ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2021


გერტრუდას პასუხები-4 (წრე მეორე)

ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო,
მითხარი, შენთან ყოფნის ჟინი როგორ მოვიკლა?
წყურვილი კოცნის, ჩახუტების და ამ სარეცლის
შენთან გაყოფის და რომ არა, ეს სიგარეწრე
და თავხედობა-ჩვენი ბედის უცნობი მწერლის,
განა სხვასავით დავითვლიდით მალულად მწერებს,
ჭერში ცქერისას-გამაძღარნი ან დამშეულნი,
სჯობს განგვეხილა ბულგაკოვის „ეშმაკეულნი“,
ან ბოლო-ბოლო წაგვეკითხა აითმათოვი,
საუკუნეზე მეტს გასტანდა დღე და დათოვლილ
მთების ცქერაში მოვიდოდა შეპარვით ღამე,
ჩაგჩურჩულებდი, თუ გიყვარვარ, მიმღერე რამე,
შენც, თავმომწონედ აიღებდი ხელში გიტარას,
წყალს წაუღია დღე, რომელმაც არ გაიდარა,
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო,
მითხარი, შენთან ყოფნის ჟინი როგორ მოვიკლა?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები