ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
11 ოქტომბერი, 2021


რომელი ენა, რომელი მამული, რომელი სარწმუნოება? დაასახელეთ, ოღონდ საკუთარი წინაპრების, კუთხეების მიხედვით, დატოვებული

რომელი ენა, რომელი მამული, რომელი სარწმუნოება? დაასახელეთ, ოღონდ საკუთარი წინაპრების, კუთხეების მიხედვით, დატოვებული


მშობლიურ ენაზე დაასახელეთ, ანუ თქვენი დედის და მამის ენაზე, რომელი ენა, რომელი მამული, რომელი სარწმუნოება დაგიტოვათ თქვენმა საკუთარმა წინაპრებმა რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის, იმერეთის, გურიის  და საქართველოს ყველა სხვა კუთხის  დაპყრობის, ზოგიერთის ყიდვის, და ზოგიერთის ნებაყოფლობით მიერთების მომენტისთვის?
დაასახელეთ.
საკუთარი დაასახელეთ.
სხვისი არა.
ანუ იმერლებმა თავისი საკუთარი წინაპრები დაასახელეთ, და არა აჭარლების წინაპრები.
და ასე, ყველა კუთხის მცხოვრებმა თავისი წინაპრები დაასახელეთ.
და არა სხვა კუთხეების.
ცნობისთვის, რუსეთმა სამცხე და აჭარა ოსმალეთს წაართვა, სამეგრელი კი ფულით იყიდა.
და კიდევ, მეგრული უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე ქართული ენა, ამიტომ მეგრული ვერ იქნება ქართული ენის დიალექტი.
ასე რომ, ენა, მამული, სარწმუნოება, ხომ?
ჰოდა, რომელი ენა?
რომელი მამული?
რომელი სარწმუნოება?
და, მთავარი კითხვა:
- აჭარლების მიწის თავისთვის მითვისების მიზნით, რატომ ძირითადად მაინდამაინც არაქართული ენის მატარებლები ითხოვენ აჭარლების გაგდებას მათი, აჭარლების, წინაპრების საკუთარი მიწიდან? 
ასე რომ, აფერისტების საყურადღებოდ ვამბობთ, აჭარლებისთვის მათი წინაპრების მიერ დატოვებული მიწის წართმევას რომ ცდილობთ, აფერისტული ლოზუნგების გამოყენებით, და ეს აფერისტობა (თაღლითობა, სისხლის სამართალში აფერისტობას თაღლითობა ჰქვია, დანაშაული, გათვალისწინებული სსსკ 180-ე მუხლით) ჭკვიანიზმად რომ მიგაჩნიათ:
კიდევ ერთხელ გეკითხებით:
- მშობლიურ ენაზე დაასახელეთ, ანუ თქვენი დედის და მამის ენაზე, რომელი ენა, რომელი მამული, რომელი სარწმუნოება დაგიტოვათ თქვენმა საკუთარმა წინაპრებმა რუსეთის მიერ კონკრეტულად თქვენი წინაპრების საცხოვრებელი კუთხის  დაპყრობის, ზოგიერთის ყიდვის, და ზოგიერთის ნებაყოფლობით მიერთების მომენტისთვის?

კახაბერ როდინაძე, ადვოკატი (ბათუმი, აჭარა)
11.10.2021

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები