ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2021


გერტრუდას პასუხები-2 (წრე მეორე)

ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო,
მართლაც არ ვიცი, რა პასუხი უნდა მოგიგო?
შენს წერილებში არის კრძალვა და მოწიწება,
სად მოახერხე ამ სიტყვების შეკოწიწება?
სად შეაგროვე ამ სიტყვების ვრცელი მარაგი?
ქათინაური, ალუზია, რიტმი, ქარაგმა,
სად ააშენე ამ სიტყვების მტკიცე კოლონა?
დილით ვაპკურე მაჯას შენი ოდეკოლონი,
შენი სურნელი თუ მომაკლდა, მაჯას ვიყნოსავ,
წერილთან ერთად შემოვგზავნი ნიცშეს, სპინოზას,
მამარდაშვილს და ლეჟი ეცის, თავად ვოლტერსაც,
განა რა არის ეს ცხოვრება-ომი, პროტესტი,
ხან ტრაგედია, ხან უბრალოდ იუმორესკა,
წყალს წაუღია უმყიფესი ყველა გროტესკი,
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო,
მართლაც არ ვიცი, რა პასუხი უნდა მოგიგო?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები