ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2021


გერტრუდას პასუხები-3 (წრე მეორე)

ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო,
ყველა ნიღაბი გამეცვითა, დღეს რა მოვირგო?
მე დიდი ხანი ვთამაშობდი უდრეკ და ძლიერ
ქალს და უსაზღვრო მონატრებას ვერაფრით ვძლიე,
რომ უშენობა დამეფარა, როგორც სასტიკი
და საშინელი მოგონება, ფიქრი, სტატიკა,
უიმედობა, ნიჰილიზმი, ფარსი, სიხარბე,
გაქილიკება, ანგარება, სიძვა, სიყალბე,
მედიდურობა, გულგრილობა, შური, სიცრუე,
ვერც ბრმად ვიქეცი, რა თქმა უნდა, ვერც დავიყრუე
თავი, რომ ხელი ჩამექნია ქვეყნად იმაზე,
რასაც ვხედავდი და ვისმენდი-ეს პეიზაჟი
ახლა თვალწინ მაქვს გადაშლილი, წარსულს ბარდება,
წყალს წაუღია ყველა ცოდვა-უაღსარებო!
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო,
ყველა ნიღაბი გამეცვითა, დღეს რა მოვირგო?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები