ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ნინო--
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2021


მონოლოგი

ცოტა არ დარჩა იმ დღეების ჩამოთოვამდი,
სევდანარევი სიტყვებით რომ ლექსად გაფრინდა,
ბოლო ხანია სათქმელს თავი ვეღარ მოვაბი,
განა იმიტომ არ ვიცოდე რისი თქმაც მინდა,
უბრალოდ ბევრად მეტი გახდა გადასატანი,
ზოგჯერ ისე ვარ გავურბივარ ყველა სულიერს,
და მერე ფიქრი მობჯენილი როგორც საფანტი,
მაინც და მაინც გულის სიღმეს ტკივილს უმიზნებს.
მცდელობა - როგორ გამოექცე ამნაირ სიკვდილს,
და ყოველღამე ისევ ისე იწყებ თავიდან,
ქარები ხეებს გაუბამენ გამჭორავ ქირქილს
პოეზია და მწუხარება რაშიც დაგჭირდა.
სულ კარგად იცი რომ დარდები არ ჩაივლიან
ნუ აეკრობი აჩრდილებს და დაშვებულ ფარდებს,
მოვა დღე როცა სანატრელი ხის აივნიდან,
მარტოობას და მწუხარებას გადმოალაგებ.
აღარც საკუთარ თვალებს ეტყვი მერე სამდურავს,
ხელებსაც სითბო წაერთმევათ ყმაწვილქალობის,
წლებს საბოლოო სიმშვიდისთვის ჩუმად დახურავ,
რომ აირჩიე იმ ბედის და იმ გზის წყალობით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები