ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: შოთა კურტანიძე
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2021


- ზ ა მ თ ა რ ი -

არეულია გზები, ცხოვრების მერცხალი მკვდარი,
ისევ ჩამოწვა ნისლი, თითქოს უეცარი,
ცხოვრება უცნაური გახდა საფიცარი.
სად არის ნიავი სიმშვიდის?!
გარბის წამი და ბოროტი მისანი კვალში უდგება გაქცეულ ნადირს.

ეს შემოდგომა, როგორც ბავშვი, შიშველი და ცივი,
დაიწურება ყურძნის მტევანივით
და მოვა ზამთარი, უტყვი და მკაცრი,
და თუ გავუძელი ყინვებს ზამთრისას
სასწაული იქნება პირდაპირ,
მე უკვე გაყინული დავდივარ.
ქარია ტანში, ქარი საზიზღარი.

მაინც იხედები ჩემკენ,
მე ვერ ვგებულობ ამ შემოხედვების მიზეზებს და მიზნებს,
მე ვფორიაქდები და ვნების ქარბუქები ფეხქვეშ მთელავენ,
მკლავენ უცნაური უცხოობები.

მაგრამ მინდა, რომ ამიხილო უღონო თვალი
და გახდეს ყველაფერი საცნაური, ყველა მისხალი...

ჩვენი შეხვედრა იქნება მიღმა ყველა ყოფის და ყოფიერების,
მე დავეშვები შენ ფეხებთან მოკვეთილი ტოტივით და სიცოცხლეს ვინატრებ,
შენ შემაჩერებ უგუნურ მთხოვნელს და სულთქმით აღმოსთქვამ,
რომ ყველაფერი ეცადე უკვე, რაც კი შეგეძლო,
მე ზურგს გაქცევდი ჩემთვის დამაშვრალს და სხვაგან ვეძებდი ბედნიერებას.

არეულია გზები, ცხოვრების მერცხალი მკვდარი,
გარბის წამი და ბოროტი მისანი კვალში უდგება გაქცეულ ნადირს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები