ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
28 სექტემბერი, 2021


ანტიკომუნისტურ საქართველოზე გამავალი „აბრეშუმის გზა“ და ჩინური კომუნიზმი

ანტიკომუნისტურ საქართველოზე გამავალი „აბრეშუმის გზა“ და ჩინური კომუნიზმი



დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს ეკონომიკური ლიდერი უკვე თითქმის არის, ან უკვე არის კომუნისტური ჩინეთი.


საქართველოს ყველა ჯურის ანტიკომუნისტებო, მაო ძე დუნის შრომები რომ იკითხოთ, არა? მალე დაგჭირდებათ.


ისე, კომუნისტური იდეოლოგია რომ დანაშაულებრივ იდეოლოგიად გამოაცხადეთ, მანამდე რუკას ვერ შეხედეთ?


თუ კომუნისტური ჩინეთი თვალში გეპატარავათ?


„აბრეშუმის გზაზე“ გვინდა ჩინეთის ტვირთები გავატაროთო, ფულები გავაკეთოთო, ჩინური ფული გემრიელია, უნდა ვჭამოთო, რომ ამბობთ, იმაზე არ გიფიქრიათ, რომ ეს ფულები კომუნისტური ჩინეთის ფულებია?


და დასავლეთის ყველა ბრძანებას რომ ასრულებთ მონური მორჩილებით, ალბათ, ამ „აბრეშუმის გზის“ ბლოკირების ბრძანებასაც შეასრულებთ, როცა გიბრძანებენ დასავლეთელი ბატონ-პატრონები, და ასეთ გარემოებებში რომ ჩინეთი "აბრეშუმის გზას" საქართველოზე არ გაიყვანს, ანუ, თავის ტვირთებს საქართველოზე არ გაატარებს, და შესაბამისად, ვერც ჩინურ ფულებს ვერ შესანსლავთ, არც ამაზე გიფიქრიათ?



კახაბერ როდინაძე, ადვოკატი (ბათუმი, აჭარა)

28.09.2021

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები