ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზარქუა
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2021


ძია მალხაზი

ცაზე როდესაც იწერება ძილის საათი,
ლოთი მალხაზი ვორონცოვის კუთხეში ბორგავს.
ჭიქა არაყი, სანაქებო არაყი, ჭაჭის,
მშვიდად აძინებს დაწყევლილ და უბედურ მოკვდავს.
დასიებული თვალებიდან უჩანს შვილები,
რომლებიც თითქოს დაივიწყა და  აღარა ჰყავს.
ფეხები სტკივა და თუ მხრებით  შეეხიდები,
მიხვდები, ძიას სასიცოცხლოდ უნდა გადასხმა,
რადგანაც სისხლი გაეფილტროს და ხვალ დილიდან,
ჯანსაღი ღვიძლით გაიწვდინოს ხელი ქუჩაში.
"ინებე, ძია, ცხელი პურის გადახდილია"
ეტყვიან, ყუას მოიტეხავს, როგორც თაბაშირს.
ხელის კანკალით დანაყრდება, მერე ბაღისკენ,
ისევ ბაღისკენ, დაიძრება მორიდებულად.
"ეჰ, მოხუცი ვარ, აფხაზეთში ბევრი დავცხრილე,
მაგრამ ის ხიდი, ძმობის ხიდი, ვერ გადებულა".
ამიტომაც აქვს ოცდაორი ლარი მეომრის,
დახმარება თუ ყრუ დაცინვა სახელმწიფოსგან.
ხელებს იწვდის და ნათხოვარი ფულით მყისვე ზრდის,
არაყს, ლუდსა და ქვეყნისათვის ფუჭ გმირ-შვილობას.
აქვს ერთი სკამი, ერთი ჯოხი, მწვანე თვალები
და უყვართ უბნის მაწანწალა, შეცდომილ შვილებს.
"ერთიც დავისხათ ძია მალხაზ და წინაპრები...
და წინაპრები, გავახსენოთ ბოზის გაზრდილებს".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები