ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
14 ოქტომბერი, 2021


გერტრუდას პასუხები-5 (წრე მეორე)

ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო,
ხანდახან რწმენა უტოლდება მარცვალს-მდოგვისას,
თუმცა, სულ მცირეც საკმარისი არის სრულებით,
რომ დაძრა მთა და მოავაკო ეს უფსკრულებიც,
ზოგს სათანადო არც ცოდნა აქვს, ნიჭი, შეგნება,
რომ ეს ხრიოკი მიიჩნიოს ოდენ ზეგნებად,
ზოგი მართალსაც ცრუდ უყურებს, რას არ გაიგებ,
მთელი ცხოვრება გაუვალი არის ტაიგა,
ისეც ხდება, რომ იშვიათად თვალს ეჩხირება,
ხშირზე ხშირი ტყის განძარცვა და გამეჩხერება,
ფასს ნურვინ ადებს, რაც არ იცის, ოქრო-ვერცხლებად,
უკეთუ სარგო ნიღაბივით შემოგეცლება,
ვიდრე ამ ფიქრებს ძილისპირზე გავანელებდე,
წყალს წაუღია სტეპები და სავანელები,
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო,
ხანდახან რწმენა უტოლდება მარცვალს-მდოგვისას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები