ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2021


...

შვიდ ბროლში გამიზნულად გამსვლელი
წრიული ახირების სანაცვლოდ
იმსხვრევა სხივი თეთრ გვამზე.
იწვება ცხედარი ლამის.
დაწვამდე  ნოტიო ბაგეზე
ისვენებს ჭარმაგი პეპელა,
სველი სარკმელების დარაჯებს
ეზო შემორჩებათ მოლიპული,
იქვე ხეებს შორის გამჭოლი
უფრო ცარიელი საქანელა.
ვიტყვი - სიხარული დაზამთრდა,
მზე გადაიჩეხა საწვიმარზე,
სინათლის ტალღა დაიბრიცა,
მიწამ გაიხლიჩა მუცელი,
თავი ამოვყავით შიგ.
როდესაც ფესვები იკითხავენ
-რა არის თქვენი ასაკი?...
წასკდებათ ხიდებს უზანგები,
მწკრივები, მწყრალები, მოცვის ფერი
მოაჯირები უჟანგავი
რამდენ ნათითურს აისხლეტენ,
რამდენ ნათითურში ჩადნებიან,
რამდენის გახდებიან შემყურე,
მაინც დარჩებიან სახტად.
ბოლოს ადგილები განაპირა,
უფრო პირიქითაც შეიძლება,
თითქოს განაპირა ადგილებზე,
სიცარიელეა შემზარავი,
სანამ აღმოაჩენ - გეღიმება,
მასში  თავსდებიან მორიდებით,
კავშირ გაწყვეტილი შვილები და
კოხტად დავარცხნილი თოჯინები.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები