ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: სამურაი
ჟანრი: პოეზია
3 ოქტომბერი, 2021


დაღლა (მეგობარს)

დუმილით დაღლა?
ვის გაუგია?!
სხვისი დუმილით - მითუმეტეს!
სხვებისთვის პირი მუდამ აქვთ ღია,
შენ დუმილისთვის  გაგიმეტეს.
მათი ნაპირი აღმოჩნდა გაღმა
ჩუმად გთირავენ, დგანან  პირღია.
თითქოს სიტყვები პირში შეახმათ,
გიკვირს და რაღაც ვერ გაგიგია.
არ „აჭმევ“ სიტყვას? სწორი იქნები
და არამარტო საკუთარ თავთან.
აჭმევ? -
არასდროს გაჩუმდებიან -
აი, რა არის ნამდვილი დაღლა.
ნუ გადაიქცევ დაღლის მიზეზად,
ვიღაცის მადას,
ვიღაცის დუმილს.
მადლობა ღმერთს, რომ აგრიდებია,
არას მომცემი, სიტყვები უმი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები