიკას, უსმენდნენ მაღაზიიდან ნისიად აღებული ლუდით, არყით და მისატანებლით დროს ატარებდნენ, მთელი წიგნის ორი ტომი ჰქონდათ სავსე ნისიების, მაგრამ ფულს არასდროს იხდიდნენ, ბევრჯერ მომხდარა, როდესაც გამყიდველს არაფერი მიუცია, მაგრამ შემდეგ უფროსი ძმაკაცები ჩარეულან, აგრესიული ტონით და მუქარით თავის გაუტანიათ. მათ ყოველთვის გასდიოდათ, რადგან მთელი სოფლისთვის ცნობილი იყო მათი "საქმენი საგმირონია" და შეშინებულნი ყოველთვის უკან იხევდნენ.  როდესაც ბიჭებმა  ძლივს შეკოკიწებული ფული ჯაყვებს მსხვერპლად შესწირეს, აქ უკვე მოხდა უფროსი თაობის დაპაუზება, ისინი გამყიდველებს უკვე საკუთარი დანებით ემუქრებოდნენ, ესეც თუ არ ჭრიდა, შემდეგ ხდებოდა ჩარევა და სააბოლოდ რუტინა არ ირღვეოდა, სასურველს იღებდნენ. გამყიდველი უკვე დიდიხანია იმ ზომამდე იყო მისული რომ ამ სასტავის ჰორიზონტზე გამოჩენისთანავე პოლიციაში დარეკავდა, მაგრამ ისევ შიში ძლევდა და როდესაც ყურმილს იღებდა ხელში და მეორეთი ნომერი უნდა აეკრიფა, ყველაფერს ჩვეულებრივ მდგომარეობაში აბრუნებდა. ამ შემთხვევაში არ იყო სიმხდალე ბიჭების მიმართ, არამედ მათ უკან მდგომი ხალხის მიმართ, იცოდა თითეული დიდიან -პატარიანად რომ დაეჭირა, იქნებოდდნენ ხალხი ვინც ამის გამო სადარბაზოს წინ დახვდებოდა და მოკლავდნენ. მართალია სულ ხუთი ექვსი ჩნდებოდნენ სოფლის შარაგზაზე ხშირად ან ერთმანეთისგან ორი მეტრის დისტანციით, მაგრამ  ეს იმას არ ნიშნავდა რომ სხვა მეგობრები არ ჰყავდათ.კაცს დაუნახია მათთან უცხო მოსული, რომელსაც საერთოდ არ იცნობდა, ან გამოლაპარაკებია წარსულში. ვერ წარმოიდგენდა ზოგიერთ მათგანს მათ მეგობრად, მაგრამ როდესაც თავისუფალი დრო გაქვს და ისეთ არაფერს გიშავებენ საერთოდ, რატომაც არა? მთავარია ადამიანის იდეოლოგიის ასილიმაცია არ მოხდეს ასეთების იდეოლოგიაში და მათ არ დაემსგავსოს, მიუხედავად მაღალი თანამდებობისა და ინტელექტუალი იმიჯის ქონისა.
    მართალია ეს სასტავი მარშუტკით უფასოდ მგზავრებოდნენ, მაგრამ წნეხი თითქმის არასდროს ყოფილა, რადგან  ამ სამეგობრო წრის ერთ-ერთი წევრის მამა მართავდა მანქანას . ერთადერთხელ მოხდა შეტაკება, როდესაც  კაცი შეუძლოდ გახდა და მსგავს სიტუაციებში შემცველელს სთხოვა მის მაგივრად ემუშავა. ბიჭები ჩვეულებრივ ჩასხდნენ მანქანაში, ანანურში მიდიოდნენ მეგობრებთან, როდესაც მარშუტკა სოფელ ანანურთან გაჩერდა და მძღოლმა ფულის გადახდა მოითხოვა, ბიჭებმა ყურადღება არ მიაქციეს, ჩავიდნენ, ამის გამო კაცმა მანქანა გააჩერა, ჩავიდა და  ყურადღების მისაქცევად დაუსტვინა. ბიჭებმა უკან მოიხედეს:
  -რა გინდა?
  -ფული გადამიხადეთ!
  -არ გვაქვს.
-რას ჰქვია არ გაქვთ?!
-რასაც ჰქვია...............
-არ მაინტერესებს, სადმე იშოვნეთ და გადამიხადეთ. თუ არადა არ გავინძრევი და მთელ დღეს აქ მოუწევთ მგზავრებს დგომა, გარდა ამისა მამაშენს დავურეკავ და ვეტყვი როგორ იქცევი.
  -მამაჩემი ფულს არ მახდევინებს და შენ ვინ ხარ?
  -მამაშენი სულელია, რადგან მუშაობისას ახლობლობა არ უნდა იცოდე ადამიანმა, ძალიან გაზულუქებული ჰყავხარ.
  ამაზე ბიჭი გაბრაზდა, უკან მობრუდნენ, ატყდა ხმამაღალი ყვირილი, ჩხუბი, კაცმა ხელითაც გაიწია, რის გამოც ბიჭები უნდა დასეოდნენ და ეცემათ, მაგრამ უცბად პოლიცია მოვიდა და გააჩერა. როდესაც გაიგო რა ხდებოდა, ბიჭებს ფულის გადახდა მოთხოვა, მათაც ამოიღეს ორ ლარიანები და პოლიციელს მიაწოდეს, შემდეგ კაცს სწერვა და მუქარით სავსე სახით შეხედეს, თითქოს ეუბნებოდნენ: "აღარ დაგვენახო, თორემ ინანებო" და წავიდნენ. 
    შტაბი იმიტომ ედგათ იმ ადგილას, რაც ღვთისგან და კაცისგან დავიწყებული იყო, რომ თუ არ ჩავთვლით მათ მათ მეგობრებს და ნაშებს , საზოგადოებაში ძალიან ჩაკეტილი ხალხი იყო. ზედმეტი უცხო ხალხის მათ გვერდზე ყოფნა აღიზიანებდათ. იცოდნენ აქ ყამირი მიწა იყო და  მოსავალი არ მოდიოდა, ამიტომ ამ ადგილას ადამიანს უკვე დიდიხანია უკვე აღარ გაევლო, მარტო უპატრონო ძაღლს ან კატას თუ ნახავდი. თითქოს ისინი ახსენებდნენ აქაურობას რომ ღმერთისგან და კაცთა მოდგმისგან დავიწყებული ვიღაცას, რაღაცას მაინც ახსოვდა, ახსოვდა, რადგან საჭმელს ეძებდა...............
    ერთხელ დათა დაადგა გზას, რომელიც იმ ადგილას მიჰყავდა, სადაც მისი აზრით ელოდნენ, დიდი მანძილი გაიარა კაციშვილი არ შეხვედრია გარეთ რამდენიმე პატარა ბავშვს თუ არ ჩავთვლით.  გრძელი გზა უნდა გაევლო ბიჭს, რადგან სოფლის ბოლოში უნდა ასულიყო და იქიდან ორი გორა უნდა გადაევლო. როდესაც პირველი გადაიარა, ერთ ადგილას შეჩერდა. გზის პირას უამრავი თიხა იყო. დახედა, თითქოს რაღაც აინტერესებდა, ამ დროს ის მოგონებების ლაბირინთში გადაეშვა, გაახსენდა როგორ ოცნებობდა მისი მეგობარი ვაჟა თიხაზე მუშაობას და თხოვდა: თუ შევუდექი ამ საქმეს, შემომიერთდიო,  დათას ტელევიზორში ნანახი ჰქონდა თიხაზე მუშაობა მხოლოდ ხანშიშესულები იყვნენ დაკავებულნი და უარის ნიშნად უპასუხა: ჯერ არ დავბერებულვარ, ამას მართალია მოჰყვა საპასუხო რეაქცია, მაგრამ ვერ გადაათქმევინა და დაანება თავი. ახლა კი როდესაც დათა უყურებდა იმას რამაც მოგონებები აღუძრა, მოწონდა, თითქოს სურვილი გაუჩნდა მის ხელში მოხვედრილიყო და საოცარი რაღაცეები შექმნა, მაგრამ უცბად თითქოს ქარაშოტივით წამოიმართა  მთავარი მიზანი: ჩაებარებინა უმაღლესში და ეს ყველაფერი წამებში გააქრო. ბიჭმა განაგრძო გზა. როდესაც მივიდა, მუსიკის ხმა შემოესმა. უცბად შტაბიდან ერთი ბიჭი გამოვიდა და ხელების ქნევა დაიწყო მისანიშნებლად წადიო:
    -რა ხდება?
    -არ გეწყინოს, მაგრამ ჩვენი ძველი მეგობრები  გვეწივნენ ჩვენი  და ადგილი აღარ გვაქვს, რომ შემოგვიერთდე.
    ბიჭი უკან გააბრუნდა. 
  მარტო ადგილის პრობლემა ამ შემთხვევაში რეალურად როდი იყო. ამ დროს შტაბში მყოფები სიგარეტს ეწეოდნენ და ბილწსიტყვაობდნენ.იმდენი ღერი სიგარეტი არ ჰქონდათ, რომ კიდევ ერთი მოსულისთვის მიეცათ.  ეს პირველი შემთხვევა იქნებოდა დათას ცხოვრებაში, როდესაც სიგარეტის წევისას წაადგებოდა მეგობრებს თავს. ადრეც ეწეოდნენ ისინი, მაგრამ ისეთ სიტუაციაში როცა დათა არ იყო მათ გვერდით და ყოველთვის ჰქონდათ რაოდენობა განსაზღვრული. ამ დღეს გარეშე მეგობრებმა  უთხრეს მოვდივართ სიგარეტებითო და შტაბში შესვლაზე უარი არ უთხრეს. დავიწყებული ჰქონდათ, რომ დათა უნდა მოსულიყო, თორემ ბიჭები სულ სხვაგან დაუნიშნავდნენ შეხვედრას.
    ოთხი დღის შემდეგ ისევ მივიდა დანიშნულ ადგილას. ამჯერად უკვე არავინ დახვდა იქ. ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო აქ მოსვლის დროს როცა არავინ ხვდებოდა. ორივე ამ ოთხ დღეში. ძალიან ეუცნაურა  ეს ამბავი. თითქოს ცუდმა წინათგრძნობამ შეაწუხა, მაგრამ არა! არა! არა!
    -როცა მივლენ, დამირეკავენ თქვა ბიჭმა თავისთვის და უკან გაბრუნდა. სახლის  გზაზე უშანგის სახლი უნდა გაევლო, რომელიც უზარმაზარი იყო და მისი აივნის რიკულები თავის სილამაზით თვალს იზიდავდა.
    "მოდი დავურეკავ, იქნება გამოვიდეს". გაიფიქრა დათამ.
    მართლაც დარეკა:
    -ალო. 
    -ალო, გისმენთ!
    -რა ოფიციალურად მელაპარაკები? დათა ვარ.
    -აჰ, შენ ხარ? ვერ გიცანი უცბად, უცხო ნომრიდან რეკავ. გისმენ.
    -ხო არ გამოხვალ გარეთ? რამდენი ხანია არ მინახიხარ.................
    -არ მცალია დათა სამწუხაროდ, მაგრამ რომც მეცალოს არ გამოვიდოდი!
    "რატომ?" კითხვის დასმას აზრი არ ჰქონდა, რადგან ბიჭმა იცოდა ეს პასუხი იყო იმაზე რომ ძველ მეგობრებს ზურგი აქცია და სხვა ადამიანებს შეუერთდა და ისეთ ადამიანებს დაუახლოვდა, რომლებიც მათ არ მოსწონდათ. ბიჭმა უჩუმრად გამორთო ტელეფონი და სახლში მისული დაწვა და დაიძინა. მას დღეს სხვა ისეთი არაფერი ჰქონდა გასაკეთებელი. მომზადებით აღარ ემზადებოდა და სკოლაში კი სხვა არაფერი ხდებოდა. როცა საშინაო დავალებებს წერდა და აბარებდა, ის დრო წარსულს ჩაბარდა.
    მეხუთე დღეს დაურეკეს დათას ბიჭებმა. მთელი ეს დღეები მოწყენილი იჯდა. არაფერს აკეთებდა გარდა ჭამისა ძილისა და კომპიუტერთან ჯდომისა.  როდესაც ტელეფონი აწკრიალდა, თითქოს სიბნელე განქარდა და ნათელი მოეფინა იქაურობას. იმწამვსე დაიხურა ქუდი, არც კი დაუბარა მშობლებს სად მიდიოდა და ჭიშკარში გავარდა.  როდესაც იმ ადგილს მიაღწია სადაც თიხა იყო, კიდევ ერთხელ გაჩერდა, იფიქრა აქ შემდეგ მოსვლისას პარკში ხო არ ჩავყარო ცოტაოდენი და სახლში წავიღოვო, მაგრამ შემდეგ ეს გადაიფიქრა, რადგან სანამ ახალ ჰობს მოჰკიდებდა ხელს დიდი დრო უნდა გასულიყო და ამდენი ხანი თიხის შენახვა არ სურდა. გააგრძელა გზა.  როდესაც მივიდა, დაინახა ბიჭებს შორის ორი კუნძი იდო და თითოზე ორი სავსე კოლოფი ეწყო. დათამ იცოდა ეს კოლოფები რაც იყო, სახლში უნახავს ხოლმე, როდესაც მამამისი ან მისი ძმა იყო ხოლმე სახლში.დათას გოგოებიც დაუნახია სიგარეტ გაჩრილი სკოლის ეზოში. მას არასდროს გაუსინჯია აქამდე და არც ნდომებია, მაგრამ რადგან მის მეგობრებს ახლა წინ ედო, რაღაცნაირი სურვილი აღეძრა, იფიქრა ამით წარმოვჩინდები ბიჭების წინაშეო. ჩვეულებრივი მისალმების და მოკითხვის შემდეგ დათას სიგარეტი შესთავაზეს
. -მოწიე!
  -სანთებელა ხომ არ გაქვთ ვინმეს?     
    უცბად კუნძზე სანთებელა  გაჩნდა.
    -მადლობა.
    -არ ვიცოდი დათა თუ ეწეოდი.
    -არც მე არ ვიცოდი, აქამდე რატომ არ საუბრობდით, ან რატომ მალავდით?
    -აქამდე ჩვენი სამყოფი გვქონდა ხოლმე, ახლა ორმაგი ვიშოვნეთ და გინაწილებთ. 
    - რამდენჯერ მოვედი აქ და კაციშვილი არ ჩანდა, თითქოს მიწამ ჩაგყლაპათ.  თქვა დათამ და ნაფაზი დარტყა. სად იყავით?
      -თბილისში ვიყავით. საქმეები გვქონდა, უჩვენოთ ხო არ მოიწყინე?
      -ძალიან 
      -მიხარია, რომ ესე მოგწონს ჩვენთან ყოფნა. ჩვენც ძალიან მოგვწონხარ ძმაო, მაგრამ ერთი საკითხი, რაც დიდიხანია მაწუხებს, მინდა ვისარგებლო მომენტით და ახლა განვიხილო შენთან.გუშინ შევდივარ და რას ვხედავ, ჯგუფში, რომელიც ძალით მორწმუნეებს აბრიყვებს, იქ კომენტარი დაგიწერია " ამინ".
      -მერე რა? იქნებ მართლა წარმატებული ადამიანი გავხდე. არა? ღმერთი ყოვლად მოწყალეა!
      -ხო, მაგრამ სურათზე "ამინ" დაწერა არაფერს შეცვლის, საერთოდ თუ არ იქნები მორწმუნე მით უკეთესი. ისედაც კარგად იქნები და ღმერთი რეალურად არ არსებობს. წაიკითხე წიგნები, ბიჭო.
      -თუ ასე ფიქრობთ, ეკლესიაში რა გინდოდათ იმ დღეს?
      -ჩვენ მეგობარს ველოდებოდით ეკლესიის წინ და წამოწვიმა. რომ არ დავსველებულიყავით, შემოვედით. წირვის დროს მანდ ვიყავით. დასრულების შემდეგ გარეთ გავედით, რადგან თითქოს გადაიღო, მაგრამ ცაზე შავი ღრუბელი იყო და ისევ შემოვედით, მერე მეგობარმა დარეკა და გავედით.
        ამ ამბის მერე კიდევ რამდენჯერმე მოწია დათამ სიგარეტი. მან არ იცოდა, თუ  სიგარეტზე ეკლესია რას ფიქრობდა.  აინტერესებდა, ცოდვა იყო თუ არა მისი ქმედება. თუ ეკლესია კრძალავდა, უნდა მისულიყო და მოძღვრისთვის ეთქვა., როგორც ორი კვირის წინ მაგალითად როდესაც ბანქოზე გაარკვია რომ ეკლესიასთვის მოსაწონი არ იყო და ყველაფერი აღიარა. ის არ აპირებდა ბანქოს თამაშის შეწყვეტას, ან მოწევის, მაგრამ სული რომ არ დამძიმებოდა მღვდელს ყველაფერს უყვებოდა. დათას ეგონა ასე იმქვეყნად ღმერთი შეუნდობდა და გარდა იმისა რომ ამქვეყნად იდილიური ცხოვრება არ დაერღვეოდა, ასევე უფრო მეტად გაუმჯობესდებოდა. ინტერნეტში ეწერა რომ სიგარეტის მოწევა ცოდვა იყო, ადამიანი ასე ეშმაკს უნთებდა სანთელს. დათას შეეშინდა ეს რომ წაიკითხა ინტერნეტში, ეგონა ეშმაკით შეპყრობილი გახდებოდა, ღმერთს სააბოლოდ დაშორდებოდა, შემდეგ  გულის სიღრმეში არსებული შიშები მოიშორა და ეკლესიაში გაიქცა.  მისი ახალი სულიერი  მოძღვარი ( ძველი სხვა ეკლესიაში გადაეყვანათ და დათა იძულებული გახდა კიდევ ერთხელ აერჩია მამაო)  სამლოცველოში იყო. მღვდელს  ძალიან და გაუხარდა დათას დანახვა.
      -მამაო, მინდა აღსარება ჩაგაბაროთ. 
      -კარგი, დავსხდეთ ჩრდილში და მოგისმენ.
    აღსარება როგორც იყო მამაომ ისე ჩაიბარა და დამშვიდობისას უთხრა ღმერთმა შეგინდოსო. ეს მამაო ეკლესიის წინამძღვარი იყო, აღსარებაში ნათქვამი საიდუმლოდ უნდა შენახულიყო, ამიტომ ისე გასცა ბრძანება დათასთვის სტიქარი გაეხადათ, რომ არავის უთხრა  მიზეზი. არავის არაფერი უკითხავს, რადგან ირგვლივ მყოფი ხალხი უსიტყვოდ უსრულებდნენ წინამძღვრის ნათქვამს.

                                            ..........................................................
  ნატამ მალევე გაიგო ეს ამბავი. მის დაქალ ნინის  არაფერი გამოეპარებოდა დედამიწის ზურგზე. იგი მიხვდა ამას კვირა დღეს რომ ვერ ნახა დათა და მომდევნო კვირას როგორც ჩვეულებრივ მორწმუნე მოსული რომ იყო. ნატას არც გახარებია და არც წყენია ეს ამბავი, რადგან მას არაფერში აძლევდა ხელს. მართალია თავის შეყვარებულს დაშორებული იყო, მაგრამ მდინარეში "მეორეჯერ შეცურვა" აღარ სურდა, სხვა მამრი სურდა გამოეჭირა, მაგრამ ვინ არ იცოდა. ჯერ-ჯერობით არ ჰყავდა ამორჩეული ისეთი ვინმე, ვინც მოეწონებოდა, რადგან ვისაც კი იცნობდა თითქმის მათზე მეტი ეგონა თავი. დანარჩენი კიდევ მკაცრად გადაწყვეტილი იყო, რომ მისი მეგობრები იყვნენ, ან მხოლოდ და მხოლოდ ნაცნობები და დაახლოების შანსი 0 გახლდა. ამის გარდა იყვნენ ისეთები, ვისთანაც შეიძლება რამე გამოსულიყო, მაგრამ დაოჯახებულნი იყვნენ და ფეისბუკიდან ისე ჩანდა,  თავისი მეორე ნახევრები ძალიან უყვარდათ. ასეთ ხალხში ნატა მურმანის ეკლობას ვერ გაბედავდა. საკუთარი თავისთვის ზიანის მომტანი იქნებოდა, იცოდა. მან არ იცოდა რომ დათა და დარიკო ისევ ერთად იყვნენ, რადგან  ერთად  ვეღარ ხედავდა, გარეთ დათა მხოლოდ თავის ახალ ძმაკაცებთან ერთად იყო. ნატას არ მოსწონდა ეს ბიჭები, თავიდან კი გაიფიქრა მოდი ვიაფერისტებ, დავუახლოვდები ამათ და იქნებ რაიმე საკბილო გავიგო დათაზეო, მაგრამ მერე გადაიფიქრა, რადგან  ამით დაქალებს გაანაწყენებდა და ძალიან უტაქტო და ამორალური სვლა იქნებოდა. ამ დროს გოგონას გონებაში მოგონების ეკრანი ჩნდებოდა, ირთვებოდა და მოგონებების ლაბირინთიდან  კადრი ამოდიოდა: როგორ ათრევდნენ ეს ბიჭები მის დაქალებს თმებით. ვითომ ხუმრობით, მაგრამ გოგოებს ამ ბიჭებისგან მსგავსი ხუმრობა არ სიამოვნებდათ და ბრაზობდნენ. შეეძლოთ შურისძიებაზე ეფიქრათ, მაგრამ იცოდნენ, ვისთან ჰქონდათ საქმე და შეშინებულები ხელფეხშეკრულები იყვნენ. მაშინ გოგოებმა  ნახევარ საათიანი დაძაბული საუბრის მერე ბიჭებს ძლივს გააგებინეს ხუმრობა ორივე მხარისთვის სასიამოვნო უნდა იყოს და არა ცალმხრივად, ბიჭები გოგოებს მოშორდნენ და მათთან არანაირი არ ჰქონდათ. მხოლოდ ზურგს უკან დასცინოდნენ. დათა რომ შეუერთდა, ისიც აყვა. ის კარგად იცნობდა ამ სადაქალოს, შესაბამისად მათ შაყირს ახალ- ახალ საკვებს აძლევდა მათ.
 
                              .....................................................................
    ძალიანაც რომ მოენდომებინა ნატას, მაინც ვერ მოახერხებდა დათას დაკერვას რადგან მშობლების კატეგორიული მოთხოვნით მან დაივიწყა ყველა და ყველაფერი. გარეთ აღარ გადიოდა, ადრე თუ კვირა დილას წამოხტებოდა და ეკლესიაში მირბოდა, ახლა უკვე დილა იწყებოდა წიგნით და მთავრდებოდა წიგნით. გამოცდების პერიოდი ახლოვდებოდა და მშობლებს სურდა თავის შვილს უმაღლესში ესწავლა, საკუთარი სამსახური და შემოსავალი ჰქონოდა. ბინის ქირის ფულიც მოგროვებული ჰქონდა, ერთადერთი ბარიერი არსებობდა - გამოცდების ჩაბარება და ისიც უნდა გადალახულიყო, სხვა შემთხვევაში მამა პირდებოდა რომ მენახირეობა არ აცდებოდა. დათას ძალიან ენატრებოდა მეგობრებთან გართობა, შტაბი, ეკლესია, სტადიონი, მაგრამ ჰქონდა მიზანი და ამ მიზნის შესრულებისთვის ყველაფერი უნდა გაეკეთებინა. მართალია ყველაფერი მშობლების მოთხოვნით დაიწყო, მაგრამ მერე თავის-თავს შესძახა: "კი იმდენი ისწავლე, რომ ჩააბარო, მაგრამ უფრო მეტი ქულა თუ გინდა, კიდევ იმეცადინეო". სწავლის დროს თვალი ფეისბუკზე გაურბოდა დათას, ხან ერთს წერდა, ხან მეორეს, ერთი ორი ადამიანის გარდა პასუხს არავინ წერდა თითქმის. ყველა თავის საქმით იყო დაკავებული და ეს მესიჯობა მათთვის უბრალოდ ზედმეტი იყო.
    ერთხელ როდესაც ჩვეულ დროს დაიძინა, უცბად აღმოჩნდა ეკლესიაში, იქ მის გარდა არავინ იყო. ირგვლივ სანთლები ენთო. ერთ-ერთ ხატთან მივიდა, რომლის ვინაობა არ იცოდა, სანთელი აანთო და პირჯვარი გადაიწერა. უცბად საკურთხევლის კარებზე ჯვარი გამოისახა და ამოტრიალდა. ხატებზე გამოსახულმა სახეებმა ცვლილება განიცადეს- რქები ამოუვიდათ და ეშმაკებად იქცნენ. ბიჭს ძალიან შეეშინდა, კარისკენ გაიქცა. დაკეტილი დახვდა, გახსნა ცადა, მაგრამ ვერ შეეძლო,გარედან მაგრად ჩარაზული იყო. ბიჭმა იყვირა,  არავის არ გაუგია. უცბად საკურთხევლიდან წითელი რქოსნები გამოვიდნენ და სამკბილების რტყმა დაუწყეს, რაც უფრო მეტად ყვიროდა, მით უფრო მეტად ურტყამდნენ და ბიჭს გამოეღვიძა. კიდევ ერთი კოშმარი. ყოველ ღამე ესიმზრებოდა დათას ეს სიზმარი, თან აზრი აეკვატა, რომ თავის ძმაკაცის აზრი გაეთვალისწინებინა, მართალია სწავლის გამო  ეკლესიას მოშორებული იყო, მორწმუნედ თვლიდა თავს, ჩვეულებრივ "ამინს" წერდა, რადგან წარმატებული და ბედნიერი უნდოდა ყოფილიყო, მას დავიწყებოდა რომ  ამ ყველაფერს იმ ჯგუფში აკეთებდა სადაც ერთ დროს პატრიარქის გამო შეიგინა და "რაზბორკაზე" იბარებდნენ. ვერ და ვერ მოიშალა ეს აზრი, თითქოს ყურებში ჩასძახოდა ისევ ვიღაც მსგავს. მეცადინეობაში ხელი ეშლებოდა, როგორც კი გაჩნდებოდა ეს აზრი, იმწამვსე თავის სამეცადინოზე გადაიტანდა ფიქრს, მაგრამ მეორე წუთას ისევ ჩნდებოდა. თითქოს სოკოები იყვნენ, ნიადაგიდან რომ ამოიწვერებოდნენ და ისევ უკან ჩადიოდნენ. ბიჭი ძალიან გაწვალებული იყო ამ ყველაფრით, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა. აი ასე სიზიფეს " ტანჯვით" დაამთავრდა დათა მჟავანაძემ სკოლა, ბოლო ზარი ექსეცების გარეშე ჩატარდა, ბანკეტიც ალბათ ასე ჩაივლიდა, რომ არ დაენახა ტუჩებმიდებული უშანგი და ნატა. გოგონას იმდენად უნდოდა ჰყოლოდა შეყვარებული, რომ მისთვის უკვე სულერთი იყო, ვის დაიყენებდა გვერდზე. უშანგის კიდევ დიდიხანია შეყვარებოდა ეს გოგო. გულში მის დანახვაზე სითბო ეღვრებოდა, მაგრამ საჯაროდ ვერ ამბობდა, მხოლოდ თავის სიყვარულის ადრესატს აუხსნა სიყვარული და პასუხად ცივი უარი მიიღო. მერე ცალმხრივი გრძნობისგან გამოწვეული სევდით  დიდხანს იტანჯებოდა. ნატას ფეისბუკზე დაბლოკილი ჰყავდა ბიჭი, რადგან თავი მობეზრებული ჰქონდა, ერთ მშვენიერ დღეს უშანგი  წიგნს კითხულობდა, მესენჯერში წერილი მიუვიდა, ნატა შეხვედრას თხოვდა. დათანხმდა იქ გაარკვიეს თავიანთი ურთიერთობა. უშანგი ბედნიერი იყო, მაგრამ რა იცოდა საწყალმა, რომ ეს ინიციატივა " ლიჟბი ვინმე იყოთი" გამოწვეული იყო. უშანგი არ იყო დათას კლასელი, მაგრამ ბავშვებმა თქვეს შეყვარებულები შეიძლება მოვიყვანოთო და ბიჭი გამოჰყვა ნატას. როდესაც ბიჭმა და გოგომ სიამოვნება მორჩნენ,უშანგი ბიჭებთან წავიდა და ნატა გოგოებთან, დათა მივიდა თავის ყოფილ მეგობართან:
      -გვერდზე გამოდი საქმე მაქვს
      -რა საქმე?
    -პირისპირ სალაპარაკოა, აქ არ გამარჩევინო ახლა.
    -კარგი.   
    ბიჭები კუთხეში გავიდნენ.
    -აქ რა გინდა?
    -მე?
    - ხო, შენ.
    -ჩემმა შეყვარებულმა მითხრა და მოვედი. რა გინდა შენ?
    -ვინ არის შენი შეყვარებული?- ისე იკითხა, დათამ ვითომ არ იცოდა.
      -ნატა. რა იყო?
      -რაც მაგან ჩაიდინა იმის მერე, არამგონია ვინმე უნდა იყოს მაგის გვერდით. შენ ჩემი მეგობარი ხარ მგონი და სოლიდარობის შეგრძნება არ უნდა გაგაჩნდეს? უსინდისო საქციელია შენი მხრიდან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაგის სიყვარული შენს მიმართ საკითხავია. შეიძლება სულაც არ უყვარხარ და იმიტომ შეგეტენა, რომ  თავის მოსაწონი ვერავინ ნახა. ასე ხდება, როდესაც გოგოს უპირველესი მიზანი გათხოვება არის და საამისოდ ყველაფერს აკეთებს.
        -რეებს ბურტყუნებ, რა სოლიდარობა? როდის მერე ვარ შენი მეგობარი? ვიღაცებს რომ მიეტმასნე, დაგავიწყდა? ახლა გავხდი შენი მეგობარი?  ახლა წადი, მოშორდი, ამის შემდეგ მე და ნატა თუ სადმე გადაგეყარეთ, მეორე მხარეს გადადი.
        - კარგი მე არ ვარ შენი მეგობარი, მაგრამ როგორც კეთილმოსურნე გაფრთხილებ - მაგ გოგოს არ უყვარხარ, მაგისთვის  უბრალოდ დროებითი სათამაშო ხარ , რომელსაც  გარკვეული დროის მერე მიაგდებს ნაგავსაყრელზე და საერთოდ აღარც ეხსომება. 
        ამ სიტყვებზე მივარდა უშანგი დათას, ერთმანეთს ფიზიკურადაც შეეხნენ და ალბათ სერიოზული გაწევ-გამოწევა ატყდებოდა იქ, თან თუ გახსოვთ მაღლა დავწერე ბიჭი ჯაყვას თან ატარებდა, ოფიციანტს რომ არ გაევლო ბედად და მოჩხუბრები არ დაეშორებინა ერთმანეთისთვის.  როდესაც ორივე ბიჭი სუფრაზე მიბრუნდნენ, დაინახეს მაგიდები ცარიელი იყო, ყველა ცეკვავდა. ორივე დაჯდნენ მაგიდასთან, არცეთს არ ეცალა როკვისთვის. უცბად დათამ უშანგის ჭიქიდან ლიმონათი შეასხა. ამაზე კიდევ ერთი გაწევ - გამოწევა გაიმართა, ბავშვები მივარდნენ ერთმანეთს, მაგრამ ვერ გააშველეს, სააბოლო ჯამში ბანკეტი ჩხუბში და დავიდარაბაში გადაიზარდა, პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო, ორივე წაიყვანეს განყოფილებაში და ხელწერილი დააწერინეს რომ აღარასოდეს იჩხუბებდნენ. თუ განმეორდებოდა მსგავსი დათა და უშანგი ციხეში ამოყოფდნენ თავს. გაფრთხილების მიუხედავად იგივე მაინც განმეორდა: ერთხელ როდესაც უშანგი სახლისკენ მიდიოდა, სტადიონთან სკამზე მჯდარი დათა შემოხვდა, რომელმაც ცინიკურად მიაძახა:
        -" ჩვენ უძლეველ დევს გაუმარჯოს!" 
        ატყდა ისევ ჩხუბი, ამ შემთხვევაში იქ შეკრებილი ადამიანები ბევრნი იყვნენ და არ გახდა საჭირო პატრულის გამოძახება, თორემ ბიჭებს ციხეში რამდენიმე თვით ჩააყუდებდნენ. 
        ამ ამბიდან ერთ კვირაში  ნატა მართლაც დაშორდა უშანგის, რადგან ქალაქში წასულმა ავტობუსის გაჩერებაზე გაიცნო ადამიანი, რომელიც ზუსტად ისეთი იყო, როგორც მას სჭირდებოდა. ნომრები გაცვალეს და შეხვედრის დღე დათქვეს. გოგოს არ სურდა სიმართლე ეთქვა და ასე მოეშორებინა თავიდან, მას უწყინარი მიზეზი ჭირდებოდა, რითაც თავის  კარგ გოგოს იმიჯს ამ ბიჭთან შეინარჩუნებდა, თან მოიშორებდა. ასეთი რაღაცაც გამოჩნდა, კერძოდ სამეცადინოს გამო თავის მეგობრებთან არ გაყვა წვეულებაზე, ამაზე გოგონამ " შეურაცხყობილად იგრძნო თავი, ეს მისი ღალატი იყო" და უნდა დაშორებოდა.  ამით  მშვიდობა ჩამოვარდა ბიჭებს შორის, მაგრამ  დალაპარაკება და ბოდიშის მოხდა ეთაკილებოდათ, ორივე იმდენად ამაყი იყო  ვერ წარმოედგინათ ერთი მეორესთან მისულიყო, ან პირიქით და პატიება ეთხოვა, დათასთვის საკმარისი იყო გაეხსენებინა რომ ერთხელ ვაჟას ესტუმრა და ბოდიში თხოვა, მაგრამ მაშინ ეს  დარიკოს გამო მოხდა და ახლა გოგონა აღარ იყო მის გვერდით, არც სხვა არანაირი გარეგანი სუბიექტი ან ფაქტორი არსებობდა ამის. ბიჭები როდესაც ხვდებოდნენ ერთმანეთს "გამარჯობის" თქმა ერთმანეთისადმი უჭირდათ და უბრალოდ ხელს უწევდნენ.
      ეროვნული გამოცდების დრო მოვიდა. ბავშვებმა  ჩააბარეს ორი-სამი საგანი ზოგმა ოთხი,  ერთმა დამატებით მეხუთეც. დათამ ოთხი ჩააბარა და თავის ნაწერით კმაყოფილი იყო. გამოცდების მერე ოცნებაში გეგმებს ადგენდა თბილისში რომ წავიდოდა, პირველი რა უნდა გაეკეთებინა: დიდი სახლი პრესტიჟული უბანი, უნივერსიტეტი, ლექციების მერე დარიკოსთან ერთად სეირნობა, ის თუ უარს ეტყოდა ბოლოდროინდელი განწყობის გათვალისწინებით, თბილისში უამრავი სხვა ლამაზი გოგოა, იქიდან ერთი კი არა ათი დაადგებოდა მის გვერდზე. სიამოვნების გვირგვინი იქნებოდა საღამოს ნაშასთან ერთად დაძინება ლოგინში, ან სადმე ბარში, ან კლუბში გაჯაზება. ოცნებაში წარმოდგენილი ჰქონდა მას თავის ცხოვრების იდეალური პერიოდი, რომელიც მას ელოდა, ამაში ის ისე იყო დარწმუნებული, რომ ეჭვი არ გაჩენია, შეიძლება ყველაფერი სხვანაირად წარმათულიყო, მაგრამ განგება ისე არ მოქმედებს როგორც ჩვენ გვინდა, ადამიანის წარმატება და ფიასკო მის ნებაზე არის, ხანდახან ისე ხდება რომ ადამიანს რაც უნდა, უცბად არ მისდის, მას დაბრკოლებები ხვდება, ერთი, ორი, სამი და მერე მიღწეულით სიამოვნებას იღებს, მაგრამ სამაგიეროდ საზღაურს ითხოვს, ამას განგება ჩვენგან დამოუკიდებლად ირჩევს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძვირფასია ჩვენთვის, ან რამდენად მწარეა მისი დაკარგვა ადამიანისთვის. როდესაც წარმატებას აღწევს, ავიწყდება თუ რა გზა გამოიარა მანამდე, ან როდესაც დაკარგულის გამო დასევდიანდება, ემოციებისგან ცრემლების ღაპაღუპში მეასე ხარისხის მნიშვნელობის არის, რომ ეს ადამიანისთვის წარმატების ფასია. დათა მეცადინეობდა და თან განგებას ეხვერწებოდა, რომ უნივერსიტეტში ჩაებარებინა, ძალიან იშვიათად გადიოდა გარეთ, ისიც თავის ძმაკაცებთან შტაბში, მაგრამ ხანდახან ისინი იქ არ ხვდებოდნენ, მაგრამ ეს მის განწყობაზე არ მოქმედებდა, რადგან მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი გამოცდის ჩაბარება იყო და სხვა არაფერი.
      შედეგები მეილზე უნდა მოსულიყო აგვისტოს თვეში. ერთ დღეს ჩახედა დათამ, არაფერი, მეორეს დღეს არაფერი. ძალიან ანერვიულდა ბიჭი. იმედგაცრუებას გრძნობდა დათა, გული უგრძნობდა, რომ რაღაც სხვა რეალობა იყო მის წინაშე რომელიც არ იყო სასიამოვნო და ყველა მისი ოცნებას წამისმიერად აქრობდა.. 
      - შვილო დამშვიდდი! შუა რიცხვებში დაიდება, დედამ შვილი დაამშვიდა, რომელსაც მეზობლისგან გაეგო, რომ მის შვილსაც არ მოსვლოდა პასუხი და  გამოაცხადეს აგვისტოს შუა რიცხვებში იქნებაო.                             
                                    .......................................................................
    აგვისტოს ბოლოს მწარიაშვილების სახლი ცარიელი იყო. კაციშვილი არ ჭაჭანებდა იქ. დარიკომ იქ ჩააბარა, სადაც სურდა-ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში და მშობლებმა სახლი გაყიდეს, თბილისში საკუთარი კედლის იქით მდებარე ბინა შეიძინეს, გააფართოვეს სახლი და საკუთარი შვილებთან ერთად  უზარმაზარ სახლში გადაიყვანეს. მჟავანაძეების სახლშიც სიცარიელე იყო - მშობლები თავის საქმეზე წასულიყვნენ, ძმები წელს არ ჩამოსულან, რადგან ბათუმში წავიდნენ. დედ-მამა საღამოს დაბრუნდებოდნენ და შინ დახვდებოდათ მესამე ვაჟი, ან არა, თავის მეგობრებთან ერთად იქნებოდა და ძებნა მოუწევდათ. დათა მჟავანაძე უმაღლესში ვერ მოეწყო, მაგრამ ოცნება  ბოლომდე არ დამსხვრევია: სოფლის კერძო დიდ სახლში ცხოვრობდა,  სიზარმაცის გამო შორ მანძილებზე წასვლა რომ ეზარებოდა, აღარ იყო საჭირო. ბარის და კლუბის მაგივრად გადიოდა სერზე და საძოვარს უყურებდა. საძოვარის გვერდზე იყო ადგილები, სადაც ხალხს ნაკვეთები ჰქონდა. დათა ყველაფერს ჩამოშორებულიყო: თბილისი, პრესტიჟულ უბნებში ტასაობას, ლუდის წრუპვას, თბილისელ ლამაზ გოგოების გვერდზე ყოფნას, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ, თავში ავარდნას უსერიოზულეს უნივერსიტეტში ჩაბარების გამო, ვაჟას, დარიკოს, მართალია მას იმდენი სიამაყე ჰქონდა, რომ ამ ამბავს არ ასაჯაროებდა, რათა ხალხის თვალში არარაობა არ გამხდარიყო, მაგრამ გული ამ სახელს ყოველდღე ჩასძახოდა ძილის წინ ეუბნებოდა შიგნით თავის გულის ფეთქვას ეთანხმებოდა.  მისთვის უკვე სულერთი იყო, რა იყო ცოდვა, ან არა, რა მოხდებოდა, თუ მამაოს აღსარებას არ ჩააბარებდა. იგი თვლიდა რომ მთელი თავისი განვლილი ცხოვრება  უფალს შესწირა და სამაგიეროდ მისთვის კარგი მომავალი უნდა შეექმნა, მაგრამ ზეცაში ღრუბლებში მჯდომარე წვეროსანმა, არ გაიმეტა მისთვის ნათელი. 
    -არსებობს კი მსგავსი? ეკითხებოდა ის თავის თავს. ამდენი ეკლესია რომ შენდება და მსჯელობა მიდის, ვინმემ ნახა? მგონი არა და აქ საკამათო არაფერია. ამდენი წელია ატყუებენ და დაბრმავებულ მრევლს სიცრუის გზაზე ატარებენ. სასულიერო პირებმა კარგად იციან რომ ღმერთი არ არსებობს, მაგრამ ამას არასოდეს აღიარებენ, რადგან ტყუილის თქმა უფრო მომგებიანია, ასე ჯიბეებს უფრო უკეთესად ისქელებენ. თუ კი არსებობს, მაშინ რატომ არის უსამართლო? თუ მოწყალეა, ჩემნაირ უბრალო მოქალაქეებს ხომ შეიძლება ხელი მოუმართოს, მაგრამ არა. რაც არ არსებობს, რას იზამს? 
      მართალია სოფლის ცენტრში იდგა ეკლესია, მრევლი ისევ დადიოდა, მაგრამ დათა მჟავანაძესთვის ის ადგილი ცარიელი იყო და არაფრად ქცეულიყო. მის გვერდით ჩავლისას პირჯვარს აღარ იწერდა, რადგან ამის საჭიროებას ვეღარ ხედავდა.
                                                 
                                                    ნაწილი მეორე
                                                                1
    ქალაქ თბილისში არქივთან ახლოს ძველად აშენებული კორპუსის ერთ-ერთი ბინა ძველ მეპატრონეს გაეყიდა და ახლა მამა-შვილი დასახლებულიყვნენ. ამ კორპუსში ბინები ადრეც იყიდებოდა, ან ქირავდებოდა, მაგრამ სახლის ჭორიკანა მეზობლებმა ახალ მოსულებზე ყველაფერს იგებდნენ. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც გადმოსვლიდან ერთი თვის განმავლობაში ვერავინ ვერაფერი გაიგო და ვარაუდების დონეზე იყვნენ: ერთს ეგონა, რომ ექიმი იყო, რადგან თეთრი მანქანა ჰყავდა და თეთრი ტანსაცმელი ეცვა, მეორე  ამბობდა ისე მოძრაობს და ისეთი მიხვრა-მოხვრა აქვს, სავარაუდოდ პროფესორი უნდა იყოსო და ასე შემდეგ. მართალია სხვადასხვა ვერსიებს იძახოდნენ კორპუსის ჭორიკნები, მაგრამ ბავშვის შემთხვევაში ერთი საერთო აზრი გააჩნდა ყველას: ის იმ კაცის შვილი იყო. ცოლის შესახებ აზრი ორად იყოფოდა: ზოგი ამბობდა, ბავშვი რადგანაც მუდამ სევდიანი თვალებით უყურებს არემარესო, ალბათ მკვდარი ჰყავსო, იყვნენ მოწინააღმდეგებიც და თავიანთ ვარაუდს თეთრი ტანსაცმლით და მანქანით ხსნიდნენ, მათ ღრმად სწამდათ, რომ კაცი ცოლს იყო გაშორებული. ეს ლაპარაკი ჩუმ-ჩუმად ხდებოდა და ახალი მოსულები ვერ იაზრებდნენ, რომ მათზე ვინმე თუ ჭორაობდა საერთოდ. მამაშვილი სახლიდან დილას გადიოდა, შუადღისას ბავშვი ბრუნდებოდა, მამის გაკეთებულ და შენახულ სადილს შეჭამდა, მეცადინეობდა, შემდეგ კი ვიდეო-თამაშებით ერთობოდა. დღის ბოლოს, როდესაც ბნელოდა დაბრუნებულ მამასთან ერთად სამხრობდა და ორივე თავ-თავიანთ საწოლებში წვებოდნენ და იძინებდნენ. ასე გადიოდა რუტინულად სამუშაო დღეები, მეზობლები ხედავდნენ რომ მამა-შვილი მანქანით  შაბათსაც სადღაც მიდიოდა, დაღამებისას ბრუნდებოდნენ უკან, ან კვირას შუადღისას. იყო ცალკეული შემთხვევა როდესაც შაბათ დილას გარეთ გასული ეს ორი ადამიანი უკან დაბრუნებული არ დაუნახიათ. ამ დროს სადღაც ათევდნენ ღამეს, ან ჭორიკანა მოთვალთვალებმა ვერ მოასწრეს დაფიქსირება ეს ორი არსება როდის დაბრუნდა უკან. ბოლო დროის იმატა შემთხვევებმა, როდესაც არცერთ მეზობელს ეს ორნი დასვენების დღეებში გარეთ საერთოდ არ დაუნახია. უიქენდთან დაკავშირებით ორი კითხვა არსებობდა, რაზეც ასევე არ არსებობდა პასუხი, როგორც იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით. ეს კითხვები შემდეგი გახლდათ: 1) სად მიდიოდნენ? 2) რატომ ყოველ შაბათ-კვირას არა?
ძალიან ბევრს იმტვრევდნენ თავს ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ჭორიკანა მეზობლები, მაგრამ როგორც წინა შემთხვევაში, აქაც  ვარაუდს უნდა დასჯერებოდნენ: ნათესავებთან. ზოგს ისე მობეზრდა ეს კირკიტი და გაღვიძებული ცნობისმოყვარეობის შეკავების მცდელობა,რომ ნათესავებთან ვერსია, სადღაცით შეიცვალა , ვინ? ვიღაცით და რა? რაღაცით.ჭორიკანმა მეზობლებმა ასე მარტივად მოაგვარეს ეს პრობლემა და დამშვიდნენ, ახლა უკვე სხვა თემებზე ჭორაობდნენ.თუ ვინმე გამოჩნდებოდა, ვისაც ამ მამაშვილის ამბავი აინტერესებდა და ამბობდა, უნდა მივიდე და გავიგოვო, ეუბნებოდნენ: "გაჩერდი ქალო, ხო ხედავ მხოლოდ გამარჯობას ამბობენ და აუტკიებელ თავს აიტკივებო"  მაგრამ ერთხელ როდესაც მამა-შვილი ახალი შარვალ-კოსტუმით, მანქანით გამოჩნდნენ, შემდეგ კი ერთმა ქალმა შემთხვევით გაიგონა მათი სახლიდან კაცი ვიღაც ქალს ელაპარაკებოდა, ინტერესი უფრო გაცხოველდა. სადღაც, ვიღაც, რაღაც მათ აღარ აკმაყოფილებდათ და ფიქრობდნენ რადაც არ უნდა დაჯდომოდათ ამ ოჯახის შესახებ ყველაფერი გაეგოთ. 
    ერთ დღეს კორპუსის მეზობლებს ბედნიერი დღე გაუთენდათ: ლიფტის ფული უნდა აეგროვებინათ იმ სადარბაზოში, სადაც ორი ყველასთვის იდუმალი ადამიანი ცხოვრობდა და არავის ელაპარაკებოდნენ. ეს შანსი იყო გაეგოთ რაც აინტერესებდათ და ყველასთვის ეთქვათ.როგორც ყოველთვის ამ დროს ორი ქალი დადიოდა, ერთი ფულს იღებდა, მეორე კი რვეულში იწერდა. მართალია სანამ  მათთან მივიდოდნენ, მანამდე სამ (უფრო ქვედა სართულის მაცხოვრებლები ფულს არასოდეს იხდიდნენ და ერთიდაიგივე საკითხზე ერთიდაიგივე ადამიანებთან მისვლა და შეურაცხყოფების მოსმენა სასტიკად ეზარებოდათ) სხვა მოსახლესთან უნდა მისულიყვნენ, მაგრამ არაუშავდა. სულ არაფერს ეს სიტუაცია ჯობდა. იმ სამიდან ორმა გადაიხადა ფული, მესამემ ძველებურად თავი მოისაწყლა: "სად მაქვს ფულიო? თუ რამე მოგროვებული მაქვს რემონტს უნდა დავახარჯოვო". აი დაადგა ნანატრი დრო. ქალებს გულები უფანცქალებდათ, რადგან სულ ცოტახანში ბნელს ნათელი მოეფინებოდა, გაიგებდნენ იმას რაზეც ამდენი ხანი მხოლოდ ვარაუდებით კმაყოფილდებოდნენ. მათ წარმოდგენაში კარები რომ გაიღებოდა, ახალი მეზობელი, რომელიც გარეგნულად წარმოსადეგი მამაკაცი იყო, შინ შეიპატიჟებდა, ყავაზე დაპატიჟებდა, რაც აინტერესებდათ ყველაფერს ეტყოდა და ფულს მისცემდა,  ასაკში რომ არ ყოფილიყვნენ შესულნი, ალბათ ეს კაცი მათთვის თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი იქნებოდა, რომელიც ამ ორიდან ერთ-ერთს ხელს თხოვდა და ფორტუნის წყალობით მოზვინული და ლოთი ქმარი არ ეყოლებოდათ, როგორიც ჰყავთ რეალობაში. ქალები ფიქრებმა გაიტაცა, თუ როგორ ახარებდნენ თავიანთ მეზობლებს ახალი ამბებით და თუ ვინმეს იმედის ნაპერწკალი გამქრალი ჰქონდა რომ რამე გაეგო, ყველაფერს აცნობებდნენ, ან თავიდან შეუნთებდნენ და მერე ყველა ერთად სრულიად გაიგებდა ყველაფერს.
ამ ფიქრების ლაბირინთში ყოფნისას ხელი მექანიკურად ნელ-ნელა წავიდა ზარის ღილაკისკენ. შიგნით კარებთან ვიღაც მივიდა და ბავშვის ხმით იკითხა:
      -ვინ არის?
    -მეზობლები ვართ, მამა სახლშია?
    -ერთი წუთით! 
      რამდენიმე წუთში შიგნიდან კაცის ხმა გაისმა:
    -ვინ არის?
    -მეზობლები ვართ, ლიფტის ფულის ასაგროვებლად მოვედით. თქვეს ქალებმა და ერთმანეთს გაკვირვებით შეხედეს. ასეთი ბოხი ხმა იშვიათად თუ მოუსმენიათ.
      კარი გაიღო. ქალებმა დაინახეს უზარმაზარი სპორტული აღნაგობის მამაკაცი, რომელსაც თმები სწორედ ჰქონდა დავარცხნილი. თეთრი სამოსი მის მოხდენილობას კიდევ უფრო ამძაფრებდა, მართალია ბოლო ხანებში ადამიანებმა დაინახეს რომ მამაკაცი გამონაკლისს უშვებდა, ანუ იშვიათად სხვა ფერის სამოსსაც იცვამდა, მაგრამ ნებისმიერი რაც კი ტანს უფარავდა, ძალიან უხდებოდა.
    -რამდენია გადასახდელი?
    -ათი ლარი დაბნეულად თქვა მარცხნივ მდგომმა ქალმა. 
    -დამელოდეთ ერთ წუთს.
    მამაკაცი გავიდა და ორ წუთში უკან 10 ლარიანი ფულის კუპიურით დაბრუნდა უკან, ქალებს მიაწოდა, დაემშვიდობა და კარები დაკეტა.
    ქალები გაოგნებულები იყვნენ, რადგან ახალ გადმოსულმა მეზობელმა, ისე დაემშვიდობა, რომ ისინი არც  სახლში შეიპატიჟა, არც აცალა რომ სახელი ეკითხათ. ძალიან გაბრაზებულები იყვნენ ამ კაცზე, რადგან მათი ილუზია დაიმსხვრა. თავებში შავი ლეგა ღრუბლევივით აზრები წამოიმართა, რომ ეს კაცი უკულტურო, უზრდელი ადამიანი იყო, თან მეორე და მესამე შანსის შემთხვევაში თუ ასე გააგრძელდებოდა, ესეიგი ინტერესს ვერ დაიკმაყოფილებდნენ და ბურუსი იქნებოდა. ორივე გრძნობდა რომ დღეს ერთი მეორეს უნდა სწვეოდა სტუმრად, იქ ჭიქა ყავაზე, ან ჩაიზე ამ გალანძღავდნენ და გათათხავდნენ, გარეთ სადარბაზოში ამას ვერ გაბედავდნენ, რადგან იმ კაცს თუ არა სხვა ვინმეს რომ გაეგონა,  ადრესატისთვის მიეტანა ენა, საშინლად გაილანძღებოდნენ და სამაგიეროდ ვერაფერს უპასუხებდნენ. შეურაწყოფილი რომ ხარ და ვერაფერს ამბობ ეს საშინელება არის, ამიტომ კულისებს მიღმა საუბარია კარგია, ვერავინ ვერაფერს გაიგებს და თავისას "გაისწორებდნენ" მათივე ლოგიკით.გარეთ თუ ჩუმად იყვნენ, ამ დროს მათ ფიქრში არსებული პირები ლაპარაკობდნენ, მომდევნო დღეებში შეიძლება ახლობელი ადამიანისთვისაც მოეყოლათ, ეს უკანასკნელი კი ჩუმად იქნებოდა, რადგან აზრზე არ იქნებოდა თუ რა მოხდა, მანამ სანამ  უსაფრთხო ადგილას ერთ ჭერქვეშ არ მოხვდებოდნენ, ენა ტრიალს არ დაიწყებდა და გარეთ არსებულ პირიდან აზრები არ გამოვიდოდა. ამ დროს მესამე თავიდან გაოცდებოდა, შემდეგ დაეთანხმებოდა, ისიც გალანძღავდა ამ კაცს და კიდევ ერთი სახლი ცუდი აზრებით დაბინძურდებოდა, მაგრამ მანამდე ამ ორი ქალიდან ერთ-ერთის სახლი ჭიქა ყავის, ან ჩაის სმის დროს უნდა დაბინძურებულიყო. როდესაც მეცხრე, ბოლო სართულზე ავიდნენ და ბოლო ბინაში მაცხოვრებელს მიადგნენ და მან გაიგო თუ რაზე იყვნენ მოსულნი  " ლიფტის ფული არა და ჯანდაბა თქვენი თავიო" წაიბურდღუნა და კარები ჯახუნით დაკეტა. ქალები ახლა ამ საქციელზე გაცხარდნენ და ჩამოსვლისას ფიქრებით ეს ჰქონდათ სასაუბრო. როდესაც კაცის ბინას გაუსწორდნენ, უცბად მათი აზრები გადასხვაფერდა, თითქოს მაღლა არაფერი მომხდარიყო. შეხედეს ბინას და მესამე სართულზე ერთ-ერთის ბინაში შესვლისას, ამოანთხიეს თუ რამე ბოღმა და ჭუჭყი ჰქონდათ ახალ გადმოსულ მამა-შვილზე. ახალ გადმოსულ მამაკაცს სულ უზრდელი და არარაობა უწოდეს და ბოლოს ორივე ამ დღით კმაყოფილებმმა ერთმანეთს დაემშვიდობნენ, სტუმარს საკუთარი ოჯახის საქმეები უხმობდა სახლში. 
    ამ დროს მამა-შვილი სადილობდა და მათზე ვინ რას ამბობდა აზრზე არ იყვნენ. ისინი ისე ესაუბრებოდნენ ხოლმე ერთმანეთს, როგორც მშობელი და ბავშვი კი არა, არამედ როგორც განუყრელი მეგობრები. ეს კაცის აზრით ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბავშვის აღზრდის საქმეში, ცუდი ადამიანი რომ არ გამოსულიყო. დასჯას ის ძალიან უკიდურესს შემთხვევაში მიმართავდა და თუ შვილი თავის საქციელით გაახარებდა, მეორე დღეს ნაყინს უყიდდა, იცოდა ბავშვმა ეს და ცდილობდა კარგად მოქცეულიყო.
    ბიჭი სკოლაში იქვე ახლოს სწავლობდა, მაგრამ თავის თანაკლასელები მაინცდამაინც არ მოსწონდა და როდესაც ბავშვები დასვენებაზე გარეთ გადიოდნენ, ის მერხზე თავისთვის იჯდა, ან საკლასო ოთახში კედელთან ატუზულიყო. ამის შესახებ უამბო ბავშვმა მამას და მიზეზიც გაუმხილა: მხეცებივით იქცევიან, ერთმანეთს ისე ახტებიან, თითქოს ადამიანები კი არა ველურები იყვნენო, ეს რომ კაცმა გაიგო თავის შვილი სხვა სკოლაში გადაიყვანა, რომელიც მოშორებით იყო, მაგრამ იმედოვნებდა აქ მაინც კმაყოფილი იქნებოდა თავის შვილი. წინა სკოლაც მოშორებით იყო და ამიტომ მათმა მეზობლის ბავშვებმა , რომელიც ყურის ძირში მდებარე სასწავლებელში სწავლობდნენ, ამ ბიჭზე არაფერი იცოდნენ.კიდევ ერთხელ ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში მეზობლებს....... მამა და შვილი არ იყვნენ ჩაკეტილი ადამიანები, უბრალოდ საკუთარი ინტუიცის წყალობით გრძნობდნენ ჭორიკნების ინტერესი რომ გამოიწვიეს და ასეთ ხალხს მაქსიმალურად ერიდებოდნენ, უაზრო ხმები რომ არ დაყრილიყო და მთელი უბნის განსახილველი თემა არ გამხდარიყვნენ. მშვიდი, აუღელვებელი ცხოვრება მოსწონდათ და ცდილობდნენ არსებული მდგომარეობა არ დარღვეულიყო.
     
                                              ......................................................     
        რამდენიმე დღეში  წინაასარჩევნო სუნი დატრიალდა ქალაქში. ყველა პარტია თავის სასარგებლოდ ლაპარაკობდა. ხალხს უამრავ რამეს ჰპირდებოდნენ. ტელევიზორში გადიოდა უამრავი სარეკლამო რგოლი. დეპუტატები ერთმანეთის მიმართ დამაკნინებელ და დამამცირებელ რაღაცეებს ამბობდნენ, რომ საკუთარი თავი უკეთესი წარმოედგინათ, მაგრამ თითოეულს არჩევნების დღეს ხალხი თავის ადგილს მიუჩენდა, თუ არადა  უცბად ატყდებოდა საუბარი ხმის მიცემისას გაყალბებაზე და კარუსელზე, ისედაც ისმოდა ეს ერთი ორგან, მაგრამ სად მართალი  რომ ხარ  პროცესი სამართლიანად არ ჩატარებულა და სად წაგების არ აღიარება და ტყუილად მოჭიდება ხავს. 
        საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო კარდაკარ სიარული და კითხვების დასმა, თუ ვის აძლევდნენ ხმას. გამონაკლისი არც ის კორპუსი იყო, სადაც მამა-შვილი ცხოვრობდა. მათ სადარბაზოში მეხუთე სართულზე მცხოვრები ქალბატონი, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პარტიის მხარდამჭერი  ამ საქმიანობაში ჩართული იყო.კიდევ ერთხელ მიეცათ შანსი მეზობლებს გაეგოთ სიმართლე. მანამდე  უმიზეზოდ არ უცდიათ მისვლა, რადგან მომხდარი ფაქტის შემდეგ ხვდებოდნენ ტყუილად თავზე დადგომას აზრი არ ჰქონდათ, მამა-შვილნი მეზობლებთან კომუნიკაციით დიდად მოხიბლულნი არ იყვნენ. კიბეებზე შემთხვევით შეხვედრისას  მხოლოდ გამარჯობას ამბობდნენ და ამით მთავრდებოდა ყველაფერი. ჩვეულებრივ  სხვა შემთხვევაში ასე არასდროს მთავრდება, თუ ძალიან არ ეჩქარებათ ქალები და კაცები რომ დაინახავენ ერთმანეთს, საათობით ლაპარაკობენ, თუ ეჩქარებათ ჩვეულებრივი მოკითხვის და ერთი- ორი სიტყვის თქმის მერე გაჩერებულ მდგომარეობიდან, ისევ ძველებურ მოძრავ მდგომარეობაში მოდიან.  მამა-შვილი მეზობლებს გაჩერებული ძალიან იშვიათად უნახავთ, მაშინაც 99% ტელეფონზე ლაპარაკობდა მამა და შვილი უსმენდა, შესაბამისად მას სხვა არაფერი აინტერესებდა, ერთხელ როდესაც  პირველი სართულის მეზობელმა მისალმების შემდეგ საათი კითხა, კაცმა მოკლედ უპასუხა: "რვის ნახევარი" და სწრაფად გაეცალა. არადა მეზობელს ლაპარაკი უნდოდა რომ ამ ადამიანზე მეტი გაეგო. კაცმა
      ქალმა დააზარუნა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ არაფერი, შემდეგ დააკაკუნა ერთხელ, ორჯერ არაფერი. მამა-შვილი სახლში არ იყვნენ, ნათესავს ბავშვი ეყოლა და აღსანიშნავად წასულიყვნენ. კიდევ ერთხელ ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში მეზობლებს,  არ ყოფნის შემთხვევაში შეეძლო კიდევ ერთხელ მოსულიყო და შემდეგ ეკითხა, მაგრამ არ ინდომა, იცოდა ცივად დახვდებოდნენ მეზობელს და კითხვებზე პასუხის გაცემის დროს ისეთი განწყობა იქნებოდა იქ რომ, მოუწევდა კითხვების უცბად გავლა და რაც შეიძლება სწრაფად ამ ადგილის დატოვება. ერთადერთი დადებითი ამ შემთხვევის ის იყო რომ სახელი და გვარი გაიგეს, სახელი ნორმალური იყო, მაგრამ გვარი მეტად ეცნაურა, არც კი ეგონა ამ საუკუნეში თუ არსებობდა, ეგონა წინა საუკუნეებში აღიგავა პირისაგან მიწისა, მაგრამ უტყუარი ფაქტი არსებობდა, რომ ყოფილა და რა ექნა? თავს ხომ არ მოიტყუებდა, ან მტკიცებას ხო არ დაიწყებდა წარსულიდან მოსული ადამიანიაო? ამ შემთხვევაში გიჟად მონათლავდნენ და სპეტაკი იმიჯი ხალხში, რაც ხელს უწყობდა ახალი ჭორების გაგებაში შეელახებოდა. ამ სადარბაზოს ჭორიკანა მეზობლები  საჯაროდ არასოდეს ლაპარაკობდნენ ერთურთში, გარეშე პირს არასდროს აგრძნობინებდნენ რომ მათი ნათქვამი სადმე განიხილებოდა. შემდეგ  ერთ პატარა ოთახში შეკრებისას  ყველაზე და ყველაფერზე რაც იცოდნენ დაფქვავდნენ და საღამოს კმაყოფილები დაიძინებდნენ. რაც უფრო მეტი ჭორი ჰქონდათ მომზადებული ერთი დღისთვის, მით უფრო კმაყოფილნი იყვნენ. ჭორაობა არცერთი ქალის საყვარელი საქმე არ იყო, მაგრამ არცერთი მათგანი არ მუშაობდა და "კუხნა-ვანათი"დაღლილებს დრო როგორ უნდა გაეტარებინათ არ იცოდნენ.   
        ერთი კვირის შემდეგ თავის გადაწყვეტილება შეცვალა და კიდევ ერთხელ მივიდა, ამჯერად იგივე განმეორდა,  იგივე განმეორდა. როდესაც ოთხი კიბის საფეხური ჩაიარა, მაგრამ ამჟამად ქვემოდან კაცის და ბავშვის ხმა შემოესმა. ქალმა მოიცადა. როდესაც მამა-შვილი თავის კარებთან მივიდნენ, ქალი ზრდილობიანად მიესალმა:
      -გამარჯობათ.
      -გამარჯობათ.
      -მე პოლიტიკასთან დაკავშირებით გაწუხებთ. მაინტერესებს, ვის აძლევთ ხმას.
      -პოლიტიკა არ მაინტერესებს. შეგიძლიათ ჩაწეროთ, რომ არავის თქვა კაცმა და კარები მიიჯახუნა.
      ქალი გაბრაზდა. რისხვა მოაწვა, მაგრამ ვერაფერს ვერ შეცვლიდა. სწრაფი ნაბიჯებით ჩავიდა ქვემოთ. კიდევ ერთხელ ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში. ახლა იგი აქედან  პირდაპირ თავის დაქალებისკენ წავიდა, რომ მოეყოლა ეს ამბავი.
      კაცმა სახლის კარები გააღო და მამა-შვილი სახლში შევიდნენ.კაცმა პროდუქტების პარკი სამზარეულოში დაადო, რაც შიგნით იყო ყველაფერი მაცივარში დაადო, რამდენიმე პამიდორის და კიტრის გარდა, ორივე დააჭრა და სალათა გააკეთა. მამა-შვილმა ხელები დაიბანეს და ჭამას შეუდგნენ. სადილის შემდეგ კაცი სასტუმრო ოთახში გავიდა, გაზეთი გადაშალა. ახალი ამბები აინტერესებდა. განსხვავებული არაფერი ეწერა, რასაც ტელევიზორში არ ისმენდა, მხოლოდ ერთი დადებითი კი იყო, ჟურნალისტებს ( სხვადასხვა სტატიას ზოგადად სხვადასხვა ავტორი ჰყავს პრესაში) ინდივიდუალური გადმოცემის ჰქონდათ,რის გამოც ხშირად აბუქებდნენ, ტყუილ ინფორმაციებს აწვდიდნენ მოსახლეობას, მაგრამ ამ თავისებურებაში ვისშიც მიუკერძებლობა (რაც ძალიან იშვიათი იყო სიცრუის ტირაჟის ფონზე) ჩანდა ხოლმე, ის უფრო მეტად მაღლდებოდა ამ კაცის თვალში და ზოგადად საზოგადოების თვალში ალბათ, რადგან ჭეშმარიტება და მართალი ახალი ამბავი ბევრს უყვარდა, მცირე გამონაკლისის გარდა, რომელსაც დღემდე სწამს, რომ ბავშვს მანამდე უნდა მოატყუო სანტაკლაუსის არსებობის შესახებ,  სანამ თავად არ მიხვდება სიმართლეს. ბოლო გვერდზე, იქ სადაც სასაცილო ფაქტს უცხოეთიდან, თუ საქართველოდან, სასიამოვნო ამბავს, ან უბრალოდ ანეგდოტებს ჰქონდა დათმობილი, ეწერა რომ ცნობილმა ფეხბურთელმა ლაშა ჯგერენაიამ ცოლი მოიყვანა. ბიჭი ვარსკვლავი იყო სპორტულ სამყაროში და დრო იყო უკვე ასაკიდან, თუ სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე დაოჯახებულიყო. პრესას ინფორმაციაც მოეპოვებინა გოგოს შესახებ. გაზეთი ამბობდა რომ ის ნატა დიასამიძე იყო, მაგრამ რას წარმოადგენდა ეს გოგონა, იყო თუ არა ცნობილი გაზეთი ამის შესახებ არაფერს ამბობდა. კაცს გაუკვირდა, თითქოს ისეთი რამე მომხდარიყოს, რაც აქამდე ბუნებაში არ არსებობდა და რაღაც საოცარ ფენომენთან გვქონდა საქმე აქამდე. თითქოს ასეთი რამე ქვეყნად საუკუნეში ერთხელ ხდება და ეს "ერთხელ" ახლა მოხდა. ასეთი რეაქციის მიზეზი ის იყო, რომ ნატა დიასამიძე ნაღებ საზოგადოებაში არ იწერებოდა, ტელევიზორში ყოველშემთხვევისთვის არასდროს მიუწვევიათ, განსხვავებით მისი ქმრისგან, რომელსაც თითქმის ყველა სპორტული გადაცემაში მიწვეული იყო.გოგონა მზარეული იყო, როგორც გაზეთი იტყობინებოდა, მაგრამ არცერთ ცნობილ სატელევიზიო შოუში არ მიუღია მონაწილეობა, რაც სამზარეულოს და საჭმლის კეთებას უკავშირდებოდა. აქ როგორც ჟიური, ასევე ჩვეულებრივი წევრი იგულისხმება. კაცს გაუხარდა, თან ეს ამბავი, რადგან კიდევ ერთი ოჯახი შეიქმნა და ამდენი უარყოფითი ამბის ფონზე, რაც ტელევიზორიდან, ხალხის პირიდან, თუ პრესით ვრცელდებოდა,  ერთგვარი პოზიტივი იყო.ის ნათელი წერტილი, რაც ახალი ამბებით დათრგუნულ ადამიანის მდგომარეობას ოდნავ შეუმსუბუქებდა. ეს ის იყო, რაც ისედაც ცხოვრებისეული პრობლემებით დათრგუნულ ადამიანს ტელევიზორიით ყურებას, თუ გაზეთის წაკითხვას, ცხოვრებაზე მთლად ხელს არ ააღებინებდა.
      ამ დროს ბავშვი სამზარეულოში იყო და ფანჯრიდან გარეთ იყურებოდა. ამ მხარეს არანაირი ხმა არ ისმოდა განსხვავებით აივნისგან, რადგან აივნიდან ჩანდა სკვერი და სკვერთან ახლოს კიდევ სტადიონზე. აქ თამაშობდა უამრავი ბავშვი და მათი ხმაური აივნებამდე აღწევდა.მეორე მხარე წყნარი იყო. მართალია აქედანაც მოძრაობდა ხალხი და მანქანები, მაგრამ სტადიონი ცოტა მოშორებით იყო და შესაბამისად არანაირი ხმაური არ ისმოდა. 
      გზაზე ერთი ქალი გამოჩნდა რომელიც გვერდზე სადარბაზოში ცხოვრობდა და დღევანდელ შეკრებაზე მეხუთე სადარბაზოში მიდიოდა. უნდა გაერჩიათ სხვადასხვა ჭორი, რომელიც ახალ-ახალი და ცხელ-ცხელი იყო. დღევანდელი დღე იმით გამოირჩეოდა, რომ შეხვედრის ადგილი ჰქონდათ შეცვლილი, ადრე თუ მესამე სადარბაზოში ხვდებოდნენ ნანასთან, ახლა უკვე სხვა ადგილას მისულიყვნენ. ამის მიზეზი ის იყო რომ ნანას ქმარი ვერ იტანდა ამ ქალებს და ცოლს კატეგორიულად მოსთხოვა, თუ სურდა დაქალების ნახვა, სხვაგან შეკრებილიყვნენ. დღევანდელ შეხვედრაზე არც ისე ბევრი სალაპარაკო ჰქონდათ, ძირითადად გათხოვება და ბავშვის დაბადება, მაგრამ კუთხის სადარბაზოში მაცხოვრებელს, რომელიც უკვე მისულიყო შეკრების ადგილას, ჰქონდა ერთი რამ, რაც ერთ-ერთ ბნელით მოცულ აქტუალურ თემას (რაც ძალიან აინტერესებდათ) ქალებს შედარებით ნათელს ჰფენდა - მისტიური  კაცის სახელი და გვარი.
      როდესაც ქალი მივიდა თავის დაქალებთან აღმოაჩინა, რომ მათ წრეს ია სულაბერიძე აკლდა. ის გოგო სამეგობროში ყველაზე პატარა იყო (36წლის)და ერთადერთი გაუთხოვარი ადამიანი. რომ ეკითხებოდნენ, რატომ არ ოჯახდებიო? პასუხობდა: ჩემი მოსაწონი კაცი არ დაბადებულაო, ისინიც ჩუმდებოდნენ, მაგრამ სიჩუმეს ხმაური მოჰყვება ხოლმე და ყოველ შეხვედრაზე ერთიდაიგივე იყო, თუმცა ქალები ამით არ კმაყოფილდებოდნენ და გოგოს ნამიოკებსაც აძლევდნენ, მაგალითად სადაქალოს  პირველი შეკრებიდან ერთ წელიწადში დაბადებისდღეზე ტორტი დაახვედრეს წარწერით: " წელს მაინც გათხოვდი",  ერთ მშვენიერ დღეს თეთრი კაბა აჩუქეს, ნახე როგორ გიხდებაო და ახლა სამ წლის თავზე პირველად მოთხოვეს კატეგორიულად გათხოვება, ისიც ვითომ დაემორჩილა" თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი გამოჩნდეს და გავყვებიო" ამ სადაქალოდან ორი დიდიხანია ცხოვრობდა ამ კორპუსში, ერთი ხუთი წლის წინ გადმოვიდა ნელ-ნელა დაუახლოვდა მეზობლებს, დანარჩენები მესამეს გადმოსვლიდან ერთ წელიწადში მოვიდნენ და ერთ წელიწადში სამეგობრო შეიკრა სრულიად. სრულიად?
შეიძლება ახლო მომავალში კიდევ დამატებოდათ, ახალ მეზობელს თუ დაუახლოვდებოდნენ, ან გარკვეული მიზეზთა გამო გამოკლებოდათ, მაგრამ სამი წელი ისე გავიდა ფიქრის დონეზეც კი არ იყო  არცერთი. ახალი მეზობლები იყვნენ გადმოსულები, მაგრამ ვერცერთს ვერ უგებდნენ, გამარჯობის თქმისას ისე განწყობა ექმნებოდათ ახალ მაცხოვრებლების მიმართ, რომ დაახლოება არ უნდებოდათ.    როდესაც ქალი მივიდა ბინაში  და შეხედა თავის მეგობრებს, იკითხა:
  -სად არის ია? 
  არცერთმა მეგობარმა არ იცოდა პასუხი.
  -დაგვიანება და გაცდენა არ უყვარდა და ნეტავ რა ხდება?   
  არც ამ კითხვაზე არ იცოდნენ არცერთმა  პასუხი.
  ყველანი ცარიელ სკამს გაოცებულნი უყურებდნენ, ფიქრობდნენ  მათ დაქალს რამე შეემთხვა და დასარეკად ნომერს კრეფავდნენ, რომ უცბად მასპინძლის ტელეფონი აწკრიალდა:
  -ალო, სად ხარ ია?
  -გამარჯობათ.
  -გამარჯობათ, სად ხარ ია?
  -გოგოებო მე გავთხოვდი.
  -რა?
  -რაც გაიგონეთ, გავთხოვდი!
  -შეყვარებული არ გყავდა გუშინ და ასე უცბად როგორ, რანაირად?
  -მყავდა. უბრალოდ გიმალავდით, ორი წელიწადია რაც ურთიერთობა გვაქვს, ნიშნობა ორი თვის წინ გვქონდა. ახალი ბეჭედი რომ განახეთ, ჩემმა საქმრომ გამიკეთა. ძალიან ვიწრო წრეში აღვნიშნეთ ეს დღე და თქვენ შესაბამისად არ გითხარით.
  ტელეფონი გაითიშა. ქალი ცოტახანი გაშეშებული იჯდა. ის ახლა მეხნაკრავივით იყო, ვერანაირ მოქმედებას ვერ აკეთებდა. უნდოდა რამე ეთქვა, მაგრამ სიტყვები არ ამოდიოდა პირიდან.  ქალი ასე ძეგლივით დაახლოებით ხუთი წუთი იჯდა, მანამ სანამ მეორე ქალმა არ დაარღვია სიჩუმე:
  -რაო, რა თქვა?
    -ი ა!
  -რა ია?
  -ი ა!
  -რა მოგივიდა? რა მოხდა თქვი.
    ქალმა ცოტახანი ჩუმად იჯდა და ცარიელ სკამს უყურებდა.ის თითქოს მარილის სვეტად ქცეულიყო და ასე გაშეშებულიყო სამუდამოდ, მაგრამ  ქალმა ძალა მოიკრიბა  და თავის დაქალებს ახალი ამბავი გადასცა:
  -ი ა გ ა თ ხ ო ვ დ ა.
  -რა? - ისე იკითხეს დაქალებმა თითქოს ვერ გაიგონეს.
  მცირედი ძალა ერთი წინადადებებისთვის აღმოჩნდა საკმარისი, ამიტომ ცოტახანი ისევ დუმილი ჩამოვარდა, რათა  ადამიანს ის საშინელი სიტყვები თავიდან გაემეორებინა, მაგრამ ასე ენის ბორძიკით საუბარს არანაირი აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ქალმა ჯერ ანიშნა წყალი დამისხიო, ის შოკში იყო და ჯერ კიდევ ვერ გამოსულიყო მდგომარეობიდან. წყლის დალევამ ცოტა უშველა, ლაპარაკის საშუალება მიეცა:
  -ია გათხოვდა
  -კი მაგრამ ვის გაყვა და როდის?           
  -გუშინწინ ჩემ დეიდაშვილს.
  -მერე ქორწილში რატომ არ დაგვპატიჟა? განსაკუთრებით შენ?
  -ჩემი დეიდაშვილი არ მელაპარაკება. რაც დედაჩემი და დეიდაჩემი აღარ არის,აიშვა. აღნიშვნა  ვიწრო წრეში გადაუწყვეტიათ და ქალბატონმა არ გვიუკადრისა.
  -თუ აქამდე არცერთმა არაფერი ვიცოდით, შენ საიდან იცი რომ შენ დეიდაშვილს გაყვა ცოლად? - იკითხა მეორე ქალმა.
  -ორჯერ შემთხვევით დავინახე ერთად. ხელიხელგადახვეულები სადღაც მიდიოდნენ. ამაზე იას რომ ჩამოვუგდე საუბარი, იამ ორჯერვე მომატყუა, არაფერი ხდება, ვმეგობრობთო. ჩემ დეიდაშვილთან შემეძლო გარკვევა, მაგრამ ხმას არ ვცემ თავის ვულგარული საქციელის გამო და.....
  -მაგ გოგოს ადრევე შევატყვე, რომ  ჩვენთან მეგობრობა არ უნდოდა და მხოლოდ საჭორაოდ დადიოდა, მაგრამ არ ვთქვი, რადგან პატარა წვილმანებზე არ მინდოდა მომეცდინებინეთ.
-რას გულისხმობ?
-ერთხელ ცოტაოდენი ყავა ვთხოვე, ძალიან მინდოდა დამელია და არ მქონდა, არ მომცა, გამითავდაო, არაფერი ვთქვი გადავყლაპე, რადგან ეს მართლა შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ ზუსტად ოც წუთში სადარბაზოში რომ გავიგონე თავის დაქალ მაიას როგორ ეუბნებოდა: "ჩამო, ყავა დავლიოთო", ვეღარ მოვითმინე და ჯავრი ვიყარე. მერე თუ გახსოვთ რამდენიმე კვირა ხმას არ მცემდა.
  -გვახსოვს! გვახსოვს! მიზეზსაც არ ამბობდა! უცხვირპირო!
  ახლა თითეულ ქალი აღვსილი იყო სიბრაზით, რადგან მათმა მეგობარმა ისინი ქორწილში არ დაპატიჟა, შესაბამისად ნიშნობა რომ ჰქონდა დაუმალა, ხმას არ იღებდა და უეცრად გათხოვდა. პირველად რომ გაიგეს ეს ამბავი გაოცებულნი იყვნენ  ბრაზთან ერთად, მაგრამ როდესაც ქალმა ანიშნა მათ გასაკვირი არაფერიაო, მარტო ჯავრიღა დარჩათ, ერთი ორი  მცირე შემთხვევა დანარჩენებსაც ჰქონდათ, მაგრამ დღევანდელმა დღემ ნათლად დაანახა ყველას, რომ მარტო საჭორაოდ მოდიოდა მათთან და რეალურად მათი მეგობარი არ იყო. მთელ კორპუსში მას ერთადერთი მესაიდუმლე ჰყავდა -მაია, რომელიც მისი ტოლი იყო და ეს ქალები ვერ იტანდნენ, რადგან, როგორც კი გაიგო თუ ვინ იყვნენ ესენი, ნეგატიური განწყობის გამოვლინება დაიწყო, თუმცა მარტო ეს არ იყო, გოგოს ზნეში ერია ერთი მინუსი, ვინმე თუ არ მოსწონდა, მას ზემოდან უყურებდა. ია ეთანხმებოდა დაქალს ამ საკითხში, მაგრამ აქ მაინც მოდიოდა, რადგან ცხელ-ცხელი ჭორები აინტერესებდა. ახლა კი როდესაც ასეთი ფაქტი მოხდა, ეს ნიშნავდა რომ  მათი წრიდან გადიოდა. ამ ახალმა ამბავმა დაქალები ერთ უმნიშვნელო დეტალზე დააფიქრა: როდესაც ახალ-ახალ ცხელ-ცხელ ჭორებს ჰყვებოდნენ ისინი და პირს იქაფავდნენ, ია ყოველთვის ჩუმად იყო, ახლა კარგად გამოჩნდა, რომ გამორჩენაზე იყო, ამაზე ქალები უფრო გაბრაზდნენ, არავის არ სურდა საკუთარ სულში ჩახედვა და დანახვა ვინ იყვნენ ერთმანეთის მიმართ, არ უნდოდათ დაენახათ თითეული ყოველთვის ჭორაობდა სხვაზე, ისინი სიამოვნებით გაჭორავდნენ ერთმანეთს, ყველას თავის თავზე რომ ელაპარაკა შეკრების დროს,ან შანსი რომ ჰქონოდათ, მოიქცეოდნენ აუცილებლად იას მსგავსად, მაგრამ თითეული მათგანი გათხოვილი იყო და ოჯახის დანგრევა არ სურდათ.
  -გოგოებო მე ერთი ამბავი მაქვს, რაც ვიცი ძალიან გესიამოვნებათ თქვა ერთ-ერთმა ქალმა.
  -თქვი იქნებ ხასიათი გამოგვიკეთდეს.
  -ხო იცით, არჩევნების წინ დავდივარ და ხალხს ვეკითხები: ვის აძლევენ ხმას.
-კი, კი, - ერთხმად დაიძახეს ქალებმა.
-გუშინ აბა გამოიცანით ვისთან მომიწია მისვლა? 
  ცოტახანი იქაურობა დუმილმა მოიცვა. ქალები ფიქრობდნენ, ბოლოს ერთ-ერთს სახე გაუნათდა:
  -არ არსებობს, გვატყუებ?
  -მართლა.
  -არ მჯერა.
  -ნუ გჯერა.
  -ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ ჩაერია მეორე ქალი - ყველაფერი გაიგე?
  -მხოლოდ და მხოლოდ სახელი და გვარი. ჯერ სახლში არ დამხვდა, მეორედ რომ მივედი,  სახლში შედიოდა და ასე გამომიცხადა:" პოლიტიკა არ მაინტერესებს და არცერთ პარტიას არ ვაძლევ ხმასო" 
  -რა?
-ჰო.
-ღადაობ?
-არა.
-ყავაზე ისევ არ დაუპატიჟებიხარ ხო?
  -არა.
-უზრდელი კაცი!
-თუ სახლში არ მიგიწვია და ეგ ორი სიტყვა გითხრა,სახელი როგორღა გაიგე? საუბარში ჩაერია მესამე ქალი.
-სახლი ხო იყიდა, დარეგისტრირდა როგორც ამ ბინაში მაცხოვრებელი და სია მაქვს. 
-გვანახე ეგ სია!
ქალმა სია ამოიღო და თავის დაქალებს ანახა. 
-ეს არის, გოგოებო.
-სახელი გავრცელებულია, გვარიც ისტორიულია, ასეთი გვარის პატრონი ნეტავ აქ რამ დაასახლა? დიდებულ სახლში უნდა ცხოვრობდეს.
-მე რავიცი
-კიდევ რამე თუ იცი, ჩამოყაჭე!
-არა, მეტი არაფერი ვიცი.   
  დუმილი. 
  ყინული დაიძრა. ადრე თუ მთლიანად ბნელით იყო მოცული, ახლა მცირე სიმათლე გაჩნდა, ქალებს კიდევ ერთხელ გაუჩნდა იმედი,რომ მზე მთლიან სიბნელეს თავის სხევებს ესროდა და შავი თეთრით შეიცვლებოდა. ისინი ვერ იტანდნენ დაფარულ რაღაცეებს რაც აინტერესებდათ და ინფორმაციის მისაწვდომობა დახშული იყო.  ყველაზე მთავარი ის იყო რომ გვარი ამ ქალებს აძლევდა საშუალებას, რომ ეჭორავათ ერთმანეთში, გარეთ, ისე რომ არავის ეჭვი არ შეპარვოდა მათ ნათქვამში და ასე გავრცელებულიყო. მერე ამდენი მითქმა- მოთქმით დაღონებული კაცი ალბათ იტყოდა სიმართლეს და რაც აინტერესებდათ სრულიად გაიგებდნენ. როდესაც კაცი და ბავშვი მიდიოდა გარეთ,  ბავშვი სკოლის მ,ერე სახლში  უკან ბრუნდებოდა, ამ მამაშვილის კონტროლის დროს თითეულ მათგანს უნდოდათ სხვა რამეთი დაკავებულიყვნენ, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ მიაჯაჭვა თითეულ ამ ორ ადამიანზე და ვერ ეშვებოდნენ, რადგან დაწყებული საქმის დასრულება სურდათ, ქალები ამ ადამიანს ძველებურად თვალს ადევნებდნენ, ისე რომ  მამაშვილს არაფერი შეემჩნია, მაგრამ ისინი მაინც ხედავდნენ ყველაფერს და თავს არ იწუხებდნენ, რომ ქალებისთვის რამე ეთქვათ, რადგან თავის პირად ცხოვრებას მისდევდნენ და მათთვის ნაკლებად სამწუხარო ამბავი იყო. 

                                                ............................................
  ერთხელ  როდესაც შაბათ  დღეს კაცი და ბავშვი სასეირნოდ ეზოში ჩავიდნენ და სუპერმარკეტს გაუსწორდნენ, ბიჭუნას უცბად ქადა მოუნდა. საკონდიტრო, სადაც მამა ქადებს ყიდულობდა, ამ ქუჩის ქვემოთ მდებარეობდა და მამა შვილიც  მისკენ გაუდგნენ გზას. როდესაც ამოდიოდნენ პირველი, რამაც მათი შთაბეჭდილება მიიპყრო, მაღაზიის წინ ახალ მოსული ტაქსი იყო. ამ მანქანის მძღოლმა სულ რაღაც 5 კილომეტრზე უცნობი მამაკაცისგან ბობოლა თანხა მოითხოვა, რაც ადამიანს იმ წუთას  არ ჰქონდა და მნიშვნელოვან საქმეზე სახლში ასვლაში და ჩამოტანაში მნიშვნელოვან საქმეზე დააგვიანდა. დიდი დრო რომ ჰქონოდა მარშუტკით წავიდოდა, მაგრამ ასე არ იყო და კაცის აზრით მძღოლს ნამუსი არ ჰქონდა. მამას ზიზღისგან სახე შეეჭმუხნა, მაგრამ შემდეგ შვილს შეხედა, ადამიანს რომელიც ძალიან უყვარდა ისევ აღიბეჭდა მასზე სიხარული.რამდენიმე  მეტრის გავლის შემდეგ, როდესაც კაცმა და ბიჭმა საკუთარ სადარბაზოსკენ შეუხვიეს, უცბად დაინახეს საპირისპირო მხრიდან მომავალი ლამაზი ქალი, ეს  ნატა დიასამიძე იყო. გოგონამ გაუღიმა ორივეს, რაზეც ორივემ ღიმილით უპასუხეს,  ეს დაინახა მამა-შვილის გვერდზე ჩავლილმა მეზობელმა, რომელიც ჭორიკანა დაქალების წევრი გახლდათ და სასწრაფოდ ქალებს დაურეკა: "დღეს შევიკრიბოთ, ისეთი რამე დავინახე, რაც აქამდე არ მინახავს და თქვენც გაგაოცებთო". მართლაც შეიკრიბნენ ქალები. აადუღეს ყავა. თვითმხილველმა დაიწყო საუბარი:
  -გოგოებო დღეს მაღაზიაში ჩავედი, საჭმელები უნდა მეყიდა სადილისთვის და სიგარეტი ჩემი ბიჭისთვის.
    -მერე?
    -მერე ვიყიდე ეს ყველაფერი და გამოვედი.
    -მერე? ესე მარცვალ-მარცვალ ნუ ყვები, ერთიანად  მოყევი!
    -კარგი. მოკლედ გამოვედი ჩემი სადარბაზოს მეზობელი შემხვდა. მეგონა, ცოტახანი დამელაპარაკებოდა, მაგრამ 30 წუთის მერე ძლივს მოვიცილე. ჩვენ შესახვევში რომ შემოვუხვიე, ამ დროს დავინახე. რომ ჩემ წინ  მამა-შვილი მიდის.
    -ვინ მამა-შვილი?  გააწყვეტინა ერთმა ქალს საუბარი.
    -აი, ჩვენ რომ გვაინტერესებს ისინი
    აა, მერე?
    უცბად ვხედავ, საპირისპირო მხრიდან მოდის ნატა დიასამიძე და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ჩვენთვის ნაცნობ ადამიანებს გაუღიმა, ბავშვმა საპასუხო დაუბრუნა, მაგრამ აი მამამ იგნორი ჩაურტყა.
    -ეს ნატა დიასამიძე ვინ არის?
    -ცნობილი ფოტომოდელი.
  -მერე აქ ცხოვრობს?
    -აქ დასახლდა სტუდენტობისას და ისე უყვარს თურმე ეს უბანი, მიტოვება არ სურს.
    -შენ ნაამბობზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნატა და ეს კაცი ერთმანეთს იცნობენ.
    -ხო.
    -უნდა გავიგოთ რა აქვთ საერთო?
    -კაი, მაგრამ როგორ? ნატას პირდაპირ ვერ მივეჭვრებით.
    -ამ კაცზე თვალ-თვალი გავაგრძელოთ, დარწმუნებული ვარ ბადეს კიდევ ამოყვება თევზი, თუ არადა მაგ ადამიანს საკუთარი სილამაზის სალონი აქვს. ერთხელ ჩვენიდან ვინმე მივიდეს იქ და დაკითხოს.
    ქალები დიდხანს უთვალთვალებდნენ მამა-შვილს, მაგრამ ბადეს თევზი არ მოყვებოდა, თუ არ ჩავთვლით  უცნობი ქალის სახით ამ თავსატეხის კიდევ უფრო გაზრდას, რომელიც ამ ოჯახს სტუმრობდა ხოლმე. ქალებმა გადაწყვიტეს, ნატასთან სალონში მისვლა.
                                                                  2
      ნატა დიასამიძის სალონი ტაშკენტის ქუჩაზე მდებარეობდა, კორპუსის ძირში. მას მეპატრონის სახელი ერქვა და საზოგადოებაში საკმაოდ ცნობილი იყო.  იქ მომუშავე ადამიანებს მომხმარებელი ყოველთვის ჰყავდათ, ხანდახან ისეც ხდებოდა, ადამიანები ლოდინისგან სასოწარკვეთილი რომ არ ყოფილიყვნენ, ნატა ებმებოდა საქმეში. აქ ამ სალონში მომუშავე ხალხმა თავისუფალი დრო თითქმის არ იცოდნენ რა იყო, თვეში ერთი დასვენების დღე მათთვის ზეიმი იყო, მაგრამ სამსახურიდან  უფრო უკეთესი ადგილის შოვნის შემთხვევაში მიდიოდნენ, რადგან ძალიან მეგობრული გარემო იყო. დრო უცბად გადიოდა, წუთები წუთებს მისდევდა და დილას მისული ხალხი, მუშაობაში გართულნი უცბად აღმოაჩენდნენ, რომ სალონის დაკეტვის დრო მოდიოდა. ხვალ დილას კი დაიწყებოდა ხელახალი რუტინული დღე. ერთიდაიგივე ვითარებას სალონში, კარის გაღებისას გარედან შემომავალი მანქანების ხმაური არღვევდა.
        იმ დღეს ძალიან უჩვეულოდ დაიწყო სამუშაო პროცესი, დილას ცოტა კლიენტი ჰყავდათ, შუადღისას არ მომატებია, თუმცა არავის უკვირდა საზაფხულო არდადეგები დაიწყო და ხალხის უმეტესობა თბილისში გაკრეფილიყო. მართალია ასეთი რამე პირველად  არ ფიქსირდებოდა, რადგან ცნობილმა დიზაინერმა ნატა დიასამიძემ სამი წლის წინ  გახსნა სალონი და შესაბამისად აქ მომუშავე ადამიანებისთვის ეს პირველი მკვდარი დღეები, ალბათ არც უკანასკნელი არ იყო, მაგრამ თითეული მათგანი რაღაც სიახლის სუნს გრძნობდა, ცვლილება თუ არა, თითეული გულის სიღრმეში ფიქრობდა რომ მოხდებოდა ისეთი რამე, რაც მათი სალაპარაკო და განსახილველი თემა გახდებოდა. აქ მომუშავე თანამშრომელი საქმეში საკმაოდ გამოცდილნი იყვნენ და შესაბამისად იცოდნენ ახალ გამოწვევებს როგორ დახვედროდნენ. ნატას სხვა დროსაც ჰქონდა გახსნილი სილამაზის სალონი ინგოროყვას ქუჩაზე, იმასაც არ აკლდა მომხმარებელი და წარმატებით ამუშავებდა, მაგრამ შენობა რომლის ქვეშაც მდებარეობდა ეს სალონი, გაიყიდა, ახალ მეპატრონეს სილამაზის სალონი არ უნდოდა, ამ ადგილას პატარა კაფის გახსნა მოენდომებინა. ნატა დიასამიძეს თავიდან მეორეს გახსნა არ სურდა, ერთმა ორმა ჩამოუგდო სიტყვა გახსენი, კლიენტი გეყოლებაო, მაგრამ  არას ამბობდა,  დიზაინერობითაც ისედაც კარგად გამაქვს თავიო. ერთხელ როდესაც გოგონა მეგობართან დაბადებისდღეზე მიდიოდა, სპორტის სასახლესთან 61 ნომერ ავტობუსში ავიდა. კოსტავას ქუჩაზე გავლისას, ნატამ აღმოაჩინა რომ ირგვლივ სულ სილამაზის სალონები და ტანსაცმლის მაღაზიები იყო. ერთი ორგან მაკშაურმას და უბრალო საცხობსაც მოჰკრა თვალი. ამ დროს გონებაში გამორთული ტელევიზორი აინთო და  იქ მჯდომ ადამიანს წარმოუდგა საკუთარი სილამაზის სალონი, უამრავი თანამშრომელი და მომხმარებელი, დამატებითი შემოსავალი  სიახლე მის რუტინულ ცხოვრებაში.იცოდა, ახალი რაღაც გაცვდებოდა ძველებურ რუტინად იქცეოდა, მაგრამ ამას მიჩვეული იყო, მთავარია შემოსავალი უფრო მეტად გაეზრდებოდა და წარმატებულ ბიზნესს აწყობდა. ნატა დიასამიძეს სახელი ჰქონდა ხალხში გავარდნილი და შესაბამისად მომხმარებელთა დეფიციტის სულაც არ ეშინოდა. ადამიანები რომ გაიგებდნენ ნატამ ახალი სალონი გახსნაო, უამრავი, როგორც მომხმარებელი( ძველი სალონის კლიენტურა, თუ ახალი) მივიდოდა.  ეს მართლაც ასე მოხდა და რამდენიმე თვეში ნატა დიასამიძე ფული უფრო მეტად ჩეჩქვივით ჰქონდა, როგორც ადრე. ეს გარდა სახელის, გამოცდილი თანამშრომლების დამსახურება იყო. ახალბედებისთვის საქმის სწავლას დრო ჭირდებოდა,  ეს კიდევ ხელმძღვანელს არ აწყობდა, რადგან როდესაც ნებისმიერ ადგილი, რომელიც ხალხს ემსახურება და თავიდანვე უამრავ მომხმარებელზეა გათვლილი, თუ აიყვანს ახალბედებს, ამით საკუთარ თავის დასაკლავ დანას ამოჩიჩქნის მხოლოდ.
          სამ საათზე სალონში სამი ქალი შევიდა. შიგ მხოლოდ და მხოლოდ ორი თანამშრომელი იყო, ერთი თმას ღებავდა ქალს, მეორე კი წვერს პარსავდა მამაკაცს. დანარჩენი ადგილები თავისუფალი იყო. ქალებმა აქეთ- იქით დაიწყეს თვალიერება. ნატას ეძებდნენ, უცბად მოსაცდელ ადგილას მჯდომარე გოგონა წამოდგა და ამ ქალებთთან მივიდა.
        -რით შემიძლია დაგეხმაროთ?
        -თქვენ თანამშრომელი ხართ?
        -დიახ
        -ნატას ვეძებთ დიასამიძეს.
        -ნატა ახლა აქ არ გახლავთ. გასულია, მოიცდით, თუ რამე გადავცე?
        -უკაცრავად, მალე მოვა?
        - სამწუხაროდ არ ვიცი, თავის საქმეზეა...
        -მაშინ გადაეცით, რომ მისი ნახვა გვინდოდა და ხვალ შემოვივლით.
        -კარგით.
          ეს სტუმრობა მართლაც გახდა განსახილველი თემა თანამშრომლებს შორის, რადგან ნატას უცხო სტუმარი თითქმის არასდროს მისდიოდა. თუ მოდიოდნენ ყოველ მათგანს ეტყობოდა დახვეწილობა ჩაცმულობაზე, მაგრამ ამ ქალებს ძალიან ვულგარულად ეცვათ და თანამშრომლების დასაცინნი გახდნენ.
          მეორე დღესაც მივიდნენ ქალები, ახლა უკვე ოთხნი იყვნენ.
        -ქალბატონი ნატა გელოდებათ თავის კაბინეტში - თქვა იმავე გოგონამ, რომელიც მათ წინა დღეს ესაუბრა. ის ქალებს უფროსის კაბინეტისკენ გაუძღვა. როდესაც მივიდნენ, ბოდიშის მოხდით დატოვა და ქალები კაბინეტში შევიდნენ. კაბინეტს თეთრი კედლები და ჭერი ჰქონდა, სავარძელი მუხის ხის გახლდათ. ნატა დიასამიძე არცერთგანს არ იცნობდა პირადად, მაგრამ გაახსენდა ერთხელ აქედან ერთ-ერთი  ჰყავდა ნანახი, როდესაც მის წინ მოძრავ მამა-შვილს მიესალმა. იგი ამწუთას თავის საქმეში ჩაფლული იყო და უნდოდა ამ ადამიანების მალე თავიდან მოშორება.
        -ბევრი დრო არ მაქვს, ბრძანეთ რისი თქმა გინდათ!
        ქალები გაბრაზდნენ, თავისზე პატარა გოგონამ დაჯდომა რომ არ შესთავაზა, მაგრამ არც გაუპროტესტებიათ. მარცხნიდან მეორე მდგომმა დაიწყო ლაპარაკი:
        -ერთხელ როდესაც სახლში მივდიოდი, თუ გახსოვთ საპირისპირო მიმართულებით მოძრავი დაგინახეთ?
      -დიახ, მერე?
      -ჩემს წინ მამა-შვილი მიდიოდა, თქვენ ერთმანეთს მიესალმეთ...
      -დიახ, სულ ეს იყო თქვენი სათქმელი?
        ქალები დუმდნენ, რაღაც დაბრკოლება გაჩნდა უცბად, რომ კითხვა დაესვათ. ეს ალბათ აურის ბრალი იყო, ან გულის, რომელიც ქალებს ეუბნებოდა  დროზე უნდა დატოვოთო ეს ოთახიო. ქალებმა ბოლოსდაბოლოს მოიკრიფეს გამბედაობა და იმავე ქალმა იკითხა:
      -ის მამა-შვილი ვინ არიან და საიდან იცნობთ?
      ამ დროს ქალს გამალებით  უფეთქავდა. თითქოს მისთვის და მისი დაქალებისთვის არასასურველი გარემო გაჩნდა,  ლამპარში გამომწყვდეული ჯინივით ვიღაც ეუბნებოდა, ეს რა ქენი? ახლა უნდა წახვიდეთ, მოკურცხულოთ, სასწრაფოდ გაეცალოთ აქაურობას, მაგრამ  ქალი ადგილიდან არ იძვროდა.ნატა დიასამიძეს სახეზე ბრაზი გამოეხატა, თითქოს შინაგანმა ბოღმამ ამოხეთქა, ასე ეგონა წამებში სკამს მოჰკიდებდა ხელს და თითეულ მათგანს ესროდა, შემდეგ ამ ოთხი ქალის სილუეტი გაქრებოდა, ან უბრალოდ დაიმსხრეოდა, და ნამსხვრევების სახით ძირს ეყრებოდა, მანამ სანამ დამლაგებელი არ მოვიდოდა და არ მოხვეტავდა. ნატამ თავი შეიკავა, სკამი არ მოუღერებია, მაგრამ ბრაზიანი ხმით იკივლა, თითქოს ოთხი უცხო ქალი კი არა, სუსტი თანამშრომლები ყოფილიყვნენ, რომელთაც რაღაც ცუდი ჩაედინათ.
      -რა თქვენი საქმეა? ვინ გეკითხებათ? მე ვის მივესალმები და ვის არა, ეს ჩემი პირადი საქმეა. ახლავე გაბრძანდით აქედან! ხმამაღალი ტონით დაიძახა ნატამ. ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო თანამშრომლებისთვის სალაპარაკოდ, მაგრამ ვერცერთი ვერ ბედავდა ეკითხა: თუ ვინ იყვნენ და რა უნდოდათ?
      ქალები იმედგაცრუებულნი და გამწარებულნი გავიდნენ. თითქოს ვიღაცამ ჯადოსნური ჯოხი მოიქნია და ოთხი სილუეტი გაქრა. ნატა გაბრაზებული იყო, ამ წამს უცნობებს მის პირად ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა მოენდომებინათ, ასეთ კითხვებს მხოლოდ ძალიან ახლობლებს პასუხობს, ტრუსიკის დაქალებს, ესენი კიდევ ვინ იყვნენ? ოთხი უცნობი ქალი. "ზოგი რა გონებაჩლუნგია" ფიქრობდა  ნატა. გარეთ გასულები ერთ ჭერქვეშ რა ეპიტეთებით აღარ იხსენიებდნენ ნატა დიასამიძეს, მაგრამ ამით სილამაზის სალონის " ნატას" ხელმძღვანელს ვერაფერს აკლებდნენ, მარტო გულს  იოხებდნენ.

                                      ...................................................
        მჭადიჯვრის ეკლესიის წინამძღვარი კეტავდა სამლოცველოს, დარაჯს ტოვებდა შიგ და სახლში მიდიოდა. გაამთენისას ეკლესია  იღებოდა, მლოცველები შედიოდნენ, გვიან საღამოს იგივე მეორდებოდა. ერთ  გვიან საღამოს, როდესაც  ხალხს უკვე ეძინა, ან სახლში მოკალათებულიყო, ტელევიზორს, ან კომპიუტერს ჩასჩერებოდნენ, ეკლესიის ეზოში ოთხი მამაკაცი გამოჩნდა. მათ წინასწარ ჰქონდათ მოფიქრებული გეგმა და იცოდნენ, როგორც ჩუმად და წყნარად გაეკეთებინათ თავიანთი ბნელი საქმე.როდესაც კარებთან მივიდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა გახსნა კარები და შიგნით შევიდნენ. რაც კი რამ ძვირფასი ლითონის იყო და რისი გამოტანასაც შეძლებდნენ ერთ ჯერზე, მოხვეტეს და გამოვიდნენ. მათ გასაღები დარაჯმა მისცა, წინამძღვარზე წყენა ჰქონდა გულში ჩადებული და ასე იძია შური. საქმე იმაში იყო, რომ ეს ბიჭი მშვენივრად გალობდა, ლოტბარს სთხოვა მგალობელთა გუნდში ჩამსვითო, რაზეც უარი მიიღო, " მეტი აღარ მჭირდებაო" შემდეგ მღვდელმსახურებს მიმართა, იფიქრა: იქნებ ამათმა სიტყვამ გაჭრას ლოტბართანო, იმათმა წინამძღვართან გააგზავნეს, ეგეთ სიტუაციებში მას მიმართეო.  წინამძღვარმა რომ მოისმინა სათხოვარი, დაფიქრდა, შემდეგ რამდენიმე წუთი ბოლთას ცემას მოჰყვა. ამ დროს მის გონებაში ლაგდებოდა აზრები, რომ მერე პირიდან გარეთ გასულიყო და ტაქტიანი ყოფილიყო. იმის გამო რომ სათქმელს წინასწარ წონიდა, ამ წინამძღვარს მტერი ნაკლები და მოყვარე ბევრი ჰყავდა. ზოგიერთი საერო პირისგან განსხვავებით, რომელიც დაუფიქრებლად წამოისროლებდნენ აზრებს და ბევრ ადამიანში სიძულვილს იჩენდნენ. რამდენიმე წუთიანი ფიქრის შემდეგ, წინამძღვარმა დუმილი დაარღვია:
      -მართალია მე თუ ვუთხარი ლოტბარს, აგიყვანს, მაგრამ...
      -მაგრამ?
      -მაგრამ მე ამას ვერ ვიზამ. მე რომ დაცვის თანამშრომელი მგალობელთა გუნდში ჩაგსვა, მერე მებაღე აყვირდება სტიქაროსნად ამიყვანეთო, იქ შეიძლება მესანთლე აყვირდეს, ასე არაფერი გამოვა...
      -მაგათ მე დაველაპარაკები და არავინ არაფერს იტყვის გპირდებით.
      - ჩემ გადაწყვეტილებას ვერ შემაცვლებინებ, შენი ფუნქცია აქ დარაჯობა არის, გინდა ღამის, გინდა დილის და მორჩა საუბარი! მიდი საქმეს მიხედე!
      ეს ბიჭს ძალიან ეწყინა, ის ყოველდღიურად სოფლის ბირჟაზე სხვა ბიჭებთან ერთად იდგა ხოლმე. აქ წყდებოდა ბევრი მნიშვნელოვანი საქმე, მათ შორის ძარცვაც.  ბირჟაზე შეკრებილებს სოფელში არსებული თითქმის ყველა სახლი გაეძარცვათ, ახლა რამე სხვა ობიექტი უნდოდათ, სოფელში სხვა დაწესებულება ერთადერთი ძველი კლუბი გახლდათ, რომელიც  დიდიხანია დაკეტილი იყო და რამდენიმე ჯიხური და მაღაზია. ჯიხურების და მაღაზიების გაქურდვას ჯერ არ ჩქარობდნენ, ამიტომ გადაწყვიტეს ეკლესიას სტუმრებოდნენ.  დაცვის თანამშრომელს გაანდეს თავისი გეგმა და სთხოვეს დახმარებოდა, ისიც დასთანხმდა და თავისი წყენა მოუყვა, შემდეგ დასძინა რომ ძარცვის წინა დღეს თავის მფლობელობაში არსებულ გასაღებს გადასცემდა ბიჭებს, ასეც მოხდა. მაგრამ იმ დღეს როდესაც ჩაიდინეს ეს ვანდალური აქტი, თითეულს, მათ შორის დაცვის თანამშრომელსაც დაავიწყებოდა, რომ გუშინ ეკლესიის სიახლოვეს კამერა დაამაგრეს, აქ ვინც კი მოძრაობდა, ყველაფერი ჩანდა. ბიჭებმა ისე გაადაჭრეს ქუჩა და ისე გადაძვრნენ ღობიდან ეკლესიის ეზოში, არც კი შეუმჩნევიათ ბოძზე თუ რამე ეკიდა. პატრულმა უცბად მიაგნო დამნაშავეებს და ყველა დააკავა, მათ განყოფილებაში ყოფნისას თქვეს დარაჯიც მონაწილეობდა და შესაბამისად ისიც მიუსვეს დანარჩენებს. ამ შემთხვევაზე სიუჟეტი გავიდა ტელევიზორში, გაზეთში დაიწერა, ხალხი ალაპარაკდა, სოციალურ ქსელში ბევრი ძალიან ცუდს ამბობდა ამ ბიჭებზე. ნაწილი კი იწონებდა, გამკრიტიკებლებს შორის იყო ერთი კაცი, რომელსაც ორი წლის წინ მისტიური რაღაც შეემთხვა, კერძოდ აღდგომის დღესასწაულზე საკუთარი მამის საფლავიდან უკან მობრუნებისას, სანამ სასაფლაოს ჭიშკართან მივიდოდა, 200 მეტრში ერთი საფლავი შენიშნა.  საფლავის გარდიგარდმო და მიწაზე ბურთები ეწყო, საფლავის ქვაზე  ბიჭის სურათს ხედავდა, ვის ეკუთვნოდა, ვერ კითხულობდა, რადგან ახლომხედველი იყო და წარწერები წვრილი ასოებით და რიცხვებით იყო შესრულებული. დაინტერესა თუ ვინ იყო, ასეთი უცნაური საფლავი რომ ჰქონდა. შალვა ვარაზაშვილი  1979- 1995. "ჩემი ბიჭის  ტოლი მომკვდარა", " ნეტავ რა დაემართა"? გაიფიქრა კაცმა, მაგრამ ეს ფიქრი ამოიგდო თავიდან, რადგან ამ ბავშვს არ იცნობდა და არამკითხე მოამბის როლში არასდროს უყვარდა ყოფნა. კაცი შეტრიალდა და გზა უნდა გაეგრძელებინა, რომ უცბად უკნიდან კაცის ხმა გაიგონა და ისევ შეტრიალდა. მარცხნიდან გვერდითა საფლავთან ვიღაცეები მოსულიყვნენ. კაცმა კიდევ ერთხელ შეხედა ბურთებს, ძალიან ღარიბულად ცხოვრობდნენ ავარიულ სახლში, სადაც სახურავიდან წვიმა ჩამოდიოდა. შიმშილით რომ არ მომკვდარიყვნენ, ახალი ამბები რომ გაეგოთ და ბავშვებს მოწყენილობისგან ქუჩა- ქუჩა ხეტიალი რომ არ დაეწყოთ, მეზობლები ეხმარებოდნენ. საჭმელს აძლევდნენ ხშირად, ჟურნალ-გაზეთის ახალ ნომრები მიჰქონდათ  და რეზინის ბურთებს ჩუქნიდნენ, ბავშვებს  როცა გაუსკდებოდათ.  რეზინის ბურთებს შორის ერთი ტყავის იდო. ახლა შეამჩნია კაცმა, რომ ზედ თითქოს წითლად წარწერა იყო. კაცი მივიდა, ხელში აიღო და წაიკითხა: "ჩემ მეგობარ შალვას, ლაშასგან. 1992 წელი". კაცს ბურთი მოეწონა. მის შვილებს ასეთი ბურთით არცერთხელ არ უთამაშიათ. ეს უფრო გამძლეა, ვიდრე მის შვილებს ჰქონიათ. კაცს მოუნდა ბურთი აეღო და სახლში წაეღო,  ამავდროულად ცუდი ამბის მაუწყებელი სიგნალიზაცია ჩაირთო, ყურებში აგუგუნდა, მაგრამ ეს ყველაფერი რამდენიმე წამისმიერი იყო და ისევ დამშვიდდა. ხმაური ჩაცხრა, სიჩუმემ დაისადგურა, მაგრამ  მოპარვის სურვილი გამოღვიძებული იყო, რაღაც რასაც ნამუსს ვეძახით ჩვენ ცდილობდა ეს ეს კატასტროფის მომასწავებელი თავის კუნჭულში დაებრუნებინა, მაგრამ მარცხდებოდა, სურვილი ძლიერდებოდა. ნამუსმა ბოლოჯერ გაიბრძოლა, თითქოს გაიმარჯვა - კაცი უკან წასასვლელად შეტრიალდა, მაგრამ სააბოლო ჯამში კაცმა ბურთი ხელში აიღო და სახლისკენ რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯით მოკურცხლა. სახლში მისვლისას ბავშვებს საჩუქარი წინ დაუგდო -  ითამაშეთო, მათაც სიხარულით ახალი გამძლე მრგვალი ნივთით, რომელიც საკუთარი ეგონათ, გააგორეს, ხელით ჰაერში ააფრინეს. თამაშით რომ გული იჯერეს, სახლში შევიდნენ და ბურთიც შეიტანეს. დედამ დაინახა მათი ახალი სათამაშო, დაინტერესა თუ რა იყო ის, შემდეგ სახლში საიდან გაჩნდა  და ბავშვებს მცირე ხნით წაართვა. მას შემდეგ რაც მან წარწერა წაიკითხა, ( ამისთვის ბავშვებს ყურადღება არ მიუქცევია)  თავის ქმართან გამოსაკითხად მივიდა: 
            -კაცო ეს ბურთი სად იყიდე?
            -არსად, ქუჩაში ვიპოვნე დაგდებული და წამოვიღე, რა იყო?
            -ნახე! რაღაც წარწერა აქვს. აშკარად სხვისი ბურთია. ახლა უკვე გვიანია. ბნელა. ხვალვე დააბრუნე, საიდანაც წამოიღე!
              -კარგი.
              დაძინებისას ნაბოლარას სიცხემ აუწია. ბოდვა დაიწყო. ვიღაცას ეუბნებოდა: "ეს ბურთი ჩემია, ნუ ცდილობ წამართვაო". ოფლში ცურავდა. კაცს არ შეეძლო ბავშვის ტანჯვის ყურება, მოკიდა ბურთს ხელი, ისე რომ ოჯახის წევრებისთვის არაფერი უთქვამს,  სასაფლაოზე დაბრუნდა და სადაც მისი ადგილი იყო, ისევ იქ დააბრუნა. სახლში მოსულმა აღმოაჩინა რომ შვილი აღარ ლაპარაკობდა თავისთვის, დაბალი სიცხე ჰქონდა და  აღარ ოფლიანობდა. ჯანმრთელობა ანუ უმჯებესდებოდა. სამ დღეში გამოკეთდა ბავშვი და ოჯახმა გააგრძელა ჩვეული ცხოვრება.
          ეკლესიის გაქურდვის ამბავი კაცმა მეზობლის მიერ მიცემული გაზეთით გაიგო და კომენტარის დაწერა მოუნდა ამ ფაქტზე. სოციალური ქსელი ჰქონდა,როგორც ყველა მის ოჯახის წევრს, მაგრამ კომპიუტერი არა და ამიტომ ძალიან იშვიათად ხმარობდნენ, მეზობელთან გადადიოდნენ სათითაოდ, ნახავდნენ სიახლეებს და ამ სახლში მაცხოვრებლები რომ არ შეეწუხებინათ ერთი საათის მერე უკან მოდიოდნენ. ამ კაცს მჭადიჯვართან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ ამჯერად უკვე ეკლესიის და  ზოგადად საკრალური ადგილების ძარცვა მისთვის მიუღებელი გამხდარი იყო. ერთ საათში კაცმა დატოვა კომენტარი ამ ძარცვასთან დაკავშირებით ერთ-ერთი არხის ფეისბუკის გვერდის პოსტზე, კომენტარს ლაიქები და უამრავი მართალია, 100 % ხართ მოჰყვა, მძარცველებმა ციხეში ნახეს ეს კომენტარი, მაგრამ დუმილი აირჩიეს, კიდევ კაი თითეულ მათგანმა არ იცოდა ორი წლის წინანდელი მომხდარი ამბავი, თორემ აუცილებლად გაახსენებდნენ და მათი ციხიდან გამოსვლისას რა მოხდებოდა მხოლოდ ღმერთმა უწყის. 

                                      ......................................................................       
          ერთხელ იმ სახლის კართან, სადაც მამაშვილი ცხოვრობდა, ერთი ქალი მივიდა, შესვლაზე დიდხანს არ დაჭირვებია ლოდინი, მალევე გააღო ბიჭმა კარები და შეუშვა. მამამისი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო შინ.
        -მამაშენი სად არის?- იკითხა ქალმა
        -არ ვიცი, სამსახურიდან აქამდე უნდა დაბრუნებულიყო, ეტყობა სადღაც გაიარა.
      -ეტყობა. სოფელში ეკლესიის გაძარცვის ფაქტზე რამე ხომ არ უთქვამს?
      - გაზეთში ამოიკითხა სტატია და შემდეგ მოხდა სასწაული: სახე მოექუფრა და თქვა სიტყვები, რომლებიც ჩემს გონებაში მუდამ დარჩება.
      -"უშანგის ბიჭისგან მეტს რას უნდა ელოდებოდეს ადამიანიო"? მისი სახის დაღრეჯვა და ეს სიტყვები ძალიან გამიკვირდა. მორწმუნეობით არასდროს გამოირჩეოდა, ეხლა ხალხს  ათეისტად თავს აჩვენებს და უცბად ასეთი რამ, მეტად უცნაურია.
      -ხომ
        -რა ხომ?
        -არაფერი დაივიწყე, მეტი არაფერი უთქვამს?
        კი. რომ ვკითხე თუ ვინ იყო უშანგი, ასე მიპასუხა ნატა რომ გვხვდება ხოლმე სახლში ასვლისას, იმის ყოფილი შეყვარებულიო..
      -მამაშენს თავის წარსული არ ასვენებს ეტყობა.
      -რას ამბობ, დეიდა?
      -რას და ის ოდესღაც მორწმუნე იყო, სტიქარიც ეცვა, მაგრამ მერე რატომღაც რწმენაზე ხელი აიღო, ახლა ეტყობა მის შინაგან სამყაროში დაბუდებულ ათეიზმს ძველი ბიჭუნა ცდილობს ჩაქრობას, რომ დაუბრუნდეს ეკლესიას, მაგრამ შიგნით არსებული ურწმუნეობა იმდენად ძლიერია, რომ მამაშენი მხოლოდ გულის სიღრმეში იქნება მორწმუნე. მსგავსი სტატიების წაკითხვისას გამოხატავს რისხვას და გარეგნულად ისევ კი ისე ჩვეულებრივი ურწმუნო იქნება.
      -დარწმუნებული ხარ?
        -კი
        -და ასეთ ორად გაჭრილ ადამიანს ღვთის შეწევნის იმედი ექნება, თუ ეგ მისთვის უმნიშვნელო რამეა?
        ბავშვმა არ იცოდა რას ნიშნავდა " ღვთის შეწევნა", ფეისბუკზე ხვდებოდა ხოლმე და მის გონებაში ფესვები გაედგა. რამდენჯერმე ყოფილა თავის ტოლებთან, თუ უფროსებთან შეხვედრის დროს უნდოდა ეთქვა, მაგრამ უცბად ახსენდებოდა რომ არ იცოდა მისი მნიშვნელობა, გონებაში ეკრანი ინთებოდა, წინ წარმოუდგებოდა გაუაზრებლად ნათქვამის გამო დაცინვა და სიტყვა პირიდან რომ არ ამოსულიყო, გონებაში ტოვებდა, თითქოს ატყვევებდა და ასეთ მდგომარეობაში მყოფი აზრი მალე უჩინარდებოდა. ეკრანი ქვრებოდა და ბავშვები დაცინვის მაგივრად ფიზკულტურის გაკვეთილზე კარში დაადგომას თხოვდნენ, ან გარეთ სირბილში ეჯიბრებოდნენ.
        -არ ვიცი.
        დისშვილმა და დეიდამ კიდევ ბევრი ისაუბრეს. ბოლოს  ქალმა უთხრა: "დედაშენი არ დაივიწყო, რადგან მანამ სანამ ამ ქვეყანაზე დაიარებოდა შენ გიყურებდა, მუდამ შენზე ფიქრობდაო". ბიჭუნაც დაპირდა ერთი წამითაც არ დაივიწყებდა მშობელ დედას და თან დასძინა: "ასე მგონია ის მუდამ ჩემს გვერდით არისო.  როდესაც ცუდად ვარ, თითქოს ვიღაც მოდის და თმაზე მისვამს ხელს რომ დავმშვიდდე, მერე უცბად გუნება მიკეთდება და კარგად ვარო". ამ სიტყვების მერე ქალი უცბად მოგონებების ლაბირინთში გადაერთო, მას გაახსენდა, რომ ერთ დღესაც მისი და ლეილა  სახლში გახარებული მივიდა, დავინიშნეო. ოჯახმა არაფერი არ იცოდა საერთოდ მისი სიყვარულის შესახებ და ეს შოკის მომგვრელი ამბავი იყო, ოჯახმა რათქმაუნდა გამოჰკითხა ვინ იყო ლეილას საქმრო? რას წარმოადგენდა? მანაც  მოჰყვა წვრილად: ჩემი საქმრო დათა მჟავანაძეა, ოთხი წელია რაც ჩამოვიდა თბილისში, კოლეჯში აზომვის სასწავლებლად და ახლა საჯარო რესტრსში მუშაობს ერთ-ერთ აზომველად. კითხვაზე თუ სად გაიცნეს ერთმანეთი? უპასუხა, რომ მეგობრის დაბადებისდღეზე.ორ წელიწადში ჯვარი დაიწერეს და ცხრა თვეში ეყოლათ ბიჭი- ლუკა მჟავანაძე. თავიდან ამ ოჯახის ცხოვრება კარგად დაიწყო. სახლში მხიარული და ლაღი განწყობა სუფევდა. ცოლქმარი გარეთ ასეირნებდა ბავშვს, სახლში ეთამაშებოდნენ, ზრუნავდნენ მასზე და საღამოს დაძინებისას დედა იავნანას უმღეროდა. ქალს ლუკას  გაჩენიდან ერთ წელიწადში კიდევ ერთხელ ატკივდა მუცელი, რაც უფრო მეტი სიხარული შემოიტანა სახლში, ნათესავებში, სამშობიაროში კიდევ ერთი ბავშვის გაჩენა უნდა ეზეიმათ მაგრამ თურმე დიდხანს ასე ბედნიერად და ლაღად ვერ იქნებოდნენ, ხანდახან ბედისწერის ბორბალი უკუღმაც ტრიალებს და ამას უნდა შეეგუოს ადამიანი. ერთ დღეს როდესაც ლეილა  მაქაცარია მჟავანაძე  გაჩერებაზე მივიდა, იქ მის გარდა არავინ იყო, ეს ძალიან ეუცნაურა ქალს, მაგრამ გულში თქვა: " არაუშავს ხდება ხოლმეო" გავიდა ათი წუთი ავტობუსი არ ჩანდა, ტაბლოზე ეწერა რომ ავტობუსი ხუთ წუთში მოვიდოდა, უცბად მარჯვენა მხრიდან სწრაფად მიმავალი მანქანა გაჩერების ადგილას შევარდა და ქალი გაიტანა. ლელა მაქაცარია-მჟავანაძე რამდენიმე წუთში იქვე დაიღუპა. მძღოლი  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ცოლის და ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვის დაღუპვით დათა მჟავანაძის ტრაგედია არ ამოწურულა, რამდენიმე თვეში დაიღუპა ერთი ძმა,  მერე მეორე, მის მშობლებს ის არ აკლდათ სანერვიულო რომ ერთი ცოლ-გაშორებული იყო და მეორეს ცხოვრების მეგზური საყვარელს ხვდებოდა, ახლა ეს მიემატა და ამდენ ნერვიულობის გამო ისინიც დაიხოცნენ. მეორე ძმის ცოლი ქმრის დაღუპვის დღეს ორსულად იყო და თავის საყვარელთან გადავიდა საცხოვრებლად. დათა მჟავანაძე  ამდენი ტრაგედიის გამო ძალიან დიდ დეპრესიაში ჩავარდა, თითქოს მთელი ქვეყნიერება დაემხო  თავზე,  1 წელიწადი საშინელ დეპრესიაში იყო და სახლიდან გარეთ არ გამოდიოდა, მეგობრები ცდილობდნენ დაკავშირებოდნენ და ცოტა გაეხალისებინათ,  ერთი წლის მერე ნელ-ნელა დაიწყო გარეთ გასვლა, მაგრამ მხოლოდ სამსახურში, და პირველადი პროდუქტების საყიდლად. ასეთი მდგომარეობა სამუდამოდ გააგრძელდა, ის სხვაგან არსად დადიოდა, თუ არ ჩავთვლით  სხვადასხვა დროს სოკოებივით მიწიდან ამოზიდულ მცირე ზომის საქმებს. არავის წერდა არავის ზარს არ პასუხობდა, შესაბამისად ადამიანებთან მისი კომუნიკაცია შემოიფარგლებოდა ქუჩაში შემხვედრ ნაცნობებთან მისალმებით, თუ ვინმე თავის სურვილით ესტუმრებოდა, მხოლოდ მაშინ ნახულობდა მეგობრებს, ეს უკანასკნელი იმდენად იშვიათად იყო რომ თითქოს არც ყოფილიყოს.სამსახურში ბევრი ახალი თანამშრომელი ჰყავდა,მაგრამ არავის გაცნობით  დაინტერესებული არ იყო, იმიტომ კი არა რომ იმ კონკრეტული ადამიანების საწინააღმდეგო ჰქონდა რამე, უბრალოდ შინაგანად არ სურდა. ლამპარში გამომწყვდეული ჯინი არ აძლევდა თითქოს საშუალებას სანაცნობო წრე გაეფართოვებინა. დათა მჟავანაძე როდესაც შეეგუა არსებულ ვითარებას  და სიმშვიდე დამყარებულიყო მის ცხოვრებაში, აზრი შეეპარა რომ ეს სიტუაცია სამუდამოდ გააგრძელდებოდა და არაფერი შეიცვლებოდა საერთოდ, რუტინული ცხოვრებით უნდა მომკვდარიყო, მაგრამ ქარიშხლის წინ ყოველთვის სიმშვიდეა, უბედურებას ყოველთვის წინ სიჩუმე უსწრებს, ან არა, ეს განგებაზეა დამოკიდებული, ზეციურ არსებაზე ღრუბლებზე მჯდომარე თეთრ წვეროსანზე, რომლის არსებობისაც კაცს აღარ წამდა.
        ნინო მაქაცარია მოგონენების და ფიქრების ლაბირინთებში დარჩებოდა, დისშვილს რომ არ დაეძახა:
      -დეიდა მოდი აქ.
        -რა ხდება?
        -შეხედე!
        -ლუკა რა არის? იკითხა გაკვირვებულმა დეიდამ. ის გასაოცარს ვერაფერს ხედავდა.         
        -შეხედე - თქვა ბავშვმა და ხელი ჰაერში თეთრი  მტრედისგან გაიშვირა.
          -მტრედია ეგ, მერე?
          -აქ იჯდა რამდენიმე წუთი და გაფრინდა.
          -მტრედი სიმშვიდის სიმბოლოა, ის აგრეთვე ღმერთის გამოგზავნილ არსებად ითვლება.
          -ღმერთი რა არის?
          -მამაშენმა მაგის შესახებ არაფერი გითხრა?
          -არა, რა უნდა ეთქვა?
          -ჩემი სიძე მთლიანად ურწმუნოებას მოუცვია...
          -დეიდა გაუგებრად საუბრობ......! 
          -ღმერთმა შექმნა ადამიანი, მას ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ გვწამს მისი არსებობის. ის  ადამიანების შემწე არის. მთავარია მისი მცნებები დავიცვათ, ვილოცოთ, მოვინანიოთ ცოდვები.
          ბიჭი პირდაღებული უყურებდა დეიდას. ვერ ხვდებოდა  იგი რას ეუბნებოდა. ლუკას ირგვლივ დასადგურებული გაურკვევლობის ღრუბელი  რომ გაეფანტა, თემის შეცვლა გადაწყვიტა.
        -დეიდა იცი ჩვენ გვაქვს აპარატი, რომლის საშუალებითაც ამინდის პროგნოზს და ქარის სიმძლავრეს ვიგებთ. მას მოჰყვება ასევე პულტი, რის საშუალებითაც კარებს ვაღებთ, ვხურავთ, დაბანვისას წყალს ვუშვებთ და ისევ ვკეტავთ. გინდა განახო საკუთარი თვალით?
          -კი
          ლუკამ ქალს ყველაფერი ანახა. დეიდა ამ ყველაფრით აღრფთოვანებული დარჩა, რადგან ასეთი რამე პირველად ენახა. მან არ იცოდა, რომ მის სიძეს ეს ძვირფასი რამ ბანკის იპოთეკის საშუალებით ეყიდა და ბინა ჰქონდა ჩადებული.  იპოთეკის დასაფარად ხელფასიდან ნაწილთან ერთად ცოლის ძვირფასეულობა გაყიდა, მაგრამ მაინც დარჩა გადასახდელი და ახლა კიდევ ვალები აეღო და მევალეები აწუხებდნენ, ნელ-ნელა კი უსტუმრებდა ხელფასიდან, მაგრამ  ეს ზღვაში წვეთი იყო და  ბოლო ხანებში მუქარაზე გადავიდნენ. ფულის გადასახდელად ორმაგად მუშაობდა, ამის გამო ხელმძღვანელმა  ერთ დღესაც დაიბარა და მკაცრად მოთხოვა რამდენიმე დღით დასვენება. ამ უკანასკნელის შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა,ის ეხლა ყველას სამსახურში ეგონა, სინამდვილეში დათა მჟავანაძე ძმაკაცებში დარბოდა, ფულის სათხოვნელად. დღის ბოლოს როგორც იქნა იშოვნა და საკუთარ მევალეებს მთლიანად გაუსტუმრა  ვალი.
          დეიდა მალევე მჟავანაძების სახლიდან წავიდა. სწორედ ამ დროს ჭორიკანა მეზობელი ჩამოდიოდა კიბეებზე. ეს ქალი ადრეც ჰყავდა ნანახი, მაგრამ ყოველთვის სახლში შესვლისას ხედავდა და დალაპარაკებას ვერ ახერხებდა,ყოველთვის იმედი ჰქონდა სხვა სიტუაციაში შეხვდებოდა ამ ქალს. ეს დღეს დაადგა. თურმე დღევანდელი ყოფილა ის,რაც ცოტა კიდევ წინ წააწევს ქალებს. მეზობელი გაბედულად მივიდა ქალთან:
          -გამარჯობა
          -გამარჯობა. ქალს ძალიან გააღიზიანა უცნობის შენობითმა საუბარმა.
          -შენ, ამ სადარბაზოში მესამე სართულზე რომ მამა-შვილი ცხოვრობენ იმათი ნათესავი ხარ ხო?
          -კი. რა იყო მერე?
          -შეიძლება გავიგო, რა ნათესავი ხარ?
          -არ მცალია უკაცრავად.
          -მეც დაკავებული ვარ, მაგრამ რომ გეკითხები, მიპასუხე.
          -ჯერ ზრდილობა იქონიე, უცხოს რომ ელაპარაკები, მერე კიდევ სასტიკად ვერ ვიტან ჭორიკანა მეზობლებს.
          -რა ვთქვი უზრდელობა?ან ჭორაობა სად დაინახეთ?
          -ზრდილობიანი ხალხი უცნობ ადამიანებს შენობით არ მიმართავს.ჭორაობას რაც შეეხება, რა თქვენი საქმეა მე რა ნათესავი ვარ?
          ჭორიკანა მეზობელი  გაბრაზებული, განცვიფრებული იდგა. ასეთი რამე არასდროს არავის უკადრებია. ის სკოლაში და უნივერსიტეტში მიმართავდა პროფესორ-მასწავლებლებს თქვენობით. დანარჩენ ყველას- იცნობდა, თუ არ იცნობდა ყველას შენობით ელაპარაკებოდა. ცნობისმოყვარეობას რაც შეეხებოდა კიდევ, რითაც მერე დაქალებთან ახალი ცხელ-ცხელი ამბები მიჰქონდა, ასეთი პასუხი არასდროს გაუგია. მან გადაწყვიტა,  წასულიყო თავის  დაქალებთან და ეს ქალი უშვერი სიტყვებით გაელანძღა... მართლაც ასე მოიქცა და დაქალებიც აჰყვნენ, ანუ იმდღეს იმის ნაცვლად ცხელ-ცხელი ამბავი მოეყოლათ ერთმანეთი, პირი აიქაფეს. ბოლოს ერთ-ერთმა დაქალმა წინადადება წამოაყენა:
        -თავი რომ დავანებოთ ამ კაცს არა? ხომ ხედავთ, ვერაფერს ვიგებთ და პლიუს ვილანძღებით კიდეც. 
            დუმილი. 
            როდესაც ყველა ჩუმად იყო, გულში ფიქრობდნენ რომ მათი დაქალი მართალი იყო. არანაირი ხელმოსაჭიდი ძაფი არ ჰქონდათ. თვალთვალი იყო მათი ერთადერთი გადაგდებული ბადე, რასაც არანაირი თევზი არ მოჰყვებოდა, ანუ საჭირო ინფორმაცია, ტყუილად კარგავდნენ დროს. არადა ამ პერიოდში რამდენ სხვა ცხელ-ცხელ ამბავს გაიგებდნენ სხვებზე, ზოგს მეტად სკანდალურს, ზოგს ნაკლებად.  თუ წაუყრუებდნენ ამ ორ ადამიანს, უფრო მეტი დრო დარჩებოდათ და უფრო მეტი რეალურად განსახილველი, თუ უბრალოდ მოსაყოლი ამბავი ექნებოდათ. ეს ორი უკანასკნელი დამოკიდებული იყო იმაზე ვისზე საუბრობდნენ, თუ პატივისცემით იყვნენ ადამიანის მიმართ გამსჭვალულნი, უბრალოდ ყვებოდნენ, მაგრამ საჭორაო სუბიექტი რაღაც მიზეზის გამო, თუ უმიზეზოდ თუ არ ევასებოდათ, მიდიოდა კუდების მიბმა და შემდეგ ხალხში გავრცელება. მჟავანაძეების შემთხვევაში მართალია ქალებმა ყური წაუყრუეს, მაგრამ შურისძიებით იყვნენ ავსებულნი: ადრე თუ მასზე უბრალოდ თავიანთ წრეში სურდათ საუბარი, ახლა პატარა საეჭვოს როგორც კი შენიშნავდნენ, იმწამვსე გაავრცელებდნენ ხალხში. შემდეგ მათი აზრით ხალხი ბევრს ილაპარაკებდა და სხვა უბანში გადასახლდებოდნენ. გადმოვიდოდა სხვა, რომელზეც ინფორმაციის გაგებაზე ასეთი აუღებელი კედელი არ შეიქმნებოდა.     
      გამეფებული სიჩუმე ყველაზე ასაკოვნმა დაქალმა დაარღვია: 
      -მართალი ხარ!
      ამ დღის მერე მამა-შვილს და დეიდას აღარ უგრძვნიათ მეზობლების მოთვალთვალე თვალები, ეს ადვილად შესამჩნევი იყო, მაგრამ ძველებურად ამაზე არცერთი მათგანი  ფიქრობდა, რადგან  ყველა თავის საქმით  დაკავებული იყო და საამისოდ არცერთს არ ეცალათ.
           
         
               
       
             
                                    ...................................................................
          ერთ დილას როდესაც ლუკა სკოლაში მიდიოდა, მამამისი ისევ დივანზე იჯდა. ბავშვს ეგონა მამამისი სამსახურში მიდიოდა მისი ეს ქმედება გაუკვირდა. აინტერესებდა თუ რა ხდებოდა, მამამისი ადგილიდან რატომ არ იძვროდა. ბავშვს არასდროს ერიდებოდა პირდაპირ კითხვა ადამიანებთან, თუ ეს მის ინტერესში ჯდებოდა, სხვის შემთხვევაში, ამას ძალიან იშვიათად აკეთებდა, ისიც ძალიან ახლო ძმაკაცების შემთხვევაში. ლუკას ზოგადად ბევრი რამე აინტერესებდა, მაგრამ ყველას ზოგიერთ საკითხზე კითხვას ვერ უსვამდა, მაგალითად ერთხელ როდესაც მათემატიკის მასწავლებელი ცუდად გახდა და მის მაგივრად ახალი მოვიდა და თქვა 0გაყოფა არ შეიძლებაო, დაინტერესდა რატომ? სადაც ვთქვათ 0:5 შეიძლებოდა, პირიქით რატომ იყო აკრძალული? მაგრამ ხელის აწევასა და ხმის ამოღებას მოერიდა, გვერდზე ჭკუის კოლოფა ეჯდა, შეეძლო მისთვის ეკითხა, მაგრამ ეს ყველასთვის ახალი საკითხი იყო და ჯერ ერთი მასაც არ ეცოდინებოდა, მეორე რომც ცოდნოდა არ უპასუხებდა, ან უკიდურეს შემთხვევაში მასწავლებელს ეტყობა ლუკას რაღაც კითხვა აქვსო, ის სირცხვილით დაიწვებოდა, ხმას ვერ ამოიღებდა, ან ძალიან შერცხვენილი ხმით დამარცვლით იტყოდა და ყველა დასცინებდა. ასეთი შემთხვევა რამდენიმე თვის წინაც მოხდა და გამეორება აღარ სურდა. ამ შემთხვევაში ეს მამა იყო და მამასთან არაფერი ერიდებოდა, ისინი არა მარტო მამა-შვილი, არამედ მეგობრებიც იყვნენ და ყველა თემაზე თამამად საუბრობდნენ:
        -მამა სამსახურში რატომ არ მიდიხარ?
        -დღეს ვისვენებ შვილო
        -ძალიან კარგი მამა, ესეიგი უფრო მეტ დროს გავატარებთ ერთად, თან ხვალ შაბათია. 
        -ხო, შვილო.     
        ლუკამ კარები გააღო და გარეთ გავიდა.
          დათა მარტო დარჩა. ტელევიზორში საინტერესო არაფერი იყო. გამორთო და სამზარეულოში გავიდა. ჩაი გაცხელებული იყო. ჭიქაში დაასხა. კარაქი პური, ყველა და ჩაი იყო დათა მჟავანაძის საუზმე. როდესაც შეჭამა, წიგნის კითხვას შეუდგა, წაიკითხა 100 გვერდი, ამასობაში 2 საათი გასულიყო. უცბად კაკუნის ხმა გაისმა. მისი მეგობარი ყოფილიყო. სალაპარაკო ჰქონდათ რაღაც და ორი საათი დაჰყო. საათს დახედა პირველს აკლდა ხუთი წუთი. ერთ საათში ლუკა დაბრუნდებოდა, სადილი უნდა დაეხვედრებინა, ვერ მოიფიქრა რა მოემზადებინა, ამიტომ გაყინული ხინკალი იყიდა. ბავშვი რომ დაბრუნდებოდა, გააცხელებდა და გემრიელ სადილს მიირთმევდნენ, მანამდე ისევ ტელევიზორს ჩართავდა და გაიგებდა თუ რა ხდებოდა ამ ქვეყნად საინტერესო. იმედოვნებოდა, ახლა მაინც იქნებოდა რაღაც.ერთ არხზე გადართო- დოკუმენტური ფილმი გადიოდა ცხოველებზე, მეორეზე გადართო პოლიტიკური თოქშოუ, კიდევ სამი არხი იგივე, სხვა არხებზე, სხვა არხებზე, სადაც მხოლოდ ფილმები გადიოდა- ყველგან ბანალური სასიყვარული ისტორია იყო. " ამ ტელევიზიამ გააფრინა" არსად არაფერი არა. "ჯობია ისევ მზარეული ტვ-ზე გადავრთო, ვნახავ რას აკეთებენ, მიყვარს გადაცემები საჭმლის კეთებაზე" გაიფიქრა კაცმა და გადართო. გადაცემაში აჭარულ ხაჭაპურს აკეთებდნენ. წამყვანს სტუმრად ახალგაზრდა ქალი ჰყავდა, რომელიც ცნობილი  ბლოგერი იყო. დათამ იმწამსვე იცნო სახეზე, თავიდან იფიქრა ხომ არ მეჩვენებაო. რადგან გადაცემაში თავის ძველი ნაცნობი ვერ წარმოედგინა, მთვალები მოისრისა, ამასობაში ვინაობაც დაასახელეს და დარწმუნდა რომ სიზმარი არ იყო. დათას გული აუჩქროლდა, წარსული გაახსენდა, მათ ბევრი რამ გადაიტანეს ერთად, ბევრი ტკბილი მოგონება ჰქონდათ, სააბოლოდ ერთი სოფელში დარჩა, მეორე თბილისში წავიდა გაწყდა კავშირი, ბიჭს შეეძლო თბილისში ჩასვლისას გოგონა მოეძებნა, მაგრამ როგორც მაჯლაჯუნა აზრი შეუჩნდა, რომ უფრო უკეთესს გოგოებს გაიცნობდა, ახლა კიდევ როდესაც ცოლი მკვდარი ჰყავდა, არავისთან ჰქონდა კონტაქტი, თუ არ ჩავთვლით სტუმრად მოსულ ძმაკაცებისა მოუნდა ეს ადამიანი კიდევ ერთხელ ენახა, ეს ხომ მისი ბავშვობის ნაცნობი და ცხოვრების რაღაც მონაკვეთზე შეყვარებული დარიკო მწარიაშვილი იყო. სიყვარულის მხრივ დაცარიელ გულში სურვილი გაჩნდა, რომ ეს ადამიანი ენახა, ამდენხნიანი დაკარგვის გამო ბოდიში მოეხადა ეთხოვნა ყველაფერი 0 დან დაეწყოთ,იქნება ისევ გამხდარიყვნენ შეყვარედბულნი, მაგრამ აზრი შეუჩნდა საპირისპიროდ შეიძლება გოგონას უარი ეთქვა, ზედ აღარ შეეხედა, თუნდაც იმიტომ მას სხვა ჰყავდა, მაგრამ ეს ერთგვარი ნიშანი იყო და გარისკვა მოუნდა. მეორე მხრივ რაღაც ექაჩებოდა ეს არ გაეკეთებინა. მის თავში ორი საპირისპირო აზრი ებრძოდა ერთმანეთს და კაცს ვერ მოეიაზრებინა რა ექნა. დათა მჟავანაძე როდესაც ამ ფიქრებში იყო, უცბად კარზე დაირეკა. კაცმა მოიშორა აზრები და კართან მივიდა. უცნობი მეზობელთან მიდიოდა და სხვაგან დააკაკუნა, მართალია ტყუილად წამოაყენეს,მაგრამ ეს ერთგვარი დადებითი მოვლენაც იყო, რადგან აზრების შეჯახების დროს ოცნებებში ხატავდა როგორ შეხვდებოდა დარიკო და რამდენად კარგ დროს გაატარებდნენ ერთად, ამ ზარმა ეს ყველაფერი გააქრო და დათა რეალობას დაუბრუნდა. კაცი სამზარეულოში გავიდა, გაზი აანთო და და ტაფაზე ათი ცალი გაყინული ხინკალი დაადო.ათ წუთში ლუკა მოვიდა, ხინკლები შეპიწკინებული იყო, ახლა მხოლოდ გააგრილება სჭირდებოდა, მამა-შვილმა ხინკალი გემრიელად მიირთვა. სადილობის შემდეგ ასეთი გემრიელი ხინკალით ორივე კმაყოფილი იყო .
        ჭამის მერე ისევ ტელევიზორი ჩაართო, გადაცემა დამთავრებული  იყო. ინტერნეტში ნახა, ნაცნობი სახის დანახვაზე ისევ გაახსენდა წარსული, გარდასულ დროთა ლანდებმა ილიცლიცეს დათას გონებაში, მთელი გასული ცხოვრება წინ წარმოუდგა: დაწყებითი კლასები, ვახტანგის მოწამვლის ამბავი, ამ დროს დარიკოს მასთან ყოფნა, უამრავი ტკბილად მოსაგონარი, სიყვარული, ნატას ჩაჩრა საქმეში, დაშორება, მერე თითქოს შერიგება და ამ სწავლის გამო ურთიერთობის გაციება, ვაჟასთან დაკავშირებული ამბები. ბანკეტზე უშანგისთან ჩხუბი. დათას მოუნდა ძალიან დარიკოს ნახვა, თითქოს წარსულის დაბრუნება სურდა, ახლა დიდი სიამოვნებით  გააჩენდა დროის მანქანას და უკან წარსულში დაბრუნდებოდა, რადგან გამოესწორებინა და ახლა დარიკოს ქმარი რქმეოდა, მაგრამ ეს მხოლოდ ფანტასტიკურ ფილმებში ხდებოდა, რეალობა სულ სხვა იყო, უფრო  მუქი ფერის და უსიამო, ერთადერთი რაც შეიძლებოდა, აწმყოში წარსულის დაბრუნება იყო, ანუ ძველი ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ დარიკო დათანხმდებოდა ნეტავ? რატომაც არა, მათ ხომ მთელი ბავშვობა აკავშირებდათ, თუმცა შეიძლება ასევე არა, რადგან ბავშვობის მერე კონტაქტი არ ჰქონიათ და ალბათ იმდენი რამე გადახდა, იმდენი ვინმე გაიცნო, რომ შეიძლება დარიკოს ცხოვრებაში მისი ადგილი აღარც იყოს. დათა ყველაფერს დადებითად უყურებდა და ამ მაჯლაჯუნასავით შემოჭრილ აზრს უკან დახევა აიძულა, მაგრამ რამდენიც გაგდებას ცდილობდა, იმდენი იჭრებოდა. ყველაფერი თავის ადგილზე რომ დამდგარიყო, უნდა ენახა დარიკო, ქალი რომელიც წარსულიდან შემოიჭრა, ერთ დროს მას ეკუთვნოდა და უყურადღებობის გამო, კონტაქტი გაწყვიტა, მაგრამ აღდგენა შეიძლებოდა, ქალს და კაცს შორის ისევ უხილავი ძაფის გაბმა, ამისთვის კი უბრალოდ მონდომება იყო საჭირო. ეგონა ყველაფერი მასზე იყო დამოკიდებული, თავის აზრით გამხიარულებულმა მთელი დღე კარგად გაატარა,  მაგრამ ღამე, როდესაც საწოლში იწვა და ეძინებოდა გაახსენდა ერთი რამ: კერძოდ უნდა გადაეწყვიტა, როდის უნდა წასულიყო? იფიქრა, ტვინის ხვეულები აწვალა, ვერ მოიფიქრა, შემდეგ დაიძინა. საღამო ხანს სამსახურიდან სახლში რომ ბრუნდებოდა, უცბად ვიღაც ამოუდგა გვერდით, ეს მანდილოსანი იყო, ერთმანეთს უცინოდნენ , ხელიხელჩაჭიდებულნი ქუჩაში მისეირნობდნენ, უცბად სახლს მიუახლოვდნენ და მანდილოსანმა ჰკითხა:
            -ამ კორპუსში ცხოვრობ?
            -კი
            -რომელ სართულზე?
            -მესამე
            -ესეიგი ლიფტი არ დაგვჭირდება თქვა ქალმა.
            კაცს მოეჩვენა გოგონას ტუჩები უფრო მეტად გაწითლებოდა, ვიდრე ქუჩაში ყოფნის დროს ჰქონდა. თვალები უფრო მუქად ჰქონდა შეღებილი. სადარბაზოში ავიდნენ, კაცმა გასაღები გადატრიალა და ქალი გაქრა, თითქოს არ არსებულა, ეს იყო ილუზია, რომელიც დღეს დაიწყო და შემდგომ დღეებში კიდევ ბევრჯერ განმეორდა, სახლიდან გასვლისასაც ჩნდებოდა მის გვერდით, დილა თუ საღამოს ტასაობის შემდეგ სახლიდან სამსახურამდე, თუ სამსახურიდან სახლამდე, ქალს ტუჩები და თვალები მუდამ გამუქებული ჰქონდა და დანიშნულების ადგილას მისვლისას ქრებოდა (ამ დროს დათა მჟავანაძეს თავის ძველი სახლი გაექირავებინა და ხილიანზე უფრო დიდ სახლში გადასულიყო საცხოვრებლად.). ერთ დღესაც ამან ძალიან შეაწუხა, ზემოდან დაემატა - გადაუწყვეტლობის პრობლემა, თუ როდის ენახა დარიკო, კიდევ კაი კონტაქტების საშუალებით გაიგო რომ ხუთი ვერსის იქით  თიბისი ბანკში მუშაობდა და ბლოგერობა მისი ჰობი იყო. ყოველდღე დასდევდა სამსახურში წასვლისას თუ დაბრუნებისას დათას ის ქალი, მართალია ამ ილუზიურმა და გამოგონილმა ქალმა პლიუსმა თავისმა მოუფიქრებლობამ ხასიათი გაუფუჭა დათას, მაგრამ ისე ვერ რომ დეპრესიაში ჩაეგდო და სახლიდან არ გასულიყო. უბრალოდ გუნება ჰქონდა მოწამლული და ერთხელ თავის მეგობრების სტუმრობისას, ყველაფერი გაუმხილა და რჩევა ჰკითხა. ძმაკაცმა უთხრა: "შენ ახლა ქალი გინდა, ან  უბრალოდ მოკალი ეს ყველაფერი და ჩვეულებრივად იცხოვრე, ან სხვა ქალი ნახე. დარიკოს რაც შეეხება, უბრალოდ დაივიწყეო, რადგან ზემოდან არ შემოგხედავსო".
      დათა მჟავანაძეს ჭკუაში დაუჯდა  ძმაკაცის რჩევა, მაგრამ იცოდა არც ისე ადვილად იყო ეს საქმე, რადგან პატარა ბიჭი აღარ იყო. იმ ასაკში ბრძანდებოდა, უკვე ცოლზე ფიქრი რომ დაგვიანებული იყო, ამიტომ ქმარ-გაყრილი ქალი უნდა მოეძებნა. ასეთები ნახა რამდენიმე: ერთმა დრამა დაუდგა არავინ მჭირდებაო, არადა სხვა კაცზე ეჭირა თვალი და მაქსიმალური ძალებით ცდილობდა მასთან დაახლოებას, ნელ-ნელა რაღაცა გამოდიოდა, მაგრამ კაცს დაურეკა ერთხელ ყოფილმა ცოლმა და.... ეს მოხდა დათასთან დრამების დადგმიდან ერთი წლის შემდეგ. მეორე იყო და ხანშიშესული და ლოგიკურია აზრი არ ჰქონდა, მესამესთან თითქოს ყველაფერი კარგად დაიწყო, მაგრამ ერთხელ სახელი შეეშალა- მილენას მაგივრად მარი დაუძახა, ქალმა აპატია, მეორეჯერ და დაშორდა. მეოთხემ რატომ მიატოვა ვერ გაიგო. ამ თავგადასავლების მერე დასვენება გადაწყვიტა დათამ, მაგრამ ისევ გამოჩნდა, შეაწუხა ძალიან და ისევ ქალებისკენ გაქანდა, როგორც იქნა იპოვნა თავის ჭკუის, ვინც გაუგო, ორი წელი იარეს აღმა დაღმა, მერე ქალი თურქეთში წავიდა და ცოლად თურქს გაჰყვა. ამაზე ძალიან გაცოფდა დათა მჟავანაძე, მწყობრიდან გამოვიდა. შვებულება აიღო სამსახურში და სახლში ჩაიკეტა. იქ ყოფნისას ტელევიზორს უყურებდა, ან  გაზეთს  კითხულობდა, ახალ ამბებში ჩაძიებული და თოქშოუს ყურებისას მართალია თავის წუხილი ეჭრებოდა გონებაში, მაგრამ საქმე გაცოფებამდე არასდროს მიდიოდა, თან ილუზიაში იმ ქალს ვეღარ ხედავდა, იმიტომ კი არა სახლში შესვლა არ შეეძლო, უბრალოდ წარმოსახვიდან მისთვის მხოლოდ გადმოდიოდა არსება, რომელსაც ქალის სახე ჰქონდა და არაფერს ამბობდა, რადგან დათა თავის შეკავებას ახერხებდა. ამის მიზეზი თითქოს ის იყო რომ არ სურდა რომ ილუზიაში არსებულის გაქრობისას ცუდად არ გამხდარიყო, მაგრამ რეალური  მიზეზი ის იყო რომ ლუკასთვის არ სურდა დაენახა შეწუხებული მამა,  რადგან ამით დაიმსხვრეოდა მითი რომ მამამისი იყო მოსიყვარულე ადამიანი, რომელიც ნებისმიერ ვითარებაში კარგ განწყობაზე  იყო და ამას თავის შვილსაც გადასდებდა განურჩევლად ლუკა გაბრაზებული იყო, თუ პირიქით ბედნიერი. ბავშვის გონებაში არსებული აზრის მსხვრევა ძალიან მოზარდისთვის ძალიან მტკივნეული რამეა. ზოგადად თუ ვიმსჯელებთ ის ცუდ ხასიათზე დაადგებოდა, სახლში ჩაიკეტებოდა, არ ისწავლიდა, ამ ყველაფერს კი თვითონ ცუდად ყოფილიყო ჯობდა. ბეჭდური, ელექტრონული მედიიდან გაუგია, საკუთარი ყურითაც მოუსმენია, რომ თუ ადამიანი ბავშვობაში ცუდად არის, დეპრესიაშია, შემდეგში მოძალადე და მკვლელი ხდება. დათა მჟავანაძე  ამას ბოლომდე არ ეთანხმებოდა, მისი აზრით პირველ რიგში ბოროტმოქმედად გახდომის მთავარი მიზეზი აღზრდა და გარემო იყო,თუ ეს ორივე კარგი იყო, ადამიანი ცუდი ვერ იქნებოდა, მაგრამ მას ასევე ორი რამ გაუგია:1) "წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამ არ უშველა" 2) " სიფრთხილეს თავი არ ტკივაო" და როგორც ზემოთ აღვნიშნე მაქსიმალურად ცდილობდა თავის შვილის წინაშე თავი შეეკავებინა, ეს კიდევაც გამოსდიოდა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მის გონებაში  ერთი აზრს ვირთხის ნიღაბი მოერგო და ძალადობით დამყარებულ წესრიგს ( ეს ძალის გამოყენება განუწყვეტელი იყო) ღრნიდა: რომ ის სამსახურში რომ გავიდოდა, განმეორდებოდა იგივე და  ბავშვის გონებაში შექმნილი ილუზია ნაცარ-ტუტად იქცეოდა. მან გადაწყვიტა დარიკოსთან კონტაქტის აღდგენა ეცადა, თუ არაფერი გამოვიდოდა, მეორე ნახევარზე  ფიქრი საერთოდ შეეწყვიტა, ამის მიზეზი ის იყო რომ შვებულების დროს კიდევ ერთხელ ენახა ერთი ქალი რომელიც პირველივე პაემანზე თითქოს მოეწონა, მაგრამ არ გააგრძელებულა, რადგან ამ ქალმა განუცხადა  რომ აღარ დაერეკა მისთვის,  მეორე დღეს სხვა გაიცნო, უფრო მეტად ფულიანი და ის აღარ აინტერესებდა. დათა ამაზე არ გაბრაზებულა,ამ ანგარებით სავსე სამყაროში ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. როდესაც მას ეს აზრი ჭკუაში დაუჯდა, მეორე მხრიდან ხმა ჩასძახოდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა, მაგრამ " ცდა ბედის მონახევრეაო ხომ გაგიგიათ"? სამ დღეში შაბათი იყო, დღე როდესაც ის არ მუშაობდა და გადაწყვიტა სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ მიგებებოდა დარიკოს. ამ დროს ლუკა არდადეგებზე ბებიასთან (დედისმხრიდან) იყო  და შესაბამისად ახსნა არ მოუწევდა თავის შვილისთვის თუ სად მიდიოდა. ლუკას ძალიან უყვარდა თავის მამა და სულ მის გვერდით ყოფილიყო, სურდა. მამაც უსრულებდა შვილს თხოვნას, ძალიან ძალიან იშვიათად გადიოდა გარეთ, ისიც ნაგვის ან დენის ფული თუ იყო გადასახდელი. ახლა კი როდესაც არცერთი არ იყო, სიცრუე უნდა მოეგონა, ლუკას მოტყუება კი არ უნდოდა, შესაბამისად ყველაფრის დაფქვა მოუწევდა და მოხდებოდა ის რაც არ უნდოდა, განგება მოწყალე აღმოჩნდა მის მიმართ და ბავშვი დედულეთში ბებიასთან გააგზავნა. ბაბუა სამწუხაროდ გარდაცვლილი იყო, თორემ ლუკა ალბათ კარგ დროს გაატარებდა, ვიდრე ახლა, რადგან ამ კაცზე უკეთესად არავინ იცოდა ბავშვებთან მიდგომა და გამხიარულება. ის ცირკში ჯამბაზად მუშაობდა და ოჯახის წევრებს არასდროს არ რცხვენოდათ რომ ოჯახის უფროსი ცირკს ემსახურებოდა. ქალიშვილი რომ დაიღუპა მისი ნამდვილი ცრემლები რომ არავის დაენახა, სევდიანი კლოუნის ფორმა მოირგო და პანაშვიდზე მოსულ მგლოვიარე ხალხს ასე დახვდა, ეს ყველა მოსულისთვის მოულოდნელი ამბავი, შოკი იყო, მაგრამ იმ სახლში ოჯახის უფროსმა ახსნა  "ჩვენი ნამდვილი ცრემლების დანახვა არ შეიძლება და იმიტომ ვარო ასეო" და ყველა დამშვიდდა. ფორმის შიგნით კაცი ტიროდა თვალები სველი ჰქონდა, მაგრამ როგორც წესი იყო ამას ხილულად ვერავინ ხედავდა, მაგრამ მოაზროვნე და  ადამიანები გონებაში არსებული მესამე თვალით ფორმის შიგნით იხედებოდნენ და მამაკაცის ცრემლების ღვრას უმზერდნენ. ისინიც ამ წამს ამ მდგომარეობაში იყვნენ, რადგან ამ ადამიანის გარდაცვალება მეხის გავრდნას ჰგავდა და მისდამი სიყვარულის და პატივიცემის გამო გული შეწუხვოდათ. ქალიშვილის გარდაცვალებიდან ორ წელიწადში დათას სიმამრიც  გარდაიცვალა. მის პანაშვიდზე  სურათზე გამოსახულ ადამიანს ვერავინ ხედავდა, რადგან აქ მოსული ადამიანებიდან უმრავლესობა ცირკში დადიოდნენ, ბევრი გაუცინია ჩაბჟირებამდე, ახლა კი სურათი რომ დაენახათ, ტირილის მაგივრად იცინებდნენ და ძალიან უხერხული სიტუაცია შეიქმნებოდა.

                    ...........................................................
          გათენდა შაბათი დღე. ამ დღეს როგორც ჩვეულებრივ ადამიანების უმეტესობა ისვენებდა. ამიტომ ქალაქში მანქანები ნაკლებად მოძრაობდა.ქვეითები უფრო მეტნი იყვნენ. ზოგი საშოპინგოდ გამოსულიყო, ზოგი შეყვარებულის სანახავად და ასე შემდეგ.ზოგი კი დილიდან სამუშაოდ მიდიოდნენ და საღამოს ბრუნდებოდნენ, რათა გემრიელად გამოეძინათ და კვირას მაინც თავის გემოზე გაეტარებინათ.ასეთები ძირითადად კერძო სექტორში მუშაობდნენ, ან ნებისმიერ ნაგებობაში, ოღონდ დარაჯად. ამ უკანასკნელში ისეთებიც გამოერეოდნენ დასვენების დღე რომ არ ჰქონდათ, ასეთებისთვის სახლში მისვლა და დაძინება განსაკუთრებით მისწრება. დათა მჟავანაძე შაბათს ისვენებდა. იგი ადრე ასადგომი არ იყო, ამიტომ ერთგვარი რიტუალი ჰქონდა უიქენდზე 11 საათზე ადგომა, მაგრამ დღეს რატომღაც უღალატა თავის ტრადიციას - დარიკოზე ფიქრში გაეღვიძა და ვეღარ დაიძინა, სულ დღევანდელი უტრიალებდა თავში, იცოდა ბანკებში მცოცავი გრაფიკი ჰქონდათ და ეგონა ქალი შეიძლება სამსახურში ყოფილიყო. იგი იქ თავის ვარაუდებით უნდა მისულიყო, აქამდე ინფორმაცია  ვისგანაც მიიღო, იმას ვერ შეაწუხებდა, ჯერ ერთი იმიტომ რომ არ ეცოდინებოდა და მერე მეორე ამდენი კითხვები მომაბეზრებელი იქნებოდა. მართალია გაღვიძებული იყო, მაგრამ ადგომა ჯერ რატომღაც არ უნდოდა, რაღაც ძალა თითქოს ლოგინში ტოვებდა, თითქოს გამაფრთხილებელი სიგნალები მოდიოდა, მაგრამ დათამ ძალა დაატანა საკუთარ თავს და ადგა, ტანსაცმელი ჩაიცვა, ხელ-პირი დაიბანა, ჩაი დალია, ბოლოს თმები დაივარცხნა და გავიდა. მას არ სურდა საღამოს ტყუილად მისულიყო, ამიტომ გადაწყვიტა დილიდან შეევლო ბანკში, დაეზვერა სიტუაცია და საღამოს ისე მისულიყო. 
    ბანკში უამრავი მომხმარებელი იყო, დათას რიგი რომ დაადგა მივიდა ოპერატორთან, ვითომ აინტერესებდა საკუთარ ანგარიშზე რამდენი იყო თანხა, როდესაც გაიგო, რაც ისედაც იცოდა, დაემშვიდობა ბანკირ გოგონას და სახლში წავიდა. იგი ამ წუთას შინაგანად აღელვებული იყო, ასევე ის ძველი გრძნობა დარიკოს ნახვის სურვილი არ გაქრობოდა, ამ ყველაფერთან ერთად იმედგაცრუება და ბრაზი სდევდა თან, ეს უკანასკნელი კი იმიტომ რომ თავის სასურველი ადამიანი, რომელიც გონებაში ამოტივტივდა და ამ წუთას მშვენიერ  ლედად ქცეულიყო მისთვის, ვერ ნახა. არადა ყველაფერი სხვანაირად იყო, ვიდრე დათას წარმოედგინა. დარიკო შესვენებაზე იყო გასული. პირველი საათი გამხდარიყო და მას მცირე პაუზა სჭირდებოდა. დათა რომ სახლიდან გავიდა, ჯერ ძმაკაცს გაუარა - ბავშვები აიყვანეს მთაწმინდაზე, პირველის ათი წუთი რომ გახდა, გამოაცხადა "წავიდეთო", საქმეზე მეჩქარებაო, ძმაკაცი (ცოლი მკვდარი ჰყავდა და ასე დარდს მეგობრებთან ერთად ხან დილას, ხან საღამოს იქარვებდა;  ესმისთვის  აუცილებელი იყო, თორემ გააფრენდა)  და ბავშვები მიიყვანა სახლში, გაუდგა გზას. დათა ბანკიდან ხუთი წუთის გასულიყო იყო, რომ დარიკო დაუბრუნდა თავის ადგილს და გააგრძელა ჩვეულებრივი მუშაობა. 
      დათა მჟავანაძე მთელი დღე ჭმუნვასა და დარდში იყო; არ იცოდა კიდევ დაბრუნდებოდა იქ თუ არა, დაწოლისას თავში ათასნაირი თეორეა უტრიალებდა ამ ამბავზე, თითოეული მათგანი ბეჭდურად დაწერილი სიტყვებისგან შედგებოდა, შესაბამისად მის გონებაში ასოების ჯარი მოძრაობდა. უცბად ირგვლივ დაბნელდა, ამ დროს ასოები მაინც ტრიალებდნენ, ოღონდ კაცი ვეღარ არჩევდა რა ეწერა და მათ ყურადღებას არ აქცევდა. უცბად სიბნელეს ერთი კუთხე მოეჭრა, ღიობი წარმოიქმნა და გონება  განათდა. ყველა ასო, რაც კი იყო, უკან წავიდა ჰაერში გაფრინდა. როდესაც მარტო სინათლე დარჩა,  ღიობი დაიხურა და ისევ სიბნელემ დაისადგურა. დათას ეგონა  ციხეში გამოკეტეს, ხელებს აცეცებდა, გარეთ გამოსვლას ცდილობდა, მაგრამ მისი ხმა არავის ესმოდა, თითქოს დილეგში გამოკეტეს. აი  დილეგის ზედა ნაწილი გაიხსნა, წრეში ჩასმული გისოსი გამოჩნდა, გისოსთან ადამიანი იდგა, დათამ ხვეწნა დაიწყო: "ოღონდ გამანთავისუფლე და ყველაფერს შეგისრულებთო", მაგრამ  კაცმა  მის თხოვნას ყურადღებას არ მიაქცია და ბრძანების კილოთი დაიძახა: "     
  -ახლოს მოდი
  დათა მივიდა.
  - პირი გააღე.
  ეს ბრძანებაც შესრულდა და უცბად უცნობმა დილეგში ვედროდან წყალი ჩაასხა, დილეგი დასველდა, მაგრამ ასევე დათამ წყურვილი მოიკლა. ისევ დაბნელდა.  რამდენიმე წუთში სიბნელეში ერთი ხაზი გამოისახა, მოპირდაპირედ მეორე, ზემოდან ერთი ხაზი და ქვემოთ ერთი, გამოვიდა ოთხკუთხედი, რომელიც უცბად აშიშინდა, როგორც ტელევიზორი, უცბად ეკრანი ჩაქრა და რამდენიმე წუთის მერე ისევ აინთო, თეთრ ფონზე გოგონა გამოჩნდა, რომელსაც შავი სწორი თმები ჰქონდა. თვალები შეეღება, თავზე კი ფურცელი ჰქონდა მიმაგრებული, სადაც შავი მელნით ეწერა: "ორშაბათი 19:00". ეს გოგონა დარიკო იყო ბავშვობაში - იმ დროს როდესაც ისინი მჭადიჯვარში ცხოვრობდნენ და არ ჰქონდათ გადაწყვეტილი ურთიერთობა, უბრალოდ მეგობრები იყვნენ. დათას გამოეღვიძა. გაათენებულიყო. მზე უხვად ესროდა სხივებს დედამიწას.იგი მიხვდა რაც ნახა სიზმარში, ორშაბათს უნდა მისულიყო დარიკოს სანახავად, მაგრამ ვინ გამოუგზავნა ეს ნიშანი, რატომ? დათას უნდოდა ამის გაარკვევა, მაგრამ იცოდა ცნობიერების მიღმა იყო და შესაბამისად არ არსებულში უნდა ეძებნა, ფაქტიურად მივიდოდა იმ ზღაპრებამდე,ღმერთზე, ეშმაკზე, სამოთხეზე და ჯოჯოხეთზე რომ ეწერა, ანუ ფაქტიურად ბიბლიური თქმულებები უნდა დაეჯერებინა, რაც სააბოლოდ იქამდე მიიყვანდა, ჯერ პასკას შეიძენდა კვერცს შეღებავდა, ბოლო აქტი ეკლესიაში დაბრუნება იქნებოდა, მაგრამ დათას ეს ყველაფერი არ უნდოდა, რადგან ერთხელ და სამუდამოდ უარყო მან თავის რწმენა, განუდგა ღმერთს და ახლა ცხოვრობს  ლაღად და ბედნიერდ, უფრო უკეთესად იქნება თუ დარიკოსთან ურთიერთობას გაანახლებს, დათა პესიმისტი არასდროს არ ყოფილა, ის მუდამ ოპტიმისტი იყო და ახლაც მაგ აზრით იყო გამსჭვალული:ამ დღის და რამდენიმე საათის გავლის შემდეგ, ყველაფერი გაადაწყდებოდა, ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც მას სურდა. დათა მჟავანაძეს სურვილი ძალიან დიდი ქონდა დარიკოს ნახვის, პირველად რომ ნახა ტელევიზორში, ამ სურვილმა მაშინ მოაწვა, სულ ელოდებოდა ხელსაყრელ მომენტს, ერთში არ გაუმართლა, ეს არ იცოდა გამაფრთხილებელი სიგნალი იყო, თუ რა იყო, რადგან ზეციურ ხმას არ აღიარებდა და ახლა როდესაც მეორე შანსი ჰქონდა, ვერავის და ვერაფრის გამო იტყოდა უარს.კვირა დღეს სხვა განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, საღამოხანს ამოაკითხეს ძმაკაცებმა, დალიეს, ბავშვსაც დაალევინეს, 12 საათი რომ ხდებოდა, წავიდნენ.როგორც კი სტუმრები წავიდნენ, მამამ და შვილმა მაგიდა აალაგეს, ჭურჭელი დარეცხეს, დაწვნენ და დაიძინეს.
                                      ..................................................................... 
  გათენდა ორშაბათი დღე. ბავშვი სკოლაში წავიდა, მამა სამსახურში. როდესაც მშობელი შვილს გამოემშვიდობა, უთხრა მე ცოტა შემაგვიანდება არ ინერვიულო. ეს პირველი შემთხვევა იყო, რადგან მამა სამსახურიდან პირდაპირ სახლში მოდიოდა და ასეთი რამე არასდროს, უთქვამს, მაგრამ ბავშვი ვერ  ხვდებოდა,რომ დღეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო, ამიტომ არ შეუმჩნევია და ისე შევიდა კლასში. ლუკას დღეს მეოთხე გაკვეთილი ფიზიკა ჰქონდა, რაც ძალიან არ უყვარდა, ამ დროს ის ძალით ისმენდა მასწავლებლის ნათქვამს, ან კიდევ ოცნების ქვეყანაში მიდიოდა, სადაც ყველანი უკვდავნი და ბედნიერები იყვნენ, რადგან საგნები ფიზიკა და ქიმია არ არსებობდა. ქიმიას ოდნავ იტანდა,ამიტომ თუ ოდესმე ხალხს ნივთიერებების შესახებ ცოდნის მიღება მოენდომებათ, არაუშავს , მაგრამ ფიზიკა........... ქიმია, რადგან რაღაცას აგებინებდნენ, მაგრამ ფიზიკა აშკარად არ ესმოდა, ეს ის იყო, რაც მის გონებას არ წვდებოდა. სხვა გაკვეთილებზე თუ იჯდა და მართლა მთელი ყურადღებით უსმენდა მასწავლებელს, ამ დროს გადადიოდა სამანებს მიღმა, ყოველგვარ მიჯნას სცდებოდა. დღეს " საზღვარი კი გადაკვეთა", მაგრამ  არ მოხვედრილა  თავის საოცნებო სრულყოფილ ქვეყანაში, სადაც ყველა დიდი სიხარულით ხვდებოდა, არამედ ფიქრები მოაწვა და იქ ძვრომიალი  დაიწყო. იგი თითქოს ლაბირინთში იყო, საიდანაც გაღწევა არ იყო, რადგან როდესაც ერთ ეჭვს სათანადო პასუხს გასცემდა, მოსდევდა, მეორე, მეორეს -  მესამე და დაუსრულებლივ ტრიალებდა კითხვის ნიშნები მის გონებაში, ამას კი დასასრული ალბათ ზარი იქნებოდა, მანამდე ან საშინელი საგნის მოსმენით უნდა ეტანჯა, ან ეჭვებით. ლუკას მეორეს აწყობდა, მაგრამ ფიქრი მოაწვა მაჯლაჯუნასავით და არა და არ შორდებოდა. ფიქრებში წასულს როგორც ყოველთვის ყურები დახშული ჰქონდა და მასწავლებლის ლაპარაკი არ ესმოდა. ყველაფრის თავი და თავი მამის ნათქვამი სიტყვები იყო. გაოცება ჯერ კიდევ არ განელებოდა,ახლა მაინცდამაინც იმიტომ მოაწვა, რომ ამისთვის გაჩერებული მდგომარეობა იყო და საჭირო, მერე მეორე სხვა რამეზე სმენად არ უნდა ყოფილიყო თავის ნებით, ამ წუთას ორივე იყო და შესაბამისად ნაყოფიერი ნიადაგი აღმოჩნდა მაჯლაჯუნასავით მოდებოდა ფიქრები. გაკვეთილი რომ მთავრდებოდა, იცოდა მალე ამ ფიქრებიდან უნდა გამოსულიყო, თუ არადა დარჩებოდა სკამზე და ვინც ძალიან უყვარდა ( პარალელურ კლასში სწავლობდა) ვერ ნახავდა. გოგონა სკოლის მერე პირდაპირ სახლში მიდიოდა და გარეთ არ გამოდიოდა. გოგონას ფიქრია ერქვა  და  ძალიან ბევრ ბიჭს იზიდავდა თავიდან, მაგრამ გარკვეული დროის მერე ყველანი ანებებდნენ თავს და თუ  ერთ დროს 10 თაყვანისმცემელი ჰყავდა ნელ-ნელა 0ზე ჩამოდიოდა. ორი წელია დაიწყო პაკლოების გამოჩენა და თუ არ ჩავთვლით ლუკას, სულ ასე იყო. თითქოს  აშინებდა, ან რაღაც ჯადოს უკეთებდა ეს ბიჭებს, რაც მათ გრძნობებს უქრობდა,  თუმცა ლუკაზე არ იმოქმედა, მაგრამ ეს მხოლოდ ფანტასტიურ ამბებში ხდება, მიზეზი სხვა რამ იყო, ის რაც რეალურ ცხოვრებაში ჩვეულებრივი ამბავია: გოგონა ბევრს კითხულობდა, შესაბამისად ძალიან სერიოზული გახლდათ, უკბილოდ არ ხუმრობდა, ფლირტი, ურთიერთობა და გართობა მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო შესაბამისად ბიჭებისთვის მასთან კონტაქტი  სასიამოვნო არ იყო და გაურბოდნენ, ერთადერთი ლუკა აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც ასეთი გოგოები მოსწონდა ცდილობდა გოგონასთვის მოეწონებინა თავი, გოგონაც არ იყო გულგრილი, მაგრამ ბიჭს ამაში არ უტყდებოდა ბიჭს, რადგან ეს საკუთარი პრინციპზე უარის თქმას ნიშნავდა, უბრალოდ ემეგობრებოდა და მაშინ როდესაც ისინი ბავშვები იყვნენ და განათლებას იღებდნენ ეს მისთვის საკმარისი იყო. ფიქრებში წასული ლუკა ზარის დარეკვისას ისე ღრმად იყო შეჭრილი, რომ ადგილიდან ვერ ადგა, აზრები ტრიალებდნენ მის გონებაში და არ ჩერდებოდნენ. ზარი რომ დაირეკა, ბავშვები შემოვიდნენ და ისტორიის მასწავლებელმა გამარჯობა ბავშვებო დაიძახა, ამ მაგიურმა ხმამ იგი გამოიყვანა ფიქრებიდან. გაიაზრა, რომ დასვენებაზე გარეთ ვერ გავიდა და თავის ძვირფასი არსება ვერ ნახა, ამიტომ გაკვეთილის მოსმენისას შინაგანად სევდა ჰქონდა, რომელიც შემდეგ, ანუ ბოლო გაკვეთილის წინ დასვენებაზე გაუქრა -ფიქრიას სიცხე აწეოდა მაღლა, ახველებდა და ამიტომ დღეს სკოლა გაეცდინა. ეს ნიშნავდა, რომ ლუკას ოცნებების ქვეყანაში მეტი ხნით ყოფნის დროს არაფერი დაუკარგავს, ალბათ უკეთესიც იქნებოდა, ალბათ უკეთესია, რადგან გაოცებული ფიქრიდან შეიძლება გასულიყო დასვენებაზე პარალელურ კლასში შესვლისას, მაგრამ შინაგანი განწყობა  ჯინივით ჯადოსნურ ლამპარში არ გამოიკეტებოდა, ის აუცილებლად სახეზე აღბეჭდილი იქნებოდა და ეს ფიქრიას შთაბეჭდილებას დაუტოვებდა, რომ უცნაური ბიჭია და არაფერს ეტყოდა, ან პირდაპირ გაბედულად გაახმოვანებდა და რა უნდა ეპასუხა?  არ უნდოდა გოგონასთან ესაუბრა ასეთ თემებზე.
    შვიდს აკლდა თხუთმეტი წუთი,  დათა მჟავანაზე უფროსს რომ დაეთხოვა- საქმეზე მეჩქარებაო.უფროსი როგორც წესი თანამშრომლებს ასე მარტივად არ უშვებდა, მაგრამ დათა მჟავანაძე ძალიან გამრჯე და პროდუქტიული თანამშრომელი იყო, დირექტორი მეგობრობდა მასთან და უარი ვერ უთხრა, მაგრამ გააფრთხილა: “ხვალ ახსნა-განმარტებას დაგაწერინებ - თითქოს შენი ნებით წახვედი და შენ არ შეიმჩნიო ეს სიყალბე, თორემ თანამშრომლები იფიქრებენ, რომ სხვებზე მეტად გცემ პატივს და ამიბუნტდებიან.  მერე ავდგები და ჩუმად დავხევ და ნაგვის ურნაში მოვათავსებ, რომ ყველაფერი უმტკივნეულოდ დამთავრდესო.” 
      დათა გავიდა სამსახურიდან. ქუჩაში დიდი მოძრაობა არ იყო, რადგან ჩვეულებრივ პიკის საათი ჯერ არ დაწყებულიყო - საღამოს შვიდზე ქუჩა მანქანებით ივსება, რადგან ამ დროს ამთავრებს ხალხი სამსახურს და სახლში მიდიან. დათამ ჩაუარა ერთ ყვავილების მაღაზიას, მეორეს მესამეს. მას შეეძლო აქედან  ნებისმიერში შეეძლო შესულიყო და ყვავილების თაიგული ეყიდა, მაგრამ პირველივე შეხვედრისთვის ამის გაკეთება მაინცდამაინც არ უნდოდა. ეს მერე იქნებოდა საჭირო, თუ დღეს ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა და ურთიერთობა გააგრძელდებოდა. დათას ქუჩა უნდა გადაეკვეთა და  წუთი- წუთზე ბანკთან იქნებოდა, მაგრამ მეორე ქუჩიდან მოძრავმა პროცესიამ გადაუღობა გზა. მკვდარს ასვენებდნენ. ახალგაზრდა ბიჭი იყო და გოგოს გამო მოეკლათ. ამ ბიჭს შეყვარებული ჰყავდა და მისი საბედოს თაყვანისმცემლები ურჩევდნენ თავი დაენებებინა, რადგან მათაც მოსწონდათ და  სხვაზე გადართვა არ სურდათ. ბიჭმა არ მოუსმინა, ხოდა ერთხელაც ვითომდაც სასაუბროდ დაიბარეს და ორი ტყვიის გასროლის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დათა ამ ბიჭს ბავშვობიდან იცნობდა. მეზობელი იყო. პროცესიის დანახვაზე მოაგონდა ეს ამბავი და შიშმა აიტანა -  დარიკო ლამაზი გოგო იყო, ალბათ მასაც ჰყავდა უამრავი პაკლო, გოგოს რომ აერჩია ის, მერე შეიძლება მისთვისაც  დაერეკათ. ის ბავშვობის სიყვარულზე უარს ვერ იტყოდა და ისტორია განმეორდებოდა. იფიქრა ხომ არ დავბრუნდე, უკანო, მაგრამ პროცესიამ რომ გაიარა, აზრი მოაწვა "რა სისუელელეზე შევშინდიო" და გააგრძელა გზა. რვის თხუთმეტი წუთი იყო რომ მივიდა. ბანკი დაკეტილი იყო. დათას ეგონა კიდევ ერთხელ უნდა ჩავარდნოდა კოვზი ნაცარში, მაგრამ არა, დარიკო გამოვიდა ერთ წუთში. 
      -დარიკო! 
        გოგონამ შეძახილს ყურადღება არ მიაქცია და უკან შებრუნდა, რაღაც დავიწყნოდა. ორ წუთში უკან გამოვიდა 
      -დარიკო! 
      ამჯერად დარიკომ უკან მოიხედა. მან  დათა დაინახა, იცნო, მაგრამ არ შეიმჩნია და გააგრძელა გზა. 
      -დარიკო!
      -რას მომსდევ და რას გაყვირიხარ ჩემს სახელს და გვარს? შემეშვი! შენ წარსული ხარ და არ გაქვს უფლება არც ახლა და არც მერე სამსახურის წინ დამისატკავო, გასაგებია? აქ მეორეჯერ აღარ დაგინახო მოსული!
      -დარიკო, დათა ვარ!
      -ვიცი, მერე?
    -მერე? 
  -ხო მერე?
-მერე ის რომ ასე მარტივად გაუფასურდა შენთვის ჩვენი ბავშვობა? იმ სიყვარულს აღარ გრძნობ, რაც კი გქონდა ჩემს მიმართ?
  -ნახვამდის. 
დათა გაეკიდა ქალს. დარიკო კიდევ ერთხელ მოტრიალდა
    -ხომ გითხარი ნახვამდისთქო?
    დათა გააჩერდა. იგი ასე გაჩერებული იდგა, სანამ ქალი არ მიეფარა თვალს.
    იგი ძალიან ცუდად იყო, რადგან ვისაც ბავშვობიდან ეტრფოდა, მართალია დავიწყების მორევში არ გადაეგო, კიდევ ახსოვდა, მაგრამ აღარ აინტერესებდა ის. მასზე არაფრის გაგონება არ სურდა. თითქოს სხვა ადამიანი გამხდარიყო, ეს ის დარიკო აღარ იყო, რომელსაც ბავშვობიდან იცნობდა, სხვა ადამიანი გამხდარიყო. თითქოს ჯადოქარს  თავის ჯოხი მოექნია, მას შემდეგ რაც გოგონა თბილისში წავიდა და შეეცვალა, ქალი ისე მოექცა, თითქოს ვიღაც მიფურთხებული ადგილი, სირცხვილი ყოფილიყო, ან რაღაც ძალიან დიდი დანაშაული ჩაედინოს და არ პატიობდა,კაცი არცერთ მათგანს არ მიეკუთვნებოდა, უბრალოდ როცა დრო იყო ის ცუდ ხალხს აყვა და ახლა აღარ არის, თავის დროზე  წიგნებისთვის მეტი ყურადღება რომ მიექცია, შეიძლება დღეს  დარიკოს გვერდზე მჯდარიყო, ან არა, მაგრამ ბავშვობაში ის ადამიანი რომელიც მთელ ქვეყნიერებაზე მეტად უყვარდა, მისი ცოლი იქნებოდა, საგებელს გაიზიარებდა და შვილი ეყოლებოდათ. მიუხედავად ასეთი წარსულისა მეორე გამოსავალიც არსებობდა, კერძოდ დროზე უნდა გაეგო მისამართი, დაკავშირებოდა და ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ არ იცოდა საწყალმა რომ დარიკო რაც თბილისში გადასახლდა - კერძოდ ვაკეში, თავში აუვარდა არცერთ თავის სოფლელ ამხანაგს არ ეხმიანებოდა. შემდეგ გათხოვდა და ქმართან ერთად დოლიძეზე ბუდე აიგო. ამ დროს ის უკვე ბანკის თანამშრომელი იყო და ერთ წელიწადში მოდელი გახდა, ეს უფრო მეტად აუვარდა თავში, შარშან ქმარს გაშორდა და პეკინზე გადავიდა საცხოვრებლად........  დათამ არ იცოდა თუ რა რეალობის წინაშე იყო, ამიტომ წარსულში თავის საყვარელი ქალის გონებაზე მოყვანა უნდოდა, ეგონა მოჯადოებული იყო,თითქოს ვიღაც კუდიანმა მონუსხა და იგი თავს ვალდებულად თვლიდა, რომ გამოეყვანა, მაგრამ როგორ ეს არ იცოდა. დათა ამ ფიქრებში იყო, რომ ქუჩის მეორე მხარეს თიბისი ბანკთან ბანერი დაინახა: ჯ. ბ.-ს სტომატოლოგიური კლინიკა, ჯანმრთელი კბილების გარანტი. სურათიც იყო. დათამ იცნო თავის ერთერთი თავგასული ძმაკაცი, რომელიც ყველაზე მეტად ეხვეოდა უსიამოვნებებში, მერე ჭკუა გადატრიალებია თურმე და აჰა კბილის ექიმია დღეს. განგებამ გაუღიმა და აღარ არის ის ვინც ადრე იყო, შეიძლება მასაც გაუღიმოს ბედმა  და დარიკო შეცვლილიყო, ან სხვა ქალი გამოჩენილიყო მის ცხოვრებაში, თავის გარდაცვლილი ცოლის ერთგული ვერ იქნებოდა, რადგან მართალია აღარ იყო ის პატარა ბიჭი, როგორც ადრე, მაგრამ გული ისევ იმ ასაკის ბიჭუნას მსგავსად უფეთქავდა - მეორე ცოლის მოთხოვნილება ჰქონდა. მიუხედავად ამდენი კრახისა ეს სურვილი მაინც არ განელებოდა ტელევიზორში გასულმა კადრებმა უფრო მეტად გაუმძაფრა, მართალია  ერთი კონკრეტული ქალის მიმართ არა, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა არ ჩანდა.  ამ უკანასკნელმა შემთხვევამ დააბნია, თითქოს სრულ სიცარიელეში მოხვდა, საიდანაც ვერც გადიოდა და ვერც ვერავინ შედიოდა. ბევრი ფიქრის მერე მივიდა დასკვნამდე: დარიკოს დალოდებოდა, თუ დაუკავშირდებოდა, ესეიგი ყველაფერი შეიცვალა და გამოსწორდა, თუ არა და სიცარიელეში კარი უნდა გაეჭრა და სხვა ვინმესთვის საშუალება მიეცა შესულიყო, ვინ? იგი თვლიდა რომ მას უნდა აერჩია და შემდეგ მისი რჩეული ამ სიცარიელეში თავისი ნებით უნდა შესულიყო. ეს უკანასკნელი მიუხედავად მწარე გამოცდილებისა რთულად არ ეჩვენებოდა.
  სახლში  მისულ დათას ლუკა ჩვეულებრივ იქ დახვდა. შვილს უნდოდა ეკითხა,რა საქმეზე იყო მამა, მაგრამ თავი შეიკავა, იმიტომ კი არა მოერიდა, არამედ უბრალოდ იცოდა მამა პასუხს არ გაცემდა, ადრე  ყოფილა შემთხვევები, როდესაც უფროსების ლაპარაკისთვის ყური დაუგდია და კითხვა რომ დაუსვია, მამას უთქვამს: “ჯერ ბავშვი ხარ, გაიზრდები და გაიგებო”. ეს სიტყვები არ სიამოვნებდა, მაგრამ ეს სიტყვები წარსულში დარჩა, რადგან ის უკვე დიდი ბიჭი იყო, ახლა იცოდა მამას თუ რაიმეს თქმა უნდოდა, თავად სახლიდან გასვლიდას ეტყოდა, არაფერი უთხრა, ესეიგი ეს ის ერთადერთი თემა იყო, რაზეც მამა-შვილს არ უნდა ესაუბრათ.


                                               
  .................................
      რამდენიმე დღე გავიდა. ფიქრია გამოჯანმრთელდა და სკოლაში დაიწყო სიარული. ლუკას წაკითხული ჰქონდა, რომ გოგოს გული რომ მოეგო საჩუქრები უნდა ეჩუქებინა და დაიწყო ჩუმ-ჩუმად მის სახლის წინ სხვადასხვა საჩუქრების დადება. თან სულ ერთიდაიგივე დროს. ერთ დღეს აი ამან უღალატა და როდესაც ჩვეულებრივ  დროს მივიდა, კარები გაიღო და დაინახა ფიქრია. 

    -შენ მიტოვებ ესეიგი ყოველ მესამე დღეს საჩუქრებს
    -კი, მერე რამე ცუდს ვაკეთებ?
  -არა, დიდი მადლობა საჩუქრებისთვის.შემოდი, თუ გინდა.
  -არა, მადლობა სახლში წავალ.
  -შემოდი, ვმეცადინეობდი და ერთად ვიმეცადინოთ. 
  -კარგი.
  ბავშვები სახლში შევიდნენ. ფიქრიას ოთახში რომ შესულიყვნენ, სასტუმროს ოთახი უნდათ გაევლოთ. იმ ოთახში დიასახლისი იჯდა და მეზობელთან ერთად ყავას სვამდა. როდესაც იქ მივიდნენ, ორივემ საუბარი შეწყვიტა  და გოგონას შეხედეს.

  -ფიქრია სტუმარი მოგსვლია. ვინ არის ეს ბიჭი?
  -ჩემი პარალელური კლასელი და მეგობარია.
  -რა გქვია შვილო?
  -ლუკა
  -სასიამოვნოა .მიხარია რომ ფიქრიას ბევრი მეგობარი ჰყავს.
-დე ჩვენ  შევალთ ჩემს ოთახში, სამეცადინო გვაქვს. თქვა ფიქრიამ, შემდეგ მოკიდა ლუკას ხელი, რომელიც ფიქრებში იყო და შეიყვანა თავის ოთახში. ბიჭი გაუგებრობაში იყო, გოგონამ იცოდა, რომ მოსწონდა, ის მართალია გულგრილობას გამოხატავდა, მაგრამ საჩუქრები მოეწონა, თან სახლში შეუძღვა, ანუ რეალურად ის არ არის გულგრილი, უბრალოდ არ იმჩნევს და თუ ეს ასე არის, რატომ თქვა მეგობარიაო? ბიჭი დღეს კიდევ ერთხელ გაუმხელს გოგონას გრძნობებს. ნახევარი საათის მერე ფიქრიამ დახურა წიგნი და ბიჭს შეხედა:
-ლუკა რა გჭირს?! რაღაც ფიქრებში ხარ და სასწავლ მასალას გულს ვერ უდებ. თუ გსურს, მითხარი რა გაწუხებს.
-მართალია და შენ გეხება.
-მე?! მითუმეტეს ამოთქვი რა გაწუხებს.
-ფიქრია მომწონხარ.
-მეც ლუკა, ეს აქამდეც ესე იყო, მაგრამ გულგრილობას ვიჩენდი, რადგან მარტო სიტყვები არ კმარა ჩემთვის, მოქმედებაც აუცილებელია. ახლა როდესაც საჩუქრების მოტანა დაიწყე, გულგრილობის ნიღაბს ვიხსნი და გეუბნები რომ მეც.
-თუ ეს ესე არის, დედას რატომ მოატყუე მეგობარიაო?
-ჯერ ერთი თუ არ მეგობრობ, ეგეთი ურთიერთობის არ მწამს...
-ხომ მაგრამ.....შეაწყვეტინა ლაპარაკი გოგონას ლუკამ
-არანაირი მაგრამ!  მეორე რომ ვუთხრა რომ მომწონხარ, მერე გამოძიება დაიწყება ძირისძირობამდე და ამდენი კითხვა არ მინდა. მესამე გვერდით რომ ქალი უზის, ის ჩვენი მეზობელია. მაგაზე ჭორიკანა ამ ქვეყანაზე არავინ არის. იმის წინაშე რომ მეთქვა, მთელ ქვეყნიერებას მოსდებდა ჩვენს ამბავს და ხომ გაგიგია? “ სიყვარულსა მალვა უნდა, ვითა ცხენსა ნაპარავსა"? 
-კი. 
-ხოდა არ მინდა ნაღდად მთელმა ქვეყნიერებამ ჩვენზე ილაპარაკოს, ისედაც მთე
ლი კლასის წინაშე რომ მითხარი ეს სიტყვები, კლასელები კითხვებით დამეხვივნენ შენც თუ გაქვს მსგავსი გრძნობაო? ყველა მოვატყუე არათქო და ახლა მარტო ის აქვთ სალაპარაკო, რომ შენ მოგწონვარ, უპასუხოდ. კითხვებზე პასუხისგან შენც თავი დაიძვრინე, ხო?
  -კი 
  -ჭკვიანი ხარ.
  -ლუკა კიდევ ერთი რაღაც მიზეზი არის , რატომაც მოვატყუე კლასელები.
  -რა მიზეზი?
  -შენი კლასელი რომ არის ნათია, მაგას მოწონხარ. ჩემს კლასში ჰყავს დაქალი მარიამი. რომელიმემ რომ გაიგოს ჩვენ შესახებ, იცოდე ყველანაირად ეცდებიან დაგვაშორონ და მე შემდგებიან. 
-მომაბეზრა მაგ გოგომ თავი რა, გვერდზე მიჯდება, რაღაც დებილობებს მელაპარაკება, თან ბოლოში უფუნქციო რას ხმარობს, სახლში მოსულს მაგის მონაწერი მხვდება, ხან სადღაც მთხოვს გავყვე, ფოტო დავუგულო, ხან კიდევ უბრალოდ შევხვდე, ამ შემთხვევაში ყველაზე ღადაობა ის არის, რომ ბოლოში წერს, წინასწარ არ ვიცი სადაო. შენ არ ინერვიულო, მაგას მივუჩენ თავის ადგილს! ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა და ყურადღებას არ ვაქცევდი, ახლა კი დრო დაადგა ჭკუის სწავლების. თქვა ლუკამ.
უცბად ბიჭის ტელეფონი აწკარუნდა.
-ალო.
...........
-ჩემ მეგობარ ფიქრიასთან ვარ მამიკო, ვმეცადინეობთ და რომ მოვრჩებით, მოვალ.
..............
    -შენც არ უთხარი ხომ მშობელს? სიცილით იკითხა გოგონამ.
  -მამაჩემი კითხვებს არ დამაყრიდა, მაგრამ ჩემს გრძნობების შესახებ გამხელა, ვფიქრობ რომ ადრეა.
  -მართალია.
  საღამოს მორჩნენ ბავშვები მეცადინეობას. როდესაც სასტუმრო ოთახში გავიდნენ, იქ აღარავინ იყო. დედა სამზარეულოში იჯდა და ქმართან ერთად სამხარს მიირთმევდა. ამ ოთახის კარები გარეთ გასასვლელის პარალურად და შესაბამისად მშობლებმა დაინახეს:
  -სად მიდიხართ ფიქრია?
-დედა სტუმარი სახლში მიდის, ვაცილებ.
-რა დროს წასვლა ჯერ? სამხარზე დაგვეწვიოს!
-არა, მადლობა - დარცხვენით თქვა ლუკამ. 
  ბავშვები გარეთ გავიდნენ.
  რამდენიმე დღეში საახალწლო არდადეგები დაიწყო. ლუკამ ფიქრია კინოში დაპატიჟა “ წყლის არსების სანახავად. ეს ფილმი მათ უყოყმანოდ შეარჩიეს, რადგან ორივეს გემოვნება გათვალისწინებული იყო: გოგონას მელოდრამა უყვარდა, ბიჭს ფანტასტიკა და თრილერი, ეს უკანასკნელი კიდევ  სამივეს მოიცავდა.დარბაზის ჩაბნელებიდან თხუთმეტ წუთში დაიწყო ფილმი, მანამდე აუარებელი რეკლამა და ფილმის თრაილერი გავიდა. ლუკამ და ფიქრიამ ფილმის ყურებით გაერთნენ და წამოსვლისას ემოციით სავსენი სულ ამ ფილმზე საუბრობდნენ. მათ არ იცოდნენ რომ უკან  რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით ნათია და მარიამი მისდევდნენ. გარეთ გასვლისას მათი გზები  უნდა გაყრილიყო. რადგან წყვილი კაფეში მიდიოდა და გოგოები სახლში ( ლუკას და ფიქრიას შეეძლოთ სეანსის დაწყებამდე პოპკორნი ეყიდათ და ამით კაფის აუცილებლობა მოიხსნებოდა, მაგრამ ბიჭმა არაო, აქ ყველაფერი ძვირიაო და ამდენი ფული არ მაქვსო), მაგრამ გოგოები წყვილს გაყვნენ. ფაჯრიდან უყურებდნენ ჩუმ-ჩუმად როგორ დაჯდნენ მაგიდასთან, შეუკვეთეს, მოტანის მერე, როგორ წყნარად და მშვიდად მიირთმევდნენ ხაჭაპურს, ისე რომ ვერც კი გრძნობდნენ, ვინმე თუ უთვალთვალებდათ
.  -ესეიგი ლუკას ხვდება ხო? ჩაიჩურჩულა ნათიამ. მაგას ვუჩვენებ სეირს. აბა დამაცადოს, 
  -თან ვის? ნორმალური მაინც აერჩია, უკანასკნელ გონჯთან დაიჭირა საქმე. მე შენთან ვარ დაო. მაგრამ ახლა ამ არდადეგების პერიოდში მაგას ვერაფერს, ვუზამთ, რადგან გარეთ არ გამოდის და თუ იქნება, აუცილებლად ლუკასთან ერთად. სკოლაში უნდა დავიმარტოხელოთ, სხვა გზა არ გვაქვს.
  -ეგრე ვქნათ.
  ნათიას ეგონა მარი შეიცვალა: თუ ადრე საერთო საქმე იყო, მარტო მაშინ ერეოდა, ახლა თავის დაქალის საქმეშიც დაიწყო ჩარევა, მაგრამ ფიქრი ფიქრია და რეალობა სულ სხვა რამე. მარის ბოღმა ახრჩობდა წარსულში მომხდარი ფაქტის გამო და შურისძიების წყურვილი კლავდა: სამი წლის წინ მარის ერთი ბიჭი მოსწონდა, ცდილობდა მის შებმას, თავიდან არ გამოსდიოდა, მაგრამ ბოლოს დაახლოებით ერთი წლის წინ მოხიბლვა შეეძლო, ძალიან კაი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ რატომღაც გული აიცრუა, ამის მიზეზი კი ეჭვიანობა გახლდათ, გოგონა მოარული ხმებით დაკომპლექსებული იყო და თავის შეყვარებული ისეთივე ეგონა, როგორც სხვა კაცი - ქალების მუსუსი და უფასო კონცერტებს უდგამდა ხშირად, ეს ბიჭს ძალიან აღიზიანებდა და ერთ დღესაც განუცხადა დავშორდეთო. მარი ვერ მიხვდა ნამდვილ მიზეზს და ყველაფერი ფიქრიას დააბრალა, რადგან ძალიან ლამაზი და მოხდენილი გოგო იყო, ძალიან ბევრ  ბიჭს მოსწონდა იფიქრა, თავის რჩეულიც ერთ-ერთი მათგანი იყო, გოგომ უარი უთხრა და იმიტომ გადაწყვიტა მასთან ურთიერთობა, მარის აზრით ეს უარი ბანალური თავის დაფასება იყო, სინამდვილეში მასაც მოსწონდა ეს ბიჭი და ერთ დღესაც არა. კითი შეიცვლებოდა. მართალია ეს წყვილი არ შედგა, მაგრამ მარი მაინც დაბოღმილი იყო ფიქრიაზე და მომენტს ეძებდა შურის საძიებლად.......................
  საახალწლო არდადეგები დამთავრდა. ბავშვები სკოლაში დაბრუნდნენ.სწავლა
ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყო. პირველი გაკვეთილის მერე ნათია და მარი ერთმანეთს შეხვდნენ:
  -კლასშია?
  -კი.
  -წამო, წავიდეთ.
  გოგოები შევიდნენ კლასში, იქ ნახეს რომ ერთ მერხის ირგვლივ უამრავი ბიჭი შემოხვეული იყო. ბავშვები კარტს თამაშობდნენ.
-მგონი ცუდ დროს მოვედით.
-შეიძლება, შეიძლება არა.
-რას გულისხმობ?
მარიმ ამ კითხვას არაფერი უპასუხა, მერხისკენ დაიძრა და ნათიაც გაჰყვა.
-ფიქრია შეიძლება ერთი წუთი გარეთ გავიდეთ? საქმე გვაქვს.
-ფიქრიას არ ცალია. ვერ ხედავთ თამაშობს? - გოგონას მაგივრად გასცა ერთ-ერთმა ბიჭმა პასუხი.
-კარგი, მერე დაველაპარაკებით თქვეს გოგოებმა და ისევ გარეთ გავიდნენ.
ეს მერე დიდხანს არ გააგრძელებულა. მესამე გაკვეთილის შემდეგ შესვენებაზე  გოგოები კიდევ შეხვდნენ ერთმანეთს  და კიდევ ერთხელ უნდა შესულიყვნენ საკლასო ოთახში, მაგრამ ფიქრია გარეთ დახვდათ.
  -დანებე ლუკას თავი!
  -ჯერ გამარჯობა გეთქვა, ან მოგეკითხე და მერე გადასულიყავი საქმეზე, ლუკას კი თავს არ დავანებებ!
  -ახალი რა ხდება, ხომ არ გკითხოთ ბარემ? - ირონიულად გაიცინა ნათიამ.
  -სალამი და მოკითხვა, ზრდილობა, მაგრამ სულ დამავიწყდა ვის ველაპარაკები, თქვენთან ზრდილობაზე საუბარი მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს. 
-რას ბედავ? - დაიყვირა ნათიამ და გოგოები მივარდნენ ფიქრიას, თმებით ითრიეს, წიხლები ურტყეს, თან  სხვისი შეყვარებულებზე მონადირეს ეძახდნენ. როდესაც გოგოები გაშორდნენ ფიქრიას, გოგონა ძირს ჩაიკეცა ატირდა. ამ დროს ზარი დაირეკა, მაგრამ ფიქრიასთვის სულერთი იყო, რადგან ახლა ისეთ მდგომარეობაში იყო გაკვეთილის თავი არ ჰქონდა.  გაიარა ერთმა ბავშვმა, მეორემ, არცერთმა მიაქცია ყურადღება, მესამემ - ლუკას ძმაკაცმა ვაჟამ, რომელიც პარალელში სწავლობდა, რომ ნახა ფიქრია, მივიდა, კითხა რა გჭირსო? მაგრამ პასუხი ვერ მიიღო, შემდეგ პარალელურ კლასში გაიქცა, ლუკა გამოიყვანა. ბიჭები მივიდნენ ფიქრიასთან, უამრავი კითხვა დააყარეს, მაგრამ გოგონამ ისევ დუმილი აარჩია. ეს არც იყო გასაკვირი, შოკში იყო  და ლაპარაკი არ შეეძლო,თუმცა შეყვარებული რომ დაინახა, ძალიან გაუხარდა, ყინული ნელ-ნელა დაიძრა, საავდრო ღრუბელმა ნელ-ნელა მოშორება დაიწყო, მართალია დარტყმისგან ტკივილები ისევ ჰქონდა, მაგრამ შოკში ბზარი გაჩნდა და გარკვეული დროის მერე გოგონა ლაპარაკს შეეძლებდა. 
  -ვაჟა შენ კლასში შედი, სტრესშია და ეს რამდენიმე ხანი ხმა ვერ ამოიღებს, თან ამ სიტუაციაში მესამე ადამიანი სრულიად ზედმეტია.
-კარგი.
  გაკვეთილების დასრულების შემდეგ ბავშვები გარეთ გამოვიდნენ. ლუკა და ფიქრია ისევ იქ იმ ადგილას ისხდნენ.
-ლ უ კ ა - ძლივს ამოილუღლულა ფიქრიამ.
-ფიქრია!
-ლ უ კ ა!
-გისმენ,  ძვირფასო.
..................
  რამდენიმე წუთი ფიქრია ისევ ხმას ვერ იღებდა, ამ დროს ლუკა ეფერებოდა, თბილი სიტყვებით მიმართავდა, მის მიმართ სიყვარულს გამოხატავდა სააბოლოდ იმ დონეზე გამოვიდა სტრესიდან რომ რაც თავს გადახდა, ლუღლუღით მოყოლის უნარი ქონდა:
-ლ უ კ ა !
-გოგოებმა გიქნეს ეს?
ხ ო, მ ო მ ვ ა რ დ ნ ე ნ დ ა  მ ც ე მ ე ს.
-რატომ გცემეს? რა დაუშავე?
-შ ე ნ  გ ა მ ო .
-გასაგებია. მაგათ მე მივხედავ, მუხლის ჩოქვით მოვლენ, ბოდიშს მოგიხდიან და აღარასდროს შეგაწუხებენ.
  -მ ა გ ა ს რ ო გ ო რ მ ი ა ღ წ ე ვ? 
  -ეგ მე ვიცი ახლა სკოლის ექიმთან ჩავიდეთ.
  -კ ა რ გ ი.
 

                                   
                                        ............................................................
  ფიქრია დიასამიძის ოჯახი სულ სამი წევრისგან შედგებოდა. დედა, მამა და ქალიშვილი ფიქრია.  სამივე ეკლესიურები იყვნენ და წირვას არასდროს აცდენდნენ. გოგონა პარასკევს და შაბათ მეცადინეობდა, კვირას დილას წირვას უსმენდდა და გაკვეთილებს იმეორებდა. იქ ყოველთვის ხვდებოდნენ ნათიას და მარის, მაგრამ არაფერს ეუბნებოდნენ, რადგან ეკლესიაში ჩხუბი ამ წმინდა ადგილას მათთვის არასწორი საქციელი იყო, თან მშობლებს ახლდა და არ იყო ის სიტუაცია, რომ თავისი გაესწორებინათ. მომხდარის მერე  ერთ მშვენიერ კვირა დღეს ნათიამ და მარიმ ფიქრია გაიყვანეს ეზოში და ბოდიში მოუხადეს.
ფიქრია ელოდა ამას შეყვარებულთან საუბრის მერე, ამიტომ არ გაკვირვებია, მათი ეს ქმედება, მას ეგონა რომ გოგოებს ლუკა დაელაპარაკა და დროებით ზავად აღიქვამდა, რამდენიმე ხნის მერე  იგივე წრეზე იტრიალებდნენ, მაგრამ შემდეგ დაუფლებული სიმშვიდე არ შეწყვეტილა, ცხოვრება კალაპოტში ჩადგა, ბავშვები დადიოდნენ სკოლაში, სწავლობდნენ, სახლში ბრუნდებოდნენ, ლუკა და ფიქრია ხვდებოდნენ ერთმანეთს, ამაზე არავინ არაფერს ამბობდა, თუნდაც ჩუმად და მესამე პირს ეთქვა რამე. ორი თვე რომ გავიდა ფიქრიას ძალიან გაუკვირდა ეს ყველაფერი, მას ვერ წარმოედგინა ოპონენტს ჩაფიქრებული მამაკაცის სიყვარული ასე მალე დაევიწყებინა, იგი ფიქრობდა, რომ რაღაც იმალებოდა ამ სიწყნარის უკან, რა ვერ წარმოედგინა. ოთხი თვე რომ გავიდა და არანაირი ცვლილება არ მოხდა, ცნობისმოყვარეობა ისე შეუჩნდა ფიქრიას, რომ ადრე თუ ლუკასთან კითხვას ვერ ბედავდა, ახლა სითამამე მოემატა და მორიგი შეხვედრის წინა ღამეს, როდესაც ლოგინში იწვა და ფიქრობდა ამ უჩვეულო სიმშვიდეზე, გადაწყვიტა ეკითხა შეყვარებულისთვის რა ხდებოდა.
  გათენდა შაბათი დღე. ამ დროს ლუკა არ იყო ვალდებული დილის რვა საათზე ამდგარიყო და სკოლაში წასულიყო. ბიჭი ათ საათზე ადგა ისაუზმა, შემდეგ ფილმს ჩაუჯდა. სამ საათში შეყვარებულს უნდა შეხვედროდა და მანამდე დროის მოკვლა სურდა. წიგნის კითხვა ეზარებოდა, ფილმი ერჩივნა რატომღაც. ორ საათ ნახევარში ფილმი დაამთავრდა, ბიჭმა ჩაიცვა სუფთა ახალი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, დაივარცხნა თმები, რომ მიმზიდველი გამოჩენილიყო შეყვარებულის წინაშე და გავიდა. დაახლოებით თხუთმეტ წუთში ფიქრიაც გავიდა, დედამ უკვე იცოდა, რომ მისი ქალიშვილი ლუკას ხვდებოდა, რადგან რატომღაც შეაწუხა ერთ დღეს მშობელს რაღაცას რომ უმალავდა. დედამ ეს ამბავი ჩვეულებრივ მიიღო, ინტერნეტში წაიკითხა შვილის სწორი აღზრდისთვის საჭიროა, მის საქმეში არ ჩაერიოთო, კარგი ბიჭიაო თქვა და წარმატება უსურვა. 
  წყვილი ლუკას სახლთან ახლოს სკვერში შეხვდნენ ერთმანეთს, ჩვეულებრივი მისალმების და მოკითხვის შემდეგ,  დუმილი ჩამოვარდა, რომელიც ხუთი წუთის შემდეგ ფიქრიამ დაარღვია:
-ლუკა რა ხდება?
-რას გულისხმობ? 
-ამ უცნაურ სიმშვიდეს, რომელიც დასადგურებულია ირგვლივ.
ლუკა მიხვდა რას გულისხმობდა მისი შეყვარებული, მაგრამ არ უნდოდა სიმართლე ეთქვა და თავი გამოიშტერა.                                                                                                               
-ვერ გავიგე რას გულისხმობ? აუცილებლად არეულობა გინდა?
-სიმშვიდე მინდა, მაგრამ ეხლა ეს რა სიტუაცია ძალიან უცნაურია. ლოგიკურად არეულობა უნდა მოყოლოდა გარდასულ მოვლენებს. შენ პაკლოს შეიძლება შენთვის თავი დაენებებინა, რაშიც ასევე ეჭვი მეპარება, მაგრამ მე ასე მარტივად თავს არ დამანებებდნენ. ამიხსენი რა ხდება?
-ეტყობა მათაც ეზარებათ ეს დავიდარაბა. 
-ლუკა რაღაცას მიმალავ და  არ მომწონს. ან სიმართლეს მეტყვი, ან დამივიწყე საერთოდ! ამ უჩვეულო სიმშვიდემ ამაფორიაქა  და სანამ არ გავიგებ სიმართლეს ვერ მოვისვენებ
-არაფერს არ გიმალავ! გეჩვენება, ყველაფერი კარგად არის, ირგვლივ სიმშვიდეა, სკოლაში დავდივართ, ვსწავლობთ, იქ ვხვდებით, გარეთ,  სკვერში ბავშვები მხიარულად თამაშობენ. მეტი რა გინდა?
-სიმართლე!
-რომელი სიმართლე?
-ლუკა არსებობს ასეთი გამოთქმა მშვიდობა, ემზადე ომისთვის, ხოდა იმ ბოდიშის მერე მე  იმ ქაჯის მხრიდან ახალ შეტევისთვის ვემზადებოდი იმ, მაგრამ არაფერი. ადრეც ყოფილა მსგავსი შემთხვევა და მსგავსი რამ არ მომხდარა. შარშან თუ გახსოვს ჩემი კლასელი ელისო სხვა სკოლაში გადავიდა, რატომ თუ იცი?  იმიტომ რომ  მარის და ელისოს ერთი ბიჭი მოეწონათ, ჩხუბი მოუვიდათ, ბიჭი ჩაერია, მერე სიმშვიდე კი დამყარდა, მაგრამ დროებით. მარიმ ბიჭს კი დაანება თავი, მაგრამ მარი და ნათია ელისოს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ან დასცინოდნენ. ეს უკანასკნელი ეხლა არ ყოფილა და ძალიან მიკვირს ასეთი რა უთხარი, რომ ძველებურად არ მოიქცნენ.
-კარგი, სიმართლეს გეტყვი: შარშან ნათიას ერთი ბიჭი მოსწონდა, ფეისბუკზე ტვინს უჭამდა, შემხვდიო, შემხვდიო, მერე ვინ უთხრა არ ვიცი მოთხილამურე ბიჭები მოსწონსო და ბაკურიანში წავიდა თავის წარმოსაჩენად, ის ბიჭიც იქ იყო და შანს როგორ გაუშვებდა ხელიდან, მაგრამ როგორც მე ვარ მაო ძედუნი, ისე არის ეგ მოთხილამურე, ტრავმირებული საავადმყოფოში დააწვინეს, რომ გამომჯობინდება, არ დაივიწყა  ბიჭი ჰყავდა დასაკერი, ისევ წერდა, ბიჭი არ პასუხობდა, ამან ძალიან შეაწუხა და გადაწყვიტა მის სახლის წინ მდგარიყო მანამ სანამ ბიჭი არ გამოვიდოდა გარეთ და კუდში ადევნებოდა, მაგრამ აქაც ჩაუვარდა კოვზი ნაცარში, რადგან ბიჭი სახლში იჯდა, ან მეორე გასასვლელით გადიოდა გარეთ. ასე იდგა საწყალი ერთი კვირის განმავლობაში სადარბაზოს წინ და რომ მიხვდა არაფერი გამოუვიდოდა, დაანება თავი. ეს სირცხვილი და თავის მოჭრა მხოლოდ მარიმ იცის, მე დავემუქრე გასაჯაროებით. რომელიმე მათგანი თუ ერთ ზედმეტ სიტყვას გეტყვის, პირს მოვაღებ. ეგენი იმასაც ხვდებიან, რომ მოფარებულში თუ რამეს იზამენ შენ მე მეტყვი და იმიტომ არიან ასე.
  -თუ მხოლოდ მარიმ იცის, შენ საიდან გაიგე ეგ ამბავი? მარისთვის საიდუმლოს თქმა ტელევიზორში გამოცხადებას კი ჰგავს, მაგრამ ამ შემთხვევაში დაქალი გამონაკლისია.
  -ვისაც ეპრანჭებოდა ის ჩემი ძმაკაცია და იმან მომიყვა.მე შენი ერთგული ვარ, შესაბამისად ნათიას არანაირი შანსი არ აქვს, გარდა ამისა არ მევასებიან ეგ გოგოები და თავიანთი ქმედებებით უფრო და უფრო მაძულებენ თავს.
    -ლუკა ხვალ ეკლესიაში წამოხვალ?
    -არ ვიცი. არასდროს ვყოფილვარ და მანდ რა ხდება?
    -წირვა, ხალხი სანთელს ანთებს, ლოცულობს, მოძღვარს აღსარებას აბარებს, ეზიარება. სხვათაშორის ნათია და მარიც დადიან იქ. ძალიან უჩვეულოდ მეეჩვენება მათი ყოფნა, მაგრამ არ ვიმჩნევ, რადგან ვფიქრობ ჩემი საქმე არ არის.
    -არა. მორწმუნე არ ვარ და ეკლესიაში არ მინდა.
    -კარგი.
      ფიქრიამ იცოდა  მისი შეყვარებული რელიგიური არ იყო, ეს მეორე მცდელობა იყო შემობრუნების და ძველებურად უარი მიიღო. ამის მერე გადაწყვიტა ამ თემაზე ხმა აღარ ამოეღო, წირვაზე რომ გაყოლოდა კარგი იქნებოდა, მაგრამ ესეც არაუშავდა, ბიჭის განსხვავებული რელიგიური წარმოდგენების მიუხედავად უყვარდა და ფიქრობდნენ ერთად და ბედნიერად იქნებოდნენ,სანამ ასაკში არ შევიდოდნენ და სიკვდილი ერთმანეთს არ დააშორებდათ.
    ბიჭმა და გოგომ კიდევ დიდხანს ისაუბრეს. ამ წუთას ორივე  ბედნიერებისგან
მეცხრე ცაზე ხტოდნენ და იქიდან ჩამოსვლას არ აპირებდნენ. ფიქრიას ცნობისმოყვარეობა და კითხვები აღარ აწუხებდა, ბავშვების გულები სიყვარულით იყო სავსე და ორივე ვნების მორევში იყვნენ გადავარდნილნი, საიდანაც ამოსვლა არ სურდათ.

 
                                                              3
    ერთ მშვენიერ დღეს დირექტორმა დათა მჟავანაძე თავისთან დაიბარა. მარტო ის იმ შემთხვევაში იბარებდა თანამშრომელს, თუ მასთან პერსონალური სასაუბრო ჰქონდა, სხვა შემთხვევაში თათბირს მართავდა  ამა თუ იმ საკითხზე. ეს მესამე შემთხვევა იყო, როდესაც დირექტორს განცალკევებით საუბრის სურვილი ჰქონდა: პირველად იყო მაშინ როდესაც კაცს ერთ-ერთ თანამშრომელთან ჩხუბი მოუვიდა. გივი მახარაძე მთლად უფროსის  დისშვილი იყო, ამის გამო  მას თავი მოჰქონდა, ყველას ზემოდან უყურებდა, მართალია ისიც მუყაითად მუშაობდა, მაგრამ თანამშრომლებს უაზრო რეპლიკებს ესროდა და დასცინოდა. ყველა თანამშრომელი დუმდა და გულში ჯავრს ახრჩობდა, რადგან იცოდნენ ის მთლად უფროსის დისშვილი იყო და ეგონათ უბრალო რამეზე გაგდება ელოდებოდათ, ამიტომ ყოველგვარ შეურაცხყოფას და დამცირებას იტანდნენ. დათა საჯარო რეესტრიდან ამ დროს უკვე წამოსული იყო, რადგან ხელმძღვანელს ვერ გაუგო, ამ ახალ ახალ სამსახურში ერთი კვირის მისული იყო, ერთ მშვენიერ დღეს სამსახურში არსებული სიმშვიდე დაირღვა, აქ სამსახურში მანამდე თუ ვინმეს არ ახსოვს ხელჩართული შეტაკება, ახლა პირველად ნახეს: საქმე ის იყო რომ გივი მივიდა ერთ თანამშრომელთან და ნაგლურად მოსთხოვა: "ცოტა სწრაფად ეს ადგილი მჭირდებაო" თანამშრომელმა ჩვეულებრივ გააგრძელა მუშაობა. თხუთმეტ წუთში გივი მობრუნდა. ის ისევ იქ რომ დაინახა, მივარდა და გალანძღა, ბოლოს შეაფურთხა, მითი რომ მეგობრული გარემო იყო აქ, დაიმსხვრა,მაგრამ შემდეგ სიმართლე გაიგო -  გივი მახარაძე რომ არ ყოფილიყო, აქ სიმშვიდე იქნებოდა, ყველაფრის ამრევი ის გახლდათ. დათამ გივისთან საუბარი გადაწყვიტა.რამდენიმე საათის შემდეგ ორივე შესვენებაზე იყო, გვერდზე გასვლა მოთხოვა, სალაპარაკო მაქვსო:
    -გისმენთ - ქედმაღლურად დაიწყო საუბარი გივიმ       
  -დღეს დავინახე, როგორ მოექეცით თანამშრომელს...
  -მერე რა გინდათ?!
  -რა მინდა?! თქვენზე ამბობენ, რომ ბუნტის თავი ხართ, თქვენ რომ არა, აქ სიმშვიდე იქნებოდა. ეს არა პირველი სამსახური, სადაც ვმუშაობ, სიმშვიდეს ვარ მიჩვეული და ძალიან გთხოვთ სიმშვიდეს ნუ არღვევთ!
-ვინ ხარ შენ, ამდენს რომ ბედავ?
-დათა მჟავანაძე, ამ სამსახურის რიგითი თანამშრომელი, რომელსაც უფლება აქვს თავის აზრი გამოთქვას ნებისმიერ შემთხვევაში. 
-მოკლედ ერთი მიფურთხებული!
-რა თქვი?
-რაც გაიგონე!
  დათამ ვერ მოითმინა შეურაცხყოფა და გივის ლაზათიანად  და ფიზიკურად უთავაზა. ატყდა ჩხუბი, ერთი ამბავი, სხვა ადამიანებიც ჩაერთნენ და იყო დიდი ბათქი-ბუთქი. 
  მეორე დღეს დაიბარა დირექტორმა დათა. კაცს ეგონა აგდებდნენ, მაგრამ როდესაც კაბინეტში შევიდა ეჭვებმა ნელ-ნელა გაქარწყლება დაიწყო: უფროსი ღიმილით შეხვდა, გადაეხვია. დაჯდომა შესთავაზა, თვითონაც ჩაჯდა თავის სავარძელში, სიგარეტი ბოლომდე მოწია და საფერფლეში ჩააგდო, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ საუბარი უნდა დაეწყო:
  -ესეიგი გივი სცემე.
  -დიახ, სამსახურიდან გაგდებას მიპირებთ?
  -არა, მინდა შეგაქო რომ უსამართლობას არ შეეგუე, ამ კომპანიის მთლად უფროსმაც ქება გადმოგცა.
  -მეხუმრებით?
  -არა, რატომ გგონია ეგრე?
  -იმიტომ რომ გივი უფროსის დისშვილია და არამგონია საქებარი სიტყვები დასცდენოდა.
  -მართალი ხარ, მაგრამ ჩვენს უფროსს ნეპოტიზმი არ ახასიათებს, იცოდა გაბლატევებული ნათესავი რომ ჰყავდა თანამშრომლად, რომელიც სამსახურში ბუნტს აწყობდა, მაგრამ ვერაფერს უმტკიცებდა. როცა ქვემოთ ჩამოდიოდა, რომ გაეგო რა ხდება სამსახურში, ირგვლივ ისეთი სიწყნარე იყო, ამ მომენტში გივი ანგელოზი ხდებოდა და თავის ნათესავს თავს აჩვენებდა,რომ აქ ყველაფერი წესრიგში იყო. შენ რომ არ გაუტარე და ჩხუბში გვარიანად ცემე, ამით ერთგვარი მტკიცებულება მიეცა, მერე თანამშრომლებს გამოკითხა დეტალურად, მათაც უამბეს, ამ ყველაფერს კი ის შედეგი მოყვა, რომ ბუნტის თავი გააგდებულია სამსახურიდან, შენ კიდევ დღეიდან ჩვენი საამაყო თანამშრომლად ითვლები. 
  ამ სიტყვების შემდეგ უფრო მეტი სამართლიანობა იგრძნო დათამ, უფრო მეტად შეუყვარდა საკუთარი საქმე და უფრო მეტად იგრძნო რომ თავის მეორე სახლში იყო. იგი ძალიან ბედნიერი იყო და ამ ბედნიერების გამო უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა საქმეს. 
  მეორეჯერ დირექტორმა ერთ წელიწადში დაიბარა. თითქოს ირგვლივ სიმშვიდე იყო და არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული, მუშაობა ჩვეულებრივ რეჟიმში მიდიოდა, დათა წესრიგს არ არღვევდა, მუყაითად მუშაობდა, მაგრამ დირექტორმა დაიბარა, კაცმა ნერვიულობამ შეიპყრო, მაგრამ რომ გადახედავდა აქ გაკეთებულ თავის საქმეს, მშვიდდებოდა. მეორეჯერ ისევ შევიდა დათა დირექტორის კაბინეტში მარტო.
  -მოხურე კარები!
  -რამე საიდუმლოა?
  -კი
  დათა ანერვიულდა, რადგანაც საქმე კაცს საჯაროდ არ სურდა საუბარი, ეჭვი გაუორკეცდა რომ აგდებდნენ, მაგრამ თავს იმით იმშვიდებდა, რომ მის წინააღმდეგ ისეთი არაფერი იქნებოდა, რომ პასუხი ვერ გაეცა. სააბოლოდ დაანახებდა, რომ მისი გაგდება უსამართლობა იქნებოდა და დატოვებდა სამსახურში.
-რა ხდება?
-ერთ კვირაში ცოლი მომყავს და ქორწილს ვიწრო წრეში ვიხდით, ჰოდა მინდა დაგპატიჟო. ოღონდ სხვებს არ გააგონო, თორემ ეწყინებათ მთელი სამსახურიდან მარტო შენ და პავლე ხართ დაპატიჟებულნი.
  -მიხარია ძალიან შენი ამბავი და რათქმაუნდა მოვალ.
-11საათზე ანანურის ეკლესიაში.
-კარგი.
მესამეჯერ კიდევ ახლა, მაშინ როდესაც მალე ოთხწლიანი მუშაობის სტაჟი
უსრულდებოდა და მეხუთე იწყებოდა. მიზეზი არც ახლა არ იცოდა, მაგრამ ამ ეტაპზე აღარ ნერვიულობდა, რადგან ძველებურად პატიოსნად შრომობდა და არაფერი არ იყო, რის გამოც შენიშვნას მისცემდნენ, ან სამსახურიდან გააგდებდნენ.
-გამარჯობა.
-გაგიმარჯოს.
-როგორ ხარ?
-კარგად. 
-კარგია, თავად როგორ გიკითხო?
  -მეც კარგად ვარ. 
    -კარგია.
    -დათა, შენთვის კარგი ამბავი მაქვს, ამას მერე ვიტყვი თათბირზე, მაგრამ მანამდე მინდა შენ გითხრა პერსონალურად და გაგახარო. მინდა დაგაწინაურო-  ჯგუფის ხელმძღვანელი გახდები. შენ უნდა უხელმძღვანელო მთლიანად სტაფს და თუ რაიმე დარღვევა დაფიქსირდება , პასუხისმგებელი  შენ იქნები. მზად ხარ ამ ახალ თანამდედობისთვის და ახალ გამოწვევისთვის?
  -მადლობა. ვაიმე ძალიან გამახარე უფროსო, ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ, რათქმაუნდა მზად ვარ. რით დავემსახურე ეს სიკეთე?
-შენ ძალიან გამრჯე და დაუზარელი თანამშრომელი ხარ, სტრესულ სიტუაციებს ძალიან კარგად უმკლავდები. აქ ყველა რასაც იმსახურებს, იმას მიიღებს. წარმატებები ახალ პოზიციაზე.
-კიდევ ერთხელ მადლობა.


                                  ....................................................
   
  დათა სახლში რომ მივიდა ლუკა იქ არ დახვდა. დაურეკა, რომ გაერკვია სად იყო:
  -მამიკო ფიქრიასთან ერთად მთაწმინდაზე ვარ და მალე მოვალ.
  -კარგი შვილო, ისიამოვნეთ და მალე მოდი.
  ლუკა და ფიქრია ამ დროს კლუბ ანდერველთან იყვნენ და ზემოდან ხედების ყურებით ტკბებოდნენ. ამ სიამოვნებაში ორივესთვის მაინც ერია ჩრდილები შუშის უზარმაზარი  შენობების სახით, რომელიც არანაირად არ უხდებოდა ისტორიულ უბნებს და ქალაქს ამახინჯებდა. 
  -ახლა პანთეონში წავიდეთ -  თქვა ფიქრიამ, 
  -წავიდეთ.
  პანთეონში უამრავი სურათი გადაიღო წყვილმა  საზოგადოებისთვის საყვარელ ხალხის საფლავებთან, გრძნობდნენ ნელ-ნელა მოდიოდა დრო, როდესაც ავტობუსით უნდა ჩასულიყვნენ, მაგრამ მათ კიდევ უნდოდათ დროის ტარება და გადაწყვიტეს ნარიყალაზეც ასულიყვნენ, იქიდან ქართლის დედასთან გადასულიყვნენ და მერე წასულიყვნენ სახლში. ასეც მოიქცნენ, ამასობაში ცხრა საათი დაადგა, უკვე დაბნელებულიყო, შეიძლება კიდევ სადმე წასულიყვნენ, რადგან მათ ნებაზე რომ ყოფილიყო, სულ ერთად იქნებოდნენ, მაგრამ ქალვაჟური სიყვარულის გარდა, იყო გრძნობა მშობლების მიმართ, რომელთაც უფრო და უფრო მეტად აღელვება შეიპყრობდა, სახლში რაც უფრო მეტად დააგვიანებდნენ, გარდა ამისა რაც უფრო მეტად დააგვიანებდნენ, მით უფრო შანსი იყო გამოუძინებლები დარჩენილიყვნენ და სკოლაში გახსნილ გონებით კი არა, გამოშტერებულები მივიდოდნენ.ავტობუსთან რომ მივიდნენ ასვლის პროცესი გაიწელა, რადგან იქ უამრავი ადამიანი იყო, როდესაც პირველი ავტობუსი შეივსო, მეორე, ფიქრია და ლუკა მაინც იქ იდგნენ, რადგან სავსე ავტობუსში ფეხზე დგომა არ უნდოდათ. მესამე ავტობუსი მალევე მოვიდა, წყვილი ავიდა, კუთხეში დაჯდნენ , ტრანსპორტი აივსო და დაიძვრა. წყვილის წინ ერთი ქალი  და კაცი იჯდა, რაღაცას ბაასობდნენ, სამ გაჩერებაზე ორივე ჩავიდნენ, ორი ქალი ამოვიდნენ. ორივე ლუკას და ფიქრიას წინ დაჯდნენ.  ერთერთი მათგანი  უცნაურ ადამიანად ჩათვალეს წყვილმა, რადგან  ასაკოვანი ქალი იყო, წარბები და წამწამები შეღებილი ჰქონდა, ყელზე მძივი ეკეთა და თავი თავსაფრით ჰქონდა შეკრული. ასე შეღებილი დანაოჭებულ სახიანი ადამიანი წყვილმა პირველად ნახა, უცებ ქალი მათკენ მიტრიალდა:
      -თავისუფლების მეტროსთან მალე მივალ?
      -შემდეგ გაჩერება ხმა ამოიღო ლუკამ.
      -თქვენ და-ძმანი ხართ, თუ მეგობრები?
      -ჩვენ შეყვარებული წყვილი ვართ ქალბატონო.
      -წყვილი? უცბად სახე დაღრიჯა ქალმა. 
    -დიახ.
    -ყმაწვილო თუ არ გინდა დაიღუპო, დაანებე ამ გოგოს თავი, ცხოვრების მალე დამთავრება რათ გინდა?     
  -რას ამბობთ ქალბატონო?     
  ქალმა ლუკას არაფერი უპასუხა და თავისუფლების მოედანზე ჩავიდა.
მოგვიანებით სახლში მისული ლუკა ფიქრობდა ქალის ნათქვამზე, თავიდან ვიღაც
უცნაური ადამიანის რაღაც ახირება ეგონა, შემდეგ სიმართლე და ფიქრიასთან დაშორება გადაწყვიტა. ეს ორი აზრი ებრძოდა ლუკას გონებაში და თან ეძინებოდა, შავი ხვრელი ისრუტავდა აზრებს და ბოლოს როდესავ ძილმა მოიცვა ბიჭი, სულ მთლიანად გაქრა, დილას რომ გაიღვიძა და სკოლაში წასასვლელად მოემზადა, ფიქრიას მესიჯი გულის სმაილი დახვდა, აქ აზრების ჭიდაობას აზრი არ ჰქონდა, რადგან  სააბოლოდ ამოუტივტივდა აზრი რომ ვიღაც შეშლილი ქალის უაზრო ახირება იყო და არ უნდა დაშორებოდა. იმიტომ კი არა რომ ფიქრიამ გული გამოუგზავნა, არამედ უბრალოდ გრძნობდა რომ ეს გოგო უყვარდა,  მასთან ბევრი ტკბილი მოგონება აკავშირებდა, მის გამო ორ გოგოს წარსული გაუხსენა, არა ვიღაც შეშლილი ქალის გამო არ დაშორდება, რეალური მიზეზი უნდა, შეუძლია ხელოვნურად შექმნას, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად სასიამოვნოა, იმდენად რომ............... სკოლასთან ორი ნაბიჯიღა აკლდა რომ მეორე მესიჯი მიუვიდა ფიქრიასგან სკოლის მერე პიცერიაში წავიდეთო, ისევ ამოუტივტივდა ლუკას იმ ქალის ნათქვამი, მაგრამ ბიჭს ისევ ანტაგონისტურად ფიქრიასთან გატარებული დრო გაახსენდა, თან პიცა რამდენი ხანია  არ ეჭამა და ორი წუთის მერე პასუხად კარგი გააგზავნა. 
                               

                                          ...........................................................
   
  გავიდა ოთხი თვე. ბავშვები სკოლაში დადიოდნენ, სწავლობდნენ და უკან
ბრუნდებოდნენ სახლში. ლუკას კლასში ახალი მოსწავლე გადმოვიდა სახელად ვეფხო ნიჟარაძე. მისი მშობლები წარმოშობით ზესტაფონის რაიონიდან სოფელ ალავერდიდან იყვნენ, ერთ სკოლაში სწავლობდნენ და ბავშვობაში შეუყვარდათ ერთმანეთი, თვრამეტი წლის ასაკში დაქორწინდნენ, მაგრამ ბავშვი არადა არ უჩნდებოდათ, სად არ იყვნენ, რა არ ქნეს, მაგრამ წლეები გარბოდა და ქალს მუცელი არ ეზრდებოდა, გავიდა ხუთი წელიწადი და ღმერთმა გაიღო მოწყალება- ქალი დაორსულდა. ეყოლათ ბიჭი, თავიდანვე ძალიან ცოცხალი და მოძრავი, სამი წლის რომ გახდა, რაღაც უცნაური სენი შეეყარა. უმკურნალეს, მეორე, მესამე, მეოთხე ამდენმა ავადობამ საკუთარი კვალი დაამჩნია ბავშვს და ხუთი წლის როდესაც ცოტა არაორდინალურად დაიწყო მოქცევა და ექიმთან მიიყვანეს, თანდაყოლილი აუტიზმი დაუდგინდა. მშობლები ისე ექცეოდნენ თავიანთ შვილს, არ აგრძნობინებდნენ, რომ განსხვავებული იყო, მშობლიურ სოფელში სკოლაში შეიყვანეს განათლების მისაღებად, მაგრამ  ბავშვებმა  მისი ბულინგი დაიწყეს, ამ დროისთვის მშობლებს სოფელში ცხოვრება მობეზრებული ჰქონდათ და დაბა ზესტაფონში გადასახლდნენ, იქ შეიყვანეს სკოლაში შვილი, მაგრამ იქაც იგივე განმეორდა, მშობლების ჩარევის შედეგად მცირე ხნით სიმშვიდე ჩამოვარდა, მაგრამ ხუთი თვის მერე ისევ დაიწყეს ბავშვებმა ბიჭუნას ჩაგვრა, ისევ მივიდნენ მშობლები სკოლაში, რამაც ხელმეორედ ჩვეულების  ხელმეორე დაპაუზება მოხდა, მაგრამ  ამჯერად უკვე ქაღალდის თვითმფრინავებს ესროდნენ ვეფვოს და დედიკოს ბიჭს ეძახდნენ, ამ ყველაფერზე ბიჭუნას გული ტკიოდა, დედას ტირილით ეუბნებოდა, არ შეიძლება წესიერად მომექცნენ, რა უნდათ ჩემგანო? დედა ვერაფერს ამბობდა, მის ატირებულ სახეს ვერ უძლებდა და მშობლებმა გადააწყვიტეს გადასულიყვნენ თბილისში, პრესტიჟულ უბანში ეცხოვრათ, მათი აზრით აქ ცოტა მეტად განვითარებული ხალხი იყო და მსგავსი არ მოხდებოდა.
  ყველაფერი გადმოსვლიდან სამ დღეში დაიწყო, მათემატიკის გაკვეთილზე ვეფხიას კეფაში რაღაც მოხვდა, მიიხედა უკან და დაინახა ბოლო მერხიდან ქაღალდის თვითმფრინავი ესროლეს, მეორე წუთას წკიპურტი მოხვდა, უკანა მერხზე მჯდომი თანაკლასელს  აყოლილიყო და წკიპურტი დაერტყა. მეორე დღეს ვეფხოს სხვა მხრიდან მოხვდა ქაღალდის თვითმფრინავი, მიატრიალა იქით ბიჭუნამ თავი, დაინახა მოძალადე, არაფერი უპასუხა  და დაუბრუნდა ისევ საწყის პოზას. ბოლო გაკვეთილი ფიზკულტურა ჰქონდათ, რა დროსაც ბავშვებმა წრეში ბურთი ეთამაშათ გადაწყვიტეს, წრეში სხვებთან ერთად ვეფხოც იდგა, მაგრამ როგორც მერე გაირკვა ბავშვებს წრეში ბურთი კი არა ვეფხოსთვის ბურთის სროლა ნდომებიათ, შესაბამისად პატარა საბრალო აუტისტს თითქმის ყველა ესროდა და არ ინდობდა. მასწავლებელი ადგილზე არ იყო, თავის კოლეგას საქმეზე გაყოლოდა, "არ იხმაუროთ, ისე მოიქეცით, რომ ვერავინ მიხვდეს რომ მასწავლებელი ადგილზე არ არისო" მოსწავლეებისთვის დაებარებინა. ბავშვებს შეეძლოთ სახლში გაპარულიყვნენ, ასეც აპირებდნენ, მაგრამ მანამდე სიამოვნება სურდათ, მათზე სუსტი არსების დაჩაგვრით გამოწვეული სიამოვნება. ეს რომ ლუკამ დაინახა, ვერ მოითმინა და თითეულს დაუყვირა:
    -ბავშვებო გაგიჟდით, ახალი მოსწავლე გადმოვიდა და თქვენ კიდევ რანაირად იქცევით? არ გრცხვენიათ? 
    -ლუკა ვერ ხედავ? ვიღაც ახალგადმოსული დებილი ბავშვია, რა გინდა, ისე მოვექცეთ როგორც ნორმალურ ადამიანს? გაგიჟდი?
    -კი, იმიტომ რომ ის რომ ის აუტისტია, არ ნიშნავს რომ ჩვენნაირი არა. ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც ჩვენ ყველანი, გაიგეთ?
    -ვერ გავიგეთ?
    -ხო და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ დაანებეთ ამ ბავშვს თავი! აღარ დავინახო დაჩაგროთ!
    ლუკა კლასში პირველად ითვლებოდა, ამიტომ მისი სიტყვა კანონი იყო და დროებით ხელი არავის უხლია ვეფხოსთვის.
  ეს ამბები რომ ხდებოდა ამ დროს ნათია სკოლაში არ იყო. ის მშობლებმა  სამი თვით პარიზში წაიყვანეს. რომ დაბრუნდა, მისი დანახვა ყველას გაუხარდა ლუკას გარდა, კოცნიდნენ და საფრანგეთის ამბავს ეკითხებოდნენ. ნათია ყველას ჩაეხუტა ვეფხოს გარდა. ბავშვს გული დაწყდა, მაგრამ იფიქრა: "ალბათ რადგან ახალი ვარ, ეგ არის მიზეზიო".       
    მეორე დღეს ნათია ვეფხოსთან მივიდა:
  -გამარჯობა, თქვენ ვეფხო გქვიათ ხო?
  -დიახ. 
  -როგორც მივხვდი ძალიან ჭკვიანი და გონება მახვილი ადამიანი ხართ, რომელსაც  მათემატიკა კარგად ესმის. შეგიძლიათ ამ განტოლების  ამოხსნაში დამეხმაროთ? 
  -ახლავე, ამის ამოხსნას რა უნდა? შეხედე და აუხსნა ვეფხიამ გოგონას, ისე რომ ბავშვმა იფიქრა რა ადვილი ყოფილა, მე თვითონ როგორ ვერ ამოვხსენიო? 
  მეორე დღეს ნათიამ ათიანი მიიღო.
  გავიდა კიდევ ხუთი დღე. მესამე გაკვეთილის ბოლოს დასვენებაზე ვეფხია გარეთ თავისთვის იდგა. უცბად მასთან ნათია და მარი მივიდნენ.
-გამარჯობა.
  -გამარჯობათ.
  -შენ ხარ ხომ ის ჭკვიანი (ამ სიტყვაზე გაეცინა გოგოებს) ბიჭი ნათიას კლასში რომ გადმოვიდა?     
  დუმილი
  -ვეფხია საიდან გადმოხვედი?
  -ზესტაფონის რაიონის სოფელ ალავერდიდან.
  -აჰ, ესეიგი სოფლიდან -  თქვეს გოგოებმა და გაიცინეს. იქ მაკდონალდსი არის?
  -რა?
  -რაც გაიგონე! იქ მაკდონალდსი არის-მეთქი?
  -არა. 
  -არა? გაეცინათ გოგოებს. რამე ღირებული და საინტერესო თუ არის? 
    -რავი, ჩემ გვერდზე მაცხოვრებლის სახლის წინ მაგიდა და სკამები დგას. იქ ბავშვებს ბირჟა გვაქვს. ასევე სოფლის ბოლოში ტყეა და იმ ტყის იქით კიდევ მწყერის ციხე, სადაც ხალხთა გადმოცემით თითქოს ციხეში თურქები მწყერებივით იყვნენ გამომწყვდეული და ციხესაც მწყერის ციხე შეარქვეს.    გოგოებს გაეცინათ. 
  -სხვა? 
    -სხვა რა გინდათ?
    -სხვა ღირსესანიშნაობა არ არის?
    -კი, ეკლესია.
      -ეკლესია რომ გაქვთ კარგია, კიდევ ხომ არ დაგვიწყნია რომელიმე ღირსესანიშნაობა დაგესახელებინა?
    -არა.
    -კარგად დაფიქრდი. უი ბოდიში შენ ხომ ფიქრი არ შეგიძლია?
    -ხალხს შინაური პირუტყვი ჰყავთ კიდევ, მსხვილფეხა პირუტყვს და წვრილფეხებიდან ცხვარს წელიწადის თბილ პერიოდში დილას საძოვარზე უშვებენ და საღამოს უკან ამწყვდევენ, ზამთარში მთელი დღე ბაკში ჰყავთ და  შინაური პირუტყვი შიმშილით რომ არ დაიხოცოს, პრესს ყიდულობენ ხოლმე, არ ვიცი რამდენად ღირშესანიშნაობა, მაგრამ კიდევ ეს ხდება ჩემს სოფელში.
      -ბატები თუ ჰყავთ ხალხს?
      -კი, რა იყო?
      -აბა ბატივით დაპრუწე პირი და სურათს გადაგიღებთ. 
    ეს ყველაფერი გაიგონა ლუკამ, მივიდა მათთან, მაშინ როდესაც მათ ფოტოაპარატი მომარჯვებული ჰქონდათ და სურათის გადაღებას აპირებდნენ, რომელზეც ჯერ თვითონ უნდა ეცინათ და თავის დაქალებისთვის გაეგზავნათ და მათთან ერთად ეღადავათ.
    -იცოდეთ ვეფხია ჩემი მეგობარია და მსგავსი საუბარი და პრიკოლი სურათის გადაღება  აღარ იყოს. იცოდეთ კულისებში თუ გააგრძელებთ, მაინც გავიგებ და მერე სხვანაირად დაგელაპარაკებით.
  -რა გინდა? უბრალოდ ვესაუბრებოდით.არ გინახია ტუჩებდაპრუწული ხალხი?
  -ტუჩებდაპრუწული ხალხი მინახავს, უბრალო საუბარიც ვიცი ადამიანებს შორის, მაგრამ ეს არცერთია და არც მეორე, თქვენ მას დასცინოდით.
    -ადამიანო აუტისტია, არცერთს არ გვგავს და რა გინდა ასეთი სერიოზულად მივიღოთ?
    -როგორიც არ უნდა იყოს ჩემი მეგობარია და ჩემი მეგობრის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ. ხომ არ გინდა შემთხვევით, კომპრომატები რომ მაქვს თქვენს წინააღმდეგ, გავასაჯაროვო?
  გოგოები გაჩუმდნენ. ამ წუთას ორივე ვერ იტანდნენ ლუკას, მათ სამუდამოდ
სიამოვნების ერთ-ერთი წყარო ჩაუშხამა, ეს უკვე მეტისმეტი იყო, ახლა ლუკასადმი ზიზღი ისე დაუგროვდათ, რომ გონებაში ამოუტივტივდათ ჩასაფრების იდეა, ანუ ლოდინი საჭირო მომენტის, როდესაც ფეხი გადაუბრუნდებოდა - ისეთს ჩაიდენდა, ან წამოროშავდა, რისი სახალხოდ  გასაჯაროება იმიჯს ისე გაუტეხავდა, რომ მისი სიტყვა კანონი აღარ ყოფილიყო. ეს გოგოები ამის გასაჯაროების და სახელ გატეხილ ლუკას დაღრეჯილ სახის ყურების სიამოვნებაზე უარს არ იტყოდნენ. 
   
                                                                  4
  დათა მჟავანაძე ძალიან ბედნიერი იყო, რადგან ყველაფერი კარგად მიდიოდა. სამსახურში დააწინაურეს, ჰყავდა უკვე უამრავი მეგობარი და ბოლოს ჰყავდა შვილი რომელიც ძალიან უყვარდა, ის თვლიდა რომ ლუკა იყო მისი საძირკველი, ბალასტი, მისით ედგა სული, ამქვეყნად რომ იყო და არ მიდიოდა ამ ბავშვის დამსახურება იყო. ამ ბედნიერებას მუქი ფერებიც ახლდა, კერძოდ ის რომ ცოლი გარდაცვლილი ჰყავდა და რამდენიც ცადა, იმდენჯერ ვერ ააწყო სასურველ ქალთან ურთიერთობა, ერთი მიზეზი ეს იყო,რატომაც მისი ცხოვრება რუტინულად მიდიოდა, თითქოს არასდროს ღამდებოდა და თენდებოდა, მუდამ იყო ერთი დღე, კედელზე  საათი რომ წიკწიკებდა და დროს აჩვენებდა, სიყალბე ეგონა, რადგან საათი და წუთი რომ ემატებოდა ილუზიად თვლიდა, რომელშიც ყველაფერი რეალურ ცხოვრებას ჰგავდა. დღეები რბიან, მაგრამ სიმართლე ის არის რომ გაურკვეველი მიზეზების გამო დრო და ჟამი გაიყინა და ასე უძრავ მდგომარეობაში ადამიანების ქმედებაში არანაირი ცვლილება არ იმჩნეოდა, ბუნებრივია გამონაკლისი არც დათა იყო: სამსახური სახლი, თუ თავისუფალი დრო ჰქონდა, ძველებურად მეგობრები სტუმრობდნენ, ხანდახან იყო მომენტები რომ სახლში იმდენი დაულევიათ, რომ გალეშილები დათასთან დარჩენილან. ამის გამო ლუკა საყვედურობდა: "ისეთ ყურადღებას აღარ მაქცევ, როგორც ადრეო", მაგრამ მამა ამშვიდებდა, " ყველაფერი კარგად იქნებაო". ამით თითქოს ამშვიდებდა თავის ნაშიერს რომ მომავლით ყველა კმაყოფილი იქნებოდა, მაგრამ ეს განგების ხელშია, რომლის არსებობასაც დათა უკვე აღარ აღიარებდა, მისი აზრით ყველა ცუდი თავის თავად სწორდება და ცხოვრება მიდის მდორედ, რაც არასდროს მთავრდება, სანამ პირში სული უდგას. დათას აზრით  უზადო ცხოვრების ქონას დრო ჭირდებოდა და ადვილად არ მოდიოდა, ფიქრობდა, რომ ცხოვრება გავდა ფილმს რომლის ყველა გმირი ბოლოს კვდებოდა, მაგრამ ბედნიერები იხოცებოდნენ, ამ ფილმს ძალიან უცნაური რეჟისორი ჰყავდა, რადგან როდესაც ყველას გაბედნიერებდა, თუნდაც ბოლო რაღაც დაკლებოდა, ერთ კადრს გამეორებდა ათასჯერ, მერე ნაკლულსაც დაამატებდა და თითქოს გადაღებას თავი დაანებაო, ფილმის ერთ კადრს ყინავდა, თითქოს ამ მონაკვეთს შეცვლა არ ეწერა, სანამ ერთ დღესაც არ ჩათვლიდა, რომ პერსონაჟები დედამიწას ამძიმებდნენ და იმქვეყნად მიყავდა........... . რაც თბილისში გადმოსახლდა დათას ცხოვრებაში წერტილოვანი გარდაქმნები იყო, თუ არ ჩავთვლით ჯერ ცოლის მოყვანას, რადგან დარიკოს გამო გული საშინლად მოკლული ჰქონდა, ვერც კი წარმოედგინა თუ ვინმე შეუყვარდებოდა, მაგრამ თავისდაუნებურად გაუდნა გული, შემდეგ კი როდესაც ცოლი მოიყვანა, მისი დაკარგვას მხოლოდ სიზმარში დაიჯერებდა, მაგრამ ესეც მოხდა,ახლა ისეთ დღეში იყო რომ მოსახდენს ელოდა, დარწმუნებული იყო მოხდებოდა, მაგრამ რატომღაც ჭიანურდებოდა და ბოლოს როდესაც ამ თემას ეხებოდა, ლაპარაკში ეჭვნარევი ტონი ჩანდა.თავისი წარმოდგენა თავზე ემხობოდა, ეს თუ კიდევ დიდხანს გააგრძელდებოდა, რა მოხდებოდა არ იცოდა, მაგრამ გუმანით გრძნობდა კარგი არაფერი იქნებოდა.
ერთ მშვენიერ დღეს როდესაც დათა სამსახურიდან გამოდიოდა, უცბად გვერდით კარში ქალი შევიდა, ის ისეთი ლამაზი იყო, რომ კაცს თვალთ დაუბნელდა. შიგნით რაღაც ეტკინა, გული აუჩქროლდა, შიგნით თითქოს რაღაც მივიწყებულმა გამოიღვიძა და მის სულს აფორიაქებდა. დათა მჟავანაძეს  ამ ქალის გაცნობა მოუნდა, იქნება დაახლოებოდა და აეწყო ურთიერთობა, მაგრამ პირდაპირ ვერ მივარდებოდა, მორიდება დასჩემოდა. აქ სააგენტო ერთი კვირის წინ გაიხსნა, მანამდე ჯერ წიგნების მაღაზია იყო, რამაც ვერ იმუშავა წესიერად მომხმარებლების ნაკლებობის გამო და დაიკეტა, ერთი კვირის წინ კი სააგენტო გაიხსნა, მაგრამ დათა რატომღაც არ დაინტერესდა თუ ვინ იყვნენ, რადგან არანაირი ინტერესი არ ქონია აქამდე, მაგრამ ახლა როდესაც აღმოაჩინა, იქ მუშაობდა ადამიანი რომელიც შეიძლება მისი ცხოვრების მეგზური გამხდარიყო, დაინტერესდა. ახლა ეტყობა სააგენტო მუშაობდა, მაგრამ მხოლოდ წარწერის სანახავად ვერ მივიდოდა, შიგნითაც უნდა შესულიყო, მაგრამ მუშაობით დაღლილი იყო, ამიტომ გადაწყვიტა ისეთი მომენტი შეერჩია, როცა სააგენტო დაკეტილი იქნებოდა და სწორედ მაშინ ამოეკითხა, თუ რასთან ჰქონდა საქმე. 
  დათა მეორე დღეს სამსახურის დაწყებამდე ცოტახნით ადრე მივიდა, შეხედა სააგენტოს კარებს, რაზეც ეწერა:

              დაასაქმების სააგენტო, ვმუშაობთ 10- დან 19 საათამდე       
                                    შესვენება 15:00 საათზე                                                                             
            ჩვენ გასაქმებთ თქვენ სწრაფად და ხარისხიანად!
                                     
      დათას ძალიან სურდა ამ ქალის გაცნობა, მივიდოდა ალბათ ოფისში და დაელაპარაკებოდა, მაგრამ შიგნით რაღაც ძალა არ აძლევდა ამის უფლებას. თითქოს რაღაც აკავებდა, რაღაც რაც მომავალს ჩვენზე უკეთ ჭვრეტს და მომავასწავებელი უბედურება სურს რომ აარიდოს ადამიანს. ასეთი რაღაც იშვიათად მოდის და მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი ქაოსი, ან დანაკარგი, სურს ადამიანს აარიდოს. პირველად მაშინ ეწვია როდესაც დარიკოსთან მოუვიდა შელაპარაკება, გული უგრძნობდა რომ არ უნდა შეხვდროდა, მაგრამ ტვინი და გული ისეთ გრძნობას ჰქონდა დაუფლებული, რომ მას გადაახტა და მოხდა ისეთი რამ, რაც მის შეყვარებულთან დასასრულის დასაწყისი გამოიწვია. მაშინ  ბავშვი იყო და გამოცდილების არ ქონის გამო მოხდა, ამავე მიზეზის ბრალი იყო ბანკეტზე ჩხუბი, რაც შეეხება დარიკოსთან შეხვედრას, მართალია უკვე ზრდასრული კაცი იყო, მიუხედავად იმისა რომ წარსულზე  ნაფიქრი ჰქონდა წარსულზე  მოგონებებს შეეწუხებინა და იმდენად მოსწყურებოდა მისი ცხოვრებიდან გამქრალის ნახვა, რომ მესამეჯერ გადაადგა ეს ნაბიჯი. სხვათაშორის ამ შემთხვევამ გარდა იმისა რომ საკუთარ შინაგან ხმის მოსმენა ასწავლა, ასევე საკუთარი სიამაყე დააძლევინა, მანამდე ისე ჰქონდა მომძლავრებული, რომ მსგავს შეხვედრას სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა რომ შეემთხვევოდა, ეს შემთხვევა  წყალგამყოფი ძველ დათას და ახალ დათას შორის გახდა, რომელიც უკვე იმდენად შეცვლილიყო, რომ ძველი ნაცნობები რომ შეხვედროდნენ, ვერ იცნობდნენ.
    ერთ მშვენიერ დღეს დათა და ლუკა ბაზარში წავიდნენ, კაცს თავის შვილისთვის ახალი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი უნდა ეყიდათ. საყიდლებით დატვირთულნი რომ  მანქანასთან მივიდნენ, რომელიც ახლახანს ეყიდათ, უცბად კაცი გაიყინა, თითქოს მარილის სვეტად იქცა. რაღაცას მიშტერებოდა, და თვალს ვერ ააცილებდა.
    -მამა! მამა! - აყვირდა ლუკა
      კაცი ისევ გაშტერებული იყო. მათ წინ ქალმა ორმა ბავშვმა და კაცმა ჩაიარა. საკანცელარიო მაღაზიაში შევიდნენ. მათი თვალსაწიერიდან გაქრობა და გაყინული მდგომარეობიდან გამოთავისუფლება ერთი იყო.
    -მამა! მამა!
    -ვინ არიან ესენი, ასე რომ მიაშტერდი?
    -არავინ! - თქვა კაცმა.
    -კარგი!
    ორივე მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ.
    -მამა!
    -რა იყო?
    -ვინ იყო ის ქალი?
    -ვინ ქალი?
    -თვალი რომ გქონდა მიშტერებული.
    -არავინ.
    -არავინ?
    -ხო.
    -კარგი - ლუკამ თქვა და შუბლი შეჭმუხვნა.
    -რა მოხდა?
    -მამა შენ მე არაფერს მიმალავდი და ახლა რა მოხდა? ჯერ ის ვერ მომინელებია, ერთხელ რომ სადღაც გახვედი ერთ საათზე მეტი ხნით და არაფერი მითხარი.
    -შვილო ეს ორივე ერთ თემას ეხება და რომ გითხრა არამგონია გესიამოვნოს.
    -კარგი.
  ამ დროს ლუკამ ისეთი სახე მიიღო, თითქოს მამაზე ნაწყენი  იყო-გარეგნულად ხელოვნურად კარგი განწყობა შეიქმნა, მაგრამ გულში  ათასგვარი ჭუჭყი და ლექი დალექილი ჰქონდა, რომელსაც გარეთ გამოიტანდა როცა ამის საჭიროება იქნებოდა, ან უბრალოდ  ვეღარ გაუძლებდა ამდენ ხელოვნურობას, უბრალო რამეზე გაბრაზდებოდა მამაზე და წამოაძახებდა, ან შუბლს შეკრავდა....
  ამ დროს დათა კი კარგ განწყობაზე დამდგარიყო, რადგან ქალი რომელიც თავის ოჯახთან ერთად დაინახა და უფრო ადრე ერთი ნახვით მოეწონა, ერთიდაიგივე ადამიანი იყო. საკუთარ გულის თქმას დაუჯერა და არ გააკეთა სისულელე რითაც შარში გაეხვეოდა, ან უფრო უარესი: გაგებული ჰქონდა, რომ  როდესაც ადამიანს ადამიანი მოეწონება, დაუახლოვდება და შემდეგ გაიგებს რომ დაკავებულია, გულში საშინელი გრძნობა ჩნდება, რაც გარკვეული პერიოდი გაჰყვება ადამიანს და თავის ნაკვალევს არ მოაშორებს, მანამ სანამ ახალს არ მოძებნის.  დათას  გაუმყარდა რწმენა, რომ შინაგანი ხმისთვის უნდა მოესმინა.  შიგნით არანაირი სინანული არ ჰქონია, რადგან ადამიანს საერთოდ არ იცნობდა, ერთი შეხედვით მოწონებისას კიდევ თავის გაგიჟება არ ახასიათებდა. მოგვიანებით გაიგო, რომ ეს ქალი ბევრს მოსწონდა სანამ გათხოვდებოდა და შემდეგაც, მაგრამ როგორც ხალხში ლაპარაკობდნენ ადრე რთულად ასაღები ციხესიმაგრე ყოფილა, ბევრი მამაკაცი დაიწუნა და ახლა როდესაც თავის  მეორე ნახევარი ეპოვნა, ხომ საერთოდ... ამდენი უარის შემდეგ ყველას ეგონა, რომ შინაბერა დარჩებოდა, მაგრამ განგებას თურმე სხვანაირად სდომებია და შეხვდა იმას, ვინც მართლა მოეწონა. ქორწილის შემდეგ გაოცებული ხალხი ეკითხებოდა:
    -შენ მართლა გათხოვდი?
  -კი.
  -მცირე ხნით ცოტახანი ყველანი პირდაღებულნი შეჰყურებდნენ მას და მის ქმარს, შემდეგ ერთ-ერთმა მისმა მეზობელმა  სტუმრად ყოფნისას გაბედა და კითხა:
  -ვინ არის შენი ქმარი?
  -ყასაბი.
  -ყასაბი?
  -კი, რა იყო?
  -არაფერი.
  მეზობელი სწრაფი ნაბიჯებით ისე გავიდა გარეთ რომ კრინტი არ დაუძრავს.
  ამ ქალს უამრავი მეგობარი ჰყავდა, გათხოვების შემდეგ კი ორი დარჩა - ერთი რომელიც მალევე საზღვარგარეთ წავიდა და მეორე რომელთანაც თითქმის ყოველდღე ხვდებოდა.ამ დაქალებს არაფერს უმალავს ქალი და მათაც მშვენივრად ესმით მისი,  ახლობლების რაოდენობის შემცირების მიზეზი შური იყო, არცერთი ბავშვობის დაქალი ხმას არ ცემდა, ყველა მის ჩრდილად თვლიდა თავს სილამაზის გამო და ბოღმას ანთხევდნენ ხოლმე. მერე როდესაც ტურიზმის ფაკულტეტი დაამთავრა, პატარა ტურისტულ კომპანიაში დაიწყო მუშაობა, დასცინეს: "დიდს უმიზნებდი, რისი ღირსიც ხარ, იქ მოხვდიო".... სტუდენტობისას და შემდგომაც მეგობრებს კარგავდა და იძენდა, რადგან მისი კურსელი გოგოები თუ ვინმეს დაადგამდნენ თვალს, ყველას ეს მოსწონდა, გოგოებს, რომელთაც არ აინტერესებდათ სიყვარული და მარტო მშვენივრად იყვნენ, თავის სილამაზის გამო  უმეგობრდებოდნენ.ორივე სამსახურის დაწყებისაც გააგრძელდა, რადგან უამრავ მამაკაცს ძველებურად ისევ მოსწონდა.ამ ქალს ხო ჰყავდა უამრავი თაყვანიმცემელი ჰყავდა, მაგრამ არცერთი არ მოსწონდა, რადგან ყველას აერთიანებდა ერთი, თავიდანვე ყველა სიყვარულზე ელაპარაკებოდა, თამაშობდნენ მის წინაშე და ინგლისურ სიტყვებს ურევდნენ, მაგარი კაცები რომ გამოჩენილიყვნენ. ვერცერთმა ვერ გაიგო, ამ ქალს  რატომ არ სურდა მათთან შეხვედრა და როგორც კი უაზრო კითხვას რატომ? იწყებდნენ, იბლოკებოდნენ.......... ამასობაში პატარადან დიდ ტურისტულ კომპანიაში გადავიდა. დაცინვა შურით შეიცვალა, მაგრამ მას ნაკლებად აინტერესებდა, ცხოვრობდა თავის ცხოვრებით და იმედი ჰქონდა, რომ ბოლოსდაბოლოს გამოჩნდებოდა, ის ერთადერთი ვინც მისი მეორე ნახევარი გახდებოდა.
  როდესაც საკუთარი ტურისტული კომპანია დაარსა, მისმა თანამშრომელმა მიიქცია მისი ყურადღება. ის გულწრფელი იყო, მართალია თვალს ვერ სწყვეტდა, მისდამი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა, მაგრამ ჯერ ფეისბუკზე მიმოწერისდა შემდეგ ტელეფონზე საუბრის დროს არასოდეს უხსენებია სიყვარული და ურთიერთობა, ჩვეულებრივად ლაპარაკობდნენ. ეს და კიდევ სხვა თვისებები რომლებიც კაცმა გამოაჩინა, მისთვის საკმარისი აღმოჩნდა რომ შეყვარებოდა.დაოჯახებამდე ცოტახნით ადრე კაცმა სამსახური მიატოვა და მამამისის ხორცეულის მაღაზიაში ყასბად დაიწყო მუშაობა. მოხუცი მამას უკვე დიდიხანია ჰქონდა ეს მაღაზია, მაგრამ ადრე ვინც ჰყავდა ერთგული თანამშრომელი, რომელიც წლოობით მუშაობდა აქ, გარდაცვლილიყო, ახლის  უცხო ადამიანის აყვანის თავი არ ჰქონდა და თავის შვილს სთხოვ: "მოდი და შენ იმუშავე ჩემთანო", შვილიც დათანხმდა და ამიერიდან ის ყასაბი იყო.
  ახლა კი როდესაც ყველაფერი კარგად აეწყო, სწრაფი ნაბიჯებით გაქცეულმა მეზობელმა სხვა მეზობლებს უთხრა: "ეს ქალი ყოველმხრივ უნაკლო და უზადო მეგონა, მაგრამ თურმე ვცდებოდი, ყასაბი შეიყვარაო", თავიდან ქალები არ უჯერებდნენ, მაგრამ ბოლოსდაბოლოს მათაც დაიჯერეს და ჭორები აგორდა ქალზე. ქალი გრძნობდა ამ ყველაფერს და სრულიად არ აინტერესებდა. მას მისკენ მომზირალი  ეჭვით მომზირალი თვალებიც არ ანაღვლებდა, რადგან ეს ყველაფერი მისი პირადი იყო და არავის თავის მოსაწონებლად არაფერს არ აკეთებდა.
  დათამ ეს ყველაფერი არ იცოდა და შესაბამისად არც ის რომ მის სამსახურის ოფისი ამ ქალის ტურისტული კომპანიის ერთერთი ფილიალი იყო და იქ რიგითი თანამშრომელი კი არა, არამედ უფროსი შევიდა. რომ ცოდნოდა, უფრო მეტად ჩათვლიდა მის ტოლ-სწორედ და უფრო მეტად ეტკინებოდა გული, რომ ქალი დაკავებული აღმოჩნდა.
    ერთ მშვენიერ დღეს როდესაც დათა ვულკანიზაციაში ხელოსანს საბურავს აცვლევინებდა, რომელიც სახლიდან მოშორებით  და სამსახურიდან ორ ნაბიჯში იყო, უცბად მოპირდაპირე მხარეს მანქანების პიპინის ხმა გაისმა.
    -ქორწილია - თქვა დათამ.
  -ქორწილი არა!
  -აბა რა არის?
  -მალე არჩევნები მოდის და ხელისუფლება ხალხს მოუწოდებს ასე, ხალხმა მისცეს ხმა. სხვა პარტიების წარმომადგენლებიც ასე იქცევიან და ყოველდღე პიპინის ხმა ისმის, წაიღეს ტვინი.
  -მესმის რთული ასატანია.
  -მითუმეტეს როცა ადამიანს პოლიტიკა არ გაინტერესებს და ნეიტრილატეტი გიჭირავს.
  -ჩამთავრდება ეს არჩევნები და ძველებურად სიჩუმე დაისადგურებს ისევ. დათამ ხელოსნის დამშვიდება სცადა.
  -მერე ბოძებზე გაკრული საარჩევნო ფურცლები?! რამდენს უნდა გაუძლო ადამიანმა?
  დათა მიხვდა რომ ხელოსანს ნერვები არ უვარგოდა. ერთ პატარა სიტყვას შეეძლო მისი ისე ნერვების მოშლა, რომ ერთადერთი საშველი მანქანის გარეშე იქიდან გაქცევა იქნებოდა, ამიტომ პასუხის გაცემის ნაცვლად დუმილი აარჩია. მისი ასეთი მდგომარეობაც ესმოდა: სახლში ცოლი და ორი შვილი ჰყავდა, საარსებო ფულის შოვნა უჭირდა.   
  ნახევარი საათის შემდეგ ხელოსანი მორჩა თავის საქმეს და როდესაც დათა მანქანაში ჩაჯდა და მანქანა გარეთ გაიყვანა, უცბად დაინახა საპირისპირო მხარეს აღმართზე ამავალი ნაცნობი, ეს ის ქალი იყო,რომელზეც ბედისწერა თავის შეკავებას მოითხოვდა. შიგნიდან ახლა არაფერი ისმოდა, მაგრამ თავი შეიკავა, ეჩქარებოდა საქმეზე. მეორეჯერ და მესამეჯერ იგივე რომ განმეორდა, მოინდომა ვინაობის გაგება. ამიტომ ბოლო შემთხვევის დროს გადაუღო ფოტო ქალს და გადაწყვიტა ხელოსნისთვის ეკითხა. გულის სიღრმეში იმედოვნებდა, რომ ნაცნობები იქნებოდნენ. საბედნიეროდ ასეც აღმოჩნდა:
    -იცნობ ამ ქალს?
    -კი ვიცნობ.
    -და რა ჰქვია?
  -ნინო, რა იყო?
  -არაფერი.
  დათას ძალიან უკვირდა, რატომ მოძრაობდა ქალი მარტო, არ ახლდა ქმარი, მაგრამ შეკითხვის დასმისგან თავი შეიკავა.
  რამდენიმე დღის შემდეგ დათას სამსახურის გვერდზე ოფისი დაიკეტა. დათა მიხვდა რომ რაღაც ისე არ იყო, ამიტომ გადაწყვიტა, გაეგო რა ხდება და შესაბამისად მოიფიქრებდა ნინოს როგორ დახმარებოდა.( ეს ამბავი ცოტახნის წინ გაიგო თანამშრომლისგან, რომელმაც ერთხელ სამსახურში ტრაბახი დაიწყო: გვერდზე ოფისს ულამაზესი უფროსი ჰყავს და ახლოს ვიცნობო. თანამშრომელს ზედმეტი არაფერი ჰკითხა, რადგან ის ჩააჯინდებოდა "რაში გაინტერესებსო?" დათას კი ტყუილად თავის ტყუილად თავის ატკივება არ უნდოდა.) ამ ყველაფრისთვის კი მეხუთეჯერ უნდა მისულიყო ვულკანიზაციაში, ოღონდ ახლა მანქანა აღარ ჰქონდა გაფუჭებული- გზას ფეხით უნდა დაადგომოდა.
  -დაახლოებით ორი თვეა ქმარს გაშორდა და  დეპრესიაშია, როგორც  ხალხში აზრი მუსირებს ოფისის დაკეტვა და ასე დაღრეჯილი სახით სიარული დეპრესიის ბრალია, მაგრამ სანდო წყაროზე დაყრდნობით გავიგე სიმართლე - ქმარი დაემუქრა მოსაკლავად და ძალიან ეშინია.
    - და მოკვლა რატომ უნდა?
  -ყველანი ადამიანები ვართ, შეცდა საყვარელი გაიჩინა, ეს ქმარმა გაიგონა, რის გამოც  ძალიან ცემა ცოლს და მეუღლის მხრიდან სასამართლოში ჩარევით ციხეში აღმოჩნდა, ხოდა როგორც ვიცი იქიდან დაურეკა და დაემუქრა: "როგორც კი გამოვალ მოგკლავო".
    -და რა იცი რომ ეს ყველაფერი სიმართლეა?
    -ვისგანაც გავიგე ტყუილ ინფორმაციას არასდროს მეტყვის.
    -როგორც ვიცი ამ გოგოს ორადორი დაქალი ჰყავს - ერთი საზღვარგარეთ, მეორე აქ, არცერთი  თავის მეგობრის საიდუმლოს არასდროს არ უმხელს სხვას და ვისგან გაიგე?
    -პირველისგან. ის ჩემი და და ფეისბუკით კონტაქტი გვაქვს, პირველად მარტო რომ ვნახე მეც ეგ კითხვები გამიჩნდა, რაც შენ და ჩემმა დამ ყველაფერი მიამბო. ჩემს შემთხვევაში გამონაკლისს უშვებს.
    -ახლა სად არის თუ იცი?
    - სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. სად არ ვიცი. მისამართს არავის ეუბნება საკუთარი თავის უსაფრთხოებისთვის.       
    -ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ერთი  რამ მაინც ვერ გავიგე -  ასეთ ქალს ასეთი ქმარი არ შეეფერებოდა და როგორ გაჰყვა ცოლად? თუ ჩემგან ცუდი შეკითხვა ბოდიში, მაგრამ ლოგიკურია, რაც მოვისმინე ამისგან. თუ ასე შეიძლება გაგიჟდეს და გადაირიოს ქალი კაცზე, არ ვიცი ძმაო......
  -თავიდან ადამიანი ცდილობს თავის საკუთარი ცუდი არ გამოაჩინოს,უფრთო ანგელოზს ჰგავს, იმიტომ კი არა რომ კეთილ განწყობისთვის თამაშობს, არამედ ცუდის გამოვლენის მიზეზი არ აქვს, შემდეგ კი  როდესაც კარგად გაიცნობ მაშინ ჩანს,  სინამდვილეში რას წარმოადგენს .
-მართალი ხარ.
-კიდევ გაინტერესებს რამე?
-ჩვენ რითი შეიძლება რომ დავეხმაროთ?
-ჩვენ ვერაფერს  ვიზამთ გარდა ერთისა: ვიყოთ ჩუმად და არავის მოვუყვეთ ეს ამბავი. იცოდე კიდევ ვინმეს მოუყვები ამას და დაღუპულია გოგო. მე იმიტომ მოგიყევი რომ სანდო თვალები გაქვს, მგონია რომ არ გასცემ, თან დახმარების მიზნით დაინტერესდი და მეც არ დაგიმალე.....
    ეს ორი კაცი როდესაც ამ დიალოგში იყვნენ, ნინო თვითმფრინავში იჯდა და ამერიკაში მიფრინავდა, იქ სადაც  ძმა და ძმის ცოლი ელოდა და ვერავინ ვერ მიწვდებოდა მოსაკლავად. ეს ყველაფერი ჯერ არ იცოდნენ დაქალებმა, მაგრამ მალე გაიგებენ და გულზე მოეშვებათ, რადგან მათმა მეგობარმა საფრთხეს თავი დააღწია.

                                                .......................................................................
  დაადგა თოთხმეტი თებერვალი, კვირა დღე.ამ დროს შეყვარებული წყვილები სიყვარულის დღეს აღნიშნავენ: ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან, ან აუცილებლად ამ დღეს სადღაც ეპატიჟებიან, სადაც გაერთობიან.  უამრავი წყვილი მოძრაობს ქუჩაში და ერთმანეთს სიყვარულით უცქერენ.  ამ დროს დავიწყებული აქვთ რომ სხვებსაც ხვდებიან, წყენები და  მხოლოდ სიყვარულზე ფიქრობენ.
  არც ლუკა მჟავანაძე იყო გამონაკლისი და გადაწყვიტა ფიქრია მარკოპოლოში დაეპატიჟა, შემდეგ კი სასიამოვნო დასასრულისთვის კინოში ფილმი ენახათ.  აკრიფა შეყვარებულის ნომერი, ზარი გავიდა და არავინ  უპასუხა, კიდევ ერთი  ზარი და პასუხი ისევ ნული. 
  -"ეტყობა არ ცალია" თავისთვის თქვა ლუკამ. თხუთმეტ წუთში მის ტელეფონზე ზარი გავიდა, ფიქრია იყო.
    -ლუკა ბოდიში გარეთ ვიყავი გასული და ტელეფონი სახლში დამრჩა.
    -ფიქრია დღეს რუსთაველის მეტროსთან რომ  შევხვდეთ ერთ საათში, გცალია?
    -კარგი, მცალია.
    საათნახევარში წყვილი მარკოპოლოში იჯდა და ხინკალს და ლუდს მიირთმევდნენ. მაგიდაზე ყვავილების თაიგული და შოკოლადი იდო. ლუკას ძალიან უყვარდა შოკოლადი,  ეს იყო ყოველთვის მისთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი. ეს ფიქრიამაც იცოდა და ყველაზე მეტად რომელიც უყვარდათ ორივეს, ის აჩუქა.ჭამის ბოლოს ლუკამ კინოში ფილმის ყურება შესთავაზა, მაგრამ გოგონამ უარი უთხრა: ხვალისთვის სამეცადინო მაქვს და ამდენი დრო არ მაქვსო. ბიჭს წინასწარ ჰქონდა ნამეცადინები, მაგრამ რადგანაც შეყვარებულს სურდა ასე, ვერ დააძალებდა.  ალბათ ასე დამთავრდებოდა  ეს ყველაფერი, მაგრამ უცბად აწკრიალდა ფიქრიას ტელეფონი:
    -ალო.
  ......................
    -ვიცი, გიცანი ნათია, გისმენ! რა ხდება
    ......................
    -რა?
    .......................
    -კარგი.
    .......................
      -კარგი.
      -ლუკა, კინოში მოვდივარ.
      -ასეთი რა მოხდა, რომ შეცვალე გადაწყვეტილება?
      - დოდო მასწავლებელს  დედა გარდაეცვალა, ყველა მასწავლებელი ხვალ და ზეგ იქ იქნებიან, ამიტომ სკოლისაგან ვისვენებთ. პანაშვიდზე და დასაფლავებაზე მისვლა ჩვენთვის ნებაყოფლობითია.
      -ცუდია დოდო მასწავლებელს დედა რომ მოუკვდა, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ორი დღით რომ ვისვენებთ სკოლიდან ეგ კი  კარგია.
      წყვილი კინოთეატრში მივიდნენ, ფილმი რომელიც აირჩიეს მელოდრამის ჟანრის იყოს, წინასწარ არჩეული კომედია მაინცდამაინც არ მოეწონათ, ორივე შეთანხმდნენ რომ მდარე იყო. ფილმმა საათნახევარი გასტანა,ეს დრო ჩუმად იჯდნენ, უყურებდნენ და ერთმანეთზე ფიქრობდნენ, როგორ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, კადრში როდესაც გოგო და ბიჭი ერთმანეთს სიყვარულით უცქერდნენ, სიყვარულს უხსნიდნენ ერთმანეთს, ან ერთმანეთზე მონატრებულნი სევდიანები იყვნენ, ერთმანეთს უყურებდნენ და თვალებით ეუბნებოდნენ " მიყვარხარო. ალბათ აკოცებდნენ კიდევაც, მაგრამ დარბაზი სავსე იყო და ასე ეუხერხულებოდათ, სადმე კუთხეში მიმალულებს ერჩივნათ. ორივე ჭამდა პოპკორნს და ბედნიერები იყვნენ ერთად ყოფნით, მათ არ სურდათ ფილმი დასრულებულიყო  და თავთავიანთ სახლებში წასულიყვნენ, რადგან მათ ნებაზე რომ ყოფილიყო წლოობით მთელი დღე ერთად ყოფნაში გაატარებდნენ. მათ იცოდნენ რომ მალე გათენდებოდა დღე, როდესაც ისევ შეხვდებოდნენ ერთმანეთს, ეს ახარებდათ, ამიტომ სხვადასხვა სახლის გამო დაშორება მათ ნაკლებად  ადარდებდათ და წავიდნენ სახლში. მესამე დღეს ვერის ბაღში გაისეირნეს, შემდეგ მთაწმიდაზე აისეირნეს და თბილისის გალერეის გუდვილის კაფეში  მცირედით წაიხემსეს, ახლაც არ სურდათ სახლში წასვლა, მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, აი მოვა დღე როდესაც დაოჯახებულნი სულ ერთად იქნებიან, სამსახურს თუ არ ჩავთვლით აქაც ხელის შემშლელია, კერძოდ მუშაობა, მაგრამ მთავარი ის არის რომ ერთად დაიძინებენ, ერთ ლოგინში და ეყოლებათ საერთო შვილი,  სამწუხაროდ ცხოვრებასაც აქვს დასასრული აქვს  და სიკვდილი  დააშორებდათ ერთმანეთს, ან იმ ქვეყნად სამუდამოდ ერთმანეთს შეაკავშირებდა, ვინ იცის? ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის და ამის გონების თვალით განჭვრეტა ადამიანურ მოდგმას არ შეუძლია.
    ორი კვირის მერე ლუკა და ფიქრია ღია სივრცეში რიყის პარკში " ქუჩის ბიჭების" კონცერტზე წავიდნენ.  მუსიკა სასიამოვნო, ლუდი, მარილიანი კრეკერები მეტი არაფერი უნდოდათ. დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა.
    მეორე დღე კვირა იყო, ფიქრია მანამდე შაბათ-კვირას თუ ისვენებდა ყველაფრისგან, ახლა შაბათსაც მოუწია გასვლა მეგობრების და კონცერტის გამო, ლუკა მან გაიყვანა გარეთ. დღეს ორივეს სახლში სურდა ჰყოფნა, გარეთ გასვლა სასტიკად ეზარებოდათ. ფიქრიას ტელეფონი აწკრიალდა. ნინი იყო, დღეს საღამოსს გადმოდი, ფილმს ვუყუროთო,ნინი იმ სადარბაზოში ცხოვრობდა და ამიტომ დათანხმდა, შორს რომ ყოფილიყო, უახლოეს დაქალსაც კი უარს ეტყოდა. გავიდა ოცი წუთი კიდევ ერთხელ გავიდა ზარი. უცხო ნომერი იყო:
    -ალო!
    -ალო!გამარჯობათ!
    -გაგიმარჯოთ! ვინ ბრძანდებით?
    -მე ვარ მარიკო ნადარია 9 ბე კლასიდან.
  -შორიდან გიცნობთ, გისმენთ!
  -ლუკა მჟავანაძე  მომწონს, მასთან ურთიერთობის დამყარებას ვცდილობ და შენ ნუ მიშლი ხელს!
  -ეგ ბიჭი ჩემი შეყვარებულია დიდიხანია და რას ამბობ ,თუ იცი?
  -რაც გაიგე!
  -უკაცრავად?
  -იმ დღეს  ერთად დაგინახეთ კონცერტზე. გაფრთხილებ, ნუ ხვდები ამ ბიჭს! -თქვა მარიკომ და ტელეფონი გათიშა.
  ფიქრიამ იმწამვსე ლუკასთან დარეკა
  -ლუკა ახლავე მოდი ჩემთან, რაღაც მოხდა და საქმე მაქვს!
  -კარგი.
  ოც წუთში ლუკა იქ იყო.
  -ფიქრია, რა მოხდა?
  -ვიღაცამ დამირეკა, მარიკო ვარ ნადარაიაო. ლუკა მომწონს, ურთიერთობის დამყარებას ვცდილობ და ხელს ნუ მიშლიო... იგივე მეორდება..,. თუ არ განმეორდა, ჩემთვის ეგ შეღავათი არა, კიდევ რამოდენიმე ასეთი შემოტევა და მე ვერ გავუძლებ და დაგშორდები, არ მსიამოვნებს რომ მირეკავენ და საქმეებს მირჩევენ......... თუ გინდა ბოლომდე ერთად ვიყოთ, შენი თაყვანისმცემლები მოთოკე.
  -ეს გოგო ყველა ფოტოს მიწონებს და მიკომენტარებს, არცერთხელ  არ მოუწერია. დასვენებებზე ის და მეორე გოგო ამოდიან ჩვენ სართულზე და ისე გადიან  ჩვენ სართულზე  თავიდან ბოლომდე, რომ არ შემომხედონ და თვალი უკან არ გამომაყოლონ არ შეიძლება. არასდროს არ დამლაპარაკებია, არც ფეისბუკზე, არც პირადში, რადგანაც  ეტყობა მთლად  თავისუფალი არ არის, კიდევ ორია, ისინი მწერენ, შენ არ ინერვიულო ყველას მოვთოკავ.
    -საინტერესოა ნომერი საიდან გაიგო?
  -ეგ ნათია და მარის დაქალია, ეტყობა იმათ მისცეს.
  -ეხლა გამახსენდა ეგ სამი რამდენჯერმე მყავს ერთად ნანახი. მაგრამ იმათ საიდან გაიგეს ნეტავ?
    -არ ვიცი, მაგრამ თუ გინდა გაგიგებ.
    -გამიგე! რომელიღაც ჩემი ახლობელი მისცემდა. ბევრმა არ იცის ჩემი ნომერი, უნდა ვიცოდე  ვინ მტრობს ფარულად და რატომ?
  ლუკამ თავის სიტყვა შეასრულა, მარის უთხრა რომ ოდესღაც მისი დაქალი ცდილობდა მის დაკერვას, მაგრამ უშედეგოდ, იცოდა გოგონასთვის მიუღებელი იყო ოჯახის წევრების, მეგობრების ყოფილი შეყვარებულების, ქრაშების დაკერვა(არსებული თუ მოეწონებოდათ კი ბატონო, რადგან ახევა გმირობად მიაჩნდათ და თუ საჭირო იქნებოდა, თავის სასურველს მიიღწევას შეეცდებოდნენ)და გააჩერა. კითხვაზე: ნომერი საიდან გაიგო? არ უპასუხა, მაგრამ ლუკამ თავის კლასელი ბიჭები ჩარია ამ საქმეში და ბოლოსდაბოლოს გაირკვა სიმართლე: ფიქრიას კლასელს და უახლოეს დაქალს ხატიას უთქვია. ბიჭებმა გოგოს უთხრეს რომ უნდა დაევიწყებინა ლუკა, თუ არადა მისგან სიყვარულის და სითბოს ნაცვლად თავიდან იგნორს, შემდეგ გაღიზიანებულ პასუხებს მიიღებდა. მართალია მარის თავიდან გაუჭირდა ამ ფაქტთან შერიგება, გაღიზიანებული დადიოდა, მაგრამ ნელ-ნელა დამშვიდდა, ეს დამთხვევა კი იმიტომ მოხდა რომ  მიუხედავად დაქალობისა, იცოდნენ ერთმანეთის ხასიათი და რიგ საკითხებში სიფრთხილეს იჩენდნენ - რაღაც-რაღაცეებს უმალავდნენ ერთმანეთს და იყვნენ ასე ბედნიერად, ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ  და როცა საჭიროება იქნებოდა, აუცილებლად ჩასცხებდნენ ერთმანეთს დანას(გინდა პირდაპირი გაგებით გინდა ისე ირიბად.)
    სამი დღის შემდეგ  ლუკა ფიქრიასთან სახლში ისევ მივიდა.სკოლაში არ სურდა საუბარი, რადგან შეიძლებოდა ვინმეს გაეგო და წყვილს არ სურდა უარესად მობრუნებოდათ ყველაფერი. გაკვეთილების შემდეგ ყოველ-კუნჭულში შეიძლებოდა ვინმეს რაიმე გაეგო.
    -ხატია?
    -ხო.
  -დარწმუნებული ხარ?
  ჩემმა ძმაკაცებმა ათქმევინეს და არამგონია ტყუილი იყოს.
  -რატომ? რა დავუშავე?
  -არ ვიცი, მაგასაც გაგიგებ და გეტყვი.
  როგორც გაირკვა ოდესღაც თურმე ხატიას ჰყვარებია ერთი ბიჭი,რომელსაც დაშორდა და შემდეგ იმ ბიჭმა ურთიერთობა დაიწყო ფიქრიასთან, პირველი შეხვედრა მოხდა მაშინ როდესაც  ხატიას და ამ ბიჭის ურთიერთობა არეული იყო და გოგონას იმედი ჰქონდა დალაგდებოდა. დაშორების შემდეგ გოგონამ ბოღმა ჩაიდო გულში ( ამას ორი მიზეზი ჰქონდა: 1)თავის შეყვარებულთან დაშორებას მას აბრალებდა, ეგონა მისი ხელშეწყობით მოხდა 2) მისმა დაქალმა დაუწერელ კანონს გადაუხვია ( უახლოესი მეგობრის შეყვარებულის შეყვარება არ შეიძლება)და საჭირო მომენტს დაელოდა შურის საძიებლად. ეს მომენტიც დაადგა და რომ გაიგო დაქალის დაქალს ფიქრიას ნომერი საჩხუბრად  ჭირდებოდა, მისცა. მანამდე ჩვეულებრივად ედაქალებოდა და არაფერს არ იმჩნევდა საერთოდ.  ამ ამბის შემდეგ ფიქრია და ხატია  სამუდამოდ დაშორდნენ და მაშინ ახსენებდნენ ერთმანეთს, თუ ვინმე სიტყვას ჩამოაგდებდა.პირადად შეხვედრისას ერთმანეთს გვერდს ისე უვლიდნენ, თითქოს ერთი მეორეს არ იცნობდნენ. ერთხელ ფიქრიას კლასელმა ჰკითხა:
  -თქვენ ხომ საუკეთესო დაქალები იყავით, ახლა ერთმანეთს ისე უყურებთ, თითქოს ის წარსული არ არსებობდეს და ერთმანეთისთვის უცნობები იყოთ. რა მოხდა?
    -ღირსია!
    -რა?
    -ღირსია! დეტალები არ მკითხო!
    -კარგი.
      ის პერიოდი რა პერიოდიც ფიქრია და ხატია სკოლაში დადიოდნენ, ბევრჯერ მოსვლია თავში აზრი გოგონას რომ ხატიას ხომ არ შერიგებოდა, მაგრამ შემდეგ ახსენდებოდა თუ რა მოხდა და ეს აზრი იდევნებოდა. თავისი თავმოყვარეობა არ აძლევდა უფლებას რომ ის გაეკეთებინა, რისი გაკეთებაც შიგნით სადღაც კუნჭულში სურდა.ამ თავის სურვილზე საუბარი არავისთან სურდა, რადგან წარსულში უამრავი " მეგობარი" ჰყავდა, რომლებიც სინამდვილეში თავის სასიკეთოდ იყენებდნენ, რომ მიხვდა ამას, ყველა მოიშორა თავიდან, ახლა რომელიმე მათგანს  რომ გაეგო ეს ამბავი, მოსდებდა ყველას, გაახსენებდნენ მათთან გატარებულ დროს, ძველებურ " მეგობრობას" აღადგენდნენ და შეეცდებოდნენ ისევ გამოეყენებინათ თავის საჭიროებისამებრ. მაგალითად ფიქრიას ნამდვილი დაქალი ცოტა ჰყავდა, მაგრამ ბევრი ძმაკაცი, მათში კიდევ ბევრი ერია რომლებიც გოგოებს ძალიან მოწონდათ, მისი დახმარებით შეეცდებოდნენ დაკავშირებას,მაგრამ ფიქრიას აღარ ჰქონდა კარგი ურთიერთობა და არც ეგონათ რომ აღადგენდნენ,მაგრამ რა იცოდნენ ერთი შეხედვით აუღებელი ციხესიმაგრის აღება იოლი იყო..... ნაწილს ლუკა მოსწონდათ, ამ შემთხვევაში ჩუმ-ჩუმად ცრემლებს ღვრიდნენ, რადგან ლუკა მარტო არასდროს იყო, მეტი წილი დასვენებაზე თავის შეყვარებულთან ან ისეთ პიროვნებებთან იდგა, რომელთაც ამ ბიჭის გვერდზე გაყვანა არ გამოეპარებოდათ, ფიქრიას ეტყოდნენ ყველაფერს და გაწბილებულნი  დარჩებოდნენ. ერთადერთი გამოსავალი რჩებოდა ჭორების აგორება, ეს ბოლო იმედი, უკანასკნელი ნათელი წერტილი იყო, რითაც შეიძლებოდა ეს წყვილი დაშორებულიყო, შემდეგ მოიფიქრებდნენ როგორ მოქცეულიყვნენ..... იმდენად ძლიერი აღმოჩნდა ამათი კავშირი, რომ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და ყველამ დაანება ამ ბიჭს თავი.


                                          ...........................................................................

    დათო მჟავანაძე ბედნიერი იყო, რადგან ყველაფერს მიაღწია ცხოვრებაში რაც კი რამ სურდა: ჰქონდა კარგი სამსახური,მაღალი ხელფასი, შვილი, რომელმაც უმაღლესში ჩააბარა, საკუთარი მანქანა, მეგობრები. ნათესავები. თითქოს მისი ცხოვრება თითქმის სრულყოფილი იყო. იგი სააბოლოდ დარწმუნდა რომ სწორი გზა აირჩია, ბედნიერი იყო, ადრე როდესაც გამოგონილ ზეცაში ღრუბელზე მჯდომს ეთაყვანებოდა, მაშინ მისი ცხოვრება უკუღმა მიდიოდა, ახლა კი ყველაფერი  იდეალურად იყო, რაც გააგრძელდებოდა სამარადჟამოდ. ასეთი ფიქრები უტრიალებდა დათას თავში და თავის აზრების სისწორეში ეჭვი არ ეპარებოდა, მანამ სანამ არ დაფიქრდა ერთ საკითხზე, კერძოდ იმაზე რომ ცოლი არ ჰყავდა, მაგრამ მას ეს თემა უკვე ნაკლებად აინტერესებდა,თუ გამოჩნდებოდა ვინმე, ყოველგვარი ძებნის გარეშე მოვიდოდა, რადგან ის დირექტორი იყო და ქალებს ძალიან იზიდავდა,  წარსულში ხომ ჰყავდა და ის  ერთიც საკმარისი იყო, რომლის საფლავზეც არასდროს არ ყოფილა მას შემდეგ რაც დამარხეს. როდესაც ეს აზრი მოაწვა, დაიპყრო მლიანად მისი გონება რაღაც ძალა თავის ცოლის საფლავისკენ იზიდავდა,თითქოს გარდაცვლილ ქალს ენატრებოდა თავისი ქმარი და სურდა მისთვის ჭიქა ღვინო წაექცია, ან უბრალოდ მისულიყო და ელაპარაკა, როგორც ხალხს წამდა ის სულის სახით მოუსმენდა და ძალიანაც რომ ნდომოდა ხმას ვერ გააგონებდა, რადგან ის უკვე ციური არსება იყო, მაგრამ დათას ამის არ ჯეროდა, მას ადამიანის წარმოშობაზე მართალია არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდა, მაგრამ სხეულის მიწისგან წარმოშობაზე და სულის მაღლა ცაში წასვლის არ ჯეროდა, ეგონა იქ მარტო ღრუბლები, პლანეტები, ვარსკვლავები და ათასი სხვა რაღაც იყო მხოლოდ, რასაც ჩვენი გალაქტიკა მოიცავდა. მისი აზრით ღრუბელზე მჯდარი თეთრწვერა მოხუცი,ანგელოზები მართლა რომ არსებულიყვნენ, აქამდე რომელიმე კოსმონავტი შეამჩნევდა, მაგრამ არა... რაც არ არსებობს, რანაირად უნდა დაინახოს ადამიანმა? თავის თავს ეკითხებოდა დათა,ეს წამიერი გაელვებასავით იყო, რადგან მის გონებაში ცოლის ნახვის სურვილი უკვე მყარად დასადგურებულიყო და ახლა სხვა არაფერზე ფიქრობდა, თუ სხვა რამე? ვერ იდევნებდა ამ აზრს თავიდან და ერთ მშვენიერ დღეს იქამდე მივიდა რომ სახლიდან გავიდა, ჩაჯდა მანქანაში და სასაფლაოს მიმართულებით გეზი აიღო.
    სასაფლაო ზემო ფონიჭალაში მაღლა მთაზე მდებარეობდა. მისი მამის სურვილის თანახმად, რადგან მშობლები იქ ჰყავდა დასაფლავებული, ის და მისი ოჯახის სხვა წევრებიც იქ უნდა დასაფლავებულიყვნენ. სასაფლაოს თავზე ძველი ეკლესია იდგა, რომელიც კვირაობით იხსნებოდა და წირვა ტარდებოდა.ყველაზე მეტი რაოდენობით აქ აღდგომას მოდიოდნენ - მთა ხალხით ივსებოდა, ახლა კი როდესაც არც აღდგომა იყო და არც კვირა დღე, იქ კაცის ჭაჭანება არ იყო. ეს აწყობდა დათას, თავის ცოლთან ყოფნისას სრული მარტოობა სურდა და მისთვის იდილიური გარემო იყო. მივიდა საფლავთან ქვაზე გარკვევით ეწერა: "მარიამ ჭუბაბრია 1985- 2015"  საფლავი მოვლილი იყო,როგორც მის გვერდით ორი,  ეტყობა მშობლები ამოდიოდნენ და უვლიდნენ. 
    დათამ ღვინო რომ წაუქცია მიცვალებულს, დიდხანს არ მჯდარა სასაფლაოზე, რადგან რაღაც ძალის მოქმედებით ქვემოთ ჩახედვის  სურვილი გაუჩნდა და მთის კიდესთან მივიდა; იქ მანქანები მოძრაობდნენ; ერთ-ერთ მანქანას თვალი გაუშტერა რომელიც წითელი იყო და აქამდე ნანახი არ ჰქონდა. მანქანა მიეფარა თვალს და ახლა გამოჩნდა ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი რომლებიც ხელიხელ ჩაკიდებულები მიდიოდნენ.
  "ესენი ან შეყვარებულები არიან, ან ცოლ-ქმარნი" გაიფიქრა თავისთვის დათამ.
  დათამ ქვემოთ ყურება შეწყვიტა და ისევ საფლავისკენ დაიძრა. მისი ცოლის საფლავის გვერდზე ორი კაცი იყო მოსული, საფლავს სარეველებისგან ასუფთავებდნენ.
    -გამარჯობათ- მიესალმა დათა.
    -გაგიმარჯოთ.
    დათას უნდოდა რაღაც ეთქვა კიდევ, მაგრამ თავი შეიკავა, რადგან არ იცნობდა ამ კაცებს და ეუხერხულა. მას თავიდან გაცნობა უნდოდა ამ ორი ადამიანის , მაგრამ ასე სისულელედ ჩათვალა და თავი შეიკავა. ჩამოჯდა, იხსენებდა თავის ცოლს. თხუთმეტ წუთში წამოდგა და მანქანის მიმართულებით დაიძრა. რაღაც გამოუცნობ ძალას საითკენ მიჰყავდა არ იცოდა. რობოტივით გაურკვევლად აბიჯებდა ნაბიჯებს. თითქოს ვიღაც მართავდა, ვიღაც რომელიც არ ჩანდა და მაინცდამაინც ის ამოირჩია რობოტივით სამართავად. უცბად ჯვარი დაინახა. ჯვარი სასაფლაოზე ჩვეულებრივი მომენტია, ყურადღება არ უნდა მიექცია, გზა უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ არა, გაჩერდა, უფრო სწორედ რაღაც, ან ვიღაცამ გააჩერა, გაშეშდა, თვალი გაუშტერა ჯვარს. ასე იდგა ხუთი წუთი. უცბად კიდევ ერთი წყვილი გამოჩნდა, ახლა კი ამათ ბავშვი მისდევდათ უკან.ორ წუთში კიდევ ერთი წყვილი, ორივე ერთი მხარეს მიდიოდა, მაგრამ კონკრეტულად სად ზუსტად არ იცოდა.
    -"ეს ალბათ ნიშანია რომ ცოლი უნდა მოვიყვანო"-დაფიქრდა დათა. ჩემმა ცოლმა ალბათ ამიტომ მომიყვანა აქ და ახლა ასეთი ნიშნებით მელაპარაკება. კარგი ჩემო ტკბილო როგორც იტყვი, მაგრამ ვინ მოვიყვანო? შენ ხომ არ იცი?
      პასუხი არსაიდან  ისმოდა. ირგვლივ სიჩუმე დასადგურებულიყო. უცბად დათამ ჯვრის წინ საფლავზე ახალგაზრდა გოგო დაინახა, თითქოს მანამდე თვალებზე ლიბრი  გადაკრული ჰქონდა და ვერ ხედავდა. მივიდა ახლოს. ახალგაზრდა  მამაკაცის საფლავი იყო "გივი ჯანდიერი 1983-2011" დათამ გოგონასთან გამოლაპარაკება სცადა:
      -გამარჯობათ.
      -გამარჯობათ, გისმენთ.
      -არაფერი. ვწუხვარ ახალგაზრდა რომ გარდაიცვალა.
        -მადლობა. ჩემი ქმარია, ავარიაში მოჰყვა. დღეს მისი გარდაცვალების დღეა. აღდგომის გარდა ყოველ წელიწადს სხვა დღეებშიც  მოვდივარ ხოლმე და ვუყვები თუ რა ხდება ჩემს თავს.
      -ძალიან კარგი.
      -თქვენი სახელი?
      -დათა და თქვენი?
      -მართა.
      -სასიამოვნოა.
      -თქვენი ნომერი თუ შეიძლება.
    -577406583
    -თქვენიც მითხარით.
    -593685679
      -კარგი, ჩავიწერ 
      მართა სხვა დროს ალბათ არ უპასუხებდა უცნობ მამაკაცს, არც ნომერს მიცემდა, რადგან უცხოებთან საუბარი და ნომრის მიცემა  მასში არ ჯდებოდა, მაგრამ ახლა ისე იყო, თავის წუხილის შესახებ უნდოდა ვინმესთან მოეთხრო, ახალი ადამიანის გაცნობა კიდევ  სურდა.
    დათა და მართა  მას შემდეგ კიდევ ბევრჯერ შეხვდნენ, შეუყვარდათ ერთმანეთი და დაქორწინდნენ.
    დათამ და მართამ იფიქრეს, აი ეს ეს არის დაგვიდგა იდილიური ცხოვრება, არაფერი შეგვაწუხებსო,თითქოს უზრუნველად უნდა ეცხოვრათ, არანაირი ჭმუნვა და დარდი არ უნდა შეპარვოდათ მათთან, მაგრამ დაოჯახებიდან ორ კვირა გავიდა და მათ სიყვარულში სხვადასხვა დროს უამრავი დაბრკოლება წამოიმართა. ჯერ იყო და მართა დათას პირველი ცოლის თანამშრომელი აღმოჩნდა აღმოჩნდა, მათი კოლეგები გაბრაზდნენ, როგორ ბედავ გარდაცვლილ თანამშრომლის ქმარს გაყევი ცოლადო,მსგავსი რამ კოლეგიალურობის დაცვაში არ ჯდებაო, მაგრამ მათ არ მოუსმინა და შესაბამისად უამრავი ნაცნობი დაკარგა, იგივე ხალხი დათაზეც გაბრაზდა, თავიდან კაცი ჩაფიქრდა,ნერვიულობდა მაგრამ შემდეგ როდესაც ცოლმა ქმარს შეატყო უგუნებებობა და მიზეზი გაიგო, უთხრა: „ნუ ნერვიულობ მე და შენი ყოფილი ცოლი მხოლოდ და მხოლოდ ნაცნობები ვიყავით. ჩვენი კოლეგები რას იტყვიან დაიკიდე, ესე მაშინაც უნდა მოქცეულიყავი, ახლო მეგობრებიც რომ ვყოფილიყავით! ენას ძვალი არ აქვს, ვისაც რა მოადგება, ყველაფერს თუ ავყევით, შორს ვერ წავალთ“.დათამ ვერ გაიგო ცოლის ნათქვამი თუ რას ნიშნავდა, მაგრამ კამათის თავი არ ჰქონდა ისე იყო დაღლილი, თან რადიოში სასიამოვნო მუსიკა უკრავდა და ხმა არ ამოუღია.ასე მარტივად გადალახეს ცოლ-ქმარმა ერთი დაბრკოლება, მართალია ამას მოჰყვა მეორე ტალღა, მაგრამ ცოლმა ისევ იგივე უთხრა, თან უფრო მკაცრად და კაცმა ხმა ვერ ამოიღო, ეს მკაცრი სახე დათა მჟავანაძეს დღემდე ახსოვს. თითქოს გარეგანი ლაპარაკებისგან დაგროვილი ჭუჭყი მან ჯინის მსგავსად ჯადოსნურ ლამპარში გამოამწყვდია და არ აძლევდა განთავისუფლების საშუალებას, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა არ იყო ჯერ განთავისუფლების საჭიროება და საჭირო მომენტს ელოდა....
    ერთ მშვენიერ დღეს ლუკა როდესაც უნივერსიტეტის შენობაში შედიოდა, უცბად წამოეწია თავის კურსელი და დაცინვით ჰკითხა:
  -შენ ახალი დედა გყავს?
  -არა.
  -მართლა?
  -არ გატყუებ, დედით ობოლი ვარ. დედინაცვალი არ მყავს.
  -ნუ მატყუებ, ვიცი რომ გყავს.
  -კარგი. მამაჩემმა მეორე ცოლი მოიყვანა, მაგრამ შენ ეგ ყველაფერი საიდან გაიგე?
  -საიდან გავიგე? მთელი უნივერსიტეტი ამას ლაპარაკობს, სხვები ზურგს უკან ჭორაობენ და დაგცინიან.
  - კი მაგრამ ამ ხალხმა ეს ამბავი საიდან გაიგო?
  -ჩვენ წინა კურსზე შენი უბნელი როა ოლია, იმას დაუნახავს მამაშენი და ვიღაც ქალი ერთად, ეგ ხო იცი როგორი ჭორბიუროა, მოსდო შენს კურსელებს, იმათ სხვებს და ასე გავრცელდა. ვინც არ გიცნობენ, ისინიც კი ლაპარაკობენ, რომ ამ უნივერსიტეტის რომელიღაც სტუდენტ ლუკას მამამ მეორე ცოლი მოიყვანაო.

  სახლში დაბრუნებულ ბიჭს კარები მართამ გაუღო. სახლში სტუმარი ჰყავდათ.
  -ლუკა იცნობდე, ეს ჩემი და ქრისტინეა!
  -სასიამოვნოა.
-ლუკა რამდენი წლის ხარ?
  -18. ცხრამეტის ვხვდები მალე.
  -ანუ უნივერსიტეტში სწავლობ?
  -დიახ.
  ორ საათში ქრისტინეს ქმარმა მოაკითხა. მართა, მისი და და სიძე სადღაც წავიდნენ. ლუკამ ისარგებლა ის და მამამისი რომ იყვნენ მარტო დარჩენილები და  ხვაშიადის ამოთქმა დაიწყო:
-მამა!
-ხო, შვილო?
-სალაპარაკო მაქვს შენთან.
-გისმენ, შვილო.
-ვსარგებლობ იმით რომ მართა სახლში არ არის და უნდა გითხრა: მოიშორე ეს ქალი თავიდან! მთელი უნივერსიტეტი ჭორაობს და დამცინის.
-რას გეუბნებიან, შვილო?
-დაცინვის კილოთი მეკითხებიან, ახალი დედა მყავს თუ არა?
-მერე შენ რას ეუბნები? ან საიდან გაიგეს?
-ჩემ ზედა კურსზე ჩვენი უბნელი და შენი თანამშრომლის შვილი ოლია სწავლობს, იმან დაგინახა მართასთან და ალაპარაკდა, მერე სხვებმაც გაავრცელეს ეს ამბავი და... რა უნდა ვთქვა მამა? ჯერ არას ვამბობ, თუ არ დამიჯერეს, მერე ვაღიარებ. უნივერსიტეტში ჩემი ყოველი მისვლა ერთი სიკვდილის ტოლფასია.
-შვილო მართას უყვარხარ, შენც გიყვარს, ესა მთავარი. დანარჩენი დაიკიდე, ნუ მიაქცევ ყურადღებას. ამას ძველებურად ცოლის მკაცრი სახით შეპყრობილი დათა ამბობდა, მაგრამ გულში განგაშის სიგნალი ჩართული იყო. ლამპარში გამომწყვდეულ ჯინს ჯერ კიდევ არ სურდა ამოსვლა, ჩუმად იყო, თითქოს არ დამდგარიყო საჭირო მომენტი, რას ელოდა ეს დათასთვის შეუცნობელი დარჩა გარკვეული პერიოდი, ეს  დრო მხოლოდ შიგ დაგროვილმა ჭუჭყმა იცოდა როდის უნდა გამოსულიყო გარეთ, სანამ ის დღე არ დაადგა, რაც მისთვის ხელსაყრელი იყო..........
-მადლობა, მაგრამ ხო გესმის ჩემი, რაც მაწუხებს? არ მინდა ვინმე  დამცინოდეს და  ჭორაობდეს ჩემზე.  ეს ამბავი მართას არ უთხრა გთხოვ მამიკო.
-კარგი შვილო.
დათამ შვილს სიტყვა ვერ შეუსრულა. მართამ იგივე უთხრა გერს, მაგრამ ისეთი სიტყვებით რომ ლუკა უფრო დარწმუნდა საერთოდ არ უნდა ენერვიულა მსგავზე, მაგრამ ახლა მამას გაებუტა, რადგან მისი საიდუმლო გათქვა, მაგრამ ესეც მართამ მოაგვარა, მან აუხსნა, რომ თავის მამამ არ იცოდა სხვანაირად როგორ მოქცეულიყო და ამ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გახლდათ, თავის ცოლს საიდუმლო რომ მოუყვა.
მშვიდობა ისევ ჩამოწვა,შვილი მამას  შეურიგდა, უკვე საკმარისად ენდობოდა, თითქოს იდილიური ცხოვრება აღარ უნდა შეწყვეტილიყო, ყველაფერი კალაპოტში იდგა, მათ სახლში სიმშვიდე. სიყვარული და ურთიერთგაგება სუფევდა, მაგრამ მათი ერთად ჰყოფნა თურმე დიდხანს არ უნდა გააგრძელებულიყო და ერთ მშვენიერ დღეს დათა და მართა დაშორდნენ, სამუდამოდ, არანაირი იმედი არ დაუტოვეს ერთმანეთს შერიგების. ჭორიკანა მეზობლებს აინტერესებდა თუ რატომ აღარ გამოდიოდა ამ სახლიდან ვიღაც ქალი, მაგრამ როგორც სხვა დანარჩენი ესეც საიდუმლო დარჩა მათთვის. შეკითხვა ერიდებოდათ, მაგრამ რომ ეკითხათ, არავინ არაფერს ეტყოდა, რადგან კაცის მწარე მოგონება იყო და ყველას აუკრძალა ამაზე საუბარი. ის ამას ოჯახის წევრების გარდა მხოლოდ თავის მესაიდუმლეს- საკუთარ თავს ცრემლის ფრქვევის უყვებოდა, ასე ხდებოდა,  როდესაც მოგონებები მოაწვებოდა, არც ეხლა ეს ცუდი ამბავი იყო გამონაკლისი. აი ერთ მშვენიერ დღეს როდესაც საღამო იყო, ლუკას ეძინა და თვითონაც დასაწოლად წვებოდა, მოგონებების ლაბირინთში  მოხვდა და იქიდან გამოსასვლელად ძრომიალში დეტალურად გაიხსენა თუ რატომ დაშორდა ცოლს:
ნინო მაქაცარია რამდენიმე თვე გერმანიაში იმყოფებოდა სასწრაფო საქმეზე და ოჯახი დიდიხანი არ ენახა. სკაიპით გაიგო დათას დაქორწინების ამბავი, იქ მოინდომა მართას გაცნობა, მაგრამ სიძემ რომ ჩამოხვალ მერე ნახავო, დათა როცა ფიქრობდა ამ ამბავზე, სულ ერთიდაიგივე აზრი უტრიალებდა თავში, რომ სკაიპით რომ ენახებინა ნინოს მეორე ცოლი, ალბათ დათა და მართა უფრო ადრე დაშორდებოდნენ, მაგრამ ამოუცნობ ძალას ქალების კომპიუტერში კივილ-წივილი არ ნდომებია, სიმშვიდე ინერციით გააგრძელდა, მაგრამ თურმე მთავარი არეულობა ახლა იწყებოდა ამისთვის დათა არ იყო მზად. ამ სტუმრიანობამ მისი ოჯახური ბედნიერება მოსპო და კაცი დააბრუნა იმ დროში როცა ცოლი არ ჰყავდა.
  დათამ ლაბირინთის ერთი მონაკვეთი გაიარა, ახლა უნდა გაევლო ის ნაწილი რაც მისთვის ძალიან მტკივნეული იყო. მოგონებებიდან სიამოვნებით გამოვიდოდა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, მთელი ლაბირინთი უნდა გაევლო. მწარე მოგონებები არ აძლევდა საშუალებას წარსულის ბურუსში დარჩენილიყვნენ და ხელახლა არ გაეხსენებინა:ნინო მოულოდნელად ჩამოვიდა თბილისში, სიურპრიზი უნდოდა გაეკეთებინა ოჯახისთვის. სახლში რომ მივიდა, კაკუნზე კარები არავინ გაუღო, შემდეგ დააზარუნა, ახლაც არაფერი შეცვლილა,ბოლოს დააბრახუნა და კაციშვილი რომ არ გამოეპასუხა, მიხვდა სახლში არავინ იყო და გაბრუნდა უკან. დათას და ლუკას ტელეფონი გათიშული ჰქონდა. პირველ სართულზე რომ ჩავიდა, უცბად ლუკა დაინახა:
  -დეიდა!
-ლუკა!
-დეიდა შენ გერმანიაში არ იყავი? აქ რას აკეთებ?
-ჩამოვედი. სიურპრიზი მინდოდა გამეკეთებინა თქვენთვის და არ გაგაფრთხილეთ.შენ და მამაშენს ტელეფონი რატომ გაქვთ გათიშული?
-მე დამიჯდა, მამა  ალბათ გაგანია მუშაობაშია და რომ არავინ შეაწუხოს, ტელეფონი გათიშული აქვს. თქვა ლუკამ,ამ დროს ორივე კიბეებზე ადიოდნენ, ცოტახანში ორივე მივიდნენ სახლის კარებთან და შევიდნენ სახლში.
  დათა ამ ფაქტზე დასევდიანდა, გაახსენდა რომ ლუკას ლექტორის ავადმყოფობის გამო იმ დღეს ერთი ლექცია გაუცდა, ნეტავ არ გაცდენოდა, უბედურება ხო არ მოხდებოდა, მაგრამ არა, თურმე უნდა მომხდარიყო.......კაცს ცრემლი მოადგა და გააგრძელა ლაბირინთში სვლა:
  საღამოს სამსახურიდან დათა დაბრუნდა. სასტუმრო ოთახში შევიდა და ნინო რომ დაინახა ძალიან გაუხარდა. მალევე ეს სიხარული სიმწარედ ექცა, მაგრამ წინასწარ ხომ არ იცოდა, რა მოხდებოდა?
-ნინო როგორ მიხარია შენი დანახვა, როდის ჩამოხვედი? რატომ აქამდე არ შემატყობინე რომ ჩამოდიოდი. ვინმეს გამოვაგზავნიდი და მოგიყვანდა, ტაქსში რომ არ გეხადა ფული.
-დღეს სიურპრიზი მინდოდა მომეწყო, მაგიტომ არ შეგატყობინეთ. არაუშავს, ტაქსით აქამდე არ მიგზავრებია თუ რა? ტაქსში გადახდილ ჩემ ფულზე შენ არ ინერვიულო! შენი ცოლი სად არის?
-ჩემი ცოლი თავის დასთან ერთად კახეთში რამდენიმე დღით წავიდა. რომ ჩამოვა გაიცნობ.
დათამ შეაჩერა კიდევ ერთხელ ლაბირინთში ძრომიალი და დაფიქრდა, ქარიშხლის ამოვარდნა როდის დაიწყო, როდესაც ერთმანეთი გაიცნეს თუ მანამდე? ნინოს ეტყობოდა, მაინცდამაინც არ სიამოვნებდა სიძის მიერ ცოლის მოყვანის ამბავი, მართალია ისეთი არაფერი უთქვამს ეს აშკარად ეგრძნობებინა, მაგრამ მიხვდა. ბევრი ფიქრის შემდეგ მივიდა იმ დასკვნამდე ქარიშხალის ამოვარდნა ორი ქალის შეხვედრის დროიდან დაიწყო, მაგრამ სულ სხვა მიზეზით. ეს ორი ადამიანი ისე განსხვავდებოდა ერთმანეთისგან რომ ნინოს პირადი მიზეზი რომ არ ჰქონოდა, გაუჭირდებოდა სასიამოვნო ადამიანის თამაში და ისეთი ამბავი ატყდებოდა, რომ მაინც დაშორდებოდნენ, ან მეორე ცუდი რაღაც განსაკუთრებით ლუკასთვის ნინოსთან კონტაქტის გაწყვეტა მოხდებოდა. დათას ძალიან უყვარდა თავის პირველი ცოლის და, მაგრამ ცოლი ისე ძალიან უნდოდა ყოლოდა, ალბათ ცოლს აირჩევდა, მაგრამ ამ შემთხვევაში.........................
  რამდენიმე დღის შემდეგ საღამო ხანს მართა სახლში დაბრუნდა.ქსიყვარულის მოკითხვის ლუკასთვის ტკბილეულობის მიცემის და მცირეხნიანი დასვენების შემდეგ უცბად მართას ნინო გაახსენდა:
  -ნინო სად არის?
  -ეხლა გვიანი საღამოა, ალბათ დასაწოლად ემზადება. ხვალ დავურეკავ და მოვა. რომელ საათზე დავიბარო?
  -ოთხზე, მანამდე ექიმთან ანალიზებზე პასუხის მისაღებად დაბარებული ვარ. ოთხისთვის სახლში ვიქნები.
  -კარგი.

  ნინო მაქაცარია მეორე დღეს ოთხ საათზე უკვე ადგილზე იყო, მაგრამ მართა ჯერ არ იყო მოსული. ნინოს არაპუნქტუალური ხალხი არ უყვარდა, ამიტომ მეორე ბზარი გაჩნდა.ამ დროს კი მართა ელოდა თავის რიგს. როგორც იქნა ექიმთან შევიდა და იქიდან ისეთი გახარებული გამოვიდა რომ მეცხრე ცაზე დახტოდა, ქმარს დაურეკა, სახლამდე ვერ მოითმენდა, ეხლავე უნდოდა ეხარებინა, გავიდა ზარი, დათამ უპასუხა:
-ალო
-დათა!
  -სად ხარ, ქალო? ნინო გელოდება! არ მოსწონს ამას შენი დაგვიანება.
  -საავადმყოფოში. რიგში მოვყევი, რაც მეგონა, იმაზე გვიან დაიშალა ხალხი დათა ძალიან კარგი ამბავი მაქვს, სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვხტივარ.
-რა მოხდა? ანალიზებმა ჯანმრთელი ხარო?
-უფრო უკეთესი, ორსულად ვარ, ჩვენი საკუთარი შვილი გვეყოლება. გესმის? ჩვენი საკუთარი შვილი.
-ვუაიმე რა კარგია! მალე მოდი ეს ამბავი უნდა აღვნიშნოთ.
ამ წუთას ცოლ-ქმარი მჟავანაძე ვერ წარმოიდგენდა რომ მეცხრე ციდან მალე ისევ ქვემოთ დაენარცხებოდნენ და მათი სიხარული ბრაზში და ცუდი განწყობით შეიცვლებოდა.
მართა ხუთზე მივიდა სახლში. კარები ლუკამ გაუღო.
-მართა მოვიდა.
სასტუმრო ოთახიდან დათა გამოვიდა.
-ჩემო კარგო ცოლო როგორი ბედნიერი ვარ!
-ნინო სად არის?
-სასტუმრო ოთახში.
-კარგი.
მართა შევიდა სასტუმრო ოთახში. ქალებმა შეხედეს ერთმანეთს, უცბად ნინოს სახე შეეჭმუხვნა, აშკარად რაღაც არ ესიამოვნა, მუშტი დაარტყა მაგიდაზე, პალტო ჩაიცვა, რომელიც შესასვლელში საკიდზე ეკიდა და თავქუდმოგლეჯილი გარეთ გავარდა. დათა გაეკიდა. პირველი სართულის ლიფტთან დაეწია.
-ნინო!
ქალმა რამდენიმე წამით დათას შეხედა, შემდეგ უკან მიტრიალდა და სვლა განაგრძო.
-ნინო!
-რა გინდა? დამანებე თავი! ჩემი არსებობა დაივიწყე!
-ნინო რა მოხდა? რატომ მიდიხარ? რა არ მოგეწონა?
დუმილი.
-კარგი არ მიპასუხო, უბრალოდ მანქანის გასაღები დაგრჩა და აჰა!
ქალმა კაცს როგორც არარაობას ისე შეხედა, გამოართვა გასაღები და სწრაფი ნაბიჯებით იქიდან გავიდა.
კაცი უკან სახლში დაბრუნდა.
-დათა რატომ წავიდა? რა დავუშავეთ?
-არ ვიცი, სანამ შენ მოხვიდოდი მანამდე ისე კარგ განწყობაზე იყო და შენ რომ მოხვედი, უცბად განწყობა შეეცვალა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. პირველი სართულის ლიფტამდე ვსდიე, იქ ისე შემომხედა თითქოს არარაობა ვიყო.არ ვიცი რა მოუვიდა.
-არც მე.
იმ დღესვე დაურეკა დათამ ნინოს,მაგრამ არ უპასუხა, მეორე ზარი, მესამე, არაფერი. ის კი იჯდა სახლში ელოდებოდა როდის შეწყდებოდა რეკვა. ტელეფონს სიამოვნებით გათიშავდა, მაგრამ ერთი ადამიანის ზარს ელოდებოდა. ორი კვირის მერეც იგივე განმეორდა, მაგრამ ახლა უკვე მარტო არ იყო. სტუმრად საუკეთესო დაქალი ჰყავდა, რომელსაც ყველაფერი მოუყვა.
-ვინ რეკავს ასე გამწარებით რომ რეკავს და არ პასუხობ?
-დათა. აინტერესებს რა მოხდა. მე კიდევ მაგის თავი არ მაქვს.
-ძალიან არასწორედ იქცევი ნინო. უნდა უთხრა სიმართლე.უფლება აქვს ასეთ გაურკვევლობაში არ იყოს.
-მეზარება რამის ახსნა. თავის ცოლმა უთხრას ყველაფერი.
-ის რატომ არ უყვება შენი აზრით?
-არ ვიცი.
-რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ თუ ატეხა რეკვა,იცოდე უნდა დაეკონტაქტო მართას და მოსთხოვო ყველაფერი უთხრას ქმარს, თან უნდა დაემუქრო ყველაფერს შენ ქმარს მოვუყვებითქო.
-და შენი აზრით ყველაფერს ეტყვის? რომ არაფერი  უთხრას?   
-მაშინ მუქარის შესრულება მოგიწევს.ან თუ გინდა მე ვეტყვი, შენზე შეიძლება ცუდი რეაქცია ჰქონდეს. ჩემთან როგორც უცნობ ადამიანთან უფრო მოერიდება. დათას ნომერი მომწერე.
გავიდა ორი კვირა და ნაცნობი ნომრიდან ორი ზარის შემდეგ ნინომ ლუკას დაურეკა\
-გამარჯობა დეიდა. როგორ მომენატრე? სად დაიკარგე? ძალიან უცნაურად გახვედი სახლიდან და დაიკარგე, რა მოხდა?
-მეც ძალიან მომენატრე ლუკა. არაფერი ისეთი, უბრალო გაუგებრობა. მამაშენი ხომ კარგად არის?
-კი, სულ შენ ხსენებაშია, ნერვიულობს შენზე.
-კარგი დავურეკავ მერე. მართას ნომერი მომეცი თუ შეიძლება, პატარა საქმე მაქვს შენს დედინაცვალთან,ნომერი მომწერე.
-კარგი.......
-მადლობა.
ნინომ დარეკა, ორი ზარის მერე მართამ უპასუხა:
-ალო.
  ნინომ ერთი წუთი პასუხი არ გასცა,რადგან სიტყვებს ეძებდა როგორ დაეწყო საუბარი, ტელეფონში ზარის გასვლის დროს წარსული გაახსენდა, გაჯავრდა, მაგრამ როგორც ჩანს იოლ ფორმაში, რადგან ეს ერთი წუთი საკმარისი აღმოჩნდა, დასამშვიდებლად.
-ალო, მართა შენთან სალაპარაკო მაქვს.
-რომელი ხარ?
-ნინო.
-შენი ნომერი არ მაქვს ჩაწერილი, ვერ გიცანი.ბოდიში! გისმენ.
-მართა თუ გახსოვს სანამ შენ დათას გაიცნობდი, მანამდე ვიცნობდით ერთმანეთს.
-არა, რაზე ლაპარაკობ?
-გმირთა მოედანთან ახლოს ერთ ადგილას რამდენიმე დღე ვათენებდით და ვაღამებდით,არ გახსოვს?
-არა.
-ნუ იტყუები, მე ვერ მომატყუებ!
-მართლა არ მახსოვს და რა ვქნა?
-გახსოვს თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა. როგორც გინდა ეგ ამბავი შენ ქმარს უნდა უამბო, თუ არა და იცოდე მე მოვუყვები და ეგ უარესი იქნება შენთვის.
მართამ დუმილით უპასუხა და ტელეფონი გათიშა.
  რამდენიმე დღეში მესიჯი მიუვიდა ნინოს დათასგან:ამ ბოლო დროს ძალიან უცნაურად იქცევი, ჯერ გაურკვეველი მიზეზების გამო თავქუდმოგლეჯილი გაიქეცი, როგორც არარაობას ისე შემომხედე, მერე ტელეფონს არ მპასუხობდი, ახლა კიდევ ეს. მოვითხოვ ბოლოსდაბოლოს ამიხსნა რა ხდება! დავამთავროთ ეს გაურკვევლობა. ნინომ გადაწყვიტა პასუხი არ გაეცა, მაგრამ მიხვდა ასე გააგრძელება შეუძლებელი იყო, დათა სახლში მიადგებოდა, მაინც გარკვევდა ყველაფერს და მისწერა „კარგი“. შემდეგ თავის მეგობარს დაურეკა.
-არაფერი  უთქვამს, ასე ამბობს რომ არაფერი ახსოვს, დაურეკე.
-კარგი.
ნინო მაქაცარიას დაქალი ანა ამილახვარი იყო. ისინი სამი წელია რაც ერთმანეთს დაუახლოვდნენ, მაგრამ ისე ახლოს იყვნენ რომ ზოგჯერ ერთმანეთის სახლებში დღეს და ღამეს ათენებდნენ , რაც მთავარია ერთმანეთს არაფერს უმალავდნენ და ჭირში თუ ლხინში ნამდვილ მეგობრობას ამტკიცებდნენ. ანას ოჯახი მოშორებით სულ სხვა უბანში ცხოვრობდა მათ ერთმანეთი ერთერთ ცნობილი ქართველი მხატვრის გამოფენაზე გაიცვნეს, იმ დღეს საუბარში იმდენი საერთო ნახეს რომ ნომრები გაცვალეს, ფეისბუკზე ერთმანეთი დაიმატეს და მას მერე აი ასე დაუახლოვდნენ. ანა ამილახვარი ნინოს სახლთან ახლოს მუშაობდა, სამსახურის მერე გაუვლიდა თავის დაქალს, უბანში დატასაობდნენ, შემდეგ ხანდახან ნინოს სახლში მიდიოდნენ და დაძინებამდე ფილმს, ან ფილმებს უყურებდნენ.
ანამ დათას ნომერი აკრიფა, რამდენიმე წუთის შემდეგ კაცმა უპასუხა:
-გამარჯობათ ბატონო დათა, მე ნინოს ახლო მეგობარი ანა ამილახვარი ვარ, მან მთხოვა  რომ გიამბოთ თუ რა ხდება, შეიძლება რომ შევხვდეთ?
-თვითონ რატომ არ უნდა შეხვედრა?
-ეშინია გაღიზიანებულმა რამე არ დაუშავოთ? მე მაინც უცხო ვარ და ხო გესმით?
-დიახ! სად შევხვდეთ?
-ერთ საათში კაფე "ბისტროში" შეგხვდებით.
                         
  კაფე ბისტროში იმ დროს უამრავი ადამიანი ტრიალებდა. ცხელოდა და უმეტესობა გამაგრილებელი სასმელის დასალევად , ან ნაყინის საჭმელად მიდიოდა იქ. მხოლოდ მცირე ნაწილი  პიცას, ხაჭაპურს, ან ლობიანს უკვეთავდა.
  დათა რომ მივიდა, ქალი იქ დახვდა კუთხეში იჯდა და ელოდა.
  -დაბრძანდით.
  -ანა ამილახვარი თქვენ ბრძანდებით?
  -დიახ.
  -გისმენთ.
  -წლეების წინ ჩხაიძის ათ ნომერში მდებარე სასტუმროს რამდენიმე ნომერში ბორდელი იყო გახსნილი. ნინო იმ სასტუმროს ხელმძღვანელი იყო , შესაბამისად ბორდელიც მას ემორჩილებოდა. ამ ადგილს ხუთი სექსმუშაკი ემსახურებოდა მამაკაცებს, რომლებიც ასევე სასტუმროში  მოახლის ფუნქციასაც კისრულობდნენ. ამ სასტუმრო და ბორდელს  მომხმარებლის დეფიციტი არ ჰქონდა. ეს ზოგადად ყველა ბორდელში ასე იყო, მიუხედავად იმისა რომ მათი არსებობა გასაიდუმლებული იყო. ერთ მშვენიერ დღეს მოხმარებლის რაოდენობა ისე გაიზარდა, რომ სექს მუშაკებს დრო აღარ რჩებოდა სასტუმრო საქმისთვის და რიგითი ჩვეულებრივი მომხმარებლები, რომელთაც უბრალოდ ნომერში მოსვენება ჭირდებოდათ, მომსახურების გამო ჩიოდნენ.ასე დიდხანს ვერ გააგრძელდებოდა, საქმე იქამდე მივიდოდა რომ სასტუმროს დაკეტვა მოუწევდათ, ან საიდუმლო გაცხადდებოდა და ეს ექვსი ქალი ვირის აბანოში მოხვდებოდა.არცერთი მათგანი რომ არ მომხდარიყო, ხელმძღვანელმა გადაწყვიტა ახალი თანამშრომელი აეყვანა. სანაცნობოში არცერთს არ ჰყავდა არავინ, რომელიც მოახლეობას და სექსს მუშაკობას იკისრებდა, ან მარტო ამ უკანასკნელს რომ ერთ-ერთ გოგოს შეეძლებდა როგორც მოახლე ჩვეულებრივ მომხმარებელს მომსახურებოდა. ნინომ ინტერნეტში ვაკანსია განათავსა, რამდენიმე დღის შემდეგ ერთი ახალგაზრდა გოგო, სახელად მართა დაინტერესდა ამ სამსახურით. ვიზუალით, ასაკით ნინოსთვის მისაღები იყო და დაიბარა გასაუბრებაზე. მეორე დღეს დილის ცხრა საათზე მივიდა მართა.  სასტუმროში რომ შევიდა, შიგნით ფოიეში მხოლოდ მიმღები და დაცვა იყო.
    -გამარჯობათ.
    -გამარჯობათ.რით შემიძლიათ დაგეხმაროთ?
    -მოახლის პოზიციაზე ვაკანსიაზე მოსული ვარ.
    -ერთი წუთით თქვა მიმღებმა და სადღაც გავიდა.ცოტახანში ხელმძღვანელთან ერთად დაბრუნდა. ნინოს სახეზე სიმკაცრე აღბეჭდოდა, რის გამოც მართას ძალიან შეეშინდა. ნინო დააკვირდა გოგოს, ვიზუალით ძალიან მოეწონა. გოგოებისთვის არჩევის დროს მისთვის ვიზუალი მნიშვნელოვანი იყო.მისი აზრით ლამაზ სახეს ლამაზი ღიმილი მოჰყვება და სასტუმრო საქმისთვის, თუ სექსმუშაკისთვის მნიშვნელოვანი იყო.
    -თქვენ მართა ბრძანდებით ხო?
    -დიახ.
    -ჩემთან ოთახში შევიდეთ.
    -კარგით.
    გასაუბრება ნახევარი საათი გააგრძელდა.გასაუბრების ბოლოს ნინომ სტანდარტული სიტყვები წარმოთქვა და დამშვიდობებისას მართას ხელი ჩამოართვა:
    -დადებითი პასუხის შემთხვევაში უახლოეს დღეებში დაგიკავშირდებით.
    რამდენიმე დღე გავიდა. ეს დღეები ნერვიულობაში გაატარა მართამ, რადგან სამსახური  ძალიან სჭირდებოდა.მამით ობოლს დედა ავადმყოფი ჰყავდა და სოციალური დახმარება წამლის ფულში იხარჯებოდა. შიმშილით რომ არ მომკვდარიყვნენ, ფულით, ან საკვებით მეზობლები ეხმარებოდნენ. მართა ერთ მდიდარ მამაკაცს გულში შევარდნოდა მასთან ურთიერთობას ცდილობდა, მაგრამ გოგონას არ მოეწონა,  ვერა და ვერ მიიზიდა მამაკაცმა და მის მუცელში პეპლები არ გაჩენილა, ამიტომ კაცს უარი უთხრა. ამის გამო ბევრი აკრიტიკებდა, "რა შანსს უშვებ ხელიდანო", მაგრამ მართას სწამდა რომ სიყვარული ფულზე არ იყიდებოდა და იმის გამო რომ კარგ ბედში ჩავარდნილიყო, უსიყვარულოდ ვერ გათხოვდებოდა.
  შუადღის ორ საათზე ტელეფონი აწკრიალდა, უცხო ნომერი იყო.
  -ალო.
-ალო, მართას დაუძახეთ თუ შეიძლება.
-მე გახლავართ.
-ჩხაიძის ქუჩაზე მდებარე სასტუმროში თქვენ გაიარეთ გასაუბრება მოახლის პოზიციაზე.ჩვენ უფროსს მოეწონეთ, აყვანილი ხართ სამსახურში, ხვალ შეგიძლიათ მუშაობა დაიწყოთ.გილოცავთ ჩვენი გუნდის წევრი ხართ.
-მადლობა.
გახარებული იყო მართა, სიხარულისგან მეცხრე ცაზე ხტოდა, რადგან მისი ოჯახის გაჭირვება სრულდებოდა. აღარ შემოვიდოდნენ მეზობლები საჭმლით ხელში და თვალებით აღარ ეტყოდნენ მეცოდებითო.
  მეორე დღეც გათენდა. მართამ ისაუზმა, დედაც ასაუზმა. შემდეგ ლამაზად გამოეწყო და გასაუბრებაზე წავიდა.გზაში საუკუნის უნახავი დაქალი შეხვდა:
  -მართა!
  -სალო!
  -რამდენი ხანია არ მინახიხარ, როდის ჩამოხვედი? მომენატრე, რომ მოდიოდი რატომ არ დამირეკე?
  -გუშინ საღამოს ჩამოვედი. მგზავრობისგან ისე ვიყავი, არავისთან დარეკვის და ნახვის თავი არ მქონდა. შენ როგორ ხარ? სად მიდიხარ?
  -კარგად. გასაუბრებაზე მივდივარ, ძლივს მგონი ნორმალური სამსახური გამოჩნდა. ჩხაიძის ათ ნომერში რაღაც სასტუმროა და იქ მოახლის პოზიციაზე ვაკანსია.
  -წარმატებები,ეხლა წავედი, მეჩქარება, მერე შეგეხმიანები და ვიჭორაოთ.
  -მერე შეეხმიანა? იკითხა დათამ. ამ გოგოს შესახებ არასდროს არაფერი მსმენია.
  -არა, არასდროს. როგორც გაირკვა, მიმღები მისი ყოფილი დაქალი ყოფილა. სალომემ რომ გაიგო, სასტუმროში მიმღებად მუშაობდა, სადაც ბორდელი იყო, გაწყვიტა კონტაქტი, ასეთი დაქალი ესირცხვილებოდა. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა.
    -გასაგებია.შემდეგ რა მოხდა?
    -შემდეგ მართა მივიდა სასტუმროში ყველანი ძალიან თავაზიანად შეხვდნენ. მუშაობისას ნერვიულობდა, თან უხაროდა, რადგან ეს მისი პირველი სამუშაო დღე იყო.გახდა ექვსი საათი, მისი სამუშაო საათები დამთავრდა. მართა ძალიან კმაყოფილი იყო თავის მუშაობით, ფიქრობდა სხვა დღეებშიც ასეთი მონდომებით, უფრო ნაკლებ შეცდომებს დაუშვებდა ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელი იქნებოდა. მართა მივიდა დირექტორთან გამოსამშვიდობებლად.
    -ქალბატონო ნინო!
    -დიახ.
    -ექვსი საათი გახდა, სახლში უნდა წავიდე.
      -კარგი.
      მეორე და მესამე დღესაც იგივე მოხდა. მეხუთე დღეს კმაყოფილმა დირექტორმა ნომერში დარჩენა შესთავაზა, რადგან მართა მუშაობისგან ძალიან დაღლილი იყო.
    -არა,  სახლში დედა მარტო არის, ინერვიულებს.
      -კარგი.
      ამ წუთას მართას ძალიან მოუნდა სასტუმროს ნომერში დარჩენა, ის აქ არასდროს ყოფილა და  უნდოდა ცხოვრებაში ერთხელ მაინც განეცადა ეს სიამოვნება.
      -ან დავურეკავ დედაჩემს და გავაფრთხილებ  წინასწარ...
        -კარგი.
        მართამ დედას დაურეკა, ყურმილი ქალმა აიღო:
        -ნანა დეიდა? როდის ჩამოხვედი?
      - დღეს.სიურპრიზი მინდოდა მომეწყო. შენ სად ხარ?
      -სამსახურში. დედას ვურეკავდი, ხელმძღვანელმა სასტუმროს ნომერში დარჩენა შემომთავაზა და უნდა მეთქვა. რამდენი ხნით ხართ აქ?
        -ერთი კვირით. დედაშენს მე მივხედავ, შენ შეგიძლია ერთი კვირა მანდ დარჩე შვილო.
        -დიდი მადლობა -  ნანა დეიდა გახარებულმა თქვა მართამ.
        ერთი კვირის მერე დღე, როდესაც მართა სახლში უნდა წასულიყო,ამ დროს  მისი რიგი სექსმორიგეობისას (რაც გოგონამ არ იცოდა) მოსულიყო. სამუშაო საათის დასრულების შემდეგ,  მივიდა მართა ნინოსთან დასამშვიდობებლად, ნინომ უთხრა:
    -მართა ასორმოცდამეათე ნომერში ერთმა კაცმა სასამხროდ წვენი და სენდვიჩები შეუკვეთა. მიუტანე და მერე წადი სახლში.
    -კარგით.
  ასორმოცდამეათე ნომერი იმავე სართულზე მარცხენა მხარეს სულ ბოლოში მდებარეობდა.მართა მივიდა, დაკაკუნა, პასუხი არავინ გასცა, კიდევ ერთხელ დააკაკუნა:
  -მობრძანდით.
    მართა ოთახში შევიდა.
  - აი თქვენი წვენი და სენდვიჩები ბატონო.თქვა მართამ და ოთახიდან გასასვლელად მოემზადა.
  -დარჩით ერთი წუთი!
    -გისმენთ.
  -გაიხადე!
  -უკაცრავად, ვერ გავიგე - მართას ეგონა, რომ მოეჩვენა რაღაც.
  -გაიხადე!
  მართას შეეშინდა, გაქცევა დააპირა, მაგრამ კარებთან მამაკაცმა მიუსწრო, კოცნა დაუწყო ტუჩებში, მართა შეწინააღმდეგა, თხუთმეტ წუთიანი  ბრძოლის შემდეგ თავი გაინთავისუფლა, გაიქცა, ფოიეში ნინო გადაეღობა:
  -ასე მალე გამოხვედი? დაბრუნდი უკან!
  -არა! -  მკაცრად თქვა მართამ, გვერდი აუქცია ნინოს და ფორმიანი გაიქცა.მცირე დროის გავლის შემდეგ გაჩერდა, ატირდა. ცრემლები წამოცვივდა. შემდეგ დაფიქრდა თავის თავზე, ამ ამბის შემდეგ რა უნდა მოემოქმედებინა, იფიქრა, იფიქრა და მოიფიქრა პოლიციაში ეჩივლა, სამმართველოში მივიდა:
  -ჩემი გაუპატიურება სცადეს.
    -ვინ? როდის? სად?
    ჩხაიძის ქუჩაზე მდებარე სასტუმროში, სამუშაოს დასრულების შემდეგ.... მართა მოყოლის დროს ნერვიულობდა
  -დამშვიდდით, ნუ ნერვიულობთ, აქ არავინ აპირებს, ცუდი რამე რომ დაგმართოთ.
  -წყალი შეიძლება?
  -ახლავე.
  მართამ წყალი დალია, ათწუთიანი დუმილის შემდეგ გააგრძელა მოყოლა:
  -სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ხელმძღვანელმა ასორმოცდამეათე ოთახში წვენის და სენდვიჩების შეტანა მთხოვა, მივიტანე და რომ გამოვდიოდი, ის კაცი ამეტორღიალა და კოცნა დამიწყო, ალბათ გამაუპატიურებდა კიდევაც მე წინააღმდეგობა რომ არ გამეწია. როგორც მერე აღმოჩნდა, ამ ყველაფერს თურმე სასტუმროს ხელმძღვანელი  უწყობდა ხელს თქვა მართამ და ატირდა.
  პოლიციელს სურდა რაღაც ეთქვა, მაგრამ მიხვდა ეხლა ამის დრო არ იყო.მართას დამშვიდებას დაელოდა და შემდეგ გამოსამშვიდობებლად უთხრა:
  -კარგით, ახლა დაგემშვიდობებით. თქვენი საკონტაქტო ნომერი დატოვეთ და დაგირეკავთ.
  -კარგით.
  რამდენიმე დღეში მართას ტელეფონი აწკრიალდა:
  -გამარჯობათ ქალბატონო მართა,
  -გამარჯობათ, ვინ ბრძანდებით?
    -პოლიციელი, რაღაც მაქვს სათქმელი.
    მართა აღელდა, მიხვდა რაღაც არასასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ ძალა მოიკრიბა მოსასმენად.
    -გისმენთ.
      -სასტუმროში სადაც თქვენ მიხვედით, ბორდელი განთავსებული იყო. იქ მომუშავე ყველა  მოახლე სექსმუშაკის მოვალეობას ითავსებდა, რაც ექვსი საათის შემდეგ მამაკაცების სიამოვნებას ნიშნავდა.აქამდე ეჭვი გვქონდა და თქვენი წყალობით ეს ეჭვი დადასტურდა. მადლობა თქვენ ამისთვის.სასტუმრო და ბორდელი დაკეტილია, იქ მომუშავე ყველა თანამშრომელი დაკავებულია.ხელმძღვანელს  ყველაზე მძიმე მუხლი მიესაჯა, რადგან ხუთივე გოგოს სექსმუშაკებად მუქარის ძალით ამუშავებდა.
      -დიდი მადლობა. თქვა მართამ და ტელეფონი გათიშა. ის ახლა ისევ ცუდად იყო, რადგან თურმე ბორდელში წავიდა სამუშაოდ. ისევ მოაწვა ცრემლები და ატირდა, დედამისი იწვა და ეძინა, შესაბამისად ვერაფერი გაიგო. სახლში დაბრუნებულ მართას არაფერი მოუყოლია თორემ მშობელი უფრო ადრე წავიდოდა იმქვეყნად, ვიდრე დრო იყო.
    -გასაგებია ეს ყველაფერი. საინტერესოა, ამდენი ხნის განმავლობაში მართა და ნინო როგორ არ შეხვდნენ ერთმანეთს? იკითხა დათამ.
    -მართამ შემდეგ მუშაობა დაიწყო, იქ სადაც შენი ცოლი მუშაობდა, ოღონდ არ იცოდა ვისი და იყო. ნინო ციხიდან რომ გამოვიდა, პატიოსნად გააგრძელა ცხოვრება, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ თქვენ გადაწყვიტეთ აქამდე მათი გზები არ გადაკვეთილა.
    -მადლობა ინფორმაციისთვის თქვა დათამ და წამოდგა კაფიდან რომ გასულიყო.
    -ნინომ მთხოვა, ეს ამბავი არ გახმაურდეს, თორემ ბევრმა ადამიანმა თუ გაიგო მის უმწიკვლო რეპუტაციას ჩრდილი მიადგება.
  -კარგით.
    დათა სახლში საღამოს დაბრუნდა.მართა და ლუკა მაგიდას უსხდნენ და ჭამდნენ.
    -მართა ჭამას რომ მორჩები ჩემ ოთახში შემოდი, საქმე მაქვს.
    -კარგი.
    ოც წუთში ცოლი შევიდა ქმართან.
    -მე გავიგე მიზეზი, თუ რატომ გაიქცა ნინო სახლიდან, შენ რომ დაგინახა.
    -რა მიზეზის გამო?
    -ის იმ სასტუმროს ხელმძღვანელი იყო, სადაც წარსულში შენ მოახლედ მიხვედი.გახსოვს?
  - მერე?
  -მერე ის რომ იქ ერთმა კაცმა შენზე ძალადობა სცადა და შენ ამის გამო ნინო ციხეში ჩაჯდა.
  მართასთვის ეს ის იყო, რამაც გაახსენა ის დრო, ყველაფერი თვალწინ დაუდგა, როგორ ძალადობრივად ცდილობს ვიღაც კოცნას, შემდეგ გარბის, სად არ იცის, კუთხეში მდებარე პოლიციას აღმოაჩენს და დახმარების სათხოვნელად შევა....მანამდე მეხსიერების ფენებქვეშ ეს ამბავი დამარხული იყო და ცუდი ამბის ხსენებამ, გაახსენა და თვალწინ დაუდგა ის დრო, თითქოს ვიღაცამ  ვიდეოკასეტა  აპარატში ჩადო და ეკრანი განათდა, სადაც კადრს კადრი ცვლიდა, რაც ქალისთვის უკიდურესად არასასიამოვნო იყო.
  -არ მინდა მე ისეთი ცოლი, რომელიც ბორდელში მივა სამუშაოდ თუნდაც გაუთვითცნობიერებლად და კაცი აეტორღიალება.ხვალ დილას აქედან უნდა წახვიდე. გშორდები!
  -კარგი - მშვიდად თქვა მშვიდად მართამ, მაგრამ გულის სიღრმეში ბრაზობდა,მას ამ დროის განმავლობაში იმხელა ფსიქიკა  ჰქონდა შემუშავებული, რომ კაცი რომელიც მისი წარსულის გამო იშორებდა თავიდან, იგნორს ადვილად უკეთებდა.ამ სიტყვების მერე დათა მჟავანაძე მის თვალში დაპატარავებულიყო და მზე რომ ამოვიდა მშვიდად შეკრა ბარგი  და სახლიდან წავიდა.დათა კმაყოფილი იყო, ამ წარსულის გამო, ხალხში აღარ შერცხვებოდა, არავინ ილაპარაკებდა მასზე დამცინავად.


                                                  ........................................................
  დღე დღეს მისდევდა. ლუკა და ფიქრია ხშირად ხვდებოდნენ. ერთმანეთს, თუ რომელიმე დღეს ვერ ხვდებოდნენ ერთმანეთს, ან უბრალოდ ერთმანეთისგან დასვენება სურდათ, ან სერიოზული მიზეზი იყო. მათი სიყვარულის ამბავი ყველამ იცოდა და ყველა შეჰხაროდა.ფეისბუკზე კომენტარებში ზე ზე წყვილს ვერ აუდიოდნენ, ისინი ფოტოებს ზუსტად ამისთვის დებდნენ და სიმრავლე ძალიან უხაროდათ.
  ერთ მშვენიერ დღეს  ლუკამ ფიქრიას დაურეკა. ორი კვირა გამოცდების გამო არ ჰყავდა ნანახი და მოენატრა. მეორე ზარზე უპასუხა გოგონამ:
    -გამარჯობა.
  -გაგიმარჯოს ლუკა.
  -როგორ ხარ?
  -კარგად, შენ?
  -კარგად.ლუკა შენთან დარეკვას ვაპირებდი, კაია რომ დარეკე. რაღაც მაქვს სათქმელი და ცოტახანში შევხვდეთ.
-კარგი, ორ საათში ვიქნები ჩვეულებრივ ადგილას.
-კარგი.
  ორ საათში ლუკა და ფიქრია სკვერში სკამზე იჯდნენ.
-ლუკა რაღაც მინდა გითხრა და იმედია სწორედ.გამიგებ.
-გისმენ.
  ამ დროს ლუკა ვერანაირ ცუდს ვერ წარმოიდგენდა, მას ძალიან უყვარდა ფიქრია და ფიქრობდა რომ მთელი ცხოვრება ერთად და ბედნიერად იქნებოდნენ, მაგრამ მაგრამ ეს იდილიური ყოფა შეიძლება შეიცვალოს და ლუკა ამისთვის როგორც აღმოჩნდა, მზად იყო.
  -ლუკა მე აღარ მიყვარხარ! ჩემი კურსელი  ვაჟა შემიყვარდა, მასთან მაქვს ურთიერთობა. ბოდიში, მაგრამ ვეღარ შევხვდებით.
-რომელი ვაჟა?
-აი ის, ჩემს დაბადებისდღეზე რომ იყო მოსული და დიდი ყანწით რომ მადღერგრძელა.
  -გასაგებია. კიდევ რაიმე ხო არა გაქვს სათქმელი?
  -არა.
  -მაშინ სახლში წავალ, კარგი?
  -კარგი.
  ლუკა წავიდა და მათი კონტაქტი ასე გაწყდა, ერთი შეხედვით სამუდამოდ, მაგრამ შემდეგ ხალხი ერთმანეთში ლაპარაკობდა რომ ისინი უთუოდ შერიგდებოდნენ, რადგან ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილნი და დროებით განშორებას ღმერთი აუცილებლად გამოასწორებდა.

                                                                                  5
  დღე დღეს მისდევდა. მთელი ეს დრო ლუკას ფიქრიას მონატრება მოეძალა, თავიდან არ იმჩნევდა, რადგან  ფიქრობდა რომ მისი აღარ იყო და შერიგებას აზრი არ ჰქონდა. დროის სრბოლასთან ერთად მონატრება მოემატა და ერთ დღეს  დაურეკა.
    -გამარჯობა ლუკა.
    -გამარჯობა ფიქრია, მომენატრე.
    -მეც მომენატრე.
    -შეიძლება შევხვდეთ?
    -შეიძლება.
    ფიქრია და ლუკა ერთმანეთს შეხვდნენ -ურთიერთობა ძველებურად აღადგინეს. როგორც გაირკვა მაშინ ფიქრიას ერთი ბიჭი გადაეკიდა, რომანტიულ ლექსებს უკითხავდა და ნახატებს უძღვნიდა, ამანაც ვერ გაუძლო და შეუყვარდა, შემდეგ რამდენიმე თვიანი ურთიერთობის შემდეგ, გაირკვა თურმე ნარკომანი და ნაციხარი ყოფილა. ფიქრიას ასეთი ქმარი ნაღდად არ უნდოდა, რაც არ უნდა დითირამბები ემღერა მისთვის და დაშორდა - ურთიერთობას წერტილი დაუსვა. ფიქრიას და ლუკას როდესაც ადამიანები ერთად ხედავდნენ, თავიდან გაოცებულნი ეკითხებოდნენ: თქვენ შერიგდით? ისინიც ყველას კითი პასუხობდნენ, შემდეგ ეს კითხვები, ძველებური კომენტარებით "ზე წყვილით, როგორ უხდებით ერთმანეთს" შეიცვალა.
  ერთ  დღეს ფიქრიამ და ლუკამ მთაწმინდაზე გაისერნეს. იქ ბევრი იარეს, პანთეონი, ნარიყალა, ქართლის დედაც მოინახულეს და შემდეგ როდესაც ავტობუსში ისხდნენ და ქვემოთ ჩადიოდნენ,  ორივეს მოშივდა.
  - წავიდეთ,გალერის მაკდონალდსში ავიდეთ და იქ ვჭამოთ.
  -წამოდი.
  მაკდონალდსში ორმაგი ჩიზბურგერი, კარტოფილი ფრი და როიალ ჩიზბურგერი მიირთვეს, გამოძღნენ და როდესაც სახლში წასასვლელად გარეთ გავიდნენ, ფიქრიამ წამოაყენა წინადადება, ალექსანდროვის ბაღშიც გავისეირნოთ და მერე დავიშალოთო.მას ძალიან უყვარდა ლუკა და არ უნდოდა ასე მალე დაშორება. ლუკა დათანხმდა.
    ალექსანდროვის ბაღში იქ სადაც ხეებზე ცხრა აპრილს დაღუპული ადამიანების სახელები გაკრული იყო, სკამზე ერთი მოხუცი იჯდა და გაზეთს კითხულობდა. გოგო და ბიჭი რომ დაინახა, გაიღიმა და ორთავეს მიესალმა:
    -გამარჯობა.
    -გამარჯობა,  ბაბუ.
      ლუკამ და ფიქრიამ გაიარეს, ცოტა მოშორებით ჩამოსხდნენ.
    -ამ კაცს იცნობ? - იკითხა ფიქრიამ
    -არა, მაგრამ უცნობს მომესალმა, რა უცნაურია!
    ათ წუთში ლუკა და ფიქრია იმავე მიმართულებით წავიდნენ უკან. ის კაცი ისევ იქ იჯდა და გაზეთს კითხულობდა.
    -შვილებო აქ ავლილი და ჩავლილი ბევრი წყვილი მინახავს, მაგრამ სიყვარულით ეყურებინოთ ერთმანეთისთვის იშვიათად. აი თქვენ იმ იშვიათობას წარმოადგენთ,  ცხოვრება ისედაც მოკლეა და სიყვარულში გაატარეთ, იხარეთ ერთმანეთთან ყოფნით, სანამ დროა. გახსოვდეთ არავინ ვიცით ვის როდის მოგვიწევს წასვლა იმქვეყნად. წარმოთქა მოხუცმა.
    -რას ამბობ ბაბუ? გაოცებულებმა მოხუცს  შეხედეს ფიქრიამ და ლუკამ. კაცმა დუმილით უპასუხა და ისინიც წავიდნენ თავის გზით.

                                        ......................................................................
  17 დეკემბერი აჩიკო ზამთარაძის დაბადებისდღე იყო.აჩიკო და ფიქრია კურსელები იყვნენ და მეგობრობდნენ. ის ლუკასაც გააცნო და ახლა ორივე აჩიკოს მეგობრები გახდნენ.  წელს აჩიკომ საკუთარი დაბადებისდღის გადახდა გადაწყვიტა და რესტორანში უამრავი ადამიანი დაპატიჟა.მათ შორის იყვნენ ფიქრია და ლუკა.
  რესტორანში პირველები ლუკა და ფიქრია მივიდნენ. იქ დიდი სუფრა დახვდათ გაშლილი.
  -ხო იცი ქართველების ამბავი, დანარჩენებიც დაგვიანებით ნელ-ნელა მოვლენ.
  დანარჩენებიც თხუთმეტ-ოც წუთში მართლა მოვიდნენ.ადღერგრძელეს იუბილარი და კარგად გამომთვრალებმა სიმღერა წამოიწყეს. შუა სიმღერაში იყვნენ, რომ უცბად იუბილარი გაჩუმდა. მაგიდასთან ერთი უცხო გოგო მოსულიყო.
  -გამარჯობა, აჩიკო
  -გაგიმარჯოს.
  დაბადებისდღეზე არ დაგიპატიჟებივარ, მაგრამ მაინც მოვედი, სიურპრიზის მოწყობა მინდოდა. დაბადებისდღეს გილოცავ. შეიძლება შემოგიერთდეთ?
  -დაბრძანდი.
  ამის შემდეგ ყველამ ჭამა ჩუმად გააგრძელა, აჩიკო ცუდ ხასიათზე დამდგარიყო.შემოსწრებული სტუმრის გამო, თითქოს ხალისი დაეკარგა. ყველას აინტერესებდა ეს გოგო თუ ვინ იყო, მაგრამ კითხვას ვერავინ ბედავდა. სიჩუმე პირველად უცნობმა გოგონამ დაარღვია:
  -არ მოგენატრე?
-შენ?
-რომ მომენატრე, იმიტომაც მოვედი. დაბადებისდღეს გილოცავ.საჩუქარიც გიყიდე, აი ეს სუვენირი შენ! არ მოგენატრე?
-მადლობა.
  ჩამწარებული დაბადებისდღე დუმილში გააგრძელდა.
  საღამოს აჩიკომ საჩუქარი გახსნა. სუვენირის სახით შეყვარებული წყვილი იყო.აჩიკომ ზიზღით შეხედა სუვენირს და შემდეგ ნაგავში ისროლა, რადგან ეს წარსულის მოგონებებს აუშლიდა, ძველ გრძნობებს გაუღვიძებდა, გოგოსაც ალბათ ეს უნდოდა, მაგრამ სუვენირი უკვე ნაგავში იყო და მსგავსი რამ არ მოხდებოდა.
  ეს გოგო რამდენჯერმე სხვა დროსაც გამოჩნდა აჩიკოს ცხოვრებაში, ბოლოს რომ მივიდა ცალკე გაიყვანა და სათოფეზე გაკარება აუკრძალა თან დაემუქრა, თუ არ გაჩერდები, ჩემს თავზე პასუხისმგებელი არ ვარო, მაგრამ უამრავ ადამიანისგან დასმულ შეკითხვას: თუ ვინ იყო ეს ქალი? თავი ვერ აარიდა და ერთ მშვენიერ დღეს თავის წარსულის საიდუმლო, რომელიც არავინ იცოდა, მეგობრების წინაშე მოჰყვა:
  აჩიკო მეათე კლასში იყო რომ ერთ გოგოზე უიმედოდ შეყვარებული იყო.ის გოგო მისგან საჩუქრებს იღებდა, მაგრამ სხვა ბიჭები მოსწონდა. ერღ მშვენიერ დღეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, შეხვედრაზე დათანხმდა, ტელეფონს აღარ უთიშავდა, პასუხობდა და საათობით ელაპარაკებოდა. აჩიკოს ეგონა, აჰა როგორც იქნა ბედმა გამიღიმაო, მეცხრე ცაზე დახტოდა,მაგრამ შემდეგ როგორც გაირკვა თურმე ამ გოგოს აჩიკოს ძმაკაცი მოსწონდა და გამოიყენა, რომ დაახლოებოდა. აჩიკო თავს მოტყუებულად გრძნობდა.საშინელი იმედგაცრუება ჰქონდა დაუფლებული, თითქოს რეალობას გაექცა მცირე დროით და ზეგარდმო ძალით ისევ იმ რეალობას დაუბრუნდა, მაგრამ ახლა უფრო მუქ ფერებში იყო, შესაბამისად უფრო მეტად მოუნდა, ისევ იმ ძველ რეალობაში დაბრუნებულიყო, ან უცბად გაღვიძებოდა და ეს ყველაფერი საშინელი კოშმარი აღმოჩენილიყო, მაგრამ არა ეს იყო სიმართლე. ის გოგო და მისი ძმაკაცი სკოლის დამთავრების შემდეგ დაქორწინდნენ. ნეფე პატარძალმა მთელი კლასი დაპატიჟა, მაგრამ ის არ მივიდა, რადგან ეს მის პატივმოყვარეობის გადახაზვას ნიშნავდა. ამ ამბიდან რამდენიმე წელიწადში აჩიკოს ეს ცუდი შემთხვევა გონების მხოლოდ ერთ კუნჭულში ჰქონდა გამოკეტილი და არ ეგონა, გარეთ გამონთავისუფლება თუ მოუწევდა, მაგრამ როგორც ჩანს განგებას ასე სურდა.
  - ახლა ნეტავ რაღა უნდა? - იკითხა ლუკამ.
  -არ ვიცი და არც აქვს  მნიშვნელობა. მთავარია აღარ გამოჩნდეს.
  -იმედია აღარ გამოჩნდება თქვა ფიქრიამ.
    -მაგ გოგოს მეც ვიცნობ. როგორც მსმენია შარშან ქმარს გაშორდა, რაღაც სისულელეზე იკამათეს და ქმარმა მიატოვა. იმასაც ამბობენ საშინელ დეპრესიაში იყოვო, მაგრამ ეს თუ მართალია, როგორც ჩანს ახლა უკვე კარგად არის - თქვა ერთ-ერთმა მეგობარმა.
      -მაგან შენი წარმატების ამბავი გაიგო და ძველი ურთიერთობის აღდგენას ცდილობდა, რომ ბოლოსდაბოლოს გათხოვილიყო. ეტყობა წარმატებულ მამაკაცებს ეტენება ახლა, თორემ მაგ გოგოს იმდენი მთხოვნელი ჰყავს,სხვა რომელიმეს ცოლად გაყოლა არ გაუჭირდებოდა -  თქვა მეორემ.
        -შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ ურჩევნია სხვა მოძებნოს, მე მაგის ჩიტი არ ვარ, ვინც ერთ დროს სიავე მაწვნევინა, მეორე წუთას ჩემთან სიამოვნება რომ უნდა, ავცანცარდე. თავის დროზე ეფიქრა ამაზე და არ გაეკეთებინა, ის რაც გააკეთა!
          -მართალი ხარ.
          აჩიკოს სახლიდან გამოსული ფიქრია და ლუკა  სახლისკენ მიდიოდნენ, თან ამ ამბავზე ფიქრობდნენ და გულში კარგ განწყობაზე იყვნენ რომ მსგავს ადამიანთან არასდროს ჰქონიათ შეხება, შესაბამისად არასდროს არავის გამოუყენებიათ.

                                                                                6
          დაადგა ზაფხული. მზე თავის სხივებს უხვად ისროდა.ხალხი ქუჩაში გამოსული იყო.  დილიდან გვიანობამდე ხალხი გარეთ იყო. მათ შორის იყვნენ ფიქრია და ლუკა. ისინი მეგობრებთან ერთად ხან სად დადიოდნენ და ხან სად.
        ერთ მშვენიერ დღეს  როდესაც მეგობრები პარკში სეირნობდნენ, უცბად აჩიკო ზამთარაძეს  ასეთი იდეა მოუვიდა თავში:
      -ბავშვებო ხვალ ლისის ტბაზე წავიდეთ, რას იტყვით?
      -კარგი  თქვა ლუკამ, სხვებიც დაეთანხმნენ, მაგრამ ფიქრიამ იუარა:
      -ხვალ ჩემი დეიდაშვილის დაბადებისდღეა, ბოდიში მაგრამ ვერ წამოვალ.
      -კარგი, არაუშავს. 
      გათენდა მეორე დღე. დათამ და ლუკამ ისაუზმეს.
      -მამა დღეს სამ საათზე მეგობრები ლისის ტბაზე მივდივართ, ცოტას გავერთობით და უკან დავბრუნდები.
        -კარგი შვილო.
        დაახლოებით ორ საათზე ლუკა სახლიდან გავიდა. გასვლისას რაღაც ძალამ უკან მამასკენ მიაბრუნა და კიდევ ერთხელ შეხედა. მან არ იცოდა ასე რატომ მოიქცა, უბრალოდ შიგნიდან რაღაც ძალამ აიძულა, ასე მოქცეულიყო. ფილმებში  ნანახი აქვს რომ მსგავსი რამე გამოთხოვებისას ხდება, მაგრამ ახლა ეს რა შუაში იყო?  ლუკას ამაზე საფიქრელად დრო არ ჰქონდა, თავიდან ამაო აზრები მოიშორა და გზა გააგრძელა . შვიდი საათი გახდა. ლუკა ჯერ კიდევ არ იყო მოსული. მამა ანერვიულდა, დაურეკა შვილს, რამდენიმე ზარი გავიდა, მაგრამ არ უპასუხა. შემდეგ მის მეგობრებს დაურეკა, ნაწილმა არ იცოდა,  სად იყო მისი შვილი, ნაწილმა არ უპასუხა. ბოლოს რომ ვერაფერი გაარკვია ერთ-ერთ მეგობარს ფიქრიას ნომერი გამოართვა და დაურეკა.
      -ალო. 
      -გამარჯობა ფიქრია, მე ლუკას მამა ვარ. ჩემი შვილი შენთან ხო არ არის?
      -არა, დღეს მეგობრები ლისის ტბაზე აპირებდნენ წასვლას, მე ჩემი ნათესავის დაბადების დღის გამო ვერ წავედი..
      -კარგი.
    დათამ ლუკას მეგობრებს ისევ დაურეკა. ისევ არცერთმა არ უპასუხა.უცბად მის ნომერზე უცხო ნომრიდან ზარი შევიდა.
      -დიახ.
      -ბატონი დავითი ბრძანდებით?
      -დიახ. 
      -ბატონო დათა, მე პოლიციის ლეიტენანტი გივი ხურციძე გახლავართ, არ ინერვიულოთ რასაც გეტყვით, მაგრამ მემგონი თქვენი შვილი გარდაცვლილი ვიპოვნეთ. აქ ტბასთან მობრძანდით.
    დათას მეხი დაეცა, რაღაც მის თავს რაღაც უბედურება ხდებოდა. იმედია ეს ყველაფერი ტყუილი იყო და მისი შვილი კარგად იყო. დათა ტბასთა მივიდოდა და ამას გაარკვევდა.
  -კარგით.ახლავე მოვდივარ კანკალით თქვა კაცმა.სანამ გამოეწყო წასასვლელად ყველაფერმა კანკალი დაუწყო, აი ასე ჩაიცვა დათამ და გავიდა გარეთ. ტრანსპორტშიც ზუსტად ასე იჯდა. ხალხი ეკითხებოდა რამე ხო არ გჭირდება უფროსოვო, მაგრამ ყველას პასუხი არათი იშორებდა თავიდან.
  დათა მივიდა ლისის სანაპიროზე. იქ უამრავი პოლიციელი შეკრებილიყო.
  - ბატონო დათა შეხედეთ გვამს, თქვენი შვილია?
  -დ ი ა ხ,ჩ ე მ ი ა, ჩ ე მ ი დ ა თ ა  ამბობდა ამ სიტყვებს და ნერვიულობისგან მთლიანად კანკალებდა და სიტყვების წარმოთქმის დროს სახე უთდროდა. რ ა  მ ო ხ დ ა?
  დათა უფრო აკანკალდა.
-შემოვლისას აღმოვაჩინეთ რომ ახალგაზრდებს წყლიდან რაღაც, ან ვიღაც გამოჰქონდათ, რომ მივედით  გვამი აღმოჩნდა, მოსულიერებას ცდილობდნენ, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო. როგორც გაირკვა ლუდი დაულევიათ, ეს ადამიანი  წყალში პირველში შესულა და გული გასკდომია.
  -ვაიმე, შვილო! ახლა ის ბიჭები სად არიან?
  -ოფიციალურ დაკითხვაზე ჩვენმა თანამშრომლებმა წაიყვანეს. ამ გვამს გამოვიკვლევთ, რომ ვიცოდეთ რეალური მიზეზი გარდაცვალების და ბატონო დათა მერე თუ რამე დაგჭირდათ გვერდით გვიგულეთ, გინდათ პანაშვიდის გადახდაში და დასაფლავებაში, გინდათ ისე.
    დათას ხმა არ ამოუღია. ის თავს იკავებდა რომ არ ეტირა. იქაურობას მოშორდა, ერთ კუთხეში სადაც არავინ იყო მივიდა და აქვითინდა, შემდეგ უცებ აზრი დაუარა რომ თავი მოეკლა, უცბად თავიდაუნებურად აღმოხდა:
    -"ღმერთო მართალია უღმერთოთ ვცხოვრობ, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი თუ ჩემთვის ყველაზე ძვირფასს წამართმევდი. რატომ გამამწარე ღმერთო?"
    რაღაც ძალამ უცბად აამოძრავა, თითქოს პულტით მართავდა ვიღაცა და ყოველ ნაბიჯზე ამას იმეორებდა. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ ეკლესია გამოჩნდა. ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შევიდა. შიგნით  საკურთხევლიდან ორი მეტრის დაშორებით დიდი ჯვარი იდგა დათა მართალია დიდიხანია აღარ ეკარებოდა ეკლესიას და თავი ურწმუნოდ მიაჩნდა, მაგრამ ახლა როდესაც დიდიხანია აქ არ ყოფილა და ეგონა  მორწმუნე აღარ იყო,მისი ეს საქციელი არაბუნებრივი იყო, მაგრამ ერთი შეხედვით  მის შიგნით არსებულ რწმენის მცირე თესლიდან პატარა ნერგი აღმოცენებულიყო, ასევე გონებაში ღრუბელზე მჯდომარე თეთრწვერიან მოხუცის განსჯით იყო დაკავებული, რადგან მისთვის ძვირფასი ადამიანი  წაართვა და ჯვარს ზიზღის თვალით უყურებდა. დათა ჩქარი ნაბიჯებით  ჯვართან მივიდა,თავი თხლიშა და  წაქცია. ხმაურზე მღვდელმსახურები გამოვიდნენ და დაინახეს წაქცეულ ჯვარზე იწვა კაცი, ტიროდა და სულ ამ სიტყვებს იმეორებდა:
      -"ჩვენ უღმერთოებმა საკუთარი ღმერთი გამოვიგონეთ, რომელიც ყოველთვის მოწყალეა, მაგრამ რეალური მრისხანეა და ყველა არაეკლესიურს თავის ძვირფასს ადამიანს ართმევს".
        დაცემისგან გამოცემულ ხმაზე მღვდლები და სტიქაროსნები საკურთხევლიდან გამოვიდნენ. წინამძღვარმა ერთ-ერთ სტიქაროსანს უბრძანა:
      -ჯვარი წამოაყენეთ ფეხზე და ეს კაცი მოსასვენებელში  მომიყვანეთ
        -კარგი.
      მღვდლის წინაშე დათა თავდახრილი იჯდა იმავეს იმეორებდა, რაც ცოტახნის წინ.
        -შვილო ჩემო მომიყევი შენი ამბავი.
        დათამ ცოტახანი მოძღვარს ყურადღებას არ აქცევდა, თავის განცდებში იყო, შემდეგ როდესაც გაიაზრა რომ მის გვერდზე ვიღაც იჯდა, ვისთანაც საუბარს შეძლებდა, ძალა მოიკრიბა და  საუბარი წამოიწყო:
      -მამაო ღმერთმა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი, შვილი წამართვა. ახლა როგორ უნდა ვიცოცხლო?! აქამდე რომ მეგონა, ღმერთი ყველას მიმართ - ურწმუნოებისადმი, თუ მორწმუნებიისადმი მოწყალეა, თურმე ვცდებოდი. მან ჩემი ცხოვრების გამო დამსაჯა.
          -მაგას ნუ ამბობ, ღმერთი მართლაც მოწყალეა
          -თავიდან ისე მიდიოდა ჩემი ცხოვრება, მეც ეგრე მეგონა. ცოლსაც რომ დავშორდი, ეგეც მოწყალებად ჩავთვალე და რადგან მისი ისეთი საიდუმლო გამჟღავნდა, რომ მასეთი ცოლი ნაღდად არ მინდა, მაგრამ შვილის გარდაცვალება? ღმერთო! ღმერთო!...... შვილის გარდაცვალება ჩემთვის ძალიან დიდი დარტყმა.
        -შვილო ჩემო არაეკლესიურად რომ ცხოვრობდი, ეშმაკი გასცემდა შენთვის მოწყალებას, მაგრამ ეშმაკი ამას უფასოდ არ აკეთებს, ის საზღაურს მოითხოვს და მიიღო კიდევაც თავისი.
        დათა  უფრო მეტად ატირდა და თქვა:
      -მე მეგონა ჩემ ურწმუნეობის გამო ღმერთი იყო მწყალობელი, მაგრამ  მთელი ეს წლეები რაც ამ ქვეყნად ვარ, თურმე სიცრუეში მიცხოვრია და ეშმაკს ვუნთებდი სანთელს.
    -ახლა შენ ცუდ მდგომარეობაში ხარ, მაგრამ ღმერთს მიენდე და მოძლიერდები.
    -მადლობა მამაო.

      რამდენიმე წელიწადში დათა ყველანაირად მოძლიერდა. მას მოძღვრის სიტყვები თავში ჰქონდა და დაიწყო ცხოვრება როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს შეეფერებოდა. ეკლესიაში ხშირად დადიოდა. თავის უღმერთო ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.ჯერ სტიქაროსანის სტატუსი აღიდგინა, შემდეგ ნუსხური ისწავლა და მედავითნე გახდა. თუ ვინმე შეეკითხებოდა როგორ უნდა შედგეს ადამიანი სწორ ქრისტიანულ გზაზე? პასუხობდა: "ღმერთი შინაგანად გწამდეთ და არა ფასადურად იმისთვის რომ კარგად იყოთ, ხშირად იარეთ ეკლესიაში და ეცადეთ დაიცვათ ღვთის მცნებები, აღსარებისას იყავით გულწრფელნი, არაფერი დამალოთ, არასდროს განრისხდეთ და შეიგინოთ,თუ ასე მოიქცევით,  იცოდეთ ჭეშმარიტ ქრისტიანულ გზაზე დგახართ".
    დათა რომ გარდაიცვალა, ეკლესიის ეზოში დაასაფლავეს. აქ მოსული ადამიანები პატივს სცემდნენ, ამიტომ ყოველ აღდგომა დღეს  ღამის თენების დროს, თუ არ ჩავთვლით ახალ შემომატებულ ადამიანების მცირე რაოდენობას, ყვავილები მოჰქონდათ და საფლავზე მოწიწებით ალაგებდნენ, ამ ადამიანს შორის მღვდელმსახურებიც ერივნენ, ისინი ან პირველი დებდნენ, რიგით ადამიანებთან ერთად, ან ბოლოს.
                                                                        დასასრული

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები