ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2021


ნატალიას კატოს- უცნობ ფერიას

შუაღამეა.
უძილობის ღმერთის ხმობაზე
კორპუსის ბებრულ შფოთვებს შორის
  ფიქრი მძიმდება.
ჰგავს  მოწყვეტილი ვარსკვლავების
  მთა- მონპასიეს,
დაუდევრობით მიმოფანტულს
მტირალ მძივებად.

ციდან დაშვებულ ბილიკს ადგას
გოგონა- მზერით ნუკრის,
დამფრთხალის,
სიყვარულის ფერებით  მუჭში.
დედა ადარდებს, მაგრამ სჯერა,
მიხვდება ისიც,
რომ დროებითი სავანეა
პლანეტა ლურჯი.

მაღლიდან ცრემლს ჰგავს დედამიწა.
დედაც და მიწაც-
ორივ თბილია და მდუმარე.
ხმები შიშობენ
სივრცის გარღვევას:
ქერუბიმი  უგალობს  სძლისპირს
ყრმა  ანგელოზის კელიაში
დედა ღვთისმშობელს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები