ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
30 სექტემბერი, 2021


ვერ გადავიტან

ბაგე ღიმილით შენიღბულია,
ვწერე ლექსებად ჩვენი ზღაპარი,
რაც მაბადია, შენი გულია-
ჩემი ურყევი თავშესაფარი.

ქრება სიმშვიდის პოვნის მცდელობა
და ფორიაქი მიპყრობს თავიდან,-
ვერ გადავიტან მე  უშენობას,
ვერც ულექსობას ვერ გადავიტან.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები