ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2021


იყო დრო

იყო დრო, მეც ვწერდი ლექსებს
გული ვერ იტევდა გრძნობებს
აუთვლელს ვატანდი კოცნას
შენი თვალებისთვის მლოცველს.
იყო დრო, შენს სუნთქვას ვგრძნობდი
და ტუჩის  შეხებას  ტუჩთან
შენზე  ფიქრიცა  და  დარდიც
მკერდზე დამფენოდა  ურჩად
იყო დრო...
                  ჰო  ის დრო, როცა
სურვილს ეხვეოდი თასმად
წუთები_ ლექსების გვერდით
გვირილის ფურცლების ასხმა...
იყო დრო, მიყვარდი ძლიერ
იყო დრო, მეც ვწერდი ლექსებს
ახლა გვერდიგვერდ  რომ  გვძინავს, 
იქნებ  გადმობრუნდე  ჩემსკენ  ?!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს