ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2021


სიმშვიდის მირინოსი

ჩავლილმა წლებმა დამანახეს ძალა მოთმენის,
თუმც, მაინც მინდა ამოვუშვა ჯინი ბოთლიდან.
რას მანიშნებენ ნეტა ხეზე ხმელი ფოთლები,
იქნება ქარზე, ბოლო დროს რომ გამიორპირდა...
ალიკაპები ამოვუდე ფორიაქობებს,
მე შენ გეტყვი და, დრო არ არის ახლა ასეთი...
ყვავს რაც არა აქვს, ბუს საიდან უნდა გაჰქონდეს,
დრო სულ თავს ირთობს ძველ სიბრძნეთა გადაფასებით...
გულის კუნჭულებს ვასუფთავებ, გადმოვალაგე
ყველა ის, ვინაც აღარ ღირდა საგენაცვალედ.
გახუნებია ლომბარდებში თვალი სმარაგდებს,
ყოფამ ცხოვრება ხომ არა და, არ დამაცალა...
არ დაასრულა ოცნებამაც მიაცმოაცი,
იმ ასაკში ვარ, რომ არ მჯერა უკვე ზღაპრების.
ჩემს თავს სიმშვიდის მირინოსი მხრებზე მოვაცვი
თავსაფარად  კი ჩემი რწმენა გადავაფარე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები