ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
21 სექტემბერი, 2021


არჩევნები ტყეში

N ტყის მმართველი დათუნა,
უეცრად გარდაცვლილიყო,
იმ ტახტის დასაკავებლად,
ამბავი ატეხილიყო...
დათვის ვაჟიშვილს, დათუჩას,
უნდოდა მამის ადგილი,
მეტოქეებთან ბრძოლა კი,
სულაც არ იყო ადვილი.
- დემოკრატიას ტყეშიაც,
რომ ვეზიაროთ დროაო,
ვინც არჩევნებში იმარჯვებს,
ადგილზეც იგი მოვაო.
მგელი, მელა და ტურაც კი,
იმ სკამისათვის იბრძოდა,
თანაც, ყოველი მათგანი
ათას სიფლიდეს იქმოდა.
ყველას მელიამ აჯობა,
კარდაკარ ჩუმად ირბინა,
ხმის მისაცემად მხეცები,
თავისკენ გადმოიბირა.
იმ გულუბრყვილო დათუჩას,
არ შეისმინეს მუდარა,
„ფლიდობით მომერიაო“-
მელას დაუწყო მუქარა,
მაგრამ ვერარა გააწყო,
მელაა უკვე მმართველად,
დაცვა დაჰყვება დარაჯად,
ტყეშიც, გზებზეც და მთა-ველად.
სამწუხაროა, რომ ხშირად,
უღირსს ერგება ადგილი,
დემოკრატიის გაგება,
მართლაც არაა ადვილი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები