ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2021


შვილის კვალი

კარამელია ამიტომაც ილევა,
არსისფერია ამიტომაც უფეროა
დარანდულია ამიტომაც გარინდულა
ფარჩისმდომია ამიტომაც შიშველია
ქალი სწორია ამიტომაც უტვინოა
მოლოტოვია ამიტომაც განადგურდა
წყარო ჰქონია ამიტომაც მწყურვალია
გული კრული აქვს ამიტომაც გადიდგულდა
დარდმა მოძია მაჭარივით ამოდუღდა
კანი-ხავედრი უკვირტოდაც ამოკორდდა
ბევრი გაიღო სიხარული გაუნელდა
შვილი ეყოლა ურემამდე გადაბრუნდა
შვილის სიძვირით არაფერი აღარ იმდომა
ვარდი გაიპო სევდიანი ღიმილით კრთოდა
გამოიძია რა ჰქონდა და რისთვისა ცხონდა
აღარ იდარდა გულისყური რადგანაც ჰქონდა
ფრთები გაშალა შვილის სუნთქვამ სევდა დაშალა
ხარება იწყო სახეებით გამონატანმა
თვითონ რაც იყო ყველა თვითონ შვილში გათვალა
დათვალა კორდმა კიჭუნები მოუკალავა
შვილის ნაბიჯებს ლოცვის კვალი გამოეთალა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები