ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
18 ოქტომბერი, 2021


წერილები საკნიდან-6 (წრე მეორე)

ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო,
მე თვალებს ვხუჭავ, თითქოს აქ ხარ, ხელი მომკიდე,
მსურს, წამიყვანო სხვა მხარეში, სადაც არავინ
შეგვხედავს შურით-აშკარად და დაუფარავად,
სადაც ყველაფერს, რა თქმა უნდა, თავისი დრო აქვს,
მარცხსაც, ზეიმსაც, ბოროდინოს და ვატერლოოს,
სადაც ყოველთვის ენაცვლება სცილას ქარიბდა,
სადაც ცივ ნიავს ოდნავაც არ მომაკარებდი,
სადაც ოცნება ხორცშესხმული არის იდეა,
ზეცის კიდეზე ვარსკვლავების ჯარი ჰკიდია,
ნამგალა მთვარეც თავს იწონებს ზეცის კიდეზე,
ბედნიერებას სადაც ჰყოფნის მცირე მიზეზი,
მხოლოდ ერთურთის მოფერება არ გვაქვს სამყოფად,
წყალს წაუღია უტოპია, რაც ვერ გავტოპეთ,
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო,
მე თვალებს ვხუჭავ, თითქოს აქ ხარ, ხელი მომკიდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები