ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2021


ფერისცვალება. მცხეთა.

რა საცოდავი ვარ მე -
ვისაც არ მჯერა სიწმინდეების.
ვისაც არ შემიძლია
გახრწნილი უხრწნელად მოვიჩვენო.

აი, გვამი,
საყვარლად შერეკილი მოხუცის,
რამდენიმე წლის წინ
მიწიდან რომ ამოთხარეს,
თავისი უბრალო, კაპიშუნიანი ჯვალო და
მობრეცილი ბატინკები გახადეს,
გოიმური ბრჭყვიალობებით დაფარეს,
ლუსკუმაში ჩადეს და
შუა ტაძარში გამოდგეს.

რა საცოდავი ვარ მე
როცა ეს მოხუცი მეცოდება.

რა საცოდავი ვარ მე,
როცა პარკებში დაფასოებულ
ყოფილი საფლავის მიწას და
პატარა ბოთლებში ჩამოსხმულ
მზესუმზირის ზეთ “სლობოდას”
არ ვყიდულობ, რადგან -
რა სისულელეა!
არჩენს კი არა ის!

რა საცოდავი ვარ მე
როცა ჩემი
არა ჩვეულებრივი შვილიშვილი
ლუსკუმაზე მობნეულ შოკოლადებს
ბოჭავს და ჭამს,
მე კი, გაანჩხლებულ მლოცველს
უხეშად მივაგებ პასუხს:
ბავშვი კი არაა უზრდელი, ქალბატონო,
კანფეტია საბავშვო და არა სალუსკუმო!
 
(ცოცხალი ხომ თავად მისცემდა)

რა საცოდავი ვარ მე,
ასეთი რწმენით და
ასეთი ნეკროფობი…

2021

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები