ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: მუხრან აბაშიძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
11 ოქტომბერი, 2021


თანაგრძნობა

როდესაც დიდი უბედურებების მომსწრენი ვხვდებით, მაშინ უფრო თვალნათლივ წარმოგვიდგება, რომ უარესები შეიძლებოდა მომხდარიყო უწინ, და სწორედ მაშინ გვეუფლება თანაგრძნობის განცდა - უწინდელზეც და ახლანდელზეც. გულისხმიერების ჩამოყალიბების ამ მსვლელობაში ადამიანები ჩერდებიან და ფიქრდებიან, თუ რატომ შეიძლება არსებობდეს უბედურებებიო. მათ არაფერი შეუძლიათ ამ დროს, მაგრამ გულისხმიერად რომ ჩამოყალიბდნენ,  ძალიან ბევრი შესძლებიათ. ზოგი უძლურებას ეგუება, ზოგი თანაგრძნობით ძლიერდება, ყველა ერთად კი აცნობიერებს, რომ ძალაცა და უძლურებაც ღვთის მიერ ნაბოძები სიკეთეებია. ღმერთო, მოგვეცი ძალა იმ უბედურთა მდგომარეობაში შესვლის, ვისაც აღარ შეუძლიათ შევიდნენ ჩვენს ბედნიერ მდგომარეობაში; ღმერთო, გვაპატიე ჩვენი ბედნიერება; ღმერთო, დიდებულო, მადლობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები