ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
27 სექტემბერი, 2021


სიმღერა აფხაზეთზე

აფხაზეთის ომში, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოდან - 1993 წლის 27 სექტემბრამდე მიმდინარეობდა, ქართველი ბიჭები პოეტ არჩილ სულაკაურისა და კომპოზიტორ გოგი (გიორგი) ცაბაძის ლექს - სიმღერას - ,,ჟღალ მიმინოს“ მღეროდნენ.

უამრავი ქართველი შეეწირა აფხაზეთის ომს, მათ შორის იყვნენ მსახიობები: საშკა იოსელიანი, ლევან აბაშიძე, მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის შვილი - ირაკლი და მწერალ რევაზ მიშველაძის შვილი - არჩილი.

ჩემმა ფოლკლორისტმა მეგობარმა - გიორგი ჯმუხაძემ 19 წლის ბიძა დაკარგა აფხაზეთის ომში, მამუკა ჯმუხაძე.

2012 წელს აფხაზეთის ომის გმირებზე ლექსი დავწერე, გიორგი ჯმუხაძემ ჩემს ამ ლექსზე სიმღერა დაწერა, რომელიც ბიძამისის ხსოვნას მიუძღვნა.

ისევ ისე გელოდებათ აფხაზეთი


ისევ ისე გელოდებათ აფხაზეთი,
რომ ერის ხმამ ძველებურად იჭექოს...
რომ გვიყვარდეს უფრო მეტად ერთმანეთი -
აფხაზეთში ნაომარო ბიჭებო.

ისევ ისე გელოდებათ აფხაზეთი,
მზე უთქვენოდ სოხუმშიაც არ მზეობს!
საქართველოვ! არასოდეს დამთავრდები,
ღმერთი იცავს ქართველების სამზეოს!

ვიდრე ჩვენში ,,ჟღალ მიმინოს“ გულიც მღერის,
არ ჩაქრები წინაპართა სანთელო!
გაუმარჯოს მამუკას და სხვა ბიჭების
აფხაზეთში ნაომარ საქართველოს!


ოთარ რურუა


სიმღერის ავტორი: გიორგი ჯმუხაძე


ასრულებენ: გიორგი ჯმუხაძე და ლადო დონღვანი
https://www.facebook.com/otar.rurua/videos/2367934726605048

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები