ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2021


* * *

შეხედე ხელებს - ამ ხელებიდან,
როდესაც დილის ცივი ქარია,
ალბატროსები -ამხელები და
პელიკანები, რაც კი არიან,
შენს ხელებამდე,
სწაფლობენ ფრენას
შენს მიწებამდე, რომლის ველებზე
გადარეული ცხენების რემა
და ქარი დაქრის, უპირველესი.

ამ თვალებიდან აიღეს გეზი
რუხმა ყანჩებმა, რუხმა თოლიამ.
მთელი ცა გეძებ, მთელი ცა გეძებ,
მაგრამ მიწა ხარ და ამ თოვლიან
ებრძვი ამინდებს.

მე არ მეკუთვნის ერთი ქცევა მიწის ნაწილი.
მაგრამ ყოველთვის მოვდივარ და შენს საზღვრებს ვარღვევ.
ხელს გადებ გულზე, მატარებლებს როცა ვაცილებ
და ფესვებს უშვებს ჩემს წვრილ ძვლებში ამ გულის ძარღვი.

ვიდრე მამხილო სიმართლისთვის, ვიდრე მახლიდე-
რომ მოვალ , როგორც შემოდგომა გიჟთა და შერთა,
ყველა ზეციდან წამოსული, ყველა სახლიდან
ყველა ძაღლისგან- შენთან,

მივეყუდები ზურგის მიწას. ჩემი ხელები…
ჩემმა ხელებმა შემოდგომის მოსვლა იციან.
მავნე ჩვევები, მოწყენები, ხშირი ხველება
და ტიციანი.

მაგრამ , ხომ იცი, გამუდმებით აზვიადებენ
მეც ხშირად ვიცდი, როდის იტყვი და მეხუმრები-
რომ ქვეყნად კიდევ არსებობენ განთიადები და
ბეღურები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს