ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პროზა
5 ოქტომბერი, 2021


ფინიკის სურა IV

პალმა

უნდა ვთქვა ჰაერზე გამოვედით თუ არათქო, მაგრამ, უბრალოდ გამოვედით თუ არა,  მოულოდნელად სუნთქვა გაჭირდა, მტვრიანი ხვატი, გუგებზე მზე ლოდებად იწვა, თვალს გვიჭრელებდა, მაშინვე წყალი მოვიკითხეთ, გზად არანაირი ნიშანწყალი, მომცრო ჩრდილების გავლით ნაბიჯს ავუჩქარეთ, ფინიკიანი პალმები, უფინიკო და ისე, თითქოს პატარა გამხმარი პალმების ქუჩა გავიარეთ, კართან გაურკვეველი წარმომავლობის პროდუქტთა მიქსის სუნი იდგა, სასიამოვნოს ვერ იტყოდი, მაგრამ მთლად გულის წასვლა არა, ის საშინელი შიმშილის გრძნობა, ჩვენში რომ დემონივით ჩაბუდებულიყო, ნელ-ნელა ამ სუნს ექზორცისტივით გარეთ გამოჰყავდა, მივხვდი თუ მალე არ ჩავიდებდი ლუკმას პირში, დიდი შიმშილობის პერიოდი დამეწყებოდა ცხოვრებაში, ამიტომ თავი მაღლა ავწიე, როგორც ქართული ისტაბლიშმენტ-ინტელიგენტ წაკლებმა იციან და სასადილოში შევაჭერით, ცუდი ფიქრები გამეფანტა და უარესი დამიგროვდა, გარემო უფრო ციხის ოთხი კედლის და ერთი ფანჯრის თემა აღმოჩნდა, სხვების არ ვიცი, მაგრამ მე მჯერა, რომ თუკი ნამდვილად გინდა გემრიელი საკვებით ისიამოვნო, და არა უბრალოდ გაძღე, როგორც ჩვენშია გავრცელებული, კარგ საჭმელს, სასიამოვნო გარემოც უნდა დაურთო, როცა ეს ორი ერთმანეთს ერწყმის, საკვები მხოლოდ ხორციელი სიამოვნების, დანაყრების საშუალება არ არის, ის გარდაიქმნება შინაგან მამოძრავებელ ძალად, საწვავად, რომელიც ჯერ აუცილებლად კარგ ხასიათზე გაყენებს, დადებით ფიქრებს აღგიძრავს, ხოლო შემდეგ მშვიდი მონელება-ძილისკენ მიგაქანებს, აქაური ძველებული კაფელი კედელზე, ათასი სიბინძურით და მათ შორის არაბული წარწერებით სავსე, დაბლა ცივად დაგებული მეთლახი, დახაზული, დალაქავებული, იმდენად სტრესულად გამოიყურებოდა, რომ სულ მწვადებივით რომ გეხმალავა ადამიანს, შეიძლება გემო მისთვის ვერ ჩაგეყოლებინა, სანამ უშალოდ სამზარეულომდე მივაღწიეთ, ესკორტათ რამდენიმე ათეული თვალი გვაცილებდა, ვინც დაჟინებით გვიყურებდა, იმათ იძულების წესით თავი ვუკანტურეთ, სასადილო სავსე რომ იქნება, მაშინაც თუ ასე მომიწია თავის ქნევა, უეჭველად დამგრილავს. გზად რაღაც უცნაური, დისპენსერის მსგავსი დანადგარი დაგვეჩითა, არც ჭიქა, არც რამე არ ეკიდა ზედ, მაგრად კანკალებდა, თუმცა დაბალ ხმაზე ზუზუნებდა, რეტრო სტილის ყავის მადუღარას ჰგავდა, სანამ მივხვდით საიდან გამოჟონავდა, სახე სულ ჩამოვიბანეთ, მაგრამ სულ არაფერს სჯობდა, თან შევგრილდით. ცოტა მოვსულიერდით და გამოვერკვიეთ,  სინებით ამოვიღლიავეთ და მზარეულებთან შევვარდით. ოთხი ტიპი გვემსახურებვოდა, მინიმუმ სამი მაინც, არც გასაკვირია, ეგვიპტელები დაგვიხდნენ და როგორც ყველა გემრიელ ეგვიპტელს სჩვევია, ბევრი ლაპარაკი უყვარდათ და ალბათ ბევრი ლობიო, თანაც დილით,  ყველაფერი ისე გამოიკითხეს ვითომ დიდი ხნის უნახავი ნათესავები ვიყავით, შგადაშიგ ეგვიპტურ დიალექტს ურევდნენ, კიდევ კარგი ცოტა გამოცდილება მაინც მქონდა და დასრულებული აზრის გაგება არ გამჭირვებია, ღიმილი სახიდან არც ერთს არ მოშორებია, სულ ისე ჩამოგვირიგა საჭმელ-სასმელი არ ამოუსუნთქავთ, ისეთი გაკრეჭილები იყვნენ შხამი რომ დაედოთ თეფშზე, უარს არ ვეტყოდი, მომერიდებოდა, წარმოდგენა არ გვქონდა რას გვთავაზობდნენ, მაგრამ მთავარია ბევრად ჩანდა, სანამ ბუფეტის ბოლომდე ვასრიალეთ სინები, არჩევანს თვალი შევავლეთ, ერთი ძირითადი ბრინჯიანი კერძი, ქათმის ხორცით, არც ისე საამაყო შესახედაობის, მომცრო ზომის სალათა, ნუ, რასაც ესენი სალათას ეძახიან, ჩვენთან ესეთები მიწიდანაც არ ამოიზრდებიან, თავმოყვარეობა შეელახებათ, სამი ნაჭერი კიტრი, ცხრად გაჭრილი, ასეთივე მათემატიკური სიზუსტით პომიდორი, ფურცლები, ხახვი გაჭირვების ჟამის, ასარჩევად ვაშლი ან ბანანი, წყალში გახსნილი ფერადი ფხვნილი, რომელზეც გვიმტკიცებდნენ წვენიაო, სუფთა და რაც მთავარია წყალი, საერთოდ ჯამში, ცუდ ელფერს არ ქმნიდა, თავიდან ხომ ყველაფერი ფერადია, მიმზიდველი და ლამაზი, მერე და მერე ერხევა და ფერმკრთალდება. ამ სალამ-ქალამში ქართველები ადრეც გვინახავს აქაო, სვამდნენ ხოლმეო და ცოტა აბოლებდნენ კიდევაცო, ბოლოს მდგარმა მზარეულმა, წვრილი ულვაში რომ გადასდევდა და დიდი ყავისფერი თვალები ჰქონდა,  თქვენც ხომ არ გაქვთ სიგარეტიო, და წვნიანით მოსვრილი თითი თეთრ წინსაფარზე აუსვ-დაუსვა, ისე ოსტატურად, ადრე უეჭველად დალაქი იყო და კლიენტებს სამართებლით კისერს სუფთად ამოპარსავდა, თავი გავუქნიე, არამგონია მარტო სიგარეტი ებოლებინათ და მაგით დაკმაყოფილებულიყვნენთქო, გაეღიმა, არც სხვა რამის უკმარისობა ყოფილაო, თუ დაგაინტერესებთ ბიჭებო, ჩვენს ინდოელ მზარეულს ვისკი აქვს, დანარჩენს მიეხედებაო, თვალი ჩავუკარით ერთმანეთს და ამ დღიდან მოყოლებული მხოლოდ საუკეთესოს ვიღებდით იმ საკვებიდან, თუკი შეიძლება ასე ეწოდოს, რასაც უფასოდ გვაჭმევდნენ მთელი წელი, პრობლემად მხოლოდ ის გვექცა, რომ მთელი წელი ერთი და იგივეს არათუ დაჭაშნიკება, არამედ დანახვაც კი, უკვე გულს გვირევდა, ამის გამო ხშირად გვიშიმშილია, მაგრამ ძირითადად ჩვენი მეტად სასიამოვნო სტიპენდიის დახარჯვა გვიწევდა, მაგრამ პირველი სტუმრობისთვის არც ისე ცუდად ჩაიარა ყველაფერმა, პირიქით, მეგობრული დამოკიდებულება ჩამოვაყალიბეთ და თვითკმაყოფილები დასაჯდომი ადგილის ძებნას შევუდექით. ჩვენი განსაკუთრებული საუზმე, შემწვარი კვერცხის, ქათმის ორი ღერი სოსისის, ოღონდ შუაზე გაჭრილი მეოთხედის, მცირე ზომის წვენის,  ვაშლისა და ერთო ბოთლი წყლისგან შედგებოდა, გემოს თავიდან თითქოს არაუშავდა კიდეც, უბრალოდ ერთი თვის მერე, შეიძლება უფრო ადრეც გადაგვექცა განავლად, უცებ გადავყლაპეთ ყველაფერი, წყალი მოვიგდეთ და ენის ცენტრისკენ მიმავალ სტუდენტურ ავტობუსს დავუდარაჯდით. მზემ აგვაწითლა, და რატომღაც მომაგონდნენ უცნაური მიდრეკილების გოგონები თუ ქალები, რომლებიც ათასობით ლარს და მეტად ძვირფას დროს ხარჯავენ ხელოვნური რუჯისთვის, რომელიც ჩვენ ბუნებრივად ალბათ სადღაც თხუტმეტ წუთში მივიღეთ, ხოლო მოშიშვლებული ხელები მომენტალურად გაგვერუჯა, არც ისე შორიდან, რაღაც იმდენად ნელა მოგორავდა, ლამის გავიქეცით და მივაწექით, როგორც იქნა ავტობუსმა მოაღწია და უკვე გრილზე შემწვარ კოტლეტებს ვგავდით, ზოგს მგონი ბოლიც ასდიოდა, ნახევრად შეხსნილ კარში ავცვივდით და მძღოლმა გააჩერა, ერთი კი გადმოგვხედა, ალბათ რა კისერს იტეხავს ეს ხალხიო, მაგრამ მაგის გამრუდებული მზერის ნერვი არ მქონდა, თუმცა იმდენად გასაგებად გამოიხედა რომ არაფრის თქმა არ დასჭირვებია, დიდო მეტყველი თვალების ძალაო. ჩამქრალ ავტობუსში უფრო შეგვეხუთა სული, ავწრიალდით, მოუსვენრობა რომ დაგვეწყო, ზოგი უკვე ხაოდა, მძღოლმა გამოგვიცხადა სხვა სტუნდებსაც ველოდებით, მხოლოდ თქვენს გამო ვერ დავიძრებიო, მძღოლს მოვთხოვეთ მანქანა დაექოქა და კონდიცირება ჩაერთო, თვითონაც მაგრად უჭირდა საწყალს, სახეზე ოფლი გადასდიოდა, მაგრამ უფლებას არ აძლევდნენ საკუთარი თავისთვის კონდიციონერი ჩაერთო, მაშინ ეს არ ვიცოდით, თორე უფრო ადრე მივდგებ- მოვდგებოდით. ამდენი ჩალიჩი მალე წყალში ჩაგვეყარა, როცა ავტობუსი ზუსტად სამ წუთში სასწავლებელს მიადგა და პირდაპირ კართან ჩამოგვყარა, თურმე გაიარე რა ფეხით, მაგრამ მზა-მზარეულს რომ ხარ ადამიანი მიჩვეული და სამი ნაბიჯის გადადგმა გეზარება. ამაზე წუწუნის დრო აღარ გვქონდა, ხალხი გროვდებოდა, სტუდენტები თითქმის მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან აქ შეკრებილიყვნენ, ერთმანეთს ეცნობოდნენ, უღიმოდნენ და გაოფლილ სახეებს სასაცილოდ მანჭავდნენ, ჩვენ სხვა საფიქრალი გვაწუხებდა, მაგრამ მაინც თამამად მივიწიეთ წინ და როგორც იქნა სასწავლებლის კართანაც აღმოვჩნდით.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები