ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2021


ბიჭი ნახატიდან

(ეძღვნებათ ნანგრევებში მოყოლილ ბავშვებს)

ვხატავდი შორეულ ჰორიზონტებს,
დედას მივყვებოდი ცის კიდემდე...
თან როგორ მიყვარდა, რომ იცოდეთ,
სიცოცხლის ფერადი ბილიკები...
მერე ცა დამეცა თავზე ჭექით,
ვყვიროდი, ვყვიროდი, უხმოდ თურმე...
დედა მიპოვე და დამიჯექი,
შიშების კივილი გამიჩუმე...
სახლმა  მომიყოლა საძირკველში,
კედლებმა შემიკრეს არტახები...
თეთრი ანგელოზი მაკვირდება,
დედის თვალები აქვს ნახატიდან...
10.10.21

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები