ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2022


* * *

შუა ღამისას შემოსეულ ფიქრებს გაგატან,

და სევდის ფერად შემიმოსე
ეს ჩემი
ნატვრა ...

დროს მივათვალოთ
რომ როგორმე
წამი ამტანთა,

რომ ღამის ჩრდილის
 მზის სხივებთან
 მოგინდეს ხატვა,



რადგან სამყარო გაასწორეს ამათ,
მიწასთან,

ცაა ფერადი,

როგორც
 ჩვენი სამყაროს სახლთან,

ყველა გამვლელის გულმოკლული დარდი ბინადრობს,

ამ დედამოწის უჩუმარ ასლთან

შენ დაგინახე ..

შუაღამისას შემოსეულ ფიქრის ამტანთა,

ფურცელს გაგატან,

სადაც ფურცლებსაც ფრენები ახლდათ,

თან უსასრულოდ.

 წამს.გალეული .
დრო თუ მიდის ყელა აღმართთან,

უნდა ინატრო.

იოცნებო,
დაბერდე და თან,

შენი ვაგზალი პირჯვარივით გადაიხაზო,

ფერებით ცხრათა ...


რომ უკუსვლების რიჟრაჟს მიმართო,
დაახაკუნო შენგრეულ კართან,

სანამ მიხვალ და

ამ სიჩუმეზე სული მიადნო,

თოვლივით რათა,

საშემოდგომოდ გამოიზამთრო.

რომ ნამსხვრევებად გექცეს რვეული,

,, ამდენ, უამრავ, ცოდვების ამტანთ"

ვერ მოვუნახო სხვა სათაური და

ტირე იყოს ყოველ აბზაცთან,

ხან სიზმარივით გაორებული 
ხან კი სიზმარზე ითვლიდე ნახტომს,

რომ ამიმღვრიო სულში სხეული,

სხეული სულზე ვერ გადავხატო

რომ
ლექსი იყოს ხანმორეული.

გზა თოლიების
 და
 გადაგასწრო,


ზამთარში ზაფხულს წამოწეული
ღრუბელი ვნახო,

როგორ ირეკლავს ტალღებს წყეული
ეს, მისამართი ..

ეს მისამართი უმისამართოდ.
 ამინდზე ბრბოა გადარეული,

რომ ყველა კუთხე ყველა აღმართი,
როგორაც ჩემსკენ გამოწეულა,
ზღვასაც ისე ჰყავს გამორჩეული,

როგორც ნიჭიერს მისი ტალანტი,
როგორც უდღეურს მისი დღიური,

უამინდობის ზავზე კამათით,
რომ დისკუსია ხალხს მორეულა,

როგორაც გიჟს ის თეთრი ხალათი ,
ჰგონია ფერებ გამოლეული და
თოვლი და ზღვა და დედა ამათი ...


მთვარე ზეციურ დუმილს არ ანთებს ,

და შუქში მზეა განაბებული,

როგორაც ბავშვი ..

როცა ამართლებს
ამ საუკუნეს ძილს მორეული .

სიცოცხლის ვაშლი,
სიკვდილზე მახე,
მახეზე ისევ ფრთებსაც კი გაშლის
სიზმარი დროით გამოწვეული,
თუ ჰორიზონტებს გადაახლართე.

და გარდაცვლილთა წვეულებაზე,
სიმღერა არის ისე სნეული,

რომ მარტოობა ქარს გაენაზა
და სიმარტოვე დარჩა ეული,

როფორაც რაში .

თითქოს არავინ სხვა პლანეტაზე,
არ არის ისე შემოჩვეული,

რომ აქ არ დარჩე.

რომ სხვა აქ ხაზე ...

და სხვაზე ხაზი,

და ზღვაზე ასე რვიანებს ნაზი,
ყვავილნარევი ტოტი უჩანდა,

როდესაც ცაზე გრიგალი არ ზის,
გემები როცა ფსკერებს უნდათ და

როდესაც გემებს წრიული ამ გზის,
გადაგორების გამო უკრავდა
აპლოდისმენტებს ვიღაცა მაშინ,

თეთრ რაშს დრო როცა არ მოუჩანდა

ზღვა მიფრინავდა უკუსვლის ალში,
და მე ეს სევდა ისე მიყვარდა ,

მე ც, მიფრინავდა უეცარ ლანდში,
როდესაც ღამე გაგვინვითარდა,

ზღვა ღელავს ქალში ...

და ცეცცლოვანი არის ნებართვა
რომ უნდა დარჩე ...

შუაღამისას შემოსეულ ფიქრებს გაგატან ...

და შენ სიყვარულს ვალივლივებ

მთვ
ლევმ)
არე მთაში ,

ჩამო
ზღვის ნაპირზე
ქარში  ...

შუაღამისას
შემოსეულ ფიქრებს გაგატან,

შენ მდუმარებას ჩააცვი ნავში,

და თითქოს ნავი გადაყირავდა ..

რომ ყველაფერი აფრინდეს ცაში,

ჩუმად ფერადდაად ..  

მანძილი როცა გამოაზამთრებს

სიზმარს, გაზაფხულს ,
დრო როცა ბარდნის,

უხერხულია პირველ აბზაცზე,
უამინდობა
ცა,
შენი ლანდი.

უშენო სახლი..

შენი სიჩუმის
 ამხელა ბადე,

და გარეთ თავსხმა ...

რომ ოცნებებში მზედ დაიბადე.

რომ ვნება გასცდა საზღვრებს ამრიგად,


თავდასხმა ქოლგებს,
 კარებს,
მაგიდას,

და ზეცის დაცლა ..

ნაპირზე ყველას ქნარი მოგადგეს
ამოისუნთქო ეს შენი ჯვარცმა

და გარდაცვლილი წამის ქომაგებს
ჩასახუტებლად ბზარი შენს ხმასთან .

საუკუნეზე უეცრად აცმა ...

უშენო სახლი.

შენი სიჩუმის ამხელა ბადე

ურხულია პირველ აბზაცთან
უამინდობდა ცა, შენი ლანდი ...

შუა ღამისას შემლეულ ფიქრებს გაგატან,

რადგან წამითაც არ შეგიყვარდე,

რაცგან ყოველთვის ნამდვილ აღმართთან,
არის ყოველთვის ნამდვილი მახე ..

და შენ ნამდვილი რაც კი გებადა
იყო ნამდვილი ეს შენი სახე ...


რომ დაგებადა.
რომ არ დახაზე,

რომ ქარში სიო ისე მოგგავდა,
ბინა შეუმცდარ ნიავს მივანდე,

ხან ბინა წვიმად ჩამომივარდა ..

ხან ფერებს ისევ წელავდა რვამდე ...

რომ დანგრეული წვიმის წირვამდე
მე დავიბადე ...


მე და ...

შენ და მზე  ..

შუა ღამისას შემოსეულ ფიქრებს გაგატან,

შენ სევდისფერად წრიული ხაზე,

და საუკუნის ასე ამტანთა

და გარდაცვლილთა წვეულებაზე,

მე და შენ და მზე .
...

მე ღამით მხოლოდ მთვარე მებადა.
რომ დაიბადე .

ს.შ
2021.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები