ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: დევი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
11 ოქტომბერი, 2021


წადით!

შენი დარგული ხე მოსაჭრელიაო, -
დამჩხავიან.
- მოსჭერ,
უნაყოფოს რას შეჰყურებ?

- რატომ? -
ვპასუხობ რომ ლამაზია, -
განსაკუთრებულად გაზაფხულზე ,
პაწაწინა თეთრი ყვავილებით.
შემოდგომობითაც არა უშავს,
ვიდრე დასცვივდება ყვითელი ფოთლები.

ნაყოფს ვერ ისხამს და
მოსაჭრელიაო, -
აგრძელებენ ჩხავილს.
- აკი შენც არ მოგწონს ზაფხულობით?!
სხვის ნარგავებს მაინც შეადარე.

მე კი პასუხებით არ ვიღლები:
- მომწონს რომ იფარებს ჭიაღუებს,
სხვა თუ არაფერი
მომიჩრდილებს.
წადით,
დამანებეთ თავი,
წადით მსხმოიარეებთან,
წადით,
სარგებელი ნახეთ.

მე ის იანვარშიც მომწონს,
მშვიდი,
გაზაფხულის მომლოდინე,
ავცქერი ქვემოდან, -
ცას უხდება,
თქვენსავით ზემოდან
ვერ ვუყურებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები