ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: გურო როყვა
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2021


იქ სადაც ბნელია…

თუ ეს ფიქრები  ამ ერთ ღამეს კიდევ გაათევს,
და თუ სიცოცხლე უსასრულო ღამის მტერია,
მაშ, გათენება უჩემოდაც თავსაც გაართმევს,
პოეტებისთვის სხვა მცნებები ისეც მტვერია!!!

რარიგ საოცრად გაიარო შენი ბილიკი,
გინდ ფრენით მაღლა,თუგინდ, ფორთხვით_გასავლელია...
ყურში ჩამესმის უმეცართა უშნო ქილიკი,
ისე ვიარე, ერთი ფეხიც არ ამრევია...

თუმცა, ძნელია დაუმტკიცო მოყვასს სიმართლე,
ფიქრი თავნება ჩემთვის უფრო საყვარელია,
თუნდ აღარ ჩანდეს ჩემს ბილიკზე მთვარის სინათლე,
მე მაინც ვივლი,ეს ხომ ჩემი გასავლელია....

და ზედ ალიონს წავაწყდები ალბათ ჯიუტად,
ისევ დამლეწა იმ გზის ძებნამ,სადაც მელიან,
მე ამ ცხოვრების გამოუცდელს და დებიუტანტს,
შემეშინდება ამ სირთულის...რადგან ძნელია!!!

თუ კი გათენდა, ჩემს ოცნებებს ცაში ავაფრენ,
და  ამ ცხოვრებას ფეხს ავუწყობ, სადაც ნელია,
ბოლოს გავბედავ და ღამეში ისე გავაფრენ,
მე გავანათებ იმ ადგილებს,სადაც ბნელია!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები