ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2022


* * *

გაცილებს შენი პირველი ყინვა,
პირველო წვიმავ,
პირველად წვიმს.

პირველად ვწვიმვარ,
პირველად ვნატრობ
გამობრწყინებას მზის,


უკანასკნელად ვინატრე თოვლი ...
პირველი არა, ფერება მზის.

 ცა თანასწორი ცა თანასწორი.

წინადაც,  ასე გელოდი.
წვიმს ..

ცა შეასწორე ცა შეასწორე
ცა შეასწორე წინ.


გაცილებს შენი პირველი თოვლი,

პირველი ყინვა,
პირველად ცრის,

ცაზე ღრუბელი მოცურავ დროის,

მერცხალზე მღერის ,
ფერია ცხრის .

ასე ნამღერს კი,
 უძიროდ სწონის
შენი სისველე თმის .


პირველი ყინვა,პირველი თოვლი .. პირველი ცა ამად,
 ღირს,





მერცხალს უმღერებ რომ არ გამოდის,

პირველი ყინვა .
პირველი თოვლი,
უკანასკნელი ზღვა .


გაცილებს შენი პირველი წვიმა .
გაშინებს შენი პირველი ხმა .

რომ სიჩუმესთან ვერავინ მივა,
წინსვლა იქნება
მომდევნო სხვლა,

გამცილებელზე ერთი ვაგონი,
გადაბმულია კვლავ .

გაცილებს შენი პირველი ყინვა
 ამ
უკანასკნელ დარდს,

სევდას გაშორებს პირველი წვიმა

ცა ეხეთქება ცას ..

და ზღვა დაშრობებბს..
ფიქრების პირას,

(ხან რომ რაშობდეს სადმე არავინ
ხან
რომ დრო ნაშობ(ს)და
უკუსვლაა იგავარაკის,)

სევდას გაშორებს,
პირველ წვიმას,
პირველ არაფერს   .
 
პირველად ვწვიმვარ,
პირველად ვნატრობ,
რომ  მზის მაგიერ
 მთვარე განათდეს,

სევდას გაშორევს პირველი წვიმა,

პირველ არაფერს .

ს.შ



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები