ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა_გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2021


ღმერთი ტუალეტშია

როცა საკუთარ საპირფარეშოში
2 ღერი სიგარეტით ვიკეტები,
თუ ჩემს კარმიდამოს აღვიქვამ სამყაროდ,
ვიტყვი რომ სამყარო ჭკუიდან იშლება,
ჩემი ძაღლები იტაცებენ ქუჩის
უჯიშო და სუსტ ძაღლს და სცემენ,
განწირული ხმით აწკავებენ
და საკუთარი სუფთა სისხლიანობის
გარდაუვალ უპირატესობას უმტკიცებენ.
მერე ტოვებენ დაქანცულ მეტისს
და მეზობლის ეზოდან ქათამს იტაცებენ,
ქუჩის მეტისმა შეიძლება იცოცხლოს კიდევ,
თუმცა ქათამი მტერი კიარა
საკვებია
ჩემი სუფთა სისხლის ძაღლებისათვის,
ამ ყვრლაფერს რომ შევეშვათ,
ნაგვის მანქანამ ჩაიარა უკვე ქუჩაზე
და 1 კვირა კიდე უნდა მქონდეს ეზოში ურნა,
ამასაც რომ თავი დავანებოთ,
ვინ მოუშვა ონკანი,
ახლა რომ მინდორს მიტალახებს,
ამასაც რომ თავი დავანებოთ,
და ისევ ძაღლებს მივუბრუნდეთ
რომლებმაც უკვე ჩემს მარიხუანას
ფოთლები მოაჭამეს,
მარიხუანასაც რომ თავი დავანებოთ,
ტალახიან მოლზე ნარბენნი,
სახლში შეიპარნენ და ჩემს საწოლს სვრიან,
საწოლის ტალახიან ნაკვალევსაც
რომ თავი დავანებოთ,
მკვდარი ქათამიც აათრიეს
და სისხლი და ბუმბული
ერთად ბილწავს ჩემს საძინებელს,
და აი,
დგება დრო და ვრეცხავ უნიტაზს,
გამოვდივარ და მეტისს ვმკურნალობ,
ნაგავი გამაქვს შორ სანაგვესთან,
იქვე ბაზარში ვყიდულობ ქათამს მეზობლისათვის,
შინ მოვდივარ და ვალაგებ ოთახს,
სარეცხ მანქანაში ვყრი თეთრეულს
და ძაღლებს ვაბამ,
მერე შევდივარ ოთახში და
ვრთავ საინფორმაციოს,
და მხოლოდ ერთი აზრი მიჩნდება,
აზრი, რომელსაც თხოვნაც მოსდევს
და ვითხოვ კიდეც:
ღმერთო, გამოდი ტუალეტიდან,
გამოდი, - ამიიიიინ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები