ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნონესთ
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2021


მელიას

მე შემიძლია შენ მაგივრად მტკიოდეს ახლა
მაგრამ ხვალ, როდესაც მზე აცდება მოპირდაპირე კორპუსის სახურავს
და შენს თვალებშიც ცოტაოდენი სითბო გაჩნდება,
თითოეული თბილი წერტილი გაქრება შენში.
მე შემიძლია შენ მაგივრად მტკიოდეს ხვალაც
მაგრამ ზეგ, როდესაც მზე დაიწყებს საღამოს ჩასვლას,
და შენს თვალებში ეგ მოციმციმე წერტილიც ჩავა,
მაშინ, ძვირფასო, ჩემს სხეულშიც გაქრება სითბო.
მე შემიძლია შენ მაგივრად მტკიოდეს ზეგაც
მაგრამ მაზეგ, როდესაც მზე მესამე აისს დაიწყებს,
როდესაც თვალებს ვერ მოხუჭავ დაისის მერე,
შენ გეტკინება და მე მხოლოდ შენთან ერთად ვიგრძნობ ტკივილებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები