ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: გოლიაძე
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2021


კვდება სიყვარული

თითქოს არაფერი, რადგან ჩვეულბრივ,
ალბათ ასე ხდება, როცა განშორება,
სულში დაიბუდებს, მლაშე მარტოობის,
უხმო მელოდიას, დარდს რომ ეტოლება,
მაგრამ არაფერი, იყოს ამქვეყნიურ,
რადგან მიწიერი შეგვრჩა გატაცება,
ახლა ნაირნაირ, ფოთლებს ვემდურები,
რადგან ფერადია, რადგან განსხვავდება,
ჩემი სხეულისგან, ჩემი ფიქრებისგან,
რომლის საფეხურებს, დაჰყვა მოლოდინი,
როგორ შევიცვალეთ, როცა მე მტკივა და
როცა მე ვკვდები და შენ კი კვლავ იცინი.
ვიცი განშორების, მწარე ნაიარევს,
ისევ რომ მომირჩენს, ნაზი სტრიქონები,
ჩემი წარმოსახვის, ლურჯი ფანტაზიით,
სადღაც ერთ კუთხეში, მაინც მეყოლები,
მაგრამ არაფერი, რადგან ჩვეულებრივ,
მიდის ცხოვრება და ჩნდება მოგონება,
ისევ ნაირნაირ, ისევ მელოდიურ,
უხმო საფეხურებს, კვალში როცა ჰყვება,
ჩვენი ერთად ყოფნის, ბაცი ფოთოლცვენა,
გასდევს ლიანდაგებს, როგორც სინანული
ჭკნება ყვავილები, დნება სანთლები და
ასე უცნაურად კვდება სიყვარული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები