ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
26 სექტემბერი, 2021


გილოცავთ ქეთევანობას!

26 სექტემბერი წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღეა, წმინდა ქეთევანის ძალა და მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს.

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთიდან - საქართველოში ჩამოასვენეს, დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში სამუდამოდ დარჩება.

1624 წელს ირანის ქალაქ შირაზში, შაჰ-აბასის ბრძანებით, აღესრულა წმინდა ქეთევან დედოფალი, რომელმაც სასტიკი წამებით სიკვდილი არჩია „გათათრებას“ - მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და სამშობლოს ღალატს.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

ქეთევან დედოფალი

შირაზის ველზე დედოფალი გამოჰყავთ... იწვის
კელაპტარივით ქეთევანის გული ამაყი,
ისევ ჩაესმის მშობლიური ყივილი მიწის
და იმას დარდობს, ქართულ მიწას რომ ვერ დავაყრით.

და გააშიშვლეს დედოფალი - მუდამ ამაყი,
ნელ - ნელა ქრება კელაპტარი, სულშიც ღამდება,
ვიდრე მოვკვდები, ვიდრე გულზე ცრემლებს დამაყრით,
თუ დამილოცავთ ქართულ ფესვებს, გამეხარდება.

ეწამა დედა - კახთა მეფე თეიმურაზის,
ვით სულთათანა, სამშობლოში ისმის გოდება,
თვალწინ მიდგება ქეთევანის ფრესკა - სურათი,
ის ერთი იყო, აღარასდროს განმეორდება.

ოთარ რურუა


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები