ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2021


* * *

დღემ ჭამა ხორცი
და ჩემი ძვალი დასახრავად  მიუგდო ღამეს.

თავგამოდებით ღრღნის ღამე ძვალს,
ლოკავს და ამტვრევს,
ხრტილს აკნატუნებს.

და სიბნელეში საზარელი ჩამესმის ხმები,
გაყრუებულან ტყეები და
ქვები კივიან,
ტალღამ რომ ნაპირს მოახეთქა, ნავი კი არა,
ჩემი ძვლებისგან აგებული მომცრო ტივია.

ერთხელაც დავშლი ამ უკუნეთს
მარტივ ხერხებად
და გავეკვრები ქრისტესავით
ტივის ხერხემალს.

შენ ახლა ხედავ,
მთვარესავით ამომდის სული
დენის წყაროდან გამოგლეჯილ ცის მონიტორზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები