ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2021


ვაი, ჩემო საქართველო...

აღარ ვიცი რა დავწერო,
გული მტკივა, სული მეწვის,
ვაი, ჩემო საქართველო,
კვლავ გადიხარ ხიდზე ბეწვის.

მსურს იარა გავამრთელოთ,
მტკივა ყველა შეწირული,
ვაი, ჩემო საქართველო,
რამდენ ტკივილს უძლებს გული.

მოიხსენე პარაკლისზე
მათი სული მარადისი,
კიდევ ბევრი აღგეზარდოს
შვილი - შენი საკადრისი.

ღმერთმა წყლული მოგირჩინოს,
არ მთავრდება თუმცა გლოვა,
გწამდეს: ჩემო თვალისჩინო
სიხარული კიდევ მოვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები