ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: გურო როყვა
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2021


წმინდა თაობა



სისხამ დილაზე რომ გაჰყვება ზარი ალიონს,
მოხაზავს გრძნობას ერთი მოსმით კალამი მისი,
პოეტთა მეფეს უწოდებენ დღეს გალაკტიონს,
არამგონია ამ წოდების,სხვა იყოს ღირსი!!!

სიყვარულია ყველა მეტრი,ყველა მტკაველი,
ამ სამეფოში ტრფიალებით,თრობა იციან,
სადღაც გრძნობაზე  საგიჟედან წერდა გრანელი.
და სასიკვდილოდ იმეტებდნენ სადღაც ილიას!!!

მთაწმინდის მთვარე შეიმოსავს შემოღამებას,
უკვალავ გზებზე კვლავ იჭენებს ტატოს მერანი,
მერის ჯვრისწერა გააცოცხლებს ფერისცვალებას,
და მესაფლავეს ვეღარ გასცემს პასუხს ვერავინ!!!

ნუ დაიღირებ უგულობას,გახდეს მმართველი,
იმ გზით იარე სადაც ნახავ უბრალოებას,
სიამაყეა თუკი გქვია,გულით ქართველი,
ამ ქვეყანაში ვეფხის ტყავზეც ქმნიდნენ პოემას!!!

ძნელია გრძნობა პოეტებმა მარტო ატაროს,
ყველა სტრიქონი უკვდავების ტკბილი ნოტია,
თუ დაჩოქილი წაიკითხავ “ტანო-ტატანოს”
და თუ მიხვდები,რას გირჩევდა დიდი ოტია?!....

მამისეული სიტყვა ისევ იმეფებს ხალხში,
მუზის გვჭირდება შთამომავლებს წმინდა მზაობა,
ჩემს პოეზიას შევიმოსავ ვით სეტყვას ქარში,
ვიხილო მინდა....ასეთივე დიდი თაობა!!!

გურო როყვა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები