ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2021


როგორც უყვარდა ვაჟას - ბუნება

შემომეფეთა ბარად შველი და
გამომიკეთა ბეჩავს გუნება,
ის ჩამოვიდა ვაჟას მთებიდან,
გულს მიხარებს და მესალბუნება.

მე ისე მიყვარს შველიც, შვლის ნუკრიც,
როგორც უყვარდა ვაჟას - ბუნება...
ვინც მიცნობს, ჩემი არავის უკვირს,
გულს პოეზიაც ესალბუნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები