ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
13 ოქტომბერი, 2021


William Shakespeare – Sonnet XLIII (43)

უილიამ შექსპირი - სონეტი XLIII (43) –  თარგმნა ოთარ ცისკაძემ

მინაბულ თვალებს ჭვრეტა უკეთ მოემადლებათ,
რადგან მთელი დღე შესცქერიან ნაკლებ ღირებულს,
ძილში მეწვევი სიზმარეულ ძვირფას თანმხლებად,
მზერას მოგაპყრობ ყიამეთში წარმოჩინებულს.

შენი აჩრდილით ცისკროვნდება სხვა აჩრდილებიც,
რა დიდებული იქნებოდა, მონატრებული,
თუ მომალხენდი დღის ნათელშიც - სინამდვილეში,
რადგანაც თვალს მჭრი სიბნელეში მოლანდებულიც!

მეღირსებოდა განუზომლად დიდი წყალობა
შენი ხატების ცხადში ხილვით, ნაცვლად ნასიზმრის,
რამეთუ ძალუძს მოზმანებულ ლანდსაც ნაკლოვანს
თვალებს შემორჩეს ღამეული გამონაჭვირით!

ღამედ მექცევა უშენობით დღეთა ნათებაც, 
თუ მესიზმრები, ღამეც დღეებრ აქათქათდება.

13 ოქტომბერი, 2021 წ.



დედანი იხილეთ აქ:  https://www.nosweatshakespeare.com/sonnets/43/

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები