ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2021


...

დღემდე ვინახავ შენს ნაჩუქარ კალამს და რვეულს
და მაწერინებს ეს კალამი ლექსს გადარეულს...
ყველა ფურცელი შენზე ყვება... შენ რითმად ქცეულს
გთავაზობ სულს და აფეთქებულ მარტივით სხეულს.
მიყვარხარ ოჰოო... რა ხანია მინდოდა მეთქვა
ჩემს ფიქრებში და ზმანებებში თარეშობ სეტყვად,
ეხები სურვილს და ალღვები ოცნებებს კენტად,
მე მინდა შენთან, სამუდამოდ- მე მინდა შენთან!
იცი ძვირფასო? -ყოველღამე, როცა ბალიშზე
წამწამით დაცულ თვალებს სევდა მაინც ამივსებს
ეული ცეცხლით, მე ვღელდები, თითქოს და ისევ
შენ ჩემთან იყო, როგორც მაშინ, პირველ აისზე.
ვღელდები ჩემო... ისევ ისე მეწვება ღაწვი
მაშინდელივით, ოთახში რომ მარტონი დავრჩით...
რა ვუყოთ მერე ჩემს კართან თუ შემთხვევით გაჩნდი?
თუ ამ შემთხვევით ნალოდინევ გულშიდაც ჩარჩი?
გელოდი, ჰო... შენ, უცნობს, უცხოს, სხვა ბილიკს დამდგარს,
გელოდი და მე არ მინდოდა არავინ გარდა
მაგ ხმის, მაგ სუნის, მაგ თვალების... რადგანაც გავდა
ეგ ყველაფერი, ჩემს დაწერილ ოცნებას გავდა.
გწერდი მანამდეც, ვიდრე შენს თმებს შევისუნთქავდი,
ვიდრე თითები შეგიგრძნობდა, მანამ ვუთქვამდი
მელანს ლოცვებად დაღვრილიყო წმინდა ფურცლამდი
და ასე სუფთად მოეყვანე ლექსს ჩემს სუნთქვამდი.
გწერდი, გწერდი და როგორც იქნა მოჰყევი სტროფებს,
იყო წუთები ვაოცებდით ჩვენს გვერდით მყოფებს,
თვეებიც იყო, აპრილისფრად თოვდა ნაყოფებს,
მერე კი... ჩაქრი... ახლა ვეძებ ბილიკს ნამყოფებს,
შენგან ნამყოფებს, განაკვალავს შენი სურნელით,
მაგრამ კვალიც კი წაგიშლია და მე სულელი
მეძებარივით მაინც გეძებ, შენს სუნს სულ ველი,
ალბათ იმიტომ, მჯერა მოხვალ... ამიტომ გელი!
--------
ამიტომ ალბათ!
--------
ღამეა! იცი? -ყოველღამე ზმანებად დავალ,
ვნებააყოლილ მონატრებას სიზმრებში ვმალავ!
--------
დღემდე ვინახავ შენს ნაჩუქარ რვეულს და კალამს
და მაწერინებს ეს კალამი მე ლექსებს თამამს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები