ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2021


* * *

- ღმერთო...
ყოველი ჩემი წინადადება ასე იწყებოდა,
ყოველ წუთს  მეორდებოდა
და კითხვის ნიშნით მთავრდებოდა.

ვბრაზობდი საკუთარ თავზე,
წარა-მარა რომ ვახსენებდი,
ის კი არსად იყო.
მერე ვბრაზობდი თავად სიტყვაზე,
- რა გინდა შენ ჩემს წინადადებებში,
რას აღნიშნავ, რაც არაა?

მერე ძალიან მინდოდა რომ ყოფილიყო,
ჩემთვის თუ არა,
მისთვის მაინც,
რომ მხოლოდ იმ საშინელი ბორცვის ქვეშ არ მგულებოდა,
რომ ყოველი მცირე,
თუ დიდი,
სხვა ბორცვის ქვეშ არ მგონებოდა.
რომ...
რომ
არ უნდა უკვდებოდნენ დედებს შვილები,
არც შვილივით გაზრდილი დები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები