ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთიკო
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2021


“ეიფ2ა”

ეიფორიას მანიჭებს შენთვის ლექსების წერა,
ალბათ ასეა შეთქმული ჩემი ეს ბედის წერა,
ბევრჯერ მოვისმინე სხვების სიმღერა,
რომელიც შენს მეტმა ვერვინ იმღერა.
მიჭირს ძველებურად მე ღამის თევა,
თავში ათასი უაზრო ფიქრების ტევა,
მინდა ხანდახან ისეთი კანაფის წევა,
თუ უეჭველად, ვიცი რომ მუზა მეწვევა.
როცა აპათია სულს მოედება,
ხშირად ყველაფერი ძლიერ მბეზრდება,
მაგრამ დეპრესია მაშინ ნელდება,
როდესაც ქოთანში ბავშვი მეზრდება.
გონება სუსტი და ვნებები როცა ანცია,
ბოლოს მომიღებს მე ერთხელაც ეს სედაცია,
მან გადამღალა და გამაძრო სრულად ქანცია,
დაჭრილ სულს ჩემსას რაც ზედ აცვია.
ახლაც შენზე ფიქრში კვლავ გამითენდა,
გახსოვს ჩემდამი ნაჩუქნი ზედა,
კვლავ ზედ მაცვია სახსოვრად შენდა,
ხუთი წელია და ჯერ არც დამიძველდა.
ლექსი მოგიძღვენი მოსაგონად შენდა,
რადგან გული ჩემი გრძნობებს ნათელს ჰფენდა,
რადგან მწარე მონატრების სევდა,
ჩემს სულს ცეცხლის ალში ხვევდა.
ალბათ წაიკითხავ ამ ლექსს მოძღვნილს შენდა,
და მე ბოდიშს გიხდი თუ კი გამიგრძელდა,
თუ კი ვერ გითხარი, თუ ვერ გამახსენდა,
რავქნა მაპატიე მუზა დამიძველდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები