ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო--
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2021


ქალი პოეტი

ყველაზე მარტოა
დღეს
ქალი პოეტი,
ყველაზე რთულია
გადაჰყვე იმ ქარებს,
რომელთაც მიწამდე
ლექსებად მოჰყევი,
რომელნიც  დროდადრო
სათქმელსაც გიქარვებს.
არა აქვთ პირადი
ჭეშმარიტ პოეტებს,
ცხოვრების სურვილის
არა აქვთ ნასახი,
დათეთქვილ სიტყვაში
ცრემლები მოედნენ,
როგორაც უდროოდ
შეყრილი სახადი.
უსუსტეს ხელიდან აფრენილ ჩიტივით
ლექსების დამწერი
-პოეტი ქალია,
ზეცამდე ასული
იმათი ჟივჟივი,
უშავეს ღრუბლებსაც ბავშვივით ატირებს.
ცალია,
ის ქალი
მიწაზე ყოველთვის,
რასაც კი
უყურებს
პოეტის თვალებით,
ყველასგან
იმაზე ასჯერ მეტს მოელის,
რაც იყვნენ
და რანიც
ამ დრომდე არიან.
მძიმეა
უსუსტეს ძარღვებზე გეკიდოს
სიცოცხლე
განსაცდელ ტკივილად
მორიგი,
და ეყოს გალიის
მხურვალე გისოსებს,
ცრემლები,
ათასჯერ დაკრული
როზგივით.
შეხედავ აბუზულ
გასაფრენ ბეღურებს,
ვერ მიაქვთ სათქმელი
უშენოდ
ღმერთამდე,
ღრუბლები
უმძიმეს თოვლივით
ახურავთ,
კენკავენ რითმებს
და სტროფებად კემსავენ:-
ჩივილებს,
დაღუპულ უდროო ცხოვრებას,
იმ კალამს,
ლექსებში
ტკივილს რომ ანაზებს,
საყვედურს,
-რომელსაც ვერავის ვერ ეტყვი,
უგებდნენ შესაფერ სიტყვებით ანდაზებს.
პირადი?!
ქალისთვის არაა საჭირო,
როცა წერ
და გქვია სახელად პოეტი,
სიცოცხლე ერთხელ თუ სადღაცას აპრილობს,
ლექსში ჰგავს
ყვავილებს,
უდროოდ მოგლეჯილს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები